საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 რჩევა, როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ავეჯით ისე, რომ არ გადაიტვირთოს
5 რჩევა, როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ავეჯით ისე, რომ არ გადაიტვირთოს

დღეს, ბი­ნებს ძი­რი­თა­დად, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რად ან ვინ­ტა­ჟუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ელე­მენ­ტე­ბის სინ­თე­ზით აწყო­ბენ. პა­ტა­რა ბი­ნის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე უფრო რთულ­დე­ბა, რად­გან ავე­ჯი ისე უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ, რომ ჩვენ მიერ არ­ჩე­უ­ლი დი­ზა­ი­ნის კონ­ცეფ­ცი­ას შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს და კომ­ფორ­ტუ­ლიც იყოს.

უცხო­ურ მე­დი­ა­ში პა­ტა­რა ბი­ნის მო­სა­წყო­ბის ხერ­ხებ­ზე არა­ერთ სტა­ტი­ას წა­ა­წყდე­ბით, სა­დაც მცი­რე ზო­მის, კომ­ფორ­ტულ ავე­ჯზეა სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა რად­გან ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ა­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის, ხელ­მი­საწ­ვდო­მი, „ემ­ბა­ვუდ­ში“ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ავე­ჯი შე­ვარ­ჩი­ეთ, რო­მე­ლიც პა­ტა­რა ბი­ნა­ზეა გათ­ვლი­ლი:

1. უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ მცი­რე ან სა­შუ­ა­ლო ზო­მის დი­ვა­ნი, რო­მე­ლიც 2-3 ადა­მი­ან­ზე მა­ინც იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი

მცი­რე ზო­მის ბი­ნა­ში ყვე­ლა კუ­თხე ფუნ­ქცი­უ­რი უნდა იყოს. მცი­რე ზო­მის სას­ტუმ­რო ოთა­ხის­თვის უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ დი­ვა­ნი, რო­მე­ლიც არც დიდ ად­გილს და­ი­კა­ვებს და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლიც იქ­ნე­ბა. ეს დი­ვა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის ბი­ნა­ზე მორ­გე­ბუ­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია.

ხოლო თუ უფრო კლა­სი­კუ­რი ვი­ზუ­ა­ლი გი­ზი­დავთ, ფო­ტო­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი სა­მე­უ­ლი ამ მხრივ, უნი­ვერ­სა­ლუ­რია.

2. თუ სახ­ლის ფარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, შე­არ­ჩი­ეთ სა­შუ­ა­ლო ზო­მის მა­გი­და

ჟურ­ნა­ლე­ბის მა­გი­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივ­თია, თუმ­ცა რო­გორ ვიქ­ცე­ვით, თუ სტუმ­რე­ბი გვყავს? - დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ხში­რად გვირ­ჩე­ვენ, ად­გი­ლი სა­შუ­ა­ლო ზო­მის, მო­სა­ხე­რე­ხე­ბე­ლი მა­გი­დის და­სად­გმე­ლად დავ­ზო­გოთ. როცა სტუმ­რე­ბი არ გვე­ყო­ლე­ბა, შეგ­ვიძ­ლია ის, სა­მუ­შაო სივ­რცე­დაც ვაქ­ცი­ოთ.

3. ტე­ლე­ვი­ზო­რის კუ­თხის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ავე­ჯიც ფუნ­ქცი­უ­რი უნდა იყოს

ტე­ლე­ვი­ზო­რის კუ­თხეც სწო­რად უნდა ავით­ვი­სოთ. შეგ­ვიძ­ლია, შე­ვარ­ჩით ტე­ლე­ვი­ზო­რის სად­გა­მი უჯრე­ბით, სა­დაც სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო ნივთს მო­უ­ძებ­ნით ად­გილს და ვიწ­რო კა­რა­და, სა­დაც მა­გა­ლი­თად, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ ჭურ­ჭელს შე­ვა­წყობთ.

4. სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში უნდა გან­თავ­სდეს მხო­ლოდ ის ავე­ჯი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად გვჭირ­დე­ბა

არა­სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის მიერ შექ­მნი­ლი გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია. სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში კი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის დიდ ნა­წილს ვა­ტა­რებთ, ამი­ტომ ის კომ­ფორ­ტუ­ლი უნდა იყოს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ­ტა­ჟურ სტილს ვა­ნი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას თუ თა­ნა­მედ­რო­ვეს, სა­წო­ლი, კა­რა­და, ერთი სარ­კი­ა­ნი და ორი პა­ტა­რა კო­მო­დი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

5. პა­ტა­რა სამ­ზა­რე­უ­ლოს მო­წყო­ბი­სას ნა­თელ ფე­რებს უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა

რო­გორც წესი, სამ­ზა­რე­უ­ლო იმა­ზე მცი­რე ზო­მი­საა, ვიდ­რე მი­სა­ღე­ბი და სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი, ამი­ტომ აქ მეტი „სიფრ­თხი­ლე“ გვმარ­თებს. შეგ­ვიძ­ლია, უფრო მეტი სივ­რცე ნა­თე­ლი ფე­რე­ბით გა­მოვ­კვე­თოთ. ასე­ვე, მეტი სივ­რცის შეგ­რძნე­ბა რომ შე­იქ­მნას, მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი და სამ­ზა­რე­უ­ლო ერ­თმა­ნე­თის­გან კა­რით არ უნდა გავ­მიჯ­ნოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

5 რჩევა, როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ავეჯით ისე, რომ არ გადაიტვირთოს

5 რჩევა, როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ავეჯით ისე, რომ არ გადაიტვირთოს

დღეს, ბინებს ძირითადად, მინიმალისტურად ან ვინტაჟური და თანამედროვე ელემენტების სინთეზით აწყობენ. პატარა ბინის შემთხვევაში, საქმე უფრო რთულდება, რადგან ავეჯი ისე უნდა შევარჩიოთ, რომ ჩვენ მიერ არჩეული დიზაინის კონცეფციას შეესაბამებოდეს და კომფორტულიც იყოს.

უცხოურ მედიაში პატარა ბინის მოსაწყობის ხერხებზე არაერთ სტატიას წააწყდებით, სადაც მცირე ზომის, კომფორტულ ავეჯზეა საუბარი, თუმცა რადგან ჩვენი ქვეყნის რეალობაზე ვსაუბრობთ, ქართული წარმოების, ხელმისაწვდომი, „ემბავუდში“ წარმოდგენილი ავეჯი შევარჩიეთ, რომელიც პატარა ბინაზეა გათვლილი:

1. უნდა შევარჩიოთ მცირე ან საშუალო ზომის დივანი, რომელიც 2-3 ადამიანზე მაინც იქნება გათვლილი

მცირე ზომის ბინაში ყველა კუთხე ფუნქციური უნდა იყოს. მცირე ზომის სასტუმრო ოთახისთვის უნდა შევარჩიოთ დივანი, რომელიც არც დიდ ადგილს დაიკავებს და მოსახერხებელიც იქნება. ეს დივანი თანამედროვე დიზაინის ბინაზე მორგებული, კომფორტული და მოსახერხებელია.

ხოლო თუ უფრო კლასიკური ვიზუალი გიზიდავთ, ფოტოზე ნაჩვენები სამეული ამ მხრივ, უნივერსალურია.

2. თუ სახლის ფართობი საშუალებას გაძლევთ, შეარჩიეთ საშუალო ზომის მაგიდა

ჟურნალების მაგიდა ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია, თუმცა როგორ ვიქცევით, თუ სტუმრები გვყავს? - დიზაინერები ხშირად გვირჩევენ, ადგილი საშუალო ზომის, მოსახერეხებელი მაგიდის დასადგმელად დავზოგოთ. როცა სტუმრები არ გვეყოლება, შეგვიძლია ის, სამუშაო სივრცედაც ვაქციოთ.

3. ტელევიზორის კუთხისთვის განკუთვნილი ავეჯიც ფუნქციური უნდა იყოს

ტელევიზორის კუთხეც სწორად უნდა ავითვისოთ. შეგვიძლია, შევარჩით ტელევიზორის სადგამი უჯრებით, სადაც სხვადასხვა საჭირო ნივთს მოუძებნით ადგილს და ვიწრო კარადა, სადაც მაგალითად, ალკოჰოლური სასმელისთვის განკუთვნილ ჭურჭელს შევაწყობთ.

4. საძინებელ ოთახში უნდა განთავსდეს მხოლოდ ის ავეჯი, რომელიც ნამდვილად გვჭირდება

არასაჭირო ნივთების მიერ შექმნილი გადატვირთულობა ძალიან დამღლელია. საძინებელ ოთახში კი ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ, ამიტომ ის კომფორტული უნდა იყოს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინტაჟურ სტილს ვანიჭებთ უპირატესობას თუ თანამედროვეს, საწოლი, კარადა, ერთი სარკიანი და ორი პატარა კომოდი სრულიად საკმარისი იქნება.

5. პატარა სამზარეულოს მოწყობისას ნათელ ფერებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა

როგორც წესი, სამზარეულო იმაზე მცირე ზომისაა, ვიდრე მისაღები და საძინებელი ოთახები, ამიტომ აქ მეტი „სიფრთხილე“ გვმართებს. შეგვიძლია, უფრო მეტი სივრცე ნათელი ფერებით გამოვკვეთოთ. ასევე, მეტი სივრცის შეგრძნება რომ შეიქმნას, მისაღები ოთახი და სამზარეულო ერთმანეთისგან კარით არ უნდა გავმიჯნოთ.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

ქალი, რომელიც მხოლოდ მოგებას ყიდის!

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ საავტომობილო რბოლის მოყვარულებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა