პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში ტერორისტი მოზარდები მომრავლდნენ? - ФСБ-მ მტკიცებით, ბოლო დღეებში მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს
რუსეთში ტერორისტი მოზარდები მომრავლდნენ? - ФСБ-მ მტკიცებით, ბოლო დღეებში მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მო­ზარ­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბურ სპე­ცო­პე­რა­ცი­ებს ატა­რე­ბენ. 26 თე­ბერ­ვალს, გამ­თე­ნი­ი­სას, სა­რა­ტოვ­ში, 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ორი ბიჭი აიყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას აპი­რებ­დნენ.

ФСБ-ს ცნო­ბით, ისი­ნი ია­რაღს მი­ტო­ვე­ბულ სა­ცავ­ში ინა­ხავ­დნენ. სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ 15 წლის მო­ზარ­დე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მკვე­ლო­ბე­ბის ვი­დე­ო­ე­ბი­სა და სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ იყ­ვნენ და მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, თა­ვად აპი­რებ­დნენ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­კე­თე­ბას.

ФСБ-მ მო­ზარ­დე­ბის და­კი­თხვის ჩა­ნა­წე­რე­ბიც გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, სა­დაც ერთ-ერთი ყვე­ბა, რომ მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბის მო­წყო­ბით ერთი წლის წინ და­ინ­ტე­რეს­და და ობი­ექ­ტიც და­ა­სა­ხე­ლა, ვი­საც თავს უნდა დას­ხმო­და. მათი თქმით, სუ­ლერ­თი იყო, რამ­დენ ადა­მი­ანს და­ხო­ცავ­დნენ, თუმ­ცა, მის­მა მე­გო­ბარ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 40 ადა­მი­ა­ნი და­ით­ვა­ლა.

"მო­ზარ­დე­ბის სა­ხე­ე­ბი გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში არ ჩანს, თუმ­ცა, ისი­ნი სა­რა­ტო­ვის ძველ სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზა­ზე არი­ან გა­და­ღე­ბულ­ნი... სკო­ლა კი, რო­მელ­ზეც მო­ზარ­დე­ბი თავ­დას­ხმას აპი­რებ­დნენ, არ სა­ხელ­დე­ბა. ვი­ნა­ო­ბა და სკო­ლა არ არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ამი­ტომ ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ თა­ვი­ანთ სკო­ლა­ზე თავ­დას­ხმას ნამ­დვი­ლად აპი­რებ­დნენ" - ამ­ბობს novayagazeta.ru-სთან სა­უ­ბარ­ში გა­მო­ცე­მა “თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­რა­ტო­ვის” რე­დაქ­ტო­რი მა­რია ალექ­სა­ში­ნა. მისი ცნო­ბით, კი­რო­ვის 24-ე სკო­ლა, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ვი­თომ არ ასა­ჯა­რო­ვე­ბენ, ამ­ჟა­მად და­კე­ტი­ლია.

ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მო­ზარ­დე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ - იმა­ვე ბრალ­დე­ბით, 18 თე­ბერ­ვალს, ყი­რიმ­ში კი­დევ ორი მო­ზარ­დი და­ა­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ცნო­ბით, ქერჩში ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბას გეგ­მავ­დნენ.

ФСБ ირ­წმუ­ნე­ბა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბი, 2018 წელს, ქერ­ჩის კო­ლე­ჯში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის ავ­ტო­რის, ვლა­დის­ლავ როს­ლი­ა­კო­ვის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან. მა­შინ სრო­ლე­ბის დროს, 21 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 70-ზე მეტი კი და­იჭ­რა...

ქერჩში და­კა­ვე­ბუ­ლი 16 და 17 წლის მო­ზარ­დე­ბის სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, ხელ­ნა­კე­თი ბომ­ბე­ბი იპოვ­ნეს. რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ცნო­ბით, მო­ზარ­დებ­მა მათ მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ბომ­ბე­ბი ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­ზე გა­მოს­ცა­დეს.

