სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბანკომატიდან თანხის გატანისას, დააკვირდით, ხომ არ არის სადმე დამატებითი კამერა..." - როგორ დავიცვათ ბარათი, რომ ფული არ მოგვპარონ
"ბანკომატიდან თანხის გატანისას, დააკვირდით, ხომ არ არის სადმე დამატებითი კამერა..." - როგორ დავიცვათ ბარათი, რომ ფული არ მოგვპარონ

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019 წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბერ­ში 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი თით­ქმის 83%-ით გა­ი­ზარ­და.

ამ მხრივ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა სა­ბან­კო სექ­ტორ­შიც - უამ­რა­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჩი­ვის, რომ "ჰა­კე­რებ­მა" ან­გა­რი­ში­დან თან­ხა ჩა­მო­აჭ­რეს, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა­ვინ იღებს.

AMBEBI.GE ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და და კომ­პი­უ­ტე­რულ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბით მი­მარ­თა:

- რა ით­ვლე­ბა კომ­პი­უ­ტე­რულ და­ნა­შა­უ­ლად და ძი­რი­თა­დად რა ტი­პის შემ­თხვე­ვებ­ზე მო­მარ­თა­ვენ შსს-ს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი?

- კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ანუ კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი, წარ­მო­ად­გენს ნე­ბის­მი­ერ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბას, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით კი­ბერ­სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც ხელ­ყოფს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ცუ­ლო­ბას.

მაგ­რამ ასე­ვე არ­სე­ბობს კი­ბერ-მე­თო­დე­ბით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რა დრო­საც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი არ ჩა­დის კი­ბერ­და­ნა­შა­ულს, არა­მედ სხვა სა­ხის და­ნა­შა­ულს (მა­გა­ლი­თად: თაღ­ლი­თო­ბა, გა­მო­ძალ­ვა და ა.შ.) და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მე­თო­დად იყე­ნებს ინ­ტერ­ნეტს (კი­ბერ­სივ­რცეს).

- კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 2019 წელს თით­ქმის 83 %-ით არის გაზ­რდი­ლი. რას უკავ­შირ­დე­ბა ასე­თი ზრდა?

- არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი იზ­რდე­ბა, ვი­ნა­ი­დან ხდე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ამა თუ იმ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა კი­ბერ მე­თო­დით უფრო ად­ვი­ლი გახ­და.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ბას არ ახა­სი­ა­თებს "კი­ბერ ჰი­გი­ე­ნის" უნა­რე­ბი, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბა ბო­ლომ­დე არ არის გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, თუ რა საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს პი­რად კომ­პი­უ­ტე­რულ მო­ნა­ცე­მებ­თან და­უ­დევ­რად მო­პყრო­ბას, რაც 70%-ით უმარ­ტი­ვებს დამ­ნა­შა­ვეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნას, კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი მისი შე­მად­გენ­ლო­ბით რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლა სხვა ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის­გან, რა­საც სჭირ­დე­ბა კომ­ლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ასე­ვე ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი სცილ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას და უცხო­ე­თი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო, რაც და­ნა­შა­უ­ლის დრო­უ­ლად გახ­სნა­ში ხე­ლის შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რია. შე­სა­ბა­მი­სად, გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დრო­ში არის გა­წე­ლი­ლი.

- რო­გორ იხ­სნე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი?

- დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით შს სა­მი­ნის­ტროს შე­ხე­ბა უწევს სხვა­დას­ხვა სა­ხის კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, რის გა­მოც მათ გა­მო­ძი­ე­ბას ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა.

- ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ არის გახ­ში­რე­ბუ­ლი კი­ბერ­თაღ­ლი­თო­ბის გზით სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი­დან თან­ხის ჩა­მოჭ­რის შემ­თხვე­ვე­ბი. რო­გორ ხდე­ბა ამ ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მის­გან თა­ვის დაც­ვა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ე.წ. "კი­ბერ­თაღ­ლი­თო­ბის" ჩა­დე­ნის ორი მე­თო­დი არ­სე­ბობს - "ფი­შინ­გი" და "ქარ­დინ­გი".

ფი­შინ­გის დროს,ბო­როტ­მოქ­მე­დის მიერ ხდე­ბა ცნო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხე­ლით, სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ტყო­ბი­ნე­ბის უნე­ბარ­თვოდ გაგ­ზავ­ნა, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბა მსხვერ­პლის - შე­ტყო­ბი­ნე­ბის მიმ­ღე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას და მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას.

სქე­მა ასე­თია: მომ­ხმა­რე­ბელს მის­დის ბო­როტ­მოქ­მე­დის მიერ შექ­მნილ გვერ­დზე გა­და­სას­ვლე­ლი ბმუ­ლი, რა დრო­საც ის ცდი­ლობს მსხვერ­პლი და­ა­ინ­ტე­რე­სოს კონ­კრე­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბით. ბმულ­ზე გა­დას­ვლის შემ­დგომ, მას ეკი­თხე­ბი­ან პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას - მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო მომ­ხმა­რებ­ლის სა­ხელს და პა­როლს ან პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მებს. ეს გვერ­დი, ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჰგავს ცნო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გვერ­დებს, რის გა­მოც მსხვერ­პლი ვერ ხვდე­ბა რომ გაბ­მუ­ლია ე.წ. "ბა­დე­ში" და არის "ფი­შინ­გის" მსხვერ­პლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის თა­ვი­სი­ვე ხე­ლით აწ­ვდის ბო­როტ­მოქ­მედს პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"ქარ­დინ­გიც" კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთი ფორ­მაა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ბო­როტ­მოქ­მე­დი უნე­ბარ­თვოდ მო­ი­პო­ვებს პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მებს, რაც ფაქ­ტი­უ­რად ავ­ტო­მა­ტუ­რად იძ­ლე­ვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამი­ტომ:

  • ბა­რა­თის და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში, სას­წრა­ფო წე­სით და­უ­კავ­შირ­დით ბან­კის ცხელ ხაზს და და­აბ­ლო­კი­ნეთ, ან გა­ა­უქ­მე­ბი­ნეთ პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თი
  • არ გა­დას­ცეთ პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თი სხვა პირს თან­ხის გა­დახ­დის დროს
  • ბან­კო­მა­ტით თან­ხის გა­მო­ტა­ნი­სას, შე­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ბან­კო­მა­ტი, ხომ არ არის სად­მე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი კა­მე­რა
  • შე­ე­ცა­დეთ თან­ხა მოხ­სნათ ერთი და იმა­ვე ად­გი­ლას
  • მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ფა­რეთ მო­წყო­ბი­ლო­ბა პინ-კო­დის შეყ­ვა­ნი­სას
  • გა­ა­აქ­ტი­უ­რეთ SMS მომ­სა­ხუ­რე­ბა ბან­კში, რო­მე­ლიც გაც­ნო­ბებთ ან­გა­რიშ­ზე თან­ხე­ბის მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ
  • არ უპა­სუ­ხოთ ელ. ფოს­ტით შე­მო­სულ სა­ეჭ­ვო შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და არ გა­აგ­ზავ­ნოთ თქვე­ნი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი

- რი­გი­თმა მო­ქა­ლა­ქემ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­იც­ვას ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა, სკა­ი­პი, ფე­ის­ბუ­ქი, ვა­ი­ბე­რი და ა.შ?

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა:

პირ­ველ რიგ­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს: სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­სა და სხვა ვებ-გვერ­დე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის პა­რა­მეტ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, ორ­მა­გი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბით სარ­გებ­ლო­ბას, სხვა­დას­ხვა ვებ-გვერ­დზე რე­გის­ტრა­ცი­ი­სას, სხვა­დას­ხვა პა­რო­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, და­ცუ­ლი პა­რო­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას.

ასე­ვე, სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა - ანუ არ გა­დავ­ცეთ ჩვე­ნი სა­ბან­კო ბა­რა­თი ან პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი სხვას, თან­ხის ტერ­მი­ნა­ლით გა­დახ­დი­სას, სა­ბან­კო პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა მოხ­დეს მხო­ლოდ ჩვე­ნი თან­დას­წრე­ბით და უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ორ­მა­გი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვებ-გვერ­დე­ბი.

პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის კუ­თხით სხვა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი მე­თო­დია, აი­რი­დოთ თა­ვი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის და­მე­გობ­რე­ბა და სხვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

ჟურნალისტს უნდა დაესვა ყველაზე მარტივი კითხვა: რამდენია sul danaSaulis შეტყობინებis შემთხვევა და დრო კი სჭირდება, მაგრამ დღემდე რამდენი იპოვეს? 

რა ხდება
27

რა ვითარებაა, რა მდგომარეობაა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ბანკომატიდან თანხის გატანისას, დააკვირდით, ხომ არ არის სადმე დამატებითი კამერა..." - როგორ დავიცვათ ბარათი, რომ ფული არ მოგვპარონ

"ბანკომატიდან თანხის გატანისას, დააკვირდით, ხომ არ არის სადმე დამატებითი კამერა..." - როგორ დავიცვათ ბარათი, რომ ფული არ მოგვპარონ

ბოლო პერიოდში საქართველოში განსაკუთრებით გახშირდა კომპიუტერული დანაშაული. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 2018 წელთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული თითქმის 83%-ით გაიზარდა.

ამ მხრივ რთული ვითარებაა საბანკო სექტორშიც - უამრავი მომხმარებელი ჩივის, რომ "ჰაკერებმა" ანგარიშიდან თანხა ჩამოაჭრეს, რაზეც პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და კომპიუტერულ დანაშაულთან დაკავშირებით, მკითხველისთვის საინტერესო კითხვებით მიმართა:

- რა ითვლება კომპიუტერულ დანაშაულად და ძირითადად რა ტიპის შემთხვევებზე მომართავენ შსს-ს მოქალაქეები?

- კომპიუტერული დანაშაული ანუ კიბერდანაშაული, წარმოადგენს ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ჩადენილია კომპიუტერული სისტემის გამოყენებით კიბერსივრცეში, რომელიც ხელყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებასა და ინფორმაციის დაცულობას.

მაგრამ ასევე არსებობს კიბერ-მეთოდებით ჩადენილი დანაშაული, რა დროსაც დანაშაულის ჩამდენი არ ჩადის კიბერდანაშაულს, არამედ სხვა სახის დანაშაულს (მაგალითად: თაღლითობა, გამოძალვა და ა.შ.) და კომუნიკაციის მეთოდად იყენებს ინტერნეტს (კიბერსივრცეს).

- კომპიუტერული დანაშაულები 2019 წელს თითქმის 83 %-ით არის გაზრდილი. რას უკავშირდება ასეთი ზრდა?

- არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში კიბერდანაშაული იზრდება, ვინაიდან ხდება ტექნოლოგიების განვითარება და ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენა კიბერ მეთოდით უფრო ადვილი გახდა.

სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლებას არ ახასიათებს "კიბერ ჰიგიენის" უნარები, ანუ მოსახლეობა ბოლომდე არ არის გათვითცნობიერებული, თუ რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს პირად კომპიუტერულ მონაცემებთან დაუდევრად მოპყრობას, რაც 70%-ით უმარტივებს დამნაშავეს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას.

რაც შეეხება დანაშაულის გახსნას, კიბერდანაშაული მისი შემადგენლობით რადიკალურად განსხვავდება ყველა სხვა ტიპის დანაშაულისგან, რასაც სჭირდება კომლექსური საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ხშირ შემთხვევაში დანაშაულის კვალი სცილდება საქართველოს ტერიტორიას და უცხოეთიდან ინფორმაციის მიღებას სჭირდება გარკვეული დრო, რაც დანაშაულის დროულად გახსნაში ხელის შემშლელი ფაქტორია. შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელი დროში არის გაწელილი.

- როგორ იხსნება სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული დანაშაული?

- დღეის მდგომარეობით შს სამინისტროს შეხება უწევს სხვადასხვა სახის კიბერდანაშაულთან და თითოეული მათგანი სხვადასხვა სირთულის გამოსაძიებელია, რის გამოც მათ გამოძიებას ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომა სჭირდება.

- ბოლო პერიოდში საკმაოდ არის გახშირებული კიბერთაღლითობის გზით საბანკო ბარათებიდან თანხის ჩამოჭრის შემთხვევები. როგორ ხდება ამ ტიპის დანაშაულის გამოძიება და როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა?

- საქართველოში გავრცელებული ე.წ. "კიბერთაღლითობის" ჩადენის ორი მეთოდი არსებობს - "ფიშინგი" და "ქარდინგი".

ფიშინგის დროს, ბოროტმოქმედის მიერ ხდება ცნობილი ორგანიზაციის სახელით, სხვადასხვა სახის შეტყობინების უნებართვოდ გაგზავნა, რაც ემსახურება მსხვერპლის - შეტყობინების მიმღების შეცდომაში შეყვანას და მისი პერსონალური ინფორმაციის მიღებას.

სქემა ასეთია: მომხმარებელს მისდის ბოროტმოქმედის მიერ შექმნილ გვერდზე გადასასვლელი ბმული, რა დროსაც ის ცდილობს მსხვერპლი დააინტერესოს კონკრეტული შეთავაზებით. ბმულზე გადასვლის შემდგომ, მას ეკითხებიან პერსონალურ ინფორმაციას - მაგალითად, რომელიმე სოციალურ გვერდზე ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელს და პაროლს ან პლასტიკური ბარათის მონაცემებს. ეს გვერდი, ვიზუალურად ჰგავს ცნობილი ორგანიზაციის გვერდებს, რის გამოც მსხვერპლი ვერ ხვდება რომ გაბმულია ე.წ. "ბადეში" და არის "ფიშინგის" მსხვერპლი, აქედან გამომდინარე ის თავისივე ხელით აწვდის ბოროტმოქმედს პირად ინფორმაციას.

"ქარდინგიც" კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის შედეგადაც ბოროტმოქმედი უნებართვოდ მოიპოვებს პლასტიკური ბარათის მონაცემებს, რაც ფაქტიურად ავტომატურად იძლევა საბანკო ანგარიშზე წვდომის შესაძლებლობას. ამიტომ:

  • ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, სასწრაფო წესით დაუკავშირდით ბანკის ცხელ ხაზს და დააბლოკინეთ, ან გააუქმებინეთ პლასტიკური ბარათი
  • არ გადასცეთ პლასტიკური ბარათი სხვა პირს თანხის გადახდის დროს
  • ბანკომატით თანხის გამოტანისას, შეათვალიერეთ ბანკომატი, ხომ არ არის სადმე დამონტაჟებული დამატებითი კამერა
  • შეეცადეთ თანხა მოხსნათ ერთი და იმავე ადგილას
  • მაქსიმალურად დაფარეთ მოწყობილობა პინ-კოდის შეყვანისას
  • გაააქტიურეთ SMS მომსახურება ბანკში, რომელიც გაცნობებთ ანგარიშზე თანხების მოძრაობის შესახებ
  • არ უპასუხოთ ელ. ფოსტით შემოსულ საეჭვო შეტყობინებებს და არ გააგზავნოთ თქვენი ბარათის მონაცემები

- რიგითმა მოქალაქემ როგორ შეიძლება დაიცვას ელექტრონული ფოსტა, სკაიპი, ფეისბუქი, ვაიბერი და ა.შ?

- ამ ინფორმაციის დასაცავად აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

პირველ რიგში პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, რაც გულისხმობს: სოციალური ქსელებისა და სხვა ვებ-გვერდების უსაფრთხოების პარამეტრების გათვალისწინებას, ორმაგი ავტორიზაციის შესაძლებლობით სარგებლობას, სხვადასხვა ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, სხვადასხვა პაროლის გამოყენებას, დაცული პაროლის გამოყენებას.

ასევე, საბანკო მონაცემების უსაფრთხოება - ანუ არ გადავცეთ ჩვენი საბანკო ბარათი ან პლასტიკური ბარათის მონაცემები სხვას, თანხის ტერმინალით გადახდისას, საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ჩვენი თანდასწრებით და უნდა გამოვიყენოთ ორმაგი ავტორიზაციის ვებ-გვერდები.

პირადი მონაცემების დაცვის კუთხით სხვა ბევრი მიმართულებაა, ყველაზე მარტივი მეთოდია, აირიდოთ თავიდან სოციალურ ქსელში უცნობი ადამიანების დამეგობრება და სხვა.