საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფი ლორენს ვთხოვდი: ღმერთის სახელით, ავტოგრაფი მომეცით-მეთქი" - ქართველები, რომლებმაც ოცნება აიხდინეს და საკუთარ კერპებს შეხვდნენ
"სოფი ლორენს ვთხოვდი: ღმერთის სახელით, ავტოგრაფი მომეცით-მეთქი" - ქართველები, რომლებმაც ოცნება აიხდინეს და საკუთარ კერპებს შეხვდნენ

ალ­ბათ, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ბავ­შვო­ბა­ში მა­ინც არ ჰყავ­და კერ­პი - პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი, სპორ­ტსმე­ნი თუ სხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რომ­ლის პლა­კა­ტე­ბი­თაც კედ­ლე­ბი ჰქონ­და აჭ­რე­ლე­ბუ­ლი და რო­მელ­თან შეხ­ვედ­რა­ზეც ოც­ნე­ბობ­და. ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი ბავ­შვურ ოც­ნე­ბას წლე­ბის გას­ვლას­თან ერ­თად ივი­წყებს, ზოგი კი და­უ­ღა­ლა­ვად ცდი­ლობს მის ას­რუ­ლე­ბას.

AMBEBI.GE-მ სწო­რედ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იპო­ვა, რო­მელ­თა სა­ოც­ნე­ბო შეხ­ვედ­რაც შედ­გა.

სოფო ერ­ქვა­ნია სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია და ფეხ­ბურ­თით ბავ­შვო­ბი­და­ნაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი. პრო­ფე­სი­ამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, თა­ვის რამ­დე­ნი­მე კერპს შეხ­ვედ­რო­და და თა­ნაც, არა­ერ­თხელ.

ამ­ბობს, რომ სხვა გო­გო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას სა­კუ­თა­რი კერ­პი გა­რეგ­ნო­ბის გამო არ აურ­ჩე­ვია. სო­ფოს წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რომ ერთ დღეს იტა­ლი­უ­რი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის, "მი­ლა­ნის" ლე­გენ­დას - პა­ო­ლო მალ­დი­ნის შეხ­ვდე­ბო­და.

"90-იანი წლე­ბის რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც შუ­ქიც არ იყო, რომ საყ­ვა­რე­ლი გუნ­დი­სა და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მატ­ჩის­თვის მე­ყუ­რე­ბი­ნა, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ორ ათე­ულ წელ­ში ჩემი და მალ­დი­ნის გზე­ბი სამ­ჯერ გა­და­იკ­ვე­თე­ბო­და.

პირ­ვე­ლად ის თბი­ლის­ში, კახა კა­ლა­ძის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ მატჩზე, ტრი­ბუ­ნი­დან ვნა­ხე, თუმ­ცა, წლე­ბის შემ­დგომ პი­რა­დად შევ­ხვდი. მის­გან ავ­ტოგ­რა­ფი და უხა­რის­ხო, მაგ­რამ ღი­რე­ბუ­ლი ფოტო დამ­რჩა. მე­ო­რე შეხ­ვედ­რა სწო­რედ ის იყო, რა­ზეც პა­ტა­რა სო­ფოს მხო­ლოდ ესიზ­მრე­ბო­და...

ერე­ვან­ში, სა­დაც ლე­გენ­დე­ბის მატ­ჩი იმარ­თე­ბო­და, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა არ­ცთუ ისე ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა. სტა­დი­ონ­ზე მალ­დი­ნის ყუ­რა­დღე­ბა მის­თვის მშობ­ლი­ურ ენა­ზე სა­უბ­რით მი­ვიქ­ციე და საკ­მა­ოდ თბი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია და­ვამ­ყა­რე - მო­ვუ­ყე­ვი ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბებ­ზე, რა­ზეც ის ღი­მი­ლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით მპა­სუ­ხობ­და. ამ­ჯე­რად სა­მახ­სოვ­რო ფო­ტოც კარ­გი გა­მო­ვი­და და ავ­ტოგ­რა­ფიც არ და­ი­შუ­რა.

ალ­ბათ, ის დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა. მას შემ­დეგ ალ­ბათ ის შე­იც­ვა­ლა, რომ ერ­თით ნაკ­ლე­ბი ოც­ნე­ბა დამ­რჩა. სა­ო­ცა­რი გან­ცდაა, რო­დე­საც იმ ადა­მი­ანს ხვდე­ბი, რომ­ლის ნახ­ვაც ათე­უ­ლი წლე­ბი მხო­ლოდ ეკ­რა­ნი­დან გი­წევ­და" - ჰყვე­ბა სოფო.

ის კი­დევ ერთ ფა­ვო­რიტ ფეხ­ბურ­თელ­თან შეხ­ვედ­რა­საც იხ­სე­ნებს, რომ­ლის გამო აჟი­ტი­რე­ბის შე­დე­გა­დაც მე­უღ­ლეც კი და­ა­ვი­წყდა და თა­ვად სას­ტუმ­რო­ში მარ­ტო დაბ­რუნ­და.

"სიმ­პა­ტი­ე­ბი "იუ­ვენ­ტუ­სის" მი­მარ­თაც მაქვს, ყო­ველ­თვის მინ­დო­და, მათ ფეხ­ბურ­თელს, ლე­ო­ნარ­დო ბო­ნუ­ჩის "მი­ლან­ში" ეთა­მა­შა. ერთ დღეს ასეც მოხ­და და კი­დევ ერთი ოც­ნე­ბის ასახ­დე­ნად იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის და­გეგ­მვა და­ვი­წყე. მი­ლან­ში ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით, მე კი ისე გა­მა­ბედ­ნი­ე­რა ამ შეხ­ვედ­რამ, რომ ჩემი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც მატ­ჩის შემ­დგომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბო­და, სულ და­მა­ვი­წყდა...

რო­დე­საც სას­ტუმ­რო­ში მი­სუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფო­ტო­ებს ბედ­ნი­ე­რი ვტვირ­თავ­დი, ჩემი მე­უღ­ლე კა­რა­ბი­ნი­ე­რებ­თან ერ­თად "სან-სი­როს" სტა­დი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რედ მე­ძებ­და

ჩემი აზ­რით, რო­დე­საც კერ­პი გყავს და რა­ღა­ცა­ზე ოც­ნე­ბობ, ცხოვ­რე­ბა უფრო ლა­მა­ზი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მით უმე­ტეს, თუ ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა. ხვდე­ბი, რომ ათე­უ­ლო­ბით გან­ვლილ წელს უკ­ვა­ლოდ არ ჩა­უვ­ლია.

ამ მხრივ ერ­თა­დერ­თი ოც­ნე­ბა დამ­რჩა - სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ერთი ფეხ­ბურ­თე­ლის, კა­კას გამო ავირ­ჩიე, რომ­ლის ნახ­ვის შან­სი ორ­ჯერ მქონ­და, თუმ­ცა შეხ­ვედ­რა ჯერ ვერ მო­ხერ­ხდა. ის ჩემი ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა და ბავ­შვუ­რი გა­ტა­ცე­ბაა, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მგო­ნი, ეს სურ­ვი­ლი გა­მიმ­ძაფ­რდა და ჩემი აზ­რით, სა­ნამ ასე ვი­ფიქ­რებ, მა­ნამ­დე მექ­ნე­ბა ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის მი­ზა­ნი“, - უთხრა AMBEBI.GE-ს სოფო ერ­ქვა­ნი­ამ.

გრი­გოლ ფე­რა­ძე 23 წლის სტუ­დენ­ტია, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლობს და მუ­შა­ობს. ის ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს, სოფი ლო­რენს თბი­ლის­ში, 2016 წელს შეხ­ვდა. ფე­რა­ძე AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რო­გორ აუხ­და მრა­ვა­ლი წლის ოც­ნე­ბა:

"სოფი ლო­რე­ნის ფო­ტო­ე­ბის და ვი­დე­ო­ე­ბის უზარ­მა­ზა­რი არ­ქი­ვი მაქვს, ფილ­მე­ბი­დან ვჭრი­დი და ვი­ნა­ხავ­დი. მას­თან პი­რა­დად შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა 2016 წელს მო­მე­ცა, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში, ნინო სურ­გუ­ლა­ძის საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე.

დიდი წვა­ლე­ბა და შრო­მა დამ­ჭირ­და, მისი ახ­ლო­დან ნახ­ვა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო - ყველ­გან იტა­ლი­ე­ლი და ქარ­თვე­ლი დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ. კონ­ცერ­ტის ბო­ლოს, რო­დე­საც ლო­რე­ნი უკვე მი­დი­ო­და, შუქი ჩაქ­რა - ჩემი აზ­რით, სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­აქ­რეს, რომ გა­ეყ­ვა­ნათ, რად­გან იქ მისი უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო. დაც­ვამ მისი გვერ­დი­თა გა­სას­ვლე­ლი­დან გაყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, სა­დაც მე ვი­დე­ქი.

ავი­ხე­დე და სოფი ლო­რე­ნი კი­ბე­ზე, ჩემ­გან 5 ნა­ბი­ჯის დის­ტან­ცი­ა­ზე იყო და ფო­ტო­ებს იღებ­და. როცა ჩა­მო­ვი­და, მე და მე­გო­ბა­რი შევ­ხვდით, შოკ­ში ვი­ყა­ვით და ავ­ტოგ­რა­ფის მო­ცე­მას ვე­ვედ­რე­ბო­დით, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას კი დაც­ვა არ გვაძ­ლევ­და. იმ დღეს თბი­ლის­ში ძა­ლი­ან წვიმ­და, მის­მა შვილ­მა, კარ­ლო პონ­ტიმ გას­ვლი­სას ქოლ­გა გა­შა­ლა, ამ დროს კი ძლი­ე­რი ჭექა-ქუ­ხი­ლის ხმა გა­ვი­გეთ. შეცბ­ნენ და უცებ კარი მო­ხუ­რეს, სწო­რედ იმ მო­მენ­ტში ვთხო­ვე: ღმერ­თის სა­ხე­ლით, გთხოვთ, სო­ფია, ავ­ტოგ­რა­ფი მო­მე­ცით-მეთ­ქი. ჩემ­კენ შე­მობ­რუნ­და, და­ი­ნა­ხა, რომ მა­ი­სურ­ზე მისი ფოტო მე­ხა­ტა. ხელი და­მა­დო და იტა­ლი­უ­რად რა­ღა­ცებს მე­უბ­ნე­ბო­და, "ამო­რე მიო", „პა­ტა­რა ბი­ჭოო“ და ა.შ. მი­თხრა და მა­ი­სურ­ზე ხელი მო­მი­წე­რა.

როცა გა­ვი­და, გა­ვე­კი­დე, რად­გან შოკ­ში ვი­ყა­ვი, თუმ­ცა აზრი აღარ ჰქონ­და - ამ დროს დაც­ვამ მან­ქა­ნა­ში ჩას­ვა. ვერც კი აღვწერ, რო­გო­რი ად­რე­ნა­ლი­ნია შენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რა - მე ამის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი ვიბ­რძო­ლე, ოპე­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დავ­რბო­დი, რად­გან მისი ნახ­ვა მიზ­ნად მქონ­და და­სა­ხუ­ლი. შეხ­ვედ­რის მერე თით­ქოს იაზ­რებ, რომ შენ ეს შე­ძე­ლი, ამა­ყობ და სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი ხარ. მე გა­მო­მი­ვი­და და რა­ღაც ვა­რი­ან­ტში ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი ვარ“, - გვიყ­ვე­ბა გრი­გოლ ფე­რა­ძე.