ФСБ-ში ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში არ­სე­ბობს ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მთელ რუ­სეთ­ში ტე­რაქ­ტე­ბის და­გეგ­მვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს, ჰყავს ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი და ერ­თმა­ნეთს მე­სენ­ჯე­რით უკავ­შირ­დე­ბი­ან მო­ზარ­დე­ბი.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი თე­მის გარ­შე­მო მსჯე­ლო­ბი­სას წე­რენ, რომ ეს შე­საძ­ლოა, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" კი­დევ ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყოს, უბ­რა­ლოდ, ФСБ ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არ სა­უბ­რობს, რომ პა­ნი­კა არ და­თე­სოს.

სხვე­ბის თქმით, პრობ­ლე­მა გა­ცი­ლე­ბით ღრმაა: რუ­სეთ­ში მო­ზარ­დებს სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა აქვთ და ამის გა­მოვ­ლი­ნე­ბა მუდ­მი­ვად სხვა­დას­ხვა ფორ­მით ხდე­ბა.

"შარ­შან, აპ­რილ­ში, სიმ­ფო­რო­პოლ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­ზარ­დი და­ა­კა­ვეს და ისი­ნი პა­ტიმ­რო­ბა­ში არი­ან, ოღონდ საქ­მე არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ხუ­რუ­ლად ჩა­ტარ­და... მო­ზარ­დე­ბი კი მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ნინა კრულსკი.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, მო­ზარ­დე­ბი ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მის გაპ­რო­ტეს­ტე­ბას თა­ვი­სე­ბუ­რად ცდი­ლო­ბენ და "სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ვი­თარ სკო­ლა­ზე თავ­დას­ხმას არ გეგ­მავ­დნენ, უბ­რა­ლოდ, ФСБ-მ აა­ლა­პა­რა­კა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ.

ფაქ­ტია, რომ აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზით, მო­ზარ­დე­ბის და­კა­ვე­ბამ, ეპი­დე­მი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი იგი­ვეს აკე­თე­ბენ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში და ახლა არც და­ნარ­ჩენ რუ­სეთ­ში უჭირთ ასე მუ­შა­ო­ბა, რათა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მუხ­ტი ჩა­ახ­შონ..." - წერს სერ­გეი მეს­ტნი­კო­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რუსეთში ტერორისტი მოზარდები მომრავლდნენ? - ФСБ-მ მტკიცებით, ბოლო დღეებში მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს

რუსეთში ტერორისტი მოზარდები მომრავლდნენ? - ФСБ-მ მტკიცებით, ბოლო დღეებში მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს

ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის სპეცსამსახურები მოზარდების წინააღმდეგ მასშტაბურ სპეცოპერაციებს ატარებენ. 26 თებერვალს, გამთენიისას, სარატოვში, 2005 წელს დაბადებული ორი ბიჭი აიყვანეს, რომლებიც არსებული ინფორმაციით, სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას აპირებდნენ.

ФСБ-ს ცნობით, ისინი იარაღს მიტოვებულ საცავში ინახავდნენ. სპეცსამსახურები ირწმუნებიან, რომ 15 წლის მოზარდები ინტერნეტში გავრცელებული მკველობების ვიდეოებისა და სუიციდის შემთხვევების გავლენის ქვეშ იყვნენ და მოძიებული მასალების მიხედვით, თავად აპირებდნენ ასაფეთქებელი მოწყობილობების გაკეთებას.

ФСБ-მ მოზარდების დაკითხვის ჩანაწერებიც გაასაჯაროვა, სადაც ერთ-ერთი ყვება, რომ მასობრივი მკვლელობების მოწყობით ერთი წლის წინ დაინტერესდა და ობიექტიც დაასახელა, ვისაც თავს უნდა დასხმოდა. მათი თქმით, სულერთი იყო, რამდენ ადამიანს დახოცავდნენ, თუმცა, მისმა მეგობარმა დაახლოებით 40 ადამიანი დაითვალა.

