პოლიტიკა
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის ბიჭს, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით მოკლა, პატიმრობა შეეფარდა
19 წლის ბიჭს, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

დე­დი­სა და ბე­ბი­ის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 19 წლის მი­ხე­ილ ზა­უ­ტაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი კე­რა­ტიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რეც.

ად­ვო­კატ თა­მარ გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცი­ას ეთან­ხმე­ბი­ან. ამას­თან, ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­მო­საკ­ვლე­ვია ბრალ­დე­ბუ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც.

მი­ხე­ილ ზა­უ­ტაშ­ვილს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­რუდ­გი­ნეს. მას ბრა­ლი 11'-109-მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" და "ვ" ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლია წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის მი­მართ. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ბე­ბია და დედა მათ­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნა­ჯა­ხით მოკ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nia
3

mtrisas aseti shvili

ასეა ეს!
29

ერთი შვილ მაინც გავზარდე ვეფხებთან მეომარია!

სასამართლომ უნდა შეიბრალოს ობლად დარჩენილი!

მარგველა გამოუშვებდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

19 წლის ბიჭს, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

19 წლის ბიჭს, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მიხეილ ზაუტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.

ადვოკატ თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისინი ბრალდების მხარის პოზიციას ეთანხმებიან. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოსაკვლევია ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.

მიხეილ ზაუტაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალი 11'-109-მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

"თავი ცნო დამნაშავედ და მოინანია" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

"კანდელაკების ოჯახის საზრუნავი ახლა ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა" - თარაშ კანდელაკის ადვოკატი