მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის  ჩემი ტკბილი ქმარი იყო" - კობი ბრაიანტის გახსენების ემოციური საღამო, ბიონსეს სიმღერა და ატირებული ვარსკვლავები
"ის  ჩემი ტკბილი ქმარი იყო" - კობი ბრაიანტის გახსენების ემოციური საღამო, ბიონსეს სიმღერა და ატირებული ვარსკვლავები

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის, კობი ბრა­ი­ან­ტი­სა და მისი შვი­ლის, 13 წლის ჯი­ა­ნა ბრა­ი­ან­ტის გახ­სე­ნე­ბის სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც 20 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო.

კა­ლათ­ბურ­თე­ლი მის­მა მე­გობ­რებ­მა, თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­იხ­სე­ნეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თა ბრა­ი­ან­ტის მე­უღ­ლემ, ვა­ნე­სამ. მისი სი­ტყვე­ბი ემო­ცი­უ­რი იყო და ცრემ­ლე­ბის­გან თავი ვე­რა­ვინ შე­ი­კა­ვა.

ვა­ნე­სა ბრა­ი­ან­ტი 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რობ­და 13 წლის გო­გო­ნა­სა და კო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა­ნაც 20 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აკავ­ში­რებ­და.

"ჯიჯი მა­მი­კოს გოგო იყო, მაგ­რამ ვიცი, რომ დე­დაც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. იყო სა­ოც­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და სურ­და, რომ შე­ეც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის მი­მართ. სურ­და, ქა­ლებს შო­რის სა­უ­კე­თე­სო კა­ლათ­ბურ­თე­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

ღმერ­თმა იცო­და, რომ ისი­ნი დე­და­მი­წა­ზე ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ვერ გაძ­ლებ­დნენ და სა­მო­თხე­ში, სახ­ლში ორი­ვე ერ­თად წა­იყ­ვა­ნა.

კობი ჩემ­თვის არ იყო ვარ­სკვლა­ვი და არც შე­უ­და­რე­ბე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, ის ჩემი ტკბი­ლი ქმა­რი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მამა იყოს. მას შემ­დეგ რაც 17 წლის გავ­ხდი, მე და კობი ერ­თად ვართ. მე ვი­ყა­ვი მისი პირ­ვე­ლი გერლფ­რენ­დი, მისი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, მისი ცოლი, სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და მცვე­ლი.

კო­ბის ვუყ­ვარ­დი იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე ამის გად­მო­ცე­მა სი­ტყვე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. მე ცე­ცხლი ვი­ყა­ვი და ის - ყი­ნუ­ლი. ერ­თმა­ნეთს ვა­ბა­ლან­სებ­დით. ის მზად იყო ჩემ გამო ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რო­გორ და­ვიმ­სა­ხუ­რე ასე­თი კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლი. ის იყო ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, ჯენტლმე­ნი და რო­მან­ტი­კო­სი.

ყო­ველ წელს გან­სა­კუთ­რე­ბით ვე­ლო­დე­ბო­დი ხოლ­მე ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის დღეს და ვა­ლენ­ტი­ნო­ბას. ასე­თი დღე­ე­ბის­თვის გეგ­მავ­და მოგ­ზა­უ­რო­ბებს, მი­ძღვნი­და სა­ჩუქ­რებს. ხე­ლი­თაც კი გა­მი­კე­თა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი.

კო­ბიმ მა­ჩუ­ქა დღი­უ­რი და ლურ­ჯი კაბა, რო­მე­ლიც რე­ი­ჩელ მა­კა­დამსს ეცვა ფილმში "უბის წიგ­ნა­კი“. როცა ვკი­თხე, რა­ტომ მა­ჩუ­ქა ეს კაბა, მან მი­თხრა - იმი­ტომ, რომ ეს უკავ­შირ­დე­ბა ფილ­მის სცე­ნას, სა­დაც წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ურიგ­დე­ბა.

იმე­დი გვქონ­და, რომ ერ­თად დავ­ბერ­დე­ბო­დით ისე, რო­გორც ამ ფილ­მის გმი­რე­ბი.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე წე­რი­ლი მომ­წე­რა. მწერ­და, რომ სურ­და ერ­თად გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა დრო, ბავ­შვე­ბის გა­რე­შე, იშ­ვი­ა­თად გვქონ­და ხოლ­მე ამის შან­სი. ვა­პი­რებ­დით, რომ ბავ­შვე­ბი მშობ­ლებ­თან დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა და ერ­თად გვე­მოგ­ზა­უ­რა.

საყ­ვა­რე­ლო, გა­უფრ­თხილ­დი ჯი­ჯის. მე მყავს ნანი, ბიბი და კოკო. ჩვენ ჯერ კი­დევ სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი ვართ. გვიყ­ვარ­ხარ და გვე­ნატ­რე­ბი. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნეთ და მხი­ა­რუ­ლად იყა­ვით სა­მო­თხე­ში სა­ნამ ისევ შევ­ხვდე­ბით, სა­მუ­და­მოდ და ყო­ველ­თვის, დე­დი­კო“, - თქვა ვა­ნე­სა ბრა­ი­ან­ტმა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

ატი­რე­ბუ­ლი ვა­ნე­სა ბრა­ი­ან­ტი

კა­ლათ­ბურ­თე­ლი გახ­სე­ნე­ბის სა­ღა­მოს და­ეს­წრო ლე­გენ­და­რუ­ლი მა­იკლ ჯორ­და­ნიც, რო­მე­ლიც სი­ტყვი­თაც გა­მო­ვი­და და ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.

"ის მი­რე­კავ­და, ან მწერ­და. ვსა­უბ­რობ­დით მოძ­რა­ო­ბებ­ზე, ვარ­ჯი­შებ­ზე. ამ ბავ­შვს ჰქონ­და ისე­თი ვნე­ბა, რო­გორ­საც თქვენ ვერ მიხ­ვდე­ბით. სა­ო­ცა­რი რამ არის ვნე­ბა - თუ რა­ი­მე გიყ­ვარს, მის მი­მართ ძლი­ე­რი ვნე­ბა გაქვს,

ის ჩემ­თვის პა­ტა­რა ძმა­სა­ვით იყო და იმ დღი­დან რაც ვიც­ნობ, ვცდი­ლობ­დი მის­თვის უფ­რო­სი ძმა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ყო­ველ­თვის ყვე­ლას სურ­და, რომ ჩვენ ორს შო­რის შე­და­რე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. მე კი მხო­ლოდ მას­ზე სა­უ­ბა­რი მინ­დო­და. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, პა­ტა­რა ძმაო", - თქვა ლე­გენ­და­რულ­მა კა­ლათ­ბურ­თელ­მა.

მა­იკლ ჯორ­და­ნი კობი ბრა­ი­ან­ტის გახ­სე­ნე­ბის სა­ღა­მო­ზე

კობი ბრა­ი­ან­ტის გახ­სე­ნე­ბის სა­ღა­მო­ზე სცე­ნა­ზე ბი­ონ­სე გა­მო­ვი­და და მას ემო­ცი­უ­რი სიმ­ღე­რა მი­უ­ძღვნა.

"მე აქ იმი­ტომ ვარ, რომ მიყ­ვარს კობი და ეს კი მისი საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა იყო“, - თქვა ბი­ონ­სემ.

ლე­გენ­და­რუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, 41 წლის კობი ბრა­ი­ან­ტი 26 იან­ვარს ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა. ვერ­ტმფრენ­ში, რო­მელ­მაც კა­ტას­ტრო­ფა კა­ლი­ფორ­ნი­ას­თან გა­ნი­ცა­და, სულ ცხრა ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და და მათ­გან არა­ვინ გა­დარ­ჩე­ნი­ლა. მათ შო­რის იყო კო­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი, 13 წლის ჯი­ა­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ის  ჩემი ტკბილი ქმარი იყო" - კობი ბრაიანტის გახსენების ემოციური საღამო, ბიონსეს სიმღერა და ატირებული ვარსკვლავები

"ის  ჩემი ტკბილი ქმარი იყო" - კობი ბრაიანტის გახსენების ემოციური საღამო, ბიონსეს სიმღერა და ატირებული ვარსკვლავები

ლოს-ანჯელესში ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტისა და მისი შვილის, 13 წლის ჯიანა ბრაიანტის გახსენების საღამო გაიმართა, რომელსაც 20 ათასი ადამიანი დაესწრო.

კალათბურთელი მისმა მეგობრებმა, თაყვანისმცემელმა და ოჯახის წევრებმა გაიხსენეს. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბრაიანტის მეუღლემ, ვანესამ. მისი სიტყვები ემოციური იყო და ცრემლებისგან თავი ვერავინ შეიკავა.

ვანესა ბრაიანტი 20 წუთის განმავლობაში საუბრობდა 13 წლის გოგონასა და კობის შესახებ, რომელთანაც 20 წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდა.

"ჯიჯი მამიკოს გოგო იყო, მაგრამ ვიცი, რომ დედაც ძალიან უყვარდა. იყო საოცრად მოტივირებული და სურდა, რომ შეეცვალა საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება სპორტით დაკავებული ქალების მიმართ. სურდა, ქალებს შორის საუკეთესო კალათბურთელი გამხდარიყო.

ღმერთმა იცოდა, რომ ისინი დედამიწაზე ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლებდნენ და სამოთხეში, სახლში ორივე ერთად წაიყვანა.

კობი ჩემთვის არ იყო ვარსკვლავი და არც შეუდარებელი კალათბურთელი, ის ჩემი ტკბილი ქმარი და ჩვენი შვილების შესანიშნავი მამა იყოს. მას შემდეგ რაც 17 წლის გავხდი, მე და კობი ერთად ვართ. მე ვიყავი მისი პირველი გერლფრენდი, მისი პირველი სიყვარული, მისი ცოლი, საუკეთესო მეგობარი და მცველი.

კობის ვუყვარდი იმაზე მეტად, ვიდრე ამის გადმოცემა სიტყვებით შესაძლებელია. მე ცეცხლი ვიყავი და ის - ყინული. ერთმანეთს ვაბალანსებდით. ის მზად იყო ჩემ გამო ყველაფერი გაეკეთებინა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დავიმსახურე ასეთი კაცის სიყვარული. ის იყო ქარიზმატული, ჯენტლმენი და რომანტიკოსი.

ყოველ წელს განსაკუთრებით ველოდებოდი ხოლმე ჩვენი ქორწინების დღეს და ვალენტინობას. ასეთი დღეებისთვის გეგმავდა მოგზაურობებს, მიძღვნიდა საჩუქრებს. ხელითაც კი გამიკეთა ჩემთვის ყველაზე ღირებული საჩუქარი.

კობიმ მაჩუქა დღიური და ლურჯი კაბა, რომელიც რეიჩელ მაკადამსს ეცვა ფილმში "უბის წიგნაკი“. როცა ვკითხე, რატომ მაჩუქა ეს კაბა, მან მითხრა - იმიტომ, რომ ეს უკავშირდება ფილმის სცენას, სადაც წყვილი ერთმანეთს ურიგდება.

იმედი გვქონდა, რომ ერთად დავბერდებოდით ისე, როგორც ამ ფილმის გმირები.

გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე წერილი მომწერა. მწერდა, რომ სურდა ერთად გაგვეტარებინა დრო, ბავშვების გარეშე, იშვიათად გვქონდა ხოლმე ამის შანსი. ვაპირებდით, რომ ბავშვები მშობლებთან დაგვეტოვებინა და ერთად გვემოგზაურა.

საყვარელო, გაუფრთხილდი ჯიჯის. მე მყავს ნანი, ბიბი და კოკო. ჩვენ ჯერ კიდევ საუკეთესო გუნდი ვართ. გვიყვარხარ და გვენატრები. მშვიდად განისვენეთ და მხიარულად იყავით სამოთხეში სანამ ისევ შევხვდებით, სამუდამოდ და ყოველთვის, დედიკო“, - თქვა ვანესა ბრაიანტმა სიტყვით გამოსვლისას.

ატირებული ვანესა ბრაიანტი

კალათბურთელი გახსენების საღამოს დაესწრო ლეგენდარული მაიკლ ჯორდანიც, რომელიც სიტყვითაც გამოვიდა და ცრემლები ვერ შეიკავა.

"ის მირეკავდა, ან მწერდა. ვსაუბრობდით მოძრაობებზე, ვარჯიშებზე. ამ ბავშვს ჰქონდა ისეთი ვნება, როგორსაც თქვენ ვერ მიხვდებით. საოცარი რამ არის ვნება - თუ რაიმე გიყვარს, მის მიმართ ძლიერი ვნება გაქვს,

ის ჩემთვის პატარა ძმასავით იყო და იმ დღიდან რაც ვიცნობ, ვცდილობდი მისთვის უფროსი ძმა ვყოფილიყავი. ყოველთვის ყველას სურდა, რომ ჩვენ ორს შორის შედარება გაეკეთებინა. მე კი მხოლოდ მასზე საუბარი მინდოდა. მშვიდად განისვენე, პატარა ძმაო", - თქვა ლეგენდარულმა კალათბურთელმა.

მაიკლ ჯორდანი კობი ბრაიანტის გახსენების საღამოზე

კობი ბრაიანტის გახსენების საღამოზე სცენაზე ბიონსე გამოვიდა და მას ემოციური სიმღერა მიუძღვნა.

"მე აქ იმიტომ ვარ, რომ მიყვარს კობი და ეს კი მისი საყვარელი სიმღერა იყო“, - თქვა ბიონსემ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Wwui7aRsooE" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ლეგენდარული კალათბურთელი, 41 წლის კობი ბრაიანტი 26 იანვარს ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ვერტმფრენში, რომელმაც კატასტროფა კალიფორნიასთან განიცადა, სულ ცხრა ადამიანი იმყოფებოდა და მათგან არავინ გადარჩენილა. მათ შორის იყო კობის ქალიშვილი, 13 წლის ჯიანა.

გაბრიელა სპანიკი, მარიო ჩიმარო და ლათინოამერიკული სერიალების სხვა ვარსკვლავები წლების შემდეგ - როგორ შეცვალა დრომ მსახიობები

ასტროლოგიური წლის ბოლო ახალი მთვარე და განწმენდის რიტუალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვინ იგრძნობს 23 თებერვლის ახალმთვარეობას ყველაზე მეტად

ჰარი პროდუქტებით და სენდვიჩებით სუპერმარკეტში - როგორ ცხოვრობს კანადაში უტიტულო პრინცი