წლე­ბია, კი­ნო­თია გა­ტა­ცე­ბუ­ლი ლიკა იმერ­ლიშ­ვი­ლიც. მისი ფა­ვო­რი­ტი მსა­ხი­ო­ბი იზა­ბელ იუ­პე­რია, პა­რიზ­ში კი არა მხო­ლოდ იუ­პერ­თან შეხ­ვედ­რის, არა­მედ - სხვა ოც­ნე­ბე­ბიც აუხ­და.

"მსა­ხი­ო­ბო­ბის სურ­ვი­ლი, რაც ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, არ თუ ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით 7 წლის წინ, ევ­რო­პუ­ლი კი­ნოს გაც­ნო­ბა და­ვი­წყე და ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და მსა­ხი­ო­ბი იზა­ბელ იუ­პე­რი, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაც ყვე­ლა ფილ­მი ვნა­ხე და გა­დავ­წყვი­ტე, რომ სცე­ნა­ზეც მე­ნა­ხა.

7 წლის შემ­დეგ, სამი სურ­ვი­ლის ერ­თად ას­რუ­ლე­ბის შან­სი მო­მე­ცა - იუ­პე­რის ნახ­ვა, პა­რიზ­ში მოხ­ვედ­რა და რე­ჟი­სორ ბობ უილ­სო­ნის სპექ­ტაკლზე დას­წრე­ბა. გა­ვი­გე, რომ პა­რიზ­ში უილ­სო­ნი იზა­ბელ იუ­პე­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მო­ნოს­პექ­ტაკლს დგამ­და, მა­რი­ამ სტი­უ­არ­ტის თე­მა­ზე. მე­ო­თხე კომ­პო­ნენ­ტიც ჩა­ერ­თო - მა­რი­ამ სტი­უ­არტზე ბავ­შვო­ბი­დან ვგიჟ­დე­ბი. ეს შან­სი ხე­ლი­დან არ უნდა გა­მეშ­ვა!

აღ­მოჩ­ნდა, რომ სპექ­ტაკლზე უკა­ნას­კნე­ლი ბი­ლე­თის ყიდ­ვა მო­ვას­წა­რი, ჩემი მე­გობ­რის­თვის კი ბი­ლე­თი აღარ დარ­ჩა. არ ვიცი, რა და­ვარ­ქვა ემო­ცი­ას, რაც სპექ­ტაკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და... დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მე და ჩემი მე­გო­ბა­რი იქ დავ­დე­ქით, სა­ი­და­ნაც იუ­პე­რი უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო. ამა­სო­ბა­ში, ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი სახე და­ვი­ნა­ხეთ და გა­ვი­აზ­რეთ, რომ კი­ბე­ებ­ზე პედ­რო ალ­მა­დო­ვა­რი ჩა­მო­დი­ო­და, რო­მე­ლიც თურ­მე, სპექ­ტაკლზე ჩემ წინ იჯდა. თუმ­ცა, მე ისე მინ­დო­და იუ­პე­რის ნახ­ვა, რომ ალ­მა­დო­ვა­რი მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გახ­და, თან, ცოტა ცუ­დად შე­მოგ­ვხე­და, არ მცა­ლი­აო...

ლო­დი­ნის დროს, მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავი­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემს ფა­ვო­რიტ მსა­ხი­ობს საგ­რი­მი­ო­რო­ში თმას უშ­ლიდ­ნენ. ვი­ფიქ­რე, მე­ლან­დე­ბა-მეთ­ქი, რად­გან საგ­რი­მი­ო­რო­ში შე­ხედ­ვა ოც­ნე­ბა­საც სცდე­ბო­და. პა­რიზ­ში „სე­ლებ­რი­თი“ კულ­ტუ­რა და­ბალ დო­ნე­ზეა, ამი­ტომ იქ ყოფ­ნას არა­ვინ გვიშ­ლი­და. როცა იზა­ბე­ლი გა­მო­ვი­და, მის ასის­ტენტს შო­რი­დან, მი­მი­კე­ბით ვეხ­ვე­წე­ბო­დი, ჩვენ­კენ გა­მო­ე­ხე­დე­ბი­ნა. ასის­ტენ­ტი ასეც მო­იქ­ცა და იზა­ბელ­მა რომ დაგ­ვი­ნა­ხა, ჩვენ­თან მო­ვი­და.

ვი­ფიქ­რე, ლიკა, გა­ი­ქე­ცი-მეთ­ქი, რად­გან ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბის ახ­დე­ნი­სას უცებ პა­ნი­კა­ში ვარ­დე­ბი... მერე ჩემს თავს შე­მო­ვუ­ძა­ხე, ამას თუ არ გა­ა­კე­თებ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ინა­ნებ-მეთ­ქი, და იზა­ბელს ვუ­თხა­რი, რამ­დე­ნად ვგიჟ­დე­ბი მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე. ფოტო გა­და­ვი­ღეთ და შოკ­ში ყოფ­ნის გამო ეგ­რე­ვე გა­მო­ვი­ქე­ცი. არა­და, შე­მეძ­ლო, ცოტა ხანი ვმდგა­რი­ყა­ვი, მე­ყუ­რე­ბი­ნა და დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. იმა­საც ვნა­ნობ, რომ ხელი არ ჩა­მო­ვარ­თვი.

ცნო­ბი­ლია, რომ ეს მსა­ხი­ო­ბი საკ­მა­ოდ ცი­ვია, ამი­ტომ არ მე­გო­ნა, რომ მო­მე­სალ­მე­ბო­და, თუმ­ცა, პი­რი­ქით, თვი­თონ მო­ვი­და, მი­თხრა, რით შე­მიძ­ლია შენი დახ­მა­რე­ბაო, რაც ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და.

პა­რიზ­ში რა გან­ცდებ­შიც ვი­ყა­ვი, ალ­ბათ, ბავ­შვო­ბის ემო­ცი­ე­ბის­გან ვერ გან­ვას­ხვა­ვებ, რად­გან ეს ძა­ლი­ან ბავ­შვუ­რი, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გან­ცდაა. ალ­ბათ, ამას ადა­მი­ა­ნი მა­შინ გრძნობს, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ერ სურ­ვილ­სა თუ ოც­ნე­ბას იხ­დენს. ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მივ­ხვდი, ცხოვ­რე­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია და რა­საც მო­ვინ­დო­მებ, ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, რის გა­მოც ცოტა უფრო მშვი­დად ვარ, ვიდ­რე მა­ნამ­დე“, - გვიყ­ვე­ბა ლიკა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
XXX
10

შოკში ვაარ

ტოტო
0

რა სიგიჟეა კერპების შექმნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სოფი ლორენს ვთხოვდი: ღმერთის სახელით, ავტოგრაფი მომეცით-მეთქი" - ქართველები, რომლებმაც ოცნება აიხდინეს და საკუთარ კერპებს შეხვდნენ

"სოფი ლორენს ვთხოვდი: ღმერთის სახელით, ავტოგრაფი მომეცით-მეთქი" - ქართველები, რომლებმაც ოცნება აიხდინეს და საკუთარ კერპებს შეხვდნენ

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ბავშვობაში მაინც არ ჰყავდა კერპი - პოპულარული მომღერალი, მსახიობი, სპორტსმენი თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, რომლის პლაკატებითაც კედლები ჰქონდა აჭრელებული და რომელთან შეხვედრაზეც ოცნებობდა. ადამიანების ნაწილი ბავშვურ ოცნებას წლების გასვლასთან ერთად ივიწყებს, ზოგი კი დაუღალავად ცდილობს მის ასრულებას.

AMBEBI.GE-მ სწორედ ისეთი ადამიანები იპოვა, რომელთა საოცნებო შეხვედრაც შედგა.

სოფო ერქვანია სპორტული ჟურნალისტია და ფეხბურთით ბავშვობიდანაა გატაცებული. პროფესიამ საშუალება მისცა, თავის რამდენიმე კერპს შეხვედროდა და თანაც, არაერთხელ.

