მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები
"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები

"არა­სო­დეს გვი­ნა­ხავს სხვა ვინ­მე, ვი­საც ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლით და მღელ­ვა­რე­ბით უსა­უბ­რია სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ზე, რო­გორც თქვენ ორნი სა­უბ­რობთ"- ერთ-ერთ შეკ­რე­ბა­ზე ჩვენ­მა უცხო­ელ­მა მე­გობ­რებ­მა მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ასე შეგ­ვა­ფა­სეს.

სი­მარ­თლე რომ ვთქვათ, ეს თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის საკ­მა­ოდ სწო­რი და ზუს­ტი და­ხა­სი­ა­თე­ბაა, რად­გან ჩვენ გულ­წრფე­ლად გვსურს გაჩ­ვე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჭეშ­მა­რი­ტად ის ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ერთხელ მა­ინც უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლოთ და ჩვე­ნი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა შე­იგ­რძნოთ.

რა თქმა უნდა, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი გა­საკ­ვი­რი არც არის, მაგ­რამ, სულ სხვაა, როცა ამ სიყ­ვა­რულ­ში მოგ­ზა­უ­რე­ბიც გი­ერ­თდე­ბი­ან...

ან­ტუ­ან დ., მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტი პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, საფ­რან­გე­თი­დან:

"გა­მარ­ჯო­ბა! მე საფ­რან­გე­თი­დან ვარ და სა­ქარ­თვე­ლო­ში 2018 წლის ზა­ფხულ­ში ვმუ­შა­ობ­დი. სა­ქარ­თვე­ლო არაა პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ვი­მოგ­ზა­უ­რე, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად იყო ის პირ­ვე­ლი, სა­დაც დაბ­რუ­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტე.

ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ჩემი პი­როვ­ნე­ბა საკ­მა­ოდ შე­იც­ვა­ლა. თით­ქოს ახა­ლი "მე" და­ი­ბა­და. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მო­უს­ვენ­რად ვგრძნობ­დი თავს, მაგ­რამ მი­ზეზს ვერ ვპო­უ­ლობ­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ეს გა­ვარ­კვიე.

საფ­რან­გეთ­ში მა­ტე­რი­ა­ლიზ­მმა გო­ნე­ბა ამი­რია და სრუ­ლი­ად და­მა­ვი­წყდა რას ნიშ­ნავს უბ­რა­ლო­ე­ბა. აქ კი არ უნდა გე­ში­ნო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბის და იმის, რომ უბ­რა­ლოდ მე­გობ­რუ­ლი, გახ­სნი­ლი იყო. შე­საძ­ლოა, ეს ყო­ვე­ლი­ვე სხვა ქვე­ყა­ნა­შიც გა­მე­აზ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ სი­მარ­თლე ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ნამ­დვი­ლად შეც­ვა­ლა ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვე­ბის მი­მართ.

აქ მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო ნამ­დვი­ლად ადა­მი­ა­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და იმე­დი მაქვს, რომ ამ სულს ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ. რა თქმა უნდა, ბევ­რი რამ არის, რაც და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის­გან შე­იძ­ლე­ბა გად­მო­ი­ღოთ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გზა აქვს, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი.

რაც აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო არის ის, რომ ამ ქვე­ყა­ნამ ჩემი ხარ­ჯვის კულ­ტუ­რაც შეც­ვა­ლა. არ­სად მი­ყი­დია იმ­დე­ნი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, რო­გორც აქ. ჩვენს და­სავ­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, იშ­ვი­ა­თად თუ იპო­ვი გემ­რი­ელ ხილს. თით­ქმის ყვე­ლა სა­თა­მა­შოს ჰგავს და უგე­მუ­რია. ალ­ბათ, კი­თხვაც არაა სა­ჭი­რო თუ რა­ტომ უჭი­რავს სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი დიდი ად­გი­ლი ჩემს გულ­ში. ქვე­ყა­ნა ღვი­ნით, ყვე­ლი­თა და პუ­რით - სხვა რა უნდა უნ­დო­დეს ფრანგს?"

