პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთხი სკოლა აქვს გამოცვლილი ბავშვს... იყო ბულინგის მსხვერპლი" - რას ამბობს ადვოკატი დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულზე
"ოთხი სკოლა აქვს გამოცვლილი ბავშვს... იყო ბულინგის მსხვერპლი" - რას ამბობს ადვოკატი დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულზე

დე­დი­სა და ბე­ბი­ის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 18 წლის ბიჭს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ბრა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის წა­რუდ­გი­ნეს.

ბრალ­დე­ბუ­ლი მ.ზ-ს ინ­ტე­რე­სებს სა­ხა­ზი­ნო წე­სით იცავს ად­ვო­კა­ტი თა­მარ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

"დღეს ვა­პი­რებ პრო­კუ­რორ­თან ერ­თად იზო­ლა­ტორ­ში შეს­ვლას. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვამ­ბობ, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს არა­ფე­რი უღი­ა­რე­ბია. რო­დე­საც ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბა, ჩვენ გად­მოგ­ვე­ცე­მა საქ­მის მა­სა­ლე­ბი და შემ­დეგ და­ვა­ფიქ­სი­რებთ ჩვენს პო­ზი­ცი­ას.

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი თა­ვი­ან­თი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით ავ­რცე­ლე­ბენ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას" - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

იყო თუ არა შე­რა­ცხა­დი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე, ამას ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბრალ­დე­ბულს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

"ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი რომ აქვს, ეს ცხა­დია, ამი­ტო­მაც და­ი­ნიშ­ნა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. ფსი­ქი­კუ­რად ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნი ზო­გა­დად, ასე არ იქ­ცე­ვა და ასეთ სას­ტიკ და­ნა­შა­ულს არ ჩა­დის.

მისი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ იყო ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი სკო­ლა­ში. ოთხი სკო­ლა აქვს გა­მოც­ვლი­ლი ბავ­შვს... ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მას პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და სკო­ლებ­ში.

ამ­ჟა­მად, მე­თორ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლეა. დე­ტა­ლებ­ზე ჯერ ვე­რა­ფერს გე­ტყვით. გად­მო­მე­ცე­მა თუ არა მა­სა­ლე­ბი, მექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, უფრო ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო" - გან­მარ­ტავს თა­მარ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან.

ად­ვო­კა­ტი კი­დევ ერთხელ იმე­ო­რებს, რომ ბრალ­დე­ბულს ამ დრომ­დე და­ნა­შა­უ­ლი არ უღი­ა­რე­ბია და მე­ზობ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "ბი­ჭის სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ხმა ეს­მო­დათ, რო­გორ ყვი­რო­და - დედა მოვ­კა­ლიო" არას­წო­რად მი­იჩ­ნევს:

"რა­ტომ ვრცელ­დე­ბა ასე და­ბე­ჯი­თე­ბით ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, არ ვიცი. ამა­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. მეს­მის, რომ არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი და ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბიც" - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი AMBEBI.GE -სთან ამ­ბობს, რომ ამ დრომ­დე ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან მას არა­ვინ და­კავ­შრე­ბია. "რო­გორც ჩანს, არა­ვინ ჰყავს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი... ჯერ არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია ბი­ჭის მხრი­დან", - ამ­ბობს თა­მარ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

დე­დი­სა და ბე­ბი­ის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ახალ­გაზ­რდა ბიჭი თბი­ლის­ში 25 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ბე­ბია - 1946 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.დ. და დედა - 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ზ. მათ­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნა­ჯა­ხით მოკ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
14

ცხოვრება დაინგრია ამ ბავშვმა, მომავალი გაინადგურა, ტანჯვით უნდა იცოცხლოს გინდ ციხეში, გინდ გარეთ, პაპიძის არ იყოს... რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს. ადვოკატი ბულინგზე(ჩაგვრა ქვია მაგას ქართულად და ნუ მეტიჩრობთ) საუბრობს... რა ჩაგვრა ხალხო, დედა ჩაგრავდა შვილს? ეხლა დარიგებას და საყვედურს ბულინგს ეძახიან, შვილს უნდა შემოუტიო, ეჩხუბო თუ საჩხუბარია და უკუღმართი გყავს და მშვიდად დარიგება არ ჭრის. ახალი მიდგომები არ ივარგებს ხალხო, არაააააა. ბავშვს მშობლის შიში უნდა ქონდეს, რომ გაიზრდება მერე ხათრი და მორიდება. ასე იზრდებოდნენ თაობები. ჩვენ სხვა სისხლის და მენტალიტეტის ვართ, ურჩები, ხო და ნუ დამიწყებთ უცხოეთის მაგალითების მოყვანას..

Gia
7

გულშემატკივარი ვინც ჰყავდა, სუყველა ამოხოცა და დარჩა მარტო. ადვოკატი ალბათ მოითხოვს, რომ ეს მანიაკი შეიბრალონ, როგორც ობოლი.. ვაი, ჩვენ პატრონს....

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ოთხი სკოლა აქვს გამოცვლილი ბავშვს... იყო ბულინგის მსხვერპლი" - რას ამბობს ადვოკატი დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულზე

"ოთხი სკოლა აქვს გამოცვლილი ბავშვს... იყო ბულინგის მსხვერპლი" - რას ამბობს ადვოკატი დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულზე

დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 18 წლის ბიჭს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს.

ბრალდებული მ.ზ-ს ინტერესებს სახაზინო წესით იცავს ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე.

"დღეს ვაპირებ პროკურორთან ერთად იზოლატორში შესვლას. კატეგორიულად ვამბობ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი უღიარებია. როდესაც ბრალი წარედგინება, ჩვენ გადმოგვეცემა საქმის მასალები და შემდეგ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას.

ძალიან სამწუხაროა, რომ მედიასაშუალებები თავიანთი ინტერპრეტაციით ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას" - აცხადებს ადვოკატი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

იყო თუ არა შერაცხადი დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული სკოლის მოსწავლე, ამას ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს. უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

"ფსიქიკური პრობლემები რომ აქვს, ეს ცხადია, ამიტომაც დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანი ზოგადად, ასე არ იქცევა და ასეთ სასტიკ დანაშაულს არ ჩადის.

მისი ფსიქიკური პრობლემები გამოწვეულია იმით, რომ იყო ბულინგის მსხვერპლი სკოლაში. ოთხი სკოლა აქვს გამოცვლილი ბავშვს... ეს იმას ნიშნავს, რომ მას პრობლემები ჰქონდა სკოლებში.

ამჟამად, მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. დეტალებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. გადმომეცემა თუ არა მასალები, მექნება საშუალება, უფრო ვრცელი კომენტარი გავაკეთო" - განმარტავს თამარ გაჩეჩილაძე AMBEBI.GE-სთან.

ადვოკატი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ბრალდებულს ამ დრომდე დანაშაული არ უღიარებია და მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ბიჭის სასოწარკვეთილი ხმა ესმოდათ, როგორ ყვიროდა - დედა მოვკალიო" არასწორად მიიჩნევს:

"რატომ ვრცელდება ასე დაბეჯითებით ასეთი ინფორმაციები, არ ვიცი. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მესმის, რომ არსებობს საზოგადოების ინტერესი და ვრცელდება ინფორმაციები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბრალდებულის ინტერესებიც" - აცხადებს ადვოკატი.

უფლებადამცველი AMBEBI.GE -სთან ამბობს, რომ ამ დრომდე ბრალდებულის მხრიდან მას არავინ დაკავშრებია. "როგორც ჩანს, არავინ ჰყავს გულშემატკივარი... ჯერ არავინ დამკავშირებია ბიჭის მხრიდან", - ამბობს თამარ გაჩეჩილაძე.

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ბიჭი თბილისში 25 თებერვალს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ. მათსავე საცხოვრებელ სახლში, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

"მიშოს ამბავით შეძრული ვარ... პერსპექტიული ფეხბურთელი და დადებითი პიროვნება იყო" - რას ამბობენ მოკლულ ახალგაზრდაზე "საბურთალოს" გუნდში?

"არ მჯერა მიშო..." - ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო

ძმის მიერ მოკლული 19 წლის ბიჭი ფეხბურთელი მიშო ახლოურია