ამბობს, რომ სხვა გოგოებისგან განსხვავებით, მას საკუთარი კერპი გარეგნობის გამო არ აურჩევია. სოფოს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ერთ დღეს იტალიური საფეხბურთო კლუბის, "მილანის" ლეგენდას - პაოლო მალდინის შეხვდებოდა.

"90-იანი წლების რეალობიდან გამომდინარე, როდესაც შუქიც არ იყო, რომ საყვარელი გუნდისა და ფეხბურთელების მატჩისთვის მეყურებინა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ორ ათეულ წელში ჩემი და მალდინის გზები სამჯერ გადაიკვეთებოდა.

პირველად ის თბილისში, კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე, ტრიბუნიდან ვნახე, თუმცა, წლების შემდგომ პირადად შევხვდი. მისგან ავტოგრაფი და უხარისხო, მაგრამ ღირებული ფოტო დამრჩა. მეორე შეხვედრა სწორედ ის იყო, რაზეც პატარა სოფოს მხოლოდ ესიზმრებოდა...

ერევანში, სადაც ლეგენდების მატჩი იმართებოდა, ჩვენი შეხვედრა არცთუ ისე ხანმოკლე აღმოჩნდა. სტადიონზე მალდინის ყურადღება მისთვის მშობლიურ ენაზე საუბრით მივიქციე და საკმაოდ თბილი კომუნიკაცია დავამყარე - მოვუყევი ჩემი ბავშვობის ოცნებებზე, რაზეც ის ღიმილითა და სიყვარულით მპასუხობდა. ამჯერად სამახსოვრო ფოტოც კარგი გამოვიდა და ავტოგრაფიც არ დაიშურა.

ალბათ, ის დღე ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. მას შემდეგ ალბათ ის შეიცვალა, რომ ერთით ნაკლები ოცნება დამრჩა. საოცარი განცდაა, როდესაც იმ ადამიანს ხვდები, რომლის ნახვაც ათეული წლები მხოლოდ ეკრანიდან გიწევდა" - ჰყვება სოფო.

ის კიდევ ერთ ფავორიტ ფეხბურთელთან შეხვედრასაც იხსენებს, რომლის გამო აჟიტირების შედეგადაც მეუღლეც კი დაავიწყდა და თავად სასტუმროში მარტო დაბრუნდა.

"სიმპატიები "იუვენტუსის" მიმართაც მაქვს, ყოველთვის მინდოდა, მათ ფეხბურთელს, ლეონარდო ბონუჩის "მილანში" ეთამაშა. ერთ დღეს ასეც მოხდა და კიდევ ერთი ოცნების ასახდენად იტალიაში მოგზაურობის დაგეგმვა დავიწყე. მილანში ერთმანეთს შევხვდით, მე კი ისე გამაბედნიერა ამ შეხვედრამ, რომ ჩემი მეუღლე, რომელიც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას ესწრებოდა, სულ დამავიწყდა...

როდესაც სასტუმროში მისული სოციალურ ქსელებში ფოტოებს ბედნიერი ვტვირთავდი, ჩემი მეუღლე კარაბინიერებთან ერთად "სან-სიროს" სტადიონის მიმდებარედ მეძებდა

ჩემი აზრით, როდესაც კერპი გყავს და რაღაცაზე ოცნებობ, ცხოვრება უფრო ლამაზი და მრავალფეროვანია, მით უმეტეს, თუ ოცნება რეალობად იქცევა. ხვდები, რომ ათეულობით განვლილ წელს უკვალოდ არ ჩაუვლია.

ამ მხრივ ერთადერთი ოცნება დამრჩა - სპორტული ჟურნალისტიკა ერთი ფეხბურთელის, კაკას გამო ავირჩიე, რომლის ნახვის შანსი ორჯერ მქონდა, თუმცა შეხვედრა ჯერ ვერ მოხერხდა. ის ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნება და ბავშვური გატაცებაა, ასაკის მატებასთან ერთად მგონი, ეს სურვილი გამიმძაფრდა და ჩემი აზრით, სანამ ასე ვიფიქრებ, მანამდე მექნება ოცნებების ასრულების მიზანი“, - უთხრა AMBEBI.GE-ს სოფო ერქვანიამ.

გრიგოლ ფერაძე 23 წლის სტუდენტია, რომელიც საფრანგეთში სწავლობს და მუშაობს. ის ლეგენდარულ მსახიობს, სოფი ლორენს თბილისში, 2016 წელს შეხვდა. ფერაძე AMBEBI.GE-ს უყვება, როგორ აუხდა მრავალი წლის ოცნება:

"სოფი ლორენის ფოტოების და ვიდეოების უზარმაზარი არქივი მაქვს, ფილმებიდან ვჭრიდი და ვინახავდი. მასთან პირადად შეხვედრის საშუალება 2016 წელს მომეცა, ოპერისა და ბალეტის თეატრში, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტზე.

დიდი წვალება და შრომა დამჭირდა, მისი ახლოდან ნახვა ძალიან ძნელი იყო - ყველგან იტალიელი და ქართველი დაცვის თანამშრომლები იყვნენ. კონცერტის ბოლოს, როდესაც ლორენი უკვე მიდიოდა, შუქი ჩაქრა - ჩემი აზრით, სპეციალურად ჩააქრეს, რომ გაეყვანათ, რადგან იქ მისი უამრავი გულშემატკივარი იყო. დაცვამ მისი გვერდითა გასასვლელიდან გაყვანა გადაწყვიტა, სადაც მე ვიდექი.

ავიხედე და სოფი ლორენი კიბეზე, ჩემგან 5 ნაბიჯის დისტანციაზე იყო და ფოტოებს იღებდა. როცა ჩამოვიდა, მე და მეგობარი შევხვდით, შოკში ვიყავით და ავტოგრაფის მოცემას ვევედრებოდით, ამის საშუალებას კი დაცვა არ გვაძლევდა. იმ დღეს თბილისში ძალიან წვიმდა, მისმა შვილმა, კარლო პონტიმ გასვლისას ქოლგა გაშალა, ამ დროს კი ძლიერი ჭექა-ქუხილის ხმა გავიგეთ. შეცბნენ და უცებ კარი მოხურეს, სწორედ იმ მომენტში ვთხოვე: ღმერთის სახელით, გთხოვთ, სოფია, ავტოგრაფი მომეცით-მეთქი. ჩემკენ შემობრუნდა, დაინახა, რომ მაისურზე მისი ფოტო მეხატა. ხელი დამადო და იტალიურად რაღაცებს მეუბნებოდა, "ამორე მიო", „პატარა ბიჭოო“ და ა.შ. მითხრა და მაისურზე ხელი მომიწერა.

როცა გავიდა, გავეკიდე, რადგან შოკში ვიყავი, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა - ამ დროს დაცვამ მანქანაში ჩასვა. ვერც კი აღვწერ, როგორი ადრენალინია შენთვის საინტერესო ადამიანთან შეხვედრა - მე ამისთვის ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ოპერის ტერიტორიაზე დავრბოდი, რადგან მისი ნახვა მიზნად მქონდა დასახული. შეხვედრის მერე თითქოს იაზრებ, რომ შენ ეს შეძელი, ამაყობ და საკუთარი თავით კმაყოფილი ხარ. მე გამომივიდა და რაღაც ვარიანტში ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ვარ“, - გვიყვება გრიგოლ ფერაძე.

წლებია, კინოთია გატაცებული ლიკა იმერლიშვილიც. მისი ფავორიტი მსახიობი იზაბელ იუპერია, პარიზში კი არა მხოლოდ იუპერთან შეხვედრის, არამედ - სხვა ოცნებებიც აუხდა.

"მსახიობობის სურვილი, რაც ბავშვობიდან მქონდა, არ თუ ვერ განვახორციელე, თუმცა დაახლოებით 7 წლის წინ, ევროპული კინოს გაცნობა დავიწყე და ძალიან შემიყვარდა მსახიობი იზაბელ იუპერი, რომლის მონაწილეობითაც ყველა ფილმი ვნახე და გადავწყვიტე, რომ სცენაზეც მენახა.