ჰუ­სე­ინ აბას­ლი, სკო­ლის მოს­წავ­ლე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. პირ­ვე­ლად მა­ტა­რებ­ლით ჩა­მო­ვე­დი და გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, სად­გურ­თან ახ­ლოს მი­ტო­ვე­ბულ­მა შე­ნო­ბებ­მა, თბი­ლის­ზე ცოტა არ იყოს უარ­ყო­ფი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა. წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ ქა­ლა­ქი ნის­ლი­ა­ნი და მო­ქუფ­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გახ­ვი­დე, რომ წარ­მოდ­გე­ნა რა­დი­კა­ლუ­რად შე­გეც­ვლე­ბათ. თით­ქოს ქა­ლა­ქი თა­ვად გაც­ნობს თა­ვის თავს.

თბი­ლის­ში ჩემს ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვსე­ირ­ნობ­დი და მინ­და ვთქვა, რომ ყვე­ლა სხვა ქა­ლა­ქის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. სწო­რედ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბით ქა­ლაქს ფე­რა­დი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი ენერ­გია აქვს. აქ ხალ­ხმა მაჩ­ვე­ნა რო­გორ უნდა ვიყო კმა­ყო­ფი­ლი იმით, რაც მაქვს.

რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ქარ­თვე­ლებ­მა მას­წავ­ლეს თუ რა არის ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი.

ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ პა­რი­ზია სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლა­ქი, მაგ­რამ ჩემ­თვის სიყ­ვა­რულ­თან სწო­რედ თბი­ლი­სი ასო­ცირ­დე­ბა. ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბი ჩემს მე­გობ­რებს, რომ თუ ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბის გე­მოს შეგ­რძნე­ბა სურთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­სინ­ჯონ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­თვის დიდი ად­გი­ლი ექ­ნე­ბა ჩემს გულ­ში,რად­გან ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლით გავ­სებს..."წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
37

იმ ქართველებზეც დაწერეთ, უცხოეთში რომ იმოგზაურეს და იქ რომ მეორე სამშობლო იპოვნეს ისე, რომ დაბრუნებაც აღარ უნდათ <3

ბებერო
45

ტვინი წაიღეთ ამ "საქართველო ყველაზე ლამააზი ქვეყანაა" თი რა. უკვე ალერგია მაქვს ესეთ ხალხზე. ლამაზია ბატონო გავიგეთ მარა სხვებიც ლამაზებია და სილამაზე უნდა შეაფასოს სხვამ და არა შენ, რა ჯანდაბაა ამდენი თვით რეკლამა, ანტი რეკლამაც გამოდის. 

ავტორი:

"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები

"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები

"არასოდეს გვინახავს სხვა ვინმე, ვისაც ასეთი სიყვარულით და მღელვარებით უსაუბრია საკუთარ ქვეყანაზე, როგორც თქვენ ორნი საუბრობთ"- ერთ-ერთ შეკრებაზე ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა მე და ჩემი მეგობარი ასე შეგვაფასეს.

სიმართლე რომ ვთქვათ, ეს თითოეული ქართველის საკმაოდ სწორი და ზუსტი დახასიათებაა, რადგან ჩვენ გულწრფელად გვსურს გაჩვენოთ, რომ საქართველო ჭეშმარიტად ის ქვეყანაა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ და ჩვენი სტუმართმოყვარეობა შეიგრძნოთ.

რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის სიყვარული გასაკვირი არც არის, მაგრამ, სულ სხვაა, როცა ამ სიყვარულში მოგზაურებიც გიერთდებიან...

ანტუან დ., მაგისტრატურის სტუდენტი პოლიტიკის მეცნიერებებში, საფრანგეთიდან:

"გამარჯობა! მე საფრანგეთიდან ვარ და საქართველოში 2018 წლის ზაფხულში ვმუშაობდი. საქართველო არაა პირველი ქვეყანა, სადაც ვიმოგზაურე, მაგრამ ნამდვილად იყო ის პირველი, სადაც დაბრუნება გადავწყვიტე.

ვფიქრობ, საქართველოში ცხოვრების შემდეგ ჩემი პიროვნება საკმაოდ შეიცვალა. თითქოს ახალი "მე" დაიბადა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს ქვეყანაში მოუსვენრად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მიზეზს ვერ ვპოულობდი. საქართველოში კი ეს გავარკვიე.

საფრანგეთში მატერიალიზმმა გონება ამირია და სრულიად დამავიწყდა რას ნიშნავს უბრალოება. აქ კი არ უნდა გეშინოდეს საკუთარი თავის გამომჟღავნების და იმის, რომ უბრალოდ მეგობრული, გახსნილი იყო. შესაძლოა, ეს ყოველივე სხვა ქვეყანაშიც გამეაზრებინა, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ საქართველომ ნამდვილად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება სხვების მიმართ.

აქ მოგზაურობა იყო ნამდვილად ადამიანური გამოცდილება და იმედი მაქვს, რომ ამ სულს ბოლომდე შეინარჩუნებთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის, რაც დასავლური კულტურისგან შეიძლება გადმოიღოთ, მაგრამ საქართველოს თავის ინდივიდუალური გზა აქვს, ყველასგან განსხვავებული.

რაც აუცილებლად მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ამ ქვეყანამ ჩემი ხარჯვის კულტურაც შეცვალა. არსად მიყიდია იმდენი ხილი და ბოსტნეული, როგორც აქ. ჩვენს დასავლურ საზოგადოებაში, იშვიათად თუ იპოვი გემრიელ ხილს. თითქმის ყველა სათამაშოს ჰგავს და უგემურია. ალბათ, კითხვაც არაა საჭირო თუ რატომ უჭირავს საქართველოს ასეთი დიდი ადგილი ჩემს გულში. ქვეყანა ღვინით, ყველითა და პურით - სხვა რა უნდა უნდოდეს ფრანგს?"

ჰუსეინ აბასლი, სკოლის მოსწავლე აზერბაიჯანიდან:

"საქართველოში ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველად მატარებლით ჩამოვედი და გულწრფელად რომ ვთქვა, სადგურთან ახლოს მიტოვებულმა შენობებმა, თბილისზე ცოტა არ იყოს უარყოფითი შთაბეჭდილება დამიტოვა. წარმოვიდგინე, რომ ქალაქი ნისლიანი და მოქუფრული იქნებოდა, მაგრამ საკმარისია ქალაქის ცენტრში გახვიდე, რომ წარმოდგენა რადიკალურად შეგეცვლებათ. თითქოს ქალაქი თავად გაცნობს თავის თავს.

თბილისში ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი და მინდა ვთქვა, რომ ყველა სხვა ქალაქისგან განსხვავებულია. სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებით ქალაქს ფერადი და ჰარმონიული ენერგია აქვს. აქ ხალხმა მაჩვენა როგორ უნდა ვიყო კმაყოფილი იმით, რაც მაქვს.

რაც ყველაზე მთავარია, ქართველებმა მასწავლეს თუ რა არის ნამდვილი სიყვარული.

ხშირად ამბობენ, რომ პარიზია სიყვარულის ქალაქი, მაგრამ ჩემთვის სიყვარულთან სწორედ თბილისი ასოცირდება. ყოველთვის ვეუბნები ჩემს მეგობრებს, რომ თუ ნამდვილი ცხოვრების გემოს შეგრძნება სურთ, აუცილებლად უნდა გასინჯონ ქართული სამზარეულო. საქართველოს ყოველთვის დიდი ადგილი ექნება ჩემს გულში,რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც სიცოცხლით გავსებს..." წაიკითხეთ ვრცლად

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 647-მდე გა­ი­ზარ­და

რისთვის ყიდულობს თავდაცვის სამინისტრო 80 კომპლექტ ჩოხა-ახალუხს - უწყება განცხადებას ავრცელებს

რა შემთხვევაში გამოიყენება სისხლის პლაზმა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში - თენგიზ ცერცვაძის განმარტება