სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის - 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო
ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის - 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2020 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცია და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სო­ფიო გორ­გო­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რე­გის­ტრა­ცია 30 მარ­ტის 18:00 სა­ა­თამ­დე გას­ტანს.

მო­ნა­წი­ლე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ რე­გის­ტრა­ცია ვებ გვერ­დზე online.naec.ge გა­ი­ა­რონ.

რო­გორც სო­ფიო გორ­გო­ძემ აღ­ნიშ­ნა, დღე­ი­დან ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ცნო­ბა­რი, სა­დაც ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­აა მო­ცე­მუ­ლი.

შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მო­უ­წო­და რე­გის­ტრა­ცია 29 მარ­ტის ჩათ­ვლით გა­ი­ა­რონ. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რე­გის­ტრა­ცია რამ­დე­ნი­მე ეტა­პი­ა­ნი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც გორ­გო­ძემ აღ­ნიშ­ნა თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტი პირ­ველ ეტაპ­ზე ვერ გა­ივ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას, ის გა­მოც­დებს გა­მო­ე­თი­შე­ბა.

შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის ღია კა­რის დღე­ებს ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლებს.

რე­გის­ტრა­ცი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია შე­ავ­სოს პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, აირ­ჩი­ოს სა­გა­მოც­დო ქა­ლა­ქი, ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი საგ­ნე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ნიშ­ნოს სპე­ცპი­რო­ბა. საგ­ნის შეც­ვლა ან და­მა­ტე­ბა, ასე­ვე გა­მოც­დის ენის შეც­ვლა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს 7 მა­ი­სის 18:00 სა­ა­თამ­დე შე­უძ­ლი­ათ. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი მათ აპე­ლა­ცი­ის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მომ­დევ­ნო დღის ჩათ­ვლით ეძ­ლე­ვათ.

2020 წლის სი­ახ­ლე­ებს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, ხში­რად დას­მულ კი­თხვებ­სა და სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტთა ცნო­ბარ­ში გა­ეც­ნო­ბი­ან.

გა­დახ­დის შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სიო:

1. ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დი­დან იხ. ბმუ­ლი - სა­ფა­სურს ემა­ტე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სიო 0,5 ლარი;

2. „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სერ­ვის ცენ­ტრე­ბი - სა­ფა­სურს ემა­ტე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სიო 0,5 ლარი;

3. ვებგ­ვერ­დზე epay.ge - სა­ფა­სურს ემა­ტე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სიო 1 ლარი;

4. „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის ტერ­მი­ნა­ლით - სა­ფა­სურს ემა­ტე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სიო 1 ლარი;

5. „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ინ­ტერ­ნეტ ბან­კინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბით - ibank.ge - სა­ფა­სურს ემა­ტე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სიო 1 ლარი;

6. OPPA.ge-ის თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის ტერ­მი­ნა­ლით - სა­ფა­სურს ემა­ტე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სიო 0,5 ლარი.

რე­გის­ტრი­რე­ბულ­მა აპ­ლი­კან­ტმა, რო­მელ­საც სურს რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს გან­ცხა­დე­ბით უნდა მი­მარ­თოს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აპ­ლი­კან­ტმა ასე­თი გან­ცხა­დე­ბით ცენ­ტრს 7 მა­ი­სის 18:00 სა­ა­თამ­დე მი­მარ­თა, მას თან­ხა უკან და­უბ­რუნ­დე­ბა. რე­გი­ო­ნებ­ში გან­ცხა­დე­ბა მი­ი­ღე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრებ­ში.განმცხა­დე­ბელ­მა თან უნდა იქო­ნი­ოს:პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი და მისი ასლი;თუ სხვა პი­რია - კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

ინ­ფორ­მა­ცია თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

2020 წლის ყვე­ლა სა­გა­მოც­დო სი­ახ­ლე იხი­ლეთ ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის - 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის - 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.

რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათამდე გასტანს.

მონაწილეებს შეეძლებათ რეგისტრაცია ვებ გვერდზე online.naec.ge გაიარონ.

როგორც სოფიო გორგოძემ აღნიშნა, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება აბიტურიენტების ცნობარი, სადაც ყველა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აბიტურიენტებს მოუწოდა რეგისტრაცია 29 მარტის ჩათვლით გაიარონ. მისივე განმარტებით, რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპიანი იქნება, თუმცა, როგორც გორგოძემ აღნიშნა თუ აბიტურიენტი პირველ ეტაპზე ვერ გაივლის რეგისტრაციას, ის გამოცდებს გამოეთიშება.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეებს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

2020 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მონაწილეები აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობიან.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

რეგისტრირებულმა აპლიკანტმა, რომელსაც სურს რეგისტრაციის გაუქმება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უნდა მიმართოს.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ასეთი განცხადებით ცენტრს 7 მაისის 18:00 საათამდე მიმართა, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;თუ სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

2020 წლის ყველა საგამოცდო სიახლე იხილეთ ბმულზე

მოჭიდავე შვილის ქომაგობის დროს, დარბაზში მამა გარდაიცვალა - ლუკა მარიამიძის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე

ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები - უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე

კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია