სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობდი, ელენეს მიმართ გრძნობებზე სანი მამუკას გამოუტყდება, ის კიდევ სცემს-მეთქი, მაგრამ..." - გიორგი ტაბიძე სერიალსა და პირადზე
"ვფიქრობდი, ელენეს მიმართ გრძნობებზე სანი მამუკას გამოუტყდება, ის კიდევ სცემს-მეთქი, მაგრამ..." - გიორგი ტაბიძე სერიალსა და პირადზე

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ტა­ბი­ძე თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლში თა­მა­შობს. პა­რა­ლე­ლუ­რად, სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ჩი­კას მე­ამ­ბო­ხე შვილს - სა­ნის როლს ას­რუ­ლებს. ამ­ჟა­მად სანი, ცოტა არ იყოს, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია: იმ გო­გო­ნას მი­მართ სიმ­პა­თია გა­უჩ­ნდა, რო­მე­ლიც მის ძმა­კაცს უყ­ვარს... ვიდ­რე სანი თა­ვის გრძნო­ბებ­ში გა­ერ­კვე­ვა და ურ­თი­ერ­თო­ბებს "და­ა­ლა­გებს", მა­ნამ­დე მსა­ხი­ობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ...

- სე­რი­ალ­ში, სა­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტის ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან სა­ერ­თოდ, ჩემი პერ­სო­ნა­ჟი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია, ერთ ად­გილ­ზე დიდ­ხანს ვერ ჩერ­დე­ბა, სულ რა­ღაც სი­ახ­ლე უნდა... სა­ნის "ხაზი" სცე­ნა­რის­ტმა სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ნა­ვი­თა­რა: სულ რა­ღაც სი­ახ­ლე­ე­ბი ხდე­ბა, რაც ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა.

- სა­ნის თე­ო­რი­ა­ზე, რომ ნე­ბის­მი­ერ 2 ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა, ერ­თმა­ნე­თი შე­აყ­ვა­რო, რას ფიქ­რობ?

- ჩემს პერ­სო­ნაჟს არ ვე­თან­ხმე­ბი, რად­გან ასე­თი რამ - ნე­ბის­მი­ერ 2 ადა­მი­ანს ერ­თმა­ნე­თი შე­აყ­ვა­რო - არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ხომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია? ასე რომ, შე­იძ­ლე­ბა, ერ­თმა­ნეთს ვერ გა­უ­გონ.

- გო­გო­ნას გაც­ნო­ბი­სას, პირ­ვე­ლად რა იქ­ცევს შენს ყუ­რა­დღე­ბას?

- ალ­ბათ - თვა­ლე­ბი. ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ და მომ­წონს, რო­დე­საც გო­გოს თვა­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფერი ან ჭრი­ლი აქვს. საქ­ცი­ელს რაც შე­ე­ხე­ბა, არ მომ­წონს, რო­დე­საც ზედ­მე­ტად აქ­ტი­უ­რო­ბენ. სურთ, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყ­ვნენ, ოღონდ - ამას ზედ­მე­ტად აკე­თე­ბენ. ჩემს ყუ­რა­დღე­ბას ეს ნამ­დვი­ლად იქ­ცევს, მაგ­რამ - უარ­ყო­ფი­თი თვალ­საზ­რი­სით.

- შენ მი­მართ ყუ­რა­დღე­ბას რო­გორ გა­მო­ხა­ტავ­დნენ?

- ჩან­თა­ში წე­რი­ლე­ბი ბევ­რჯერ დამ­ხვედ­რია - ინ­კოგ­ნი­ტო თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვარ და აბა, ჩემს ვი­ნა­ო­ბას თუ მიხ­ვდე­ბიო? წე­რი­ლი სახ­ლთა­ნაც დამ­ხვედ­რია... მოკ­ლედ, უკან დამ­ყვე­ბოდ­ნენ (იცი­ნის). ბევ­რი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, როცა გო­გო­ნა პირ­და­პირ მო­სუ­ლა და უთ­ქვამს: - აღარ შე­მიძ­ლია. მინ­და, ჩემი გრძნო­ბე­ბი გა­გიმ­ხი­ლოო...

- რო­გორ ფიქ­რობ, გო­გო­ნებს რა­ტომ მოს­წონ­დი, მათ ყუ­რა­დღე­ბას რით იქ­ცევ­დი?

- არ ვიცი. ალ­ბათ, უფრო გა­რეგ­ნო­ბის გამო მოვ­წონ­დი, რად­გან ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - სიმ­პა­თი­უ­რი ხარო (იცი­ნის).

