ავტორი:

ყველა ბავშვი მკითხველია - ლიტერატურული დღესასწაული ბავშვებისათვის

ყველა ბავშვი მკითხველია - ლიტერატურული დღესასწაული ბავშვებისათვის

საქართველოში ბავშვების თითქმის ნახევარს საბავშვო წიგნები არ აქვს. ეს სტატისტიკა აჩვენა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევამ, რომელმაც დაადასტურა, რომ ბავშვების 44%-ს ხელი არ მიუწვდება წიგნებზე.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ამ რეალობის შეცვლის საქმეში; იწყებს კამპანიას „ყველა ბავშვი მკითხველია“ და იხმობს თანამოაზრეებს.

"ამ პროექტის იდეა მაშინ მოგვივიდა, როდესაც ვნახეთ კვლევა. ბევრს ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ბავშვებისთვის. გადავწყვიტეთ, სხვებიც ჩაგვერთო ამ მნიშვნელოვან საქმეში, რომ მასშტაბები ბევრად დიდი ყოფილიყო.

ერთ კვირაში გვინდა მოვიცვათ მთელი საქართველო, ყველგან იყოს ბავშვებისთვის გამოყოფილი დრო, სადაც ისინი წიგნებს შეხვდებიან. ჩვენი მიზანია, ერთად ვუმასპინძლოთ ბავშვებს და მოვუწყოთ მათ ლიტერატურული თავგადასავლი" - გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

„დაინტერესებულ კომპანიებს, ორგანიზაციებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ვთავაზობთ, 14 მარტამდე, დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის წიგნების მიწოდებას, რომ ბავშვებს წაუკითხონ ლიტერატურა.

მონაწილე ორგანიზაციებმა ერთი ღონისძიება მაინც უნდა დაგეგმონ ბავშვებისთვის, რის შემდეგაც, მიიღებენ სპეციალურ პოსტერს, რომ იყვნენ ამ კამპანიის ნაწილი. გვინდა, რომ მსგავსი კამპანია დავნერგოთ და ყოველ წელს ჩავატაროთ", გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მარიამ აბდუშელიშვილი.

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული

ღონისძიებები გაიმართება 16 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით. #ყველაბავშვიმკითხველია

„წიგნების თარო“ მცხეთაში - ლექცია “ხელნაწერები არ იწვიან“- როგორ იცავს ლიტერატურა კულტურულ მემკვიდრეობას

"ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით" - რას მოგვითხრობს "ფეხბურთის მოთამაშე"

"ისეთი ლამაზი იყო, მოსკოვის სვეტებიან დარბაზში შესულს, იქ მყოფმა ყველა მამაკაცმა დაუჩოქა" - ორი აბაშიძის საოცარი სიყვარულის ამბავი