7 წლის შემდეგ, სამი სურვილის ერთად ასრულების შანსი მომეცა - იუპერის ნახვა, პარიზში მოხვედრა და რეჟისორ ბობ უილსონის სპექტაკლზე დასწრება. გავიგე, რომ პარიზში უილსონი იზაბელ იუპერის მონაწილეობით მონოსპექტაკლს დგამდა, მარიამ სტიუარტის თემაზე. მეოთხე კომპონენტიც ჩაერთო - მარიამ სტიუარტზე ბავშვობიდან ვგიჟდები. ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა!

აღმოჩნდა, რომ სპექტაკლზე უკანასკნელი ბილეთის ყიდვა მოვასწარი, ჩემი მეგობრისთვის კი ბილეთი აღარ დარჩა. არ ვიცი, რა დავარქვა ემოციას, რაც სპექტაკლის განმავლობაში მქონდა... დასრულების შემდეგ, მე და ჩემი მეგობარი იქ დავდექით, საიდანაც იუპერი უნდა გამოსულიყო. ამასობაში, ძალიან ნაცნობი სახე დავინახეთ და გავიაზრეთ, რომ კიბეებზე პედრო ალმადოვარი ჩამოდიოდა, რომელიც თურმე, სპექტაკლზე ჩემ წინ იჯდა. თუმცა, მე ისე მინდოდა იუპერის ნახვა, რომ ალმადოვარი მეასეხარისხოვანი გახდა, თან, ცოტა ცუდად შემოგვხედა, არ მცალიაო...

ლოდინის დროს, მეორე სართულზე ავიხედე და დავინახე, რომ ჩემს ფავორიტ მსახიობს საგრიმიოროში თმას უშლიდნენ. ვიფიქრე, მელანდება-მეთქი, რადგან საგრიმიოროში შეხედვა ოცნებასაც სცდებოდა. პარიზში „სელებრითი“ კულტურა დაბალ დონეზეა, ამიტომ იქ ყოფნას არავინ გვიშლიდა. როცა იზაბელი გამოვიდა, მის ასისტენტს შორიდან, მიმიკებით ვეხვეწებოდი, ჩვენკენ გამოეხედებინა. ასისტენტი ასეც მოიქცა და იზაბელმა რომ დაგვინახა, ჩვენთან მოვიდა.

ვიფიქრე, ლიკა, გაიქეცი-მეთქი, რადგან ბავშვობის ოცნების ახდენისას უცებ პანიკაში ვარდები... მერე ჩემს თავს შემოვუძახე, ამას თუ არ გააკეთებ, მთელი ცხოვრება ინანებ-მეთქი, და იზაბელს ვუთხარი, რამდენად ვგიჟდები მის შემოქმედებაზე. ფოტო გადავიღეთ და შოკში ყოფნის გამო ეგრევე გამოვიქეცი. არადა, შემეძლო, ცოტა ხანი ვმდგარიყავი, მეყურებინა და დავლაპარაკებოდი. იმასაც ვნანობ, რომ ხელი არ ჩამოვართვი.

ცნობილია, რომ ეს მსახიობი საკმაოდ ცივია, ამიტომ არ მეგონა, რომ მომესალმებოდა, თუმცა, პირიქით, თვითონ მოვიდა, მითხრა, რით შემიძლია შენი დახმარებაო, რაც ძალიან გამიკვირდა.

პარიზში რა განცდებშიც ვიყავი, ალბათ, ბავშვობის ემოციებისგან ვერ განვასხვავებ, რადგან ეს ძალიან ბავშვური, არასერიოზული და ირაციონალური განცდაა. ალბათ, ამას ადამიანი მაშინ გრძნობს, როდესაც ნებისმიერ სურვილსა თუ ოცნებას იხდენს. ამ შემთხვევის შემდეგ მივხვდი, ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია და რასაც მოვინდომებ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რის გამოც ცოტა უფრო მშვიდად ვარ, ვიდრე მანამდე“, - გვიყვება ლიკა.

"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან