მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იმატა სასტიკმა მკვლელობებმა საქართველოში?
რატომ იმატა სასტიკმა მკვლელობებმა საქართველოში?

ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვაა, პრობ­ლე­მა მძი­მედ დგას სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

მხო­ლოდ ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე­დი­ით ათამ­დე თავ­ზარ­დამ­ცე­მი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი:

სუ­რამ­ში 30 წლამ­დე ქალი ქმარ­მა ნა­ჯა­ხით მოკ­ლა;

სა­ჩხე­რე­ში 17 წლის ბიჭ­მა მამა სა­ნა­დი­რო თო­ფით მოკ­ლა;

სამ­ტრე­დი­ა­ში ქმარ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრში გან­ქორ­წი­ნე­ბის­თვის მი­სუ­ლი ცოლი მოკ­ლა;

19 წლის ბიჭ­მა მძი­ნა­რე ბე­ბია და დედა ნა­ჯა­ხით მოკ­ლა;

ჭო­პორ­ტში 45 წლამ­დე მა­მა­კაც­მა დედა და და და­ხო­ცა;

სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლნი ყვე­ლა­ზე ხში­რად ქა­ლე­ბი ხდე­ბი­ან. ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად 2017 წელს გარ­და­იც­ვა­ლა - 14 ქალი, 2018 წელს - 7 ქალი, 2019 წელს - ასე­ვე 7 ქალი.

შსს-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019 წელს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის 6 000-ზე მეტ ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და 4 564 პირი მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. 2018 წელს გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 5 621 შემ­თხვე­ვა­ზე, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დად­გა 3 955 პი­რის მი­მართ.

  • რა­ტომ გახ­შირ­და ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლი?

ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და აღ­მო­ფხვრას ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვად და­ნა­შა­უ­ლის სპე­ცი­ფი­კუ­რი ხა­სი­ა­თი აფერ­ხებს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მომ­წვევ მთა­ვარ ფაქ­ტო­რად სპე­რე­ო­ტი­პულ წარ­მოდ­გე­ნებს ასა­ხე­ლე­ბენ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ოჯა­ხი ჩა­კე­ტილ სო­ცი­ა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტად მი­იჩ­ნე­ვა, სა­დაც ყვე­ლამ ერ­თმა­ნეთს "ნა­მუ­სი უნდა შე­უ­ნა­ხოს".

ხში­რად, სწო­რედ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­დე­გია ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად მო­ი­აზ­რე­ბა და მას და­ნა­შა­უ­ლად ნაკ­ლე­ბად აღიქ­ვა­მენ.

კრი­მი­ნო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი გი­ორ­გი ღლონ­ტი AMBEBI.GE-სთან სხვა მი­ზე­ზებ­ზეც სა­უბ­რობს. მისი შე­ფა­სე­ბით, ასე­თი და­ნა­შა­უ­ლე­ბის უკან ყვე­ლა­ზე ხში­რად სი­ღა­რი­ბე, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დგას.

"პირ­ველ რიგ­ში, პრობ­ლე­მაა ნაკ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბა, ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დონე, რაც ცრუ მას­კუ­ლი­ნურ წარ­მოდ­გე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა. ხში­რად ასეთ და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ან ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ხელი არ მი­უწ­ვდე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვი­სებ­ზე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რისკ-ფაქ­ტო­რია სო­ცი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი. ალ­კოჰოლ და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­გუ­ლის­ხმოა. ბოლო პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რი ოჯა­ხუ­რი მკვლე­ლო­ბე­ბის ია­რა­ღი, ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ხში­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღია. გა­მო­საკ­ვლე­ვია ისიც, რამ­დე­ნად კონ­ტროლ­დე­ბა ია­რა­ღის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის სა­კი­თხე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში" - გვე­უბ­ნე­ბა კრი­მი­ნო­ლო­გი.

  • რას აკე­თებს სა­ხელ­მწი­ფო?

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წელს მოხ­და. შე­იქ­მნა სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, ამოქ­მედ­და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გაჩ­ნდა სპე­ცი­ა­ლუ­რად ოჯა­ხურ და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ პრო­კუ­რორ­თა მი­მარ­თუ­ლე­ბა, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვმა არ იკლო.

შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს, თუმ­ცა იგი მო­ძა­ლა­დის­გან დაც­ვის საკ­მა­რის მე­ქა­ნიზ­მად ვერ იქცა.

სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­შიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ შედ­გე­ნი­ლი ოქ­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა ან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, ან არა­ე­ფექ­ტუ­რი. "სა­ფა­რის“ ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე პრობ­ლე­მას ხე­დავს სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შიც:

"ამ ეტაპ­ზე ჩვენ გვაქვს ორი მო­გე­ბუ­ლი საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში, რი­თაც გა­მო­იკ­ვე­თა, რომ შსს აგ­დე­ბუ­ლად მო­ე­კი­და საქ­მეს, არ გა­მო­იკ­ვლია მსხვერ­პლი ქა­ლის რე­ა­ლუ­რი მგო­მა­რე­ო­ბა, არ გას­ცა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი და ა.შ. რის გა­მოც მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად 5 000 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა შსს-ს. მსგავ­სი 30 საქ­მე გან­ხილ­ვა­შია და ვფიქ­რობთ, რომ მა­თაც მო­ვი­გებთ.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ისე გას­ცემს ორ­დერს, რომ მხო­ლოდ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გან­ცდებ­სა და ში­შებს ეყ­რდნო­ბა. არ იკ­ვლევს სიღ­რმი­სე­უ­ლად სა­კითხს, თავს არ იწუ­ხებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ძი­ე­ბის­თვის, რა­საც მო­აქვს ის, რომ სა­სა­მარ­თლო ჰა­ერ­ზე გა­მო­წე­რილ ორ­დე­რებს აუქ­მებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა, მარ­თლაც იდ­გეს ორ­დე­რის გა­მო­წე­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. თუმ­ცა, უნდა ით­ქვას, რომ ორ­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ უქ­მდე­ბა, კარ­გად მუ­შა­ობს.

მეტი პრე­ვენ­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მის და­ნერგვა. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ შსს მას ამ გა­ზა­ფხუ­ლი­დან აა­მოქ­მე­დებს. კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში გა­ნი­ხი­ლე­ბა და იმე­დია, დრო­ში არ გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა. ის სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ამ­ცი­რებს და­ნა­შა­უ­ლებს, რად­გა­ნაც მოხ­დე­ბა მო­ძა­ლა­დის ქცე­ვის კონ­ტრო­ლი. რო­გორც კი იგი მო­უ­ახ­ლოვ­დე­ბა მსხვერ­პლს სა­გან­გა­შო ზღვარ­ზე, მყი­სი­ე­რად მივა შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და მათ უნდა მო­ახ­დი­ნონ დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა" - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი თა­ვის ან­გა­რი­შებ­ში მუდ­მი­ვად მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი ეფექ­ტუ­რად ვერ ებ­რძვი­ან ოჯა­ხურ და­ნა­შა­უ­ლებს და ფე­მი­ციდს. ომ­ბუდსმე­ნის მო­ად­გი­ლე ეკა სხი­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს:

"ბოლო პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ე­ბი მოწ­მობს იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო ეფექ­ტუ­რად ვერ ახ­დენს ამ შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ას. ჩვენ ვრე­ა­გი­რებთ უკვე გა­მოვ­ლე­ნილ შემ­თხვე­ვებ­ზე, მაგ­რამ რა ხდე­ბა იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შეც­ვა­ლოს გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი?!

ეს არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი: სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კი­თხებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და უფრო მეტი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა

სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, აწარ­მო­ოს სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა. ასე­ვე, სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და იმ ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მო­ფხვრა, რომ­ლე­ბიც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს ხელს უშ­ლის და­ტო­ვოს ოჯა­ხის გა­რე­მო.

არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა გვაქვს, რო­დე­საც ქალი ვერ ტო­ვებს ძა­ლა­დობ­რივ გა­რე­მოს, რად­გან არ აქვს არ­სად წა­სას­ვლე­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა. ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა უნდა მი­მარ­თოს მსხვერ­პლე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ. რაც მთა­ვა­რია, უნდა ხდე­ბო­დეს ეფექ­ტუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა, რაც ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი შემ­თხვე­ვის პრე­ვენ­ცი­აა და და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრომს აქ­რობს“ - აცხა­დებს ეკა სხი­ლა­ძე.

ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ქალ­თა სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრ "სახ­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რუ­სუ­დან ფხა­კა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლის­ხმე­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, საპ­რე­ვენ­ციო კუ­თხით უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი:

"სა­ერ­თოდ, ძა­ლა­დო­ბა, უფრო მე­ტად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ისეთ კულ­ტუ­რა­ში, სა­დაც დო­მი­ნან­ტო­ბას, ძა­ლა­უფ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას ცდი­ლობს ერთი სქე­სი. ასე­ვე იქ, სა­დაც დას­ჯა აღ­ზრდის მე­თო­დია. მშობ­ლე­ბის კონ­ფლიქ­ტი, მტრუ­ლი გა­რე­მო ბავ­შვებ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი მსხვერ­პლნი არი­ან და პო­ტენ­ცი­უ­რი მო­ძა­ლა­დე­ე­ბი.

რა უნდა ქნას სა­ხელ­მწი­ფომ? უნდა იზ­რუ­ნოს ბავ­შვო­ბი­დან­ვე თა­ო­ბე­ბის მენ­ტა­ლურ ჯან­მრთლე­ლო­ბა­ზე. წლე­ბია გა­ვი­ძა­ხით, რომ სა­ჭი­როა სკო­ლებ­ში ფსი­ქო­ლოგ­თა მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა. სა­ჭი­როა სკო­ლებ­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ეწყო­ბო­დეს ფსი­ქო­ტე­რა­პი­ის სე­ან­სე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი და სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ, ფსი­ქო­ლოგ­თა ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­ან. ფსი­ქო­ლო­გის მომ­სა­ხუ­რე­ბა ფუ­ფუ­ნე­ბის სა­გა­ნი ჰგო­ნი­ათ და არა­ვის უნდა ამა­ზე ფუ­ლის და­ხარ­ჯვა" - სა­უბ­რობს AMBEBI.GE-სთან ფსი­ქო­ტე­რა­პევ­ტი.

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მხვერ­პლთათ­ვის მოქ­მე­დებს სა­ხელ­მწი­ფო თავ­შე­სა­ფა­რი, სა­დაც მსხვერ­პლს შე­უძ­ლია იცხოვ­როს 3 თვემ­დე ვა­დით. მსხვერ­პლის სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრის­თვის არ­სე­ბობს 3 გზა:

  • მსხვერ­პლის სა­ტა­ტუ­სის გან­მსა­ზღვრე­ლი მუდ­მივ­მოქ­მე­დი საბ­ჭო;
  • შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი;
  • დამ­ცა­ვი ორ­დე­რი

მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლი ხაზი 116 006

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იიი
1

განათლების არქონის გამო ხდებიან მკვლელები? მეტად პროფესიონალური დასკვნაა. პაპაჩემმა წერა-კითხვა არ იცოდა. გამოდის, რომ სერიული მკვლელი ყოფილა.

!!!
1

ვინც ოჯახის წევრებს ხოცავს ფსიქიურადაა დაავადებული ამიტომ არ უნდა იყოს სირცხვილი ფსიქიატრთან ფსიქოლოგთნ მისვლა.ააშენეთ ფსიქიატრიული კლინიკები .და მიეცით ახალგაზრდა ოჯახებს გასაქანი !პერსპექტივა.უპერსპექტივობა წარმოშობს დეპრესიას და ბევრი ვერ უმკლავდება აგრესიულობაში და ლოთობაში უკიდურესად მთავრდება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რატომ იმატა სასტიკმა მკვლელობებმა საქართველოში?

რატომ იმატა სასტიკმა მკვლელობებმა საქართველოში?

ოჯახური დანაშაული მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი გამოწვევაა, პრობლემა მძიმედ დგას საქართველოშიც.

მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მედიით ათამდე თავზარდამცემი დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი:

სურამში 30 წლამდე ქალი ქმარმა ნაჯახით მოკლა;

საჩხერეში 17 წლის ბიჭმა მამა სანადირო თოფით მოკლა;

სამტრედიაში ქმარმა სამოქალაქო რეესტრში განქორწინებისთვის მისული ცოლი მოკლა;

19 წლის ბიჭმა მძინარე ბებია და დედა ნაჯახით მოკლა;

ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და დახოცა;

საქართველოში ოჯახური დანაშაულის მსხვერპლნი ყველაზე ხშირად ქალები ხდებიან. ოჯახური დანაშაულის შედეგად 2017 წელს გარდაიცვალა - 14 ქალი, 2018 წელს - 7 ქალი, 2019 წელს - ასევე 7 ქალი.

შსს-ს მონაცემებით, 2019 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 6 000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და 4 564 პირი მიეცა პასუხისგებაში. 2018 წელს გამოძიება დაიწყო 5 621 შემთხვევაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა 3 955 პირის მიმართ.

  • რატომ გახშირდა ოჯახური დანაშაული?

ასეთი ტიპის დანაშაულების გამოვლენასა და აღმოფხვრას ყველაზე მეტად თავად დანაშაულის სპეციფიკური ხასიათი აფერხებს. სპეციალისტები ოჯახური ძალადობის გამომწვევ მთავარ ფაქტორად სპერეოტიპულ წარმოდგენებს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოჯახი ჩაკეტილ სოციალურ ინსტიტუტად მიიჩნევა, სადაც ყველამ ერთმანეთს "ნამუსი უნდა შეუნახოს".

ხშირად, სწორედ ასეთი დამოკიდებულების შედეგია ის, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად მოიაზრება და მას დანაშაულად ნაკლებად აღიქვამენ.

კრიმინოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ღლონტი AMBEBI.GE-სთან სხვა მიზეზებზეც საუბრობს. მისი შეფასებით, ასეთი დანაშაულების უკან ყველაზე ხშირად სიღარიბე, ფსიქიკური პრობლემები და ალკოჰოლდამოკიდებულება დგას.

"პირველ რიგში, პრობლემაა ნაკლები განათლება, ცნობიერების დაბალი დონე, რაც ცრუ მასკულინურ წარმოდგენებს უკავშირდება. ხშირად ასეთ დანაშაულს ჩადიან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, რომელთაც, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხელი არ მიუწვდებათ მკურნალობის სერვისებზე.

მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია სოციალური სიდუხჭირე და მისგან გამოწვეული კონფლიქტები. ალკოჰოლ და ნარკოდამოკიდებულება კი ყველაზე მეტად საგულისხმოა. ბოლო პერიოდში მომხდარი ოჯახური მკვლელობების იარაღი, ჩემი დაკვირვებით, ხშირად ცეცხლსასროლი იარაღია. გამოსაკვლევია ისიც, რამდენად კონტროლდება იარაღის შენახვა-ტარების საკითხები ჩვენს ქვეყანაში" - გვეუბნება კრიმინოლოგი.

  • რას აკეთებს სახელმწიფო?

ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია საქართველოში 2012 წელს მოხდა. შეიქმნა სამოქმედო გეგმა, ამოქმედდა შემაკავებელი ორდერების მექანიზმი, პროკურატურაში გაჩნდა სპეციალურად ოჯახურ დანაშაულების გამოძიებაში სპეციალიზირებულ პროკურორთა მიმართულება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტრაგიკული შემთხვევების რიცხვმა არ იკლო.

შემაკავებელი ორდერები ოჯახური ძალადობის პრევენციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა იგი მოძალადისგან დაცვის საკმარის მექანიზმად ვერ იქცა.

საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებშიც ადასტურებენ, რომ შედგენილი ოქმების უმეტესობა ან დაგვიანებულია, ან არაეფექტური. "საფარის“ ადვოკატი ელისო რუხაძე პრობლემას ხედავს სამართალდამცველთა დამოკიდებულებაშიც:

"ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ორი მოგებული საქმე სასამართლოში, რითაც გამოიკვეთა, რომ შსს აგდებულად მოეკიდა საქმეს, არ გამოიკვლია მსხვერპლი ქალის რეალური მგომარეობა, არ გასცა შემაკავებელი ორდერი და ა.შ. რის გამოც მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა შსს-ს. მსგავსი 30 საქმე განხილვაშია და ვფიქრობთ, რომ მათაც მოვიგებთ.

პოლიციელების დიდი ნაწილი ისე გასცემს ორდერს, რომ მხოლოდ დაზარალებულის განცდებსა და შიშებს ეყრდნობა. არ იკვლევს სიღრმისეულად საკითხს, თავს არ იწუხებს მტკიცებულებების მოძიებისთვის, რასაც მოაქვს ის, რომ სასამართლო ჰაერზე გამოწერილ ორდერებს აუქმებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მართლაც იდგეს ორდერის გამოწერის აუცილებლობა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ორდერები, რომლებიც არ უქმდება, კარგად მუშაობს.