- რო­გორ ფიქ­რობ, რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა, თუ გო­გო­ნა სიყ­ვა­რულ­ში პირ­ვე­ლი გა­მო­გი­ტყდე­ბა?

- ალ­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­აქ­ცია არ მექ­ნე­ბა. თუ ისე­თი დრო მო­ვი­და, რომ გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, რა­ტო­მაც არა? შე­იძ­ლე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გო­გომ გად­მოდ­გას, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მექ­ნე­ბა.

- სე­რი­ო­ზუ­ლად, ძლი­ე­რად გყვა­რე­ბია?

- კი, ერთხელ: ჩემი სკო­ლე­ლი იყო. და­ახ­ლო­ე­ბით 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა გა­ვი­ცა­ნი. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვმე­გობ­რობ­დით, შემ­დეგ უფრო და­ვახ­ლოვ­დით... მოკ­ლედ, შე­მიყ­ვარ­და. მა­საც შე­ვუყ­ვარ­დი. 3 წელი ერ­თად ვი­ყა­ვით - ბედ­ნი­ე­რი 3 წელი გვქონ­და (იღი­მის), მაგ­რამ მერე, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის გამო, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ორი­ვეს პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მნა. 3 წლის შემ­დეგ, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ინ­გრა, რაც ორი­ვეს­თვის სა­წყე­ნი იყო, მაგ­რამ ასე მოხ­და...

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში", რო­გორც ჩანს, შენს პერ­სო­ნაჟს ელე­ნეს მი­მართ სიმ­პა­თია გა­უჩ­ნდა, თუმ­ცა სანი მა­მუ­კას­თან, ვი­საც ელე­ნე უყ­ვარს, ძმა­კა­ცობს. ამ უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე რას ფიქ­რობ?

- სანი რთულ ამ­ბავ­შია "გა­ჭე­დი­ლი". ბო­ლომ­დე თვი­თო­ნაც ვერ ხვდე­ბა, ეს გოგო მოს­წონს თუ არა. მა­მუ­კას­თან მე­გობ­რო­ბის და­კარ­გვაც არ სურს. მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა, ვერ ვხვდე­ბი... თავ­და­პირ­ვე­ლად ვფიქ­რობ­დი, ელე­ნეს მი­მართ სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ სანი მა­მუ­კას გა­უმ­ხელს, მა­მუ­კა კი­დევ სცემს და ამით დას­რულ­დე­ბა-მეთ­ქი (იცი­ნის), მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ასე­თი რამ არ ხდე­ბა. ჯერ სცე­ნა­რის­ტმაც არ იცის, ამ "ხაზს" რო­გორ გა­აგ­რძე­ლებს. ეს მეც მა­ინ­ტე­რე­სებს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"ვფიქრობდი, ელენეს მიმართ გრძნობებზე სანი მამუკას გამოუტყდება, ის კიდევ სცემს-მეთქი, მაგრამ..." - გიორგი ტაბიძე სერიალსა და პირადზე

"ვფიქრობდი, ელენეს მიმართ გრძნობებზე სანი მამუკას გამოუტყდება, ის კიდევ სცემს-მეთქი, მაგრამ..." - გიორგი ტაბიძე სერიალსა და პირადზე

მსახიობი გიორგი ტაბიძე თავისუფალ თეატრში რამდენიმე სპექტაკლში თამაშობს. პარალელურად, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ჩიკას მეამბოხე შვილს - სანის როლს ასრულებს. ამჟამად სანი, ცოტა არ იყოს, რთულ სიტუაციაშია: იმ გოგონას მიმართ სიმპათია გაუჩნდა, რომელიც მის ძმაკაცს უყვარს... ვიდრე სანი თავის გრძნობებში გაერკვევა და ურთიერთობებს "დაალაგებს", მანამდე მსახიობს პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ...

- სერიალში, სანისთან დაკავშირებული სიუჟეტის ასეთი განვითარებით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან საერთოდ, ჩემი პერსონაჟი თავგადასავლების მოყვარულია, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდება, სულ რაღაც სიახლე უნდა... სანის "ხაზი" სცენარისტმა საინტერესოდ განავითარა: სულ რაღაც სიახლეები ხდება, რაც ჩემთვის საინტერესოა.

- სანის თეორიაზე, რომ ნებისმიერ 2 ადამიანს შეიძლება, ერთმანეთი შეაყვარო, რას ფიქრობ?

- ჩემს პერსონაჟს არ ვეთანხმები, რადგან ასეთი რამ - ნებისმიერ 2 ადამიანს ერთმანეთი შეაყვარო - არ არსებობს. ყველა ადამიანი ხომ განსხვავებული, ინდივიდუალურია? ასე რომ, შეიძლება, ერთმანეთს ვერ გაუგონ.

- გოგონას გაცნობისას, პირველად რა იქცევს შენს ყურადღებას?

- ალბათ - თვალები. ძალიან ვაფასებ და მომწონს, როდესაც გოგოს თვალის განსხვავებული ფერი ან ჭრილი აქვს. საქციელს რაც შეეხება, არ მომწონს, როდესაც ზედმეტად აქტიურობენ. სურთ, ყურადღების ცენტრში იყვნენ, ოღონდ - ამას ზედმეტად აკეთებენ. ჩემს ყურადღებას ეს ნამდვილად იქცევს, მაგრამ - უარყოფითი თვალსაზრისით.

- შენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავდნენ?

- ჩანთაში წერილები ბევრჯერ დამხვედრია - ინკოგნიტო თაყვანისმცემელი ვარ და აბა, ჩემს ვინაობას თუ მიხვდებიო? წერილი სახლთანაც დამხვედრია... მოკლედ, უკან დამყვებოდნენ (იცინის). ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა გოგონა პირდაპირ მოსულა და უთქვამს: - აღარ შემიძლია. მინდა, ჩემი გრძნობები გაგიმხილოო...

- როგორ ფიქრობ, გოგონებს რატომ მოსწონდი, მათ ყურადღებას რით იქცევდი?

- არ ვიცი. ალბათ, უფრო გარეგნობის გამო მოვწონდი, რადგან ხშირად მეუბნებოდნენ, - სიმპათიური ხარო (იცინის).

- როგორ ფიქრობ, როგორი რეაქცია გექნება, თუ გოგონა სიყვარულში პირველი გამოგიტყდება?

- ალბათ, განსაკუთრებული რეაქცია არ მექნება. თუ ისეთი დრო მოვიდა, რომ გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობთ, რატომაც არა? შეიძლება, ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი გოგომ გადმოდგას, არანაირი პრობლემა არ მექნება.

- სერიოზულად, ძლიერად გყვარებია?

- კი, ერთხელ: ჩემი სკოლელი იყო. დაახლოებით 17 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. თავდაპირველად, ვმეგობრობდით, შემდეგ უფრო დავახლოვდით... მოკლედ, შემიყვარდა. მასაც შევუყვარდი. 3 წელი ერთად ვიყავით - ბედნიერი 3 წელი გვქონდა (იღიმის), მაგრამ მერე, რაღაც-რაღაცების გამო, ურთიერთობაში ორივეს პრობლემები შეგვექმნა. 3 წლის შემდეგ, ეს ურთიერთობა დაინგრა, რაც ორივესთვის საწყენი იყო, მაგრამ ასე მოხდა...

- "ჩემი ცოლის დაქალებში", როგორც ჩანს, შენს პერსონაჟს ელენეს მიმართ სიმპათია გაუჩნდა, თუმცა სანი მამუკასთან, ვისაც ელენე უყვარს, ძმაკაცობს. ამ უხერხულ სიტუაციაზე რას ფიქრობ?

- სანი რთულ ამბავშია "გაჭედილი". ბოლომდე თვითონაც ვერ ხვდება, ეს გოგო მოსწონს თუ არა. მამუკასთან მეგობრობის დაკარგვაც არ სურს. მომავალში რა იქნება, ვერ ვხვდები... თავდაპირველად ვფიქრობდი, ელენეს მიმართ საკუთარი გრძნობების შესახებ სანი მამუკას გაუმხელს, მამუკა კიდევ სცემს და ამით დასრულდება-მეთქი (იცინის), მაგრამ ჯერჯერობით, ასეთი რამ არ ხდება. ჯერ სცენარისტმაც არ იცის, ამ "ხაზს" როგორ გააგრძელებს. ეს მეც მაინტერესებს...წაიკითხეთ სრულად

შვიდი წლის ბავშვს, რომელიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

"თბილისში ჩემს პროფესიას სამსახური ვერ შევუთავსე და უკან დავბრუნდი" - როგორ გახდა ყაზბეგის 13 აღსაზრდელიანი ბაგა-ბაღი ინტერნეტში პოპულარული

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი ლარი გამოყო