"მოზარდების სახეები გავრცელებულ კადრებში არ ჩანს, თუმცა, ისინი სარატოვის ძველ საავიაციო ბაზაზე არიან გადაღებულნი... სკოლა კი, რომელზეც მოზარდები თავდასხმას აპირებდნენ, არ სახელდება. ვინაობა და სკოლა არ არის დასახელებული, ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ თავიანთ სკოლაზე თავდასხმას ნამდვილად აპირებდნენ" - ამბობს novayagazeta.ru-სთან საუბარში გამოცემა “თავისუფალი სარატოვის” რედაქტორი მარია ალექსაშინა. მისი ცნობით, კიროვის 24-ე სკოლა, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები ვითომ არ ასაჯაროვებენ, ამჟამად დაკეტილია.

ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურები მოზარდებით დაინტერესდნენ - იმავე ბრალდებით, 18 თებერვალს, ყირიმში კიდევ ორი მოზარდი დააკავეს, რომლებიც რუსული სპეცსამსახურების ცნობით, ქერჩში ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.

ФСБ ირწმუნება, რომ დაკავებული მოზარდები, 2018 წელს, ქერჩის კოლეჯში განხორციელებული ტერაქტის ავტორის, ვლადისლავ როსლიაკოვის მიმდევრები არიან. მაშინ სროლების დროს, 21 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაიჭრა...

ქერჩში დაკავებული 16 და 17 წლის მოზარდების სახლების ჩხრეკისას, ხელნაკეთი ბომბები იპოვნეს. რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, მოზარდებმა მათ მიერ დამზადებული ბომბები შინაურ ცხოველებზე გამოსცადეს.

ФСБ-ში ირწმუნებიან, რომ ინტერნეტსივრცეში არსებობს ჯგუფი, რომელიც მთელ რუსეთში ტერაქტების დაგეგმვის მიმართულებით მუშაობს, ჰყავს ადმინისტრატორი და ერთმანეთს მესენჯერით უკავშირდებიან მოზარდები.

რუსი ინტერნეტმომხმარებლები თემის გარშემო მსჯელობისას წერენ, რომ ეს შესაძლოა, "ისლამური სახელმწიფოს" კიდევ ერთი გამოვლინება იყოს, უბრალოდ, ФСБ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს, რომ პანიკა არ დათესოს.

სხვების თქმით, პრობლემა გაცილებით ღრმაა: რუსეთში მოზარდებს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ და ამის გამოვლინება მუდმივად სხვადასხვა ფორმით ხდება.

"შარშან, აპრილში, სიმფოროპოლში კიდევ რამდენიმე მოზარდი დააკავეს და ისინი პატიმრობაში არიან, ოღონდ საქმე არ გახმაურებულა და სასამართლო პროცესი დახურულად ჩატარდა... მოზარდები კი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით გაასამართლეს" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ნინა კრულსკი.

კიდევ ერთი ვერსიით, მოზარდები ძალადობრივი რეჟიმის გაპროტესტებას თავისებურად ცდილობენ და "სინამდვილეში, არავითარ სკოლაზე თავდასხმას არ გეგმავდნენ, უბრალოდ, ФСБ-მ აალაპარაკა საჭიროებისამებრ.

ფაქტია, რომ აბსურდული მიზეზით, მოზარდების დაკავებამ, ეპიდემიური ხასიათი მიიღო. სპეცსამსახურები იგივეს აკეთებენ ჩრდილოეთ კავკასიაში და ახლა არც დანარჩენ რუსეთში უჭირთ ასე მუშაობა, რათა წინააღმდეგობის მუხტი ჩაახშონ..." - წერს სერგეი მესტნიკოვი.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

"აქ პანიკა..." - ირანში ცეცხლი წაუკიდეს საავადმყოფოს, სადაც, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირებულებს მკურნალობენ

სინგაპურის მთავრობამ უარი თქვა ერთი თვის ხელფასზე, კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს კი ბონუსებს ჩაურიცხავენ