მეტი პრევენციისთვის აუცილებელია ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვა. ჩვენ ველოდებით, რომ შსს მას ამ გაზაფხულიდან აამოქმედებს. კანონპროექტი პარლამენტში განიხილება და იმედია, დროში არ გაჭიანურდება. ის სერიოზულად შეამცირებს დანაშაულებს, რადგანაც მოხდება მოძალადის ქცევის კონტროლი. როგორც კი იგი მოუახლოვდება მსხვერპლს საგანგაშო ზღვარზე, მყისიერად მივა შეტყობინება სამართალდამცველებთან და მათ უნდა მოახდინონ დროული რეაგირება" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან ადვოკატი ელისო რუხაძე.

სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში მუდმივად მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ეფექტურად ვერ ებრძვიან ოჯახურ დანაშაულებს და ფემიციდს. ომბუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე AMBEBI.GE-სთან საუბრობს იმ რეკომენდაციებზე, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს:

"ბოლო პერიოდში მომხდარი ტრაგედიები მოწმობს იმას, რომ სახელმწიფო ეფექტურად ვერ ახდენს ამ შემთხვევების პრევენციას. ჩვენ ვრეაგირებთ უკვე გამოვლენილ შემთხვევებზე, მაგრამ რა ხდება იმისთვის, რომ საზოგადოებაში შეცვალოს გენდერული სტერეოტიპები?!

ეს არის სახალხო დამცველის რეკომენდაციები: საგანმანათლებლო საკითხებში ინტეგრირება, ცნობიერების ამაღლება და უფრო მეტი პრევენციული ღონისძიების გატარება

სახელმწიფო ვალდებულია, აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები და უზრუნველყოს განათლების სისტემაში, ყველა საფეხურზე თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება. ასევე, სოციალური მიმართულების გაძლიერება და იმ ბარიერების აღმოფხვრა, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლს ხელს უშლის დატოვოს ოჯახის გარემო.

არაერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ქალი ვერ ტოვებს ძალადობრივ გარემოს, რადგან არ აქვს არსად წასასვლელი, სოციალური მხარდაჭერა. ამიტომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მიმართოს მსხვერპლების სოციალურ-ეკონომიური გაძლიერებისკენ. რაც მთავარია, უნდა ხდებოდეს ეფექტური სამართლებრივი რეაგირება, რაც ყოველი შემდგომი შემთხვევის პრევენციაა და დაუსჯელობის სინდრომს აქრობს“ - აცხადებს ეკა სხილაძე.

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალთა საკონსულტაციო ცენტრ "სახლის" დამფუძნებელი რუსუდან ფხაკაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა საგანმანათლებლო, საპრევენციო კუთხით უნდა იყოს მიმართული:

"საერთოდ, ძალადობა, უფრო მეტად, გავრცელებულია ისეთ კულტურაში, სადაც დომინანტობას, ძალაუფლების დემონსტრირებას ცდილობს ერთი სქესი. ასევე იქ, სადაც დასჯა აღზრდის მეთოდია. მშობლების კონფლიქტი, მტრული გარემო ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს, ამ შემთხვევაში ისინი მსხვერპლნი არიან და პოტენციური მოძალადეები.

რა უნდა ქნას სახელმწიფომ? უნდა იზრუნოს ბავშვობიდანვე თაობების მენტალურ ჯანმრთლელობაზე. წლებია გავიძახით, რომ საჭიროა სკოლებში ფსიქოლოგთა მეტი ჩართულობა. საჭიროა სკოლებში გარკვეული პერიოდულობით ეწყობოდეს ფსიქოტერაპიის სეანსები, სოციალური და სხვა სამსახურები, რომლებიც ოჯახში ძალადობის პრევენციაზე მუშაობენ, ფსიქოლოგთა ნაკლებობას განიცდიან. ფსიქოლოგის მომსახურება ფუფუნების საგანი ჰგონიათ და არავის უნდა ამაზე ფულის დახარჯვა" - საუბრობს AMBEBI.GE-სთან ფსიქოტერაპევტი.

ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის მოქმედებს სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლს შეუძლია იცხოვროს 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3 გზა:

  • მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო;
  • შემაკავებელი ორდერი;
  • დამცავი ორდერი

მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 116 006

შაქარაშვილის საქმეზე დაკითხულის თქმით, 18 ივნისის ღამით არაგვის ხიდზე დაყრილ ნიახურს აგროვებდა

ვის დაურეკა გიორგი ქათამაძემ ხიდზე ჩხუბის შემდეგ და ვინ ჩამოიყვანა "მერსედესის" 2 მგზავრი თბილისში - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა