სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდაცვალებამდე დედამ გვითხრა, მიხედეთ, სანამ იცოცხლებსო..." - ძაღლებზე შეყვარებული და-ძმა და უჩვეულო მეტისის სევდიანი ამბავი
"გარდაცვალებამდე დედამ გვითხრა, მიხედეთ, სანამ იცოცხლებსო..." - ძაღლებზე შეყვარებული და-ძმა და უჩვეულო მეტისის სევდიანი ამბავი

და-ძმას, ქეთო და გი­ორ­გი ხე­ლა­ძე­ებს ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, მათ­ზე ზრუნ­ვა ოჯა­ხი­დან, კერ­ძოდ, დე­დის­გან მოჰ­ყვე­ბათ და დღეს, რო­გორც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ისი­ნიც ზრუ­ნა­ვენ ძაღლზე, რო­მელ­მაც ოჯა­ხის წევ­რის ფუნ­ქცია თა­ვი­დან­ვე შე­ი­ძი­ნა. და ეს მა­შინ, რო­დე­საც ბოლო დროს ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ სას­ტი­კი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­შირ­და.

ძაღლს მიკი ჰქვია, 16 მა­ისს სამი წლის გახ­დე­ბა, არის ყა­ვის­ფე­რი, მე­ტი­სი და რო­გორც ქეთო გვე­უბ­ნე­ბა, 10 კი­ლოგ­რამს იწო­ნის. ის სხვა ძაღ­ლე­ბის­გან დი­დად გა­მორ­ჩე­უ­ლი ოთხფე­ხაა, თუ რა­ტომ, ამა­ზე თა­ვად ქეთო ხე­ლა­ძის­გან შე­ი­ტყობთ.

- მიკი სო­ფელ­ში და­ი­ბა­და, მა­ნამ­დე იქ მის მშობ­ლებს ვუვ­ლი­დით... მოკ­ლედ, გაჩ­დნენ ლეკ­ვე­ბი და მიკი მათ­გან ერთ-ერ­თია. მას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვს - ვერ და­დის. ეს კი თა­ვი­დან დე­დამ აღ­მო­ა­ჩი­ნა მა­შინ, რო­დე­საც ლეკვს, წე­სით, უნდა გა­ევ­ლო.

გა­ირ­კვა, რომ ვერ მოძ­რა­ობ­და, ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. დე­დამ თბი­ლის­ში, ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში წა­მოყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, რომ მისი მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვის მი­ზე­ზი დად­გე­ნი­ლი­ყო... 2 თვის მიკი დე­დამ ჩან­თით ქა­ლაქ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა და ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნა. მრა­ვალ­თვი­ა­ნი კვლე­ვე­ბის შემ­დეგ, დად­გინ­და, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა ჰქო­ნია დარ­ღვე­უ­ლი. არა­ვის რომ არ ეწ­ვა­ლა, ძაღ­ლის­თვი­საც და ჩვენ­თვი­საც, ამ ყვე­ლაფ­რი­დან ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ის იყო, რომ მიკი „დაგ­ვე­ძი­ნე­ბი­ნა“. ეს კვლე­ვე­ბის ბო­ლოს გვი­თხრეს.

დე­დამ თქვა, - ამ­დე­ნი თვე ვზრდი­დი და მას სა­სიკ­დი­ლოდ ჩემი ხე­ლით ვერ გა­ვი­მე­ტე­ბო... ძაღ­ლე­ბი უზო­მოდ უყ­ვარ­და.

მოკ­ლედ, ასე შე­მოგ­ვრჩა მო­სავ­ლე­ლად ჩვე­ნი ცუგა... თა­ვი­დან ჭირ­ვე­უ­ლი იყო, მწვა­ვე ნერ­ვუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, - და­ძი­ნე­ბა უჭირ­და, სხე­ულს აქ­ტი­უ­რად ამოძ­რა­ვებ­და, თავს მშვი­დად ვერ დებ­და, რომ მო­ეს­ვე­ნა. ამი­ტომ მე, ჩემი ძმა და დედა ჩვენს კალ­თა­ში პლედ­შე­მოხ­ვე­ულს ვა­ძი­ნებ­დით, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც ვერ ეგუ­ე­ბო­და, შე­მო­ტე­ვე­ბი ჰქონ­და და თა­ვის თა­თებს კბენ­და - სულ დაკ­ბე­ნი­ლი­ყო იყო. მერე ამ პე­რი­ოდ­მა გა­და­უ­ა­რა. ცო­ტაც გა­ი­ზარ­და, დამ­შვიდ­და, - ახლა უკვე დინ­ჯია. წო­ნა­შიც მო­ი­მა­ტა, თა­ვი­დან 5 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და, სა­ბო­ლო­ოდ ლა­მაზ ტან­ზე დად­გა. ეგ არის, რომ ვერ და­დის“ - ასე მოგ­ვიყ­ვა ქეთო მი­კის სევ­დი­ან ამ­ბავს და ჩვე­ნი დი­ა­ლო­გი კი­დევ უფრო სევ­დი­ა­ნი გახ­და, რო­დე­საც შე­ვი­ტყვე, რომ ქე­თოს და გი­ორ­გის დედა 46 წლის ასაკ­ში გარ­დაც­ვლი­ლა. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მი­კის სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნა.

„დედა ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად, ერთი წლის წინ გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, „და­სა­ძი­ნებ­ლად“ მით უფრო ვე­ღარ გა­ვი­მე­ტებ­დით. თან, დე­დამ გვი­თხრა, - ძაღლს მი­ხე­დეთ, სა­ნამ იცხოვ­რებს, იყო­სო. ამი­ტო­მაც, მე და ჩემი ძმა ვუვ­ლით... გვაქვს სა­ბავ­შვო მა­ნე­ჟი, სა­დაც წევს (მა­ნე­ჟი დე­დამ შე­უ­ძი­ნა, რომ იქ თა­ვის­თვის წო­ლი­ლი­ყო).

ჰოდა, ძი­რი­თა­დად წევს, მხო­ლოდ ჭა­მის დროს ან წყლის და­ლე­ვი­სას ამოგ­ვყავს იქი­დან, ხელ­ში ვი­კა­ვებთ, კალ­თა­ში ვის­ვამთ და ისე ვაჭ­მევთ. მა­ნეჟ­ში პამ­პერ­სი აქვს და­გე­ბუ­ლი, დღე­ში ორ­ჯერ ბა­ნა­ობს. სხვა ძაღ­ლე­ბის­გან დი­დად გან­სხვავ­დე­ბა-მეთ­ქი, - ამას ვერ ვი­ტყვი, რად­გა­ნაც სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ყვე­ლას მი­მართ, ვი­საც კი ხე­დავს, ასე გა­მო­ხა­ტავს. თა­ნა­თან სხვა ძაღ­ლებ­საც შე­ეჩ­ვია, ყეფა რომ ეს­მის, ცდი­ლობს, ჩა­ერ­თოს.

- რა რე­აქ­ცია აქვს სხვა ძაღ­ლე­ბის და­ნახ­ვი­სას და სხვებს მისი და­ნახ­ვი­სას?

- ისი­ნი ახ­ლოს მო­დი­ან, აკ­ვირ­დე­ბი­ან, ალ­ბათ უკ­ვირთ, რომ არ მოძ­რა­ობს და ძი­რი­თა­დად, რო­გორც ვთქვი, ხელ­ში გვი­ჭი­რავს, ან მა­ნეჟ­ში წევს. ისი­ნი მი­დი­ან მა­ნეჟ­თან და ჩა­ხე­და­ვენ ხოლ­მე. ესეც, მათ რომ და­ი­ნა­ხავს, ყუ­რებს უკან ისე გა­დას­წევს, რო­გორც ძაღ­ლებ­მა იცი­ან ხოლ­მე... მი­უ­ხე­და­ვა­დად იმი­სა, რომ მის გამო ბევ­რი ღამე გვაქვს გა­თე­ნე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. ან რო­გორ არ უნდა გვიყ­ვარ­დეს? რო­გორც პა­ტა­რა ბავ­შვი, ისე გავ­ზარ­დეთ.

- სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რას ამ­ბო­ბენ, სულ არ აქვს პერ­სპექ­ტი­ვა?

- არ­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა და იმე­დი არ არ­სე­ბობს იმის, რომ მი­კიმ გა­ი­ა­როს. თუმ­ცა სხვა მხრივ, ჯან­მრთე­ლია, ბო­ლოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ­მა კვლე­ვებ­მაც ეს და­ა­დას­ტუ­რა... თა­თებს აქ­ტი­უ­რად ამოძ­რა­ვებს, ხან­და­ხან თით­ქოს გაქ­ცე­ვაც უნდა და გარ­ბის, - ფე­ხებს იქ­ნევს. წო­ნას­წო­რო­ბას ვერ იცავს და ფეხ­ზე ვერ დგე­ბა, სად უნდა წა­ვი­დეს?!. მაგ­რამ, ვი­მე­ო­რებ, ჩვენ ის უზო­მოდ გვიყ­ვარს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tata
1

ძალიან კეთილშობილი და კარგი ხალხი.

კკკ
0

გაგახაროთ უფალმა და გაგაძლიეროთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გარდაცვალებამდე დედამ გვითხრა, მიხედეთ, სანამ იცოცხლებსო..." - ძაღლებზე შეყვარებული და-ძმა და უჩვეულო მეტისის სევდიანი ამბავი

"გარდაცვალებამდე დედამ გვითხრა, მიხედეთ, სანამ იცოცხლებსო..." - ძაღლებზე შეყვარებული და-ძმა და უჩვეულო მეტისის სევდიანი ამბავი

და-ძმას, ქეთო და გიორგი ხელაძეებს ოთხფეხა მეგობრების სიყვარული, მათზე ზრუნვა ოჯახიდან, კერძოდ, დედისგან მოჰყვებათ და დღეს, როგორც ბევრი ადამიანი, ისინიც ზრუნავენ ძაღლზე, რომელმაც ოჯახის წევრის ფუნქცია თავიდანვე შეიძინა. და ეს მაშინ, როდესაც ბოლო დროს ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები საქართველოში გახშირდა.

ძაღლს მიკი ჰქვია, 16 მაისს სამი წლის გახდება, არის ყავისფერი, მეტისი და როგორც ქეთო გვეუბნება, 10 კილოგრამს იწონის. ის სხვა ძაღლებისგან დიდად გამორჩეული ოთხფეხაა, თუ რატომ, ამაზე თავად ქეთო ხელაძისგან შეიტყობთ.

- მიკი სოფელში დაიბადა, მანამდე იქ მის მშობლებს ვუვლიდით... მოკლედ, გაჩდნენ ლეკვები და მიკი მათგან ერთ-ერთია. მას სერიოზული პრობლემა აქვს - ვერ დადის. ეს კი თავიდან დედამ აღმოაჩინა მაშინ, როდესაც ლეკვს, წესით, უნდა გაევლო.

გაირკვა, რომ ვერ მოძრაობდა, ვერ გადაადგილდებოდა. დედამ თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში წამოყვანა გადაწყვიტა, რომ მისი მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დადგენილიყო... 2 თვის მიკი დედამ ჩანთით ქალაქში ჩამოიყვანა და ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანა. მრავალთვიანი კვლევების შემდეგ, დადგინდა, რომ ცენტრალური ნერვული სისტემა ჰქონია დარღვეული. არავის რომ არ ეწვალა, ძაღლისთვისაც და ჩვენთვისაც, ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ მიკი „დაგვეძინებინა“. ეს კვლევების ბოლოს გვითხრეს.

დედამ თქვა, - ამდენი თვე ვზრდიდი და მას სასიკდილოდ ჩემი ხელით ვერ გავიმეტებო... ძაღლები უზომოდ უყვარდა.

მოკლედ, ასე შემოგვრჩა მოსავლელად ჩვენი ცუგა... თავიდან ჭირვეული იყო, მწვავე ნერვული პრობლემები ჰქონდა, - დაძინება უჭირდა, სხეულს აქტიურად ამოძრავებდა, თავს მშვიდად ვერ დებდა, რომ მოესვენა. ამიტომ მე, ჩემი ძმა და დედა ჩვენს კალთაში პლედშემოხვეულს ვაძინებდით, ამ მდგომარეობასაც ვერ ეგუებოდა, შემოტევები ჰქონდა და თავის თათებს კბენდა - სულ დაკბენილიყო იყო. მერე ამ პერიოდმა გადაუარა. ცოტაც გაიზარდა, დამშვიდდა, - ახლა უკვე დინჯია. წონაშიც მოიმატა, თავიდან 5 კილოგრამს იწონიდა, საბოლოოდ ლამაზ ტანზე დადგა. ეგ არის, რომ ვერ დადის“ - ასე მოგვიყვა ქეთო მიკის სევდიან ამბავს და ჩვენი დიალოგი კიდევ უფრო სევდიანი გახდა, როდესაც შევიტყვე, რომ ქეთოს და გიორგის დედა 46 წლის ასაკში გარდაცვლილა. ადამიანი, რომელმაც მიკის სიცოცხლე შეუნარჩუნა.

„დედა ავადმყოფობის შედეგად, ერთი წლის წინ გარდაგვეცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, „დასაძინებლად“ მით უფრო ვეღარ გავიმეტებდით. თან, დედამ გვითხრა, - ძაღლს მიხედეთ, სანამ იცხოვრებს, იყოსო. ამიტომაც, მე და ჩემი ძმა ვუვლით... გვაქვს საბავშვო მანეჟი, სადაც წევს (მანეჟი დედამ შეუძინა, რომ იქ თავისთვის წოლილიყო).

ჰოდა, ძირითადად წევს, მხოლოდ ჭამის დროს ან წყლის დალევისას ამოგვყავს იქიდან, ხელში ვიკავებთ, კალთაში ვისვამთ და ისე ვაჭმევთ. მანეჟში პამპერსი აქვს დაგებული, დღეში ორჯერ ბანაობს. სხვა ძაღლებისგან დიდად განსხვავდება-მეთქი, - ამას ვერ ვიტყვი, რადგანაც სითბოს და სიყვარულს ყველას მიმართ, ვისაც კი ხედავს, ასე გამოხატავს. თანათან სხვა ძაღლებსაც შეეჩვია, ყეფა რომ ესმის, ცდილობს, ჩაერთოს.

- რა რეაქცია აქვს სხვა ძაღლების დანახვისას და სხვებს მისი დანახვისას?

- ისინი ახლოს მოდიან, აკვირდებიან, ალბათ უკვირთ, რომ არ მოძრაობს და ძირითადად, როგორც ვთქვი, ხელში გვიჭირავს, ან მანეჟში წევს. ისინი მიდიან მანეჟთან და ჩახედავენ ხოლმე. ესეც, მათ რომ დაინახავს, ყურებს უკან ისე გადასწევს, როგორც ძაღლებმა იციან ხოლმე... მიუხედავადად იმისა, რომ მის გამო ბევრი ღამე გვაქვს გათენებული, ძალიან გვიყვარს. ან როგორ არ უნდა გვიყვარდეს? როგორც პატარა ბავშვი, ისე გავზარდეთ.

- სპეციალისტები რას ამბობენ, სულ არ აქვს პერსპექტივა?

- არნაირი პერსპექტივა და იმედი არ არსებობს იმის, რომ მიკიმ გაიაროს. თუმცა სხვა მხრივ, ჯანმრთელია, ბოლოს ლაბორატორიულმა კვლევებმაც ეს დაადასტურა... თათებს აქტიურად ამოძრავებს, ხანდახან თითქოს გაქცევაც უნდა და გარბის, - ფეხებს იქნევს. წონასწორობას ვერ იცავს და ფეხზე ვერ დგება, სად უნდა წავიდეს?!. მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ ის უზომოდ გვიყვარს.

თამარ გაბუნია კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ კომენტარს აკეთებს

„თეგეტა აკადემიამ“ ორგანიზაციებისთვის საავტომობილო პარკის მართვისთვის სასწავლო პროგრამა განავითარა

"სასიხარულო ამბავია, რომ გვექნება ვაქცინის არჩევანის საშუალება... საქართველოში ეს დაახლოებით, 7-8 თვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი" - ბიძინა კულუმბეგოვი