სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - 88 პაციენტის მიღება შეგვიძლია
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - 88 პაციენტის მიღება შეგვიძლია

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის ლე­ვან გო­ფო­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას 88 პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

„ჩვენ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად მუდ­მი­ვად მზად ვართ, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტი­რე­ბებს, ამა­საც აკონ­ტრო­ლებს და გა­ნა­გე­ბენ ჩვე­ნი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი. რო­გორც კი სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, მოვ­ლენ და ჩა­ტარ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის სრუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა. გარ­და ამი­სა, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს აქვს თა­ვი­სი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, თუ რა­ი­მე სხვა ანა­ლი­ზე­ბი, ტეს­ტე­ბი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, მზად ვართ, პა­ცი­ენ­ტებს ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ვუ­ტა­როთ. 88 პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

რო­გორც რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი და ვირუ­სო­ლო­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი ვირუ­სია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ვიდ­რე სხვა ვირუ­სე­ბი.

თუმ­ცა, მისი გან­მარ­ტე­ბით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თონ მე­დი­კო­სებს, თუ გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი და ტემ­პე­რა­ტუ­რა ექ­ნე­ბათ.

„ბევ­რად მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ვირუ­სე­ბი გა­და­უ­ტა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს, მათ შო­რის იყო H1N1 და ასე შემ­დეგ. ეს ვირუ­სი ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. გუ­ში­ნაც აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ამ ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია უფრო სწრა­ფი და ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ერ­თოდ არ აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმპტო­მე­ბი, უკვე გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლია, თუ იგი კო­რო­ნა­ვირუსს ატა­რებს. ამი­ტომ არის სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­კა­რან­ტი­ნო ზო­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლი. ეს ვირუ­სი გავ­რცე­ლე­ბის სხვა ტი­პით ხა­სი­ათ­დე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ჩვე­ნი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი და ვირუ­სო­ლო­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი ვირუ­სია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ვიდ­რე სხვა და­ნარ­ჩე­ნი ვირუ­სე­ბი. უბ­რა­ლოდ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა-თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფი, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ასე შემ­დეგ, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყ­ვნენ და რო­გორც კი, გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი და ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­მოჩ­ნდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თონ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს იმის­თვის,რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ის გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ­ში სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბრი­გა­დე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად მუდ­მივ მზად­ყოფ­ნა­ში არი­ან.

„ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, მი­ვი­ღოთ პა­ცი­ენ­ტე­ბი და მათ სრუ­ლი სერ­ვი­სი მი­ვა­წო­დოთ. ამი­ტო­მაც, ბრი­გა­დე­ბი მუდ­მივ მზად­ყოფ­ნა­ში იქ­ნე­ბი­ან ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ სა­კა­რან­ტი­ნო ზონა ვართ. გვყავს ორი უცხო­ე­ლი პა­ცი­ენ­ტი, თუ არ ვცდე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გად არი­ან და სახ­ლში გაშ­ვე­ბას ითხო­ვენ, და­ნარ­ჩე­ნი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა, პა­ცი­ენ­ტებს გან­ვუ­მარ­ტეთ, რომ კლი­ნი­კი­დან ვერ გა­ვუშ­ვებთ, სა­ნამ არ გვექ­ნე­ბა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის დას­კვნა, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

გოგა
1

საინტერესოა, რა მდგომარეობაშია ახლა ეგ საავადმყოფო. ისევ ისეთი სიბინძურე და დიდი ხნის გაურემონტებელი პალატებია?

sponsored by ContentRoom
ავტორი:

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - 88 პაციენტის მიღება შეგვიძლია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - 88 პაციენტის მიღება შეგვიძლია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებას 88 პაციენტის მიღება შეუძლია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

„ჩვენ პაციენტების მისაღებად მუდმივად მზად ვართ, რაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ტესტირებებს, ამასაც აკონტროლებს და განაგებენ ჩვენი ინფექციონისტები. როგორც კი საჭიროება იქნება, მოვლენ და ჩატარდება პაციენტების სრული ტესტირება. გარდა ამისა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს თავისი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, თუ რაიმე სხვა ანალიზები, ტესტები იქნება საჭირო, მზად ვართ, პაციენტებს ყველა გამოკვლევა ჩავუტაროთ. 88 პაციენტის მიღება შეგვიძლია“, - განაცხადა გოფოძემ.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აღნიშნავს, ინფექციონისტები და ვირუსოლოგები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსი ბევრად უფრო ნაკლებად აგრესიული ვირუსია ადამიანის ორგანიზმისთვის, ვიდრე სხვა ვირუსები.

თუმცა, მისი განმარტებით, ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა მიმართონ მედიკოსებს, თუ გაციების სიმპტომები და ტემპერატურა ექნებათ.

„ბევრად მძიმე მიმდინარეობის ვირუსები გადაუტანია საქართველოს, მათ შორის იყო H1N1 და ასე შემდეგ. ეს ვირუსი ასეთი აგრესიულობით არ გამოირჩევა. გუშინაც აღვნიშნეთ, რომ ამ ვირუსისთვის დამახასიათებელია უფრო სწრაფი და ფართო გავრცელება იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აქვს გამოხატული ვირუსული დაავადებების სიმპტომები, უკვე გამავრცელებელია, თუ იგი კორონავირუსს ატარებს. ამიტომ არის სწორედ საქართველოში ასეთი უპრეცედენტო საკარანტინო ზომები მიღებული. ეს ვირუსი გავრცელების სხვა ტიპით ხასიათდება, მაგრამ როგორც ჩვენი ინფექციონისტები და ვირუსოლოგები აღნიშნავენ, ბევრად უფრო ნაკლებად აგრესიული ვირუსია ადამიანის ორგანიზმისთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი ვირუსები. უბრალოდ, გასათვალისწინებელია ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება-თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტები, როგორებიც არიან მაღალი რისკის ჯგუფი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, შაქრიანი დიაბეტი, სასუნთქი სისტემის დაავადებები და ასე შემდეგ, ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ და როგორც კი, გაციების სიმპტომები და ტემპერატურა გამოჩნდება, აუცილებლად უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს იმისთვის,რომ თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რომლებიც შემდგომში სიკვდილის მიზეზი ხდება“, - განაცხადა გოფოძემ.

მისი განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბრიგადები პაციენტების მისაღებად მუდმივ მზადყოფნაში არიან.

„ჩვენ ვალდებული ვართ, მივიღოთ პაციენტები და მათ სრული სერვისი მივაწოდოთ. ამიტომაც, ბრიგადები მუდმივ მზადყოფნაში იქნებიან ამ დღეების განმავლობაში, სანამ საკარანტინო ზონა ვართ. გვყავს ორი უცხოელი პაციენტი, თუ არ ვცდები, აზერბაიჯანელები, რომლებიც ძალიან კარგად არიან და სახლში გაშვებას ითხოვენ, დანარჩენი ქართველები არიან. თუმცა, პაციენტებს განვუმარტეთ, რომ კლინიკიდან ვერ გავუშვებთ, სანამ არ გვექნება ინფექციონისტების დასკვნა, რომ პაციენტები თავისუფლები არიან“, - განაცხადა გოფოძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"