სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
"ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, დე­კა­ნოზ ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გამო, ჯერ­ჯე­რო­ბით, ზი­ა­რე­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბა არ არის.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნებს ამ გზით და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის არ უნდა ეში­ნო­დეთ, რად­გან „უფ­ლის სის­ხლი და ხორ­ცი სა­კურ­ნე­ბე­ლია".

"ჯერ­ჯე­რო­ბით, ზი­ა­რე­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბა არ არის. ვი­საც სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, მან იცის, რომ ასე და­ა­ვა­დე­ბის არ უნდა ეში­ნო­დეს.

ყო­ვე­ლი წირ­ვის მერე, ასო­ბით ადა­მი­ა­ნის ზი­ა­რე­ბის შემ­დეგ, ბარ­ძიმს მთლი­ა­ნად სა­სუ­ლი­ე­რო პირი იღებს. ამ ასე­უ­ლო­ბით ნა­ზი­ა­რე­ბი ადა­მი­ა­ნი­დან ყვე­ლა ხომ არ იქ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლი?

არის ამა­ში ლო­გი­კა, რომ სამ­ღვდე­ლო­ე­ბა მუდ­მი­ვად უნდა ავად­დე­ბო­დეს და რამ­დენ ავად­მყოფ­საც აზი­ა­რებს ერთი ბარ­ძი­მი­დან და ერთი კოვ­ზით, იმ­დენგვა­რი სენი უნდა შე­ე­ყა­როს ყო­ვე­ლი წირ­ვის შემ­დეგ. უფ­ლის სის­ხლი და ხორ­ცი სა­კურ­ნე­ბე­ლია და ვი­ცით, რომ ავად­მყო­ფებს ვლო­ცავთ და ვა­ზი­ა­რებთ", - გა­ნა­ცხა­და ჯაღ­მა­ი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ზი­ა­რე­ბა სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბის აქ­ტში ჭეშ­მა­რი­ტად მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა და „ამ დროს ქრის­ტე მის ხორცსა და სის­ხლს გვაწ­ვდის“.

"ზი­ა­რე­ბა არ არის სიმ­ბო­ლუ­რი შეს­რუ­ლე­ბა, სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბის აქ­ტი­სა, არა­მედ გან­მე­ო­რე­ბა და მას­ში უშუ­ა­ლოდ, ჭეშ­მა­რი­ტად მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა. ამ დროს იესო ქრის­ტე უშუ­ა­ლოდ გვაწ­ვდის მის ხორცსა და სის­ხლს, რო­გორც მო­ცი­ქუ­ლებს მი­ა­წო­და. რა თქმა უნდა, რწმე­ნის სიმ­ცი­რის გამო, შე­საძ­ლოა, ვინ­მე მა­ინც უფრთხო­დეს სა­ი­დუმ­ლოს ასე მი­ღე­ბას, ამა­ზე რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა ჯერ არ ყო­ფი­ლა და ალ­ბათ, ისი­ნი ცოტა ხნით თავს შე­ი­კა­ვე­ბენ ზი­ა­რე­ბი­სა­გან", - დას­ძი­ნა დე­კა­ნოზ­მა.

რო­გორც ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ანს ლო­ცა­ვენ და ჯან­მრთე­ლო­ბას უსურ­ვე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ისი­ნი ეზი­ა­რე­ბი­ან თუ არა.

"ზო­გა­დად, რა თქმა უნდა, სა­ჭი­როა პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვა და ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. რო­გორც ვი­ცით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ავად­მყო­ფო­ბის სულ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, ისიც სა­ზღვარ­ზე და რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ დათ­ბო­ბას­თან ერ­თად ამ ვირუ­სის საფრ­თხე­ე­ბი გა­ნულ­დეს. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ვლო­ცავთ ყვე­ლას, ვუ­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, ვინც ეზი­ა­რე­ბა და ვინც არ ეზი­ა­რე­ბა" - დას­ძი­ნა დე­კა­ნოზ­მა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ.
68

ურწმუნოებმა ეჭვი შეიტანეს, არცაა გასაკვირი. წმინდა ზიარების საიდუმლოების შინაარსის არცოდნაა მიზეზი. 

ყველაფრისგან პრობლემას ნუ ქმნით.
32

რა გახდა თითო ხის ჯოხი (ნაყინის) თან იქონიოს ყველა მრევლმა და ეზიაროს თავისი კოვზით. ამას მაინც მოაბით თავი. 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მორწმუნე ადამიანებს ამ გზით დაავადების გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ, რადგან „უფლის სისხლი და ხორცი საკურნებელია".

"ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის. ვისაც საეკლესიო ცხოვრების საკმაო გამოცდილება აქვს, მან იცის, რომ ასე დაავადების არ უნდა ეშინოდეს.

ყოველი წირვის მერე, ასობით ადამიანის ზიარების შემდეგ, ბარძიმს მთლიანად სასულიერო პირი იღებს. ამ ასეულობით ნაზიარები ადამიანიდან ყველა ხომ არ იქნება ჯანმრთელი?

არის ამაში ლოგიკა, რომ სამღვდელოება მუდმივად უნდა ავადდებოდეს და რამდენ ავადმყოფსაც აზიარებს ერთი ბარძიმიდან და ერთი კოვზით, იმდენგვარი სენი უნდა შეეყაროს ყოველი წირვის შემდეგ. უფლის სისხლი და ხორცი საკურნებელია და ვიცით, რომ ავადმყოფებს ვლოცავთ და ვაზიარებთ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისი განმარტებით, ზიარება საიდუმლო სერობის აქტში ჭეშმარიტად მონაწილეობაა და „ამ დროს ქრისტე მის ხორცსა და სისხლს გვაწვდის“.

"ზიარება არ არის სიმბოლური შესრულება, საიდუმლო სერობის აქტისა, არამედ განმეორება და მასში უშუალოდ, ჭეშმარიტად მონაწილეობაა. ამ დროს იესო ქრისტე უშუალოდ გვაწვდის მის ხორცსა და სისხლს, როგორც მოციქულებს მიაწოდა. რა თქმა უნდა, რწმენის სიმცირის გამო, შესაძლოა, ვინმე მაინც უფრთხოდეს საიდუმლოს ასე მიღებას, ამაზე რაიმე განსაკუთრებული მსჯელობა ჯერ არ ყოფილა და ალბათ, ისინი ცოტა ხნით თავს შეიკავებენ ზიარებისაგან", - დასძინა დეკანოზმა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, სასულიერო პირები ყველა ადამიანს ლოცავენ და ჯანმრთელობას უსურვებენ, მიუხედავად იმისა, ისინი ეზიარებიან თუ არა.

"ზოგადად, რა თქმა უნდა, საჭიროა პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. როგორც ვიცით, საქართველოში ავადმყოფობის სულ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, ისიც საზღვარზე და როგორც სპეციალისტები ამბობენ მოსალოდნელია, რომ დათბობასთან ერთად ამ ვირუსის საფრთხეები განულდეს. სასულიერო პირები ვლოცავთ ყველას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ვინც ეზიარება და ვინც არ ეზიარება" - დასძინა დეკანოზმა.

თბილისში საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია - ფოტორეპორტაჟი დედაქალაქიდან

"მონაცემები არის სწორი... ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე" - რა განმარტებას აკეთებს მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა