მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაცამ გამოიწერა და ჰგონია ამით გადაურჩება კორონას..." - რა გადაიღო თბილისში თვითმხილველმა
"ვიღაცამ გამოიწერა და ჰგონია ამით გადაურჩება კორონას..." - რა გადაიღო თბილისში თვითმხილველმა

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, სა­კი­თხმა ზო­გი­ერ­თი ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნა, ბევ­რი კი პა­ნი­კა­შიც ჩა­აგ­დო. ვირუ­სის ში­შით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი აფ­თი­ა­ქებ­სა და სუ­პერ­მარ­კე­ტებს მი­ა­წყდა პრო­დუქ­ტი­სა და პირ­ბა­დე­ე­ბის შე­სა­ძე­ნად. გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო აფ­თი­ა­ქებ­ში პირ­ბა­დე­ე­ბის შე­ძე­ნა, რად­გან ქსე­ლებ­ში მა­რა­გი ამო­ი­წუ­რა.

ზო­გი­ერ­თის ში­შე­ბი უფრო შორ­საც წა­ვი­და. თვითმხილ­ველ­მა ნა­თია ლო­ლა­ძემ თბი­ლის­ში გა­და­ი­ღო მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ლა­მის ეპი­დე­მი­ო­ლო­გის ეკი­პი­რე­ბით და­დი­ო­და:

"მეტ­რო­ებ­თან სხვა ცხოვ­რე­ბა­ა­თქო ვამ­ბობ: ვდგა­ვარ მა­ღა­ზი­ას­თან, ინ­სტინ­ქტუ­რად გა­ვი­ხე­დე და გვერ­დით მიდ­გას მოჩ­ვე­ნე­ბა. ვერ გა­ვი­გე ვი­ნაა, ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს ტე­ლე­ფონ­ზე და ის­ტე­რი­უ­ლად მიდი-მო­დის. ახლო-მახ­ლოს კლი­ნი­კა არ მახ­სენ­დე­ბა და იმე­დი მაქვს, სად­მე ფა­რულ კა­მე­რა­ში არ იქ­ნე­ბა ჩემი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სახე. ხელ­თათ­მა­ნიც კი ეცვა" - წერს თვითმხილ­ვე­ლი და "შე­ფუ­თუ­ლი" მა­მა­კა­ცის ფო­ტო­საც ავ­რცე­ლებს.

პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში ინ­ფექ­ცი­ო­ლო­გი წერს:

"პა­ცი­ენ­ტი ვერ იქ­ნე­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ასე­თი ფორ­მე­ბი აც­ვი­ათ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ექი­მებს. ყვე­ლა ექიმს ვიც­ნობ ვინც მაგ ფორ­მას ატა­რებს და გა­მო­რი­ცხუ­ლია, ვინ­მეს ეგ ექნა და ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი­ყო. ან ხუმ­რო­ბაა, ან ვი­ღა­ცამ გა­მო­ი­წე­რა და ჰგო­ნია ამით გა­და­ურ­ჩე­ბა კო­რო­ნას"

ერთ კო­მენ­ტარ­ში კი "უჩ­ვე­უ­ლო მა­მა­კა­ცის" კი­დევ ერთი ფო­ტოა, რო­მე­ლიც უკვე მეტ­როს ბა­ქან­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი:

ფო­ტომ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნა:

"მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას იმა­რა­გებ­და და რო­გორც იქნა ჩა­იც­ვა"; "ესეც ხომ არ გა­მო­ექ­ცათ?"; "არ ჩანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფორ­მა, თეთ­რი, პლა­შოვ­კის სპორ­ტუ­ლე­ბია" - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში.

ფოტო: ნა­თია ლო­ლა­ძე, ანა ავ­რა­მი­დი

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოლა
4

ჯიგარი ხარ გაიხარე შენ :დდდდ 

LEKSO KUTAISI
4

murmania kakalazea uehveli mevaleebs emaleba

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვიღაცამ გამოიწერა და ჰგონია ამით გადაურჩება კორონას..." - რა გადაიღო თბილისში თვითმხილველმა

"ვიღაცამ გამოიწერა და ჰგონია ამით გადაურჩება კორონას..." - რა გადაიღო თბილისში თვითმხილველმა

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, საკითხმა ზოგიერთი ხუმრობის ხასიათზე დააყენა, ბევრი კი პანიკაშიც ჩააგდო. ვირუსის შიშით, მოქალაქეების ნაწილი აფთიაქებსა და სუპერმარკეტებს მიაწყდა პროდუქტისა და პირბადეების შესაძენად. გუშინ მთელი დღის განმავლობაში შეუძლებელი იყო აფთიაქებში პირბადეების შეძენა, რადგან ქსელებში მარაგი ამოიწურა.

ზოგიერთის შიშები უფრო შორსაც წავიდა. თვითმხილველმა ნათია ლოლაძემ თბილისში გადაიღო მამაკაცი, რომელიც ქალაქის ქუჩებში ლამის ეპიდემიოლოგის ეკიპირებით დადიოდა:

"მეტროებთან სხვა ცხოვრებაათქო ვამბობ: ვდგავარ მაღაზიასთან, ინსტინქტურად გავიხედე და გვერდით მიდგას მოჩვენება. ვერ გავიგე ვინაა, ქართულად ლაპარაკობს ტელეფონზე და ისტერიულად მიდი-მოდის. ახლო-მახლოს კლინიკა არ მახსენდება და იმედი მაქვს, სადმე ფარულ კამერაში არ იქნება ჩემი გაკვირვებული სახე. ხელთათმანიც კი ეცვა" - წერს თვითმხილველი და "შეფუთული" მამაკაცის ფოტოსაც ავრცელებს.

პოსტის კომენტარებში ინფექციოლოგი წერს:

"პაციენტი ვერ იქნება, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი ფორმები აცვიათ მხოლოდ და მხოლოდ ექიმებს. ყველა ექიმს ვიცნობ ვინც მაგ ფორმას ატარებს და გამორიცხულია, ვინმეს ეგ ექნა და ქუჩაში გამოსულიყო. ან ხუმრობაა, ან ვიღაცამ გამოიწერა და ჰგონია ამით გადაურჩება კორონას"

ერთ კომენტარში კი "უჩვეულო მამაკაცის" კიდევ ერთი ფოტოა, რომელიც უკვე მეტროს ბაქანზეა გადაღებული:

ფოტომ ინტერნეტმომხმარებლები ხუმრობის ხასიათზე დააყენა:

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აღჭურვილობას იმარაგებდა და როგორც იქნა ჩაიცვა"; "ესეც ხომ არ გამოექცათ?"; "არ ჩანს განსაკუთრებული ფორმა, თეთრი, პლაშოვკის სპორტულებია" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში.

ფოტო: ნათია ლოლაძე, ანა ავრამიდი

"საქართველოში კეთილი ადამიანები არიან... არ მინდა ირანში დაბრუნება" - რა ვიდეოს აქვეყნებს მამაკაცი, რომელიც კორონავირუსმა ვარსკვლავად აქცია

რა მდგომარეობაში აქვს მაკო გომურს თვალი ბოლო ოპერაციის შემდეგ - "ქსოვილი მუცლიდან აიღეს"

"მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი" - ნათია ფანჯიკიძე