სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაზაფხულზე პრემიერი იცვლება? - რა კომენტარებს აკეთებენ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები
გაზაფხულზე პრემიერი იცვლება? - რა კომენტარებს აკეთებენ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი შეც­ვლის.

გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი

"და­ე­ლო­დეთ გა­ზა­ფხულს" - ასე უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ­მა გა­ხა­რი­ამ სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მულ კი­თხვას და სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მეტი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბათ "ოც­ნე­ბის" სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის თქმით, "რო­მე­ლი­ღაც გა­ზა­ფხულ­ზე, ცვლი­ლე­ბე­ბი, რა თქმა უნდა იქ­ნე­ბა":

"გა­ზა­ფხულს ყო­ველ­თვის ყვე­ლა ელო­დე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა გა­ზა­ფხუ­ლი, როცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა. გა­ზა­ფხუ­ლი იქ­ნე­ბა სულ რა­ღაც ერთ კვი­რა­ში, გთხოვთ, თა­ვად და­აკ­ვირ­დეთ, რა იქ­ნე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე, გა­ზა­ფხუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ისე­ვე რო­გორც წინა გა­ზა­ფხუ­ლი.

უკვე მე­ა­თედ გვე­კი­თხე­ბით, იქ­ნე­ბა თუ არა სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი. რო­დეს­ღაც, რო­მე­ლი­ღაც გა­ზა­ფხულ­ზე, ცვლი­ლე­ბე­ბი რა თქმა უნდა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ამ გა­ზა­ფხუ­ლის მოს­ვლამ­დე არის ერთი კვი­რა დარ­ჩე­ნი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლებს სტა­ბი­ლუ­რად საქ­მი­ა­ნო­ბას და ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის" - გა­ნუ­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი მმარ­თველ გუნდში, ამ ეტაპ­ზე სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის:

"არა­ნა­ირ ცვლი­ლე­ბებ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი გუნდში, თუ რა­ი­მე იქ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თქვენც გა­ი­გებთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც.

ჩვენ გვყავს პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­მე­ლიც არის ძლი­ე­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ყო­ველ­დღი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ იმის­თვის, რომ უპა­სუ­ხონ იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში" - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
28

მახსოვს, ახალი მატარებელი "წიფის" გვირაბში, რომ ვერ ეტეოდა... შემდეგ "შეიკუმშა" და... გაეტია. პრემიერ-მინისტრიც შეიცვლება ხუთშაბათს, ოღონდ რომელ ხუთშაბათს... უცნობია. ცნობილია, რომ XXI საუკუნეში შეიცვლება... 

m
37

შიდა კვლევების ინფორმაცია მაქვს, ძალიან ახალი კვლევაა, ოცნება 60% ,ოპოზიცია მარცხდება

ავტორი:

გაზაფხულზე პრემიერი იცვლება? - რა კომენტარებს აკეთებენ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები

გაზაფხულზე პრემიერი იცვლება? - რა კომენტარებს აკეთებენ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შესაძლოა სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის.

გრიგოლ ლილუაშვილი

"დაელოდეთ გაზაფხულს" - ასე უპასუხა პრემიერმა გახარიამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას და საკითხთან დაკავშირებით მეტი კომენტარი არ გაუკეთებია.

რაც შეეხებათ "ოცნების" სხვა მაღალჩინოსნებს, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, "რომელიღაც გაზაფხულზე, ცვლილებები, რა თქმა უნდა იქნება":

"გაზაფხულს ყოველთვის ყველა ელოდება და აუცილებლად დადგება გაზაფხული, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. გაზაფხული იქნება სულ რაღაც ერთ კვირაში, გთხოვთ, თავად დააკვირდეთ, რა იქნება გაზაფხულზე, გაზაფხული აუცილებლად იქნება ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული, ისევე როგორც წინა გაზაფხული.

უკვე მეათედ გვეკითხებით, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები. როდესღაც, რომელიღაც გაზაფხულზე, ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ამ გაზაფხულის მოსვლამდე არის ერთი კვირა დარჩენილი.

საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებს სტაბილურად საქმიანობას და ჩვენ ვემზადებით 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის" - განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით კი მმართველ გუნდში, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ არის:

"არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი გუნდში, თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც.

ჩვენ გვყავს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც არის ძლიერი პრემიერ-მინისტრი. ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში" - აღნიშნა კალაძემ.

საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის უკვე დღეს - პრემიერი

"მოგვიწევს შეზღუდვები მაღაზიებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე... ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად"

ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული - 15 000-ით - კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმა წესდება