სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია
"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

იტა­ლი­ა­ში ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფიც­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სწრა­ფად იზ­რდე­ბა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში 130-ზე მე­ტია ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ხოლო ვირუს­მა უკვე ორი პა­ცი­ენ­ტი იმ­სხვერ­პლა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, იტა­ლი­ის მთავ­რო­ბამ 10 ქა­ლა­ქის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. იზო­ლი­რე­ბუ­ლია ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ქა­ლა­ქე­ბი. ჩა­კე­ტი­ლია - კა­ზალ­პუს­ტერ­ლენ­გო, კო­დო­ნო, მა­ლეო, ბერ­ტო­ნი­კო, ტე­რა­ნო­ვა დეი პა­სე­რი­ნი, კას­ტელ­ჯე­რუნ­დო, სან ფი­ო­რა­ნო, კას­ტი­ლი­ო­ნე დ’ადდა და ფომ­ბიო.

ფოტო იზო­ლი­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი­დან კო­დო­ნო

კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა იტა­ლი­ის იმ ქა­ლა­ქებ­ში, რომ­ლე­ბიც იზო­ლი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა იქაც, სა­დაც არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი კა­რან­ტი­ნის­თვის უკვე ემ­ზა­დე­ბი­ან.

ფოტო ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ბა­ნერ­ზე წარ­წე­რით ურ­ჩე­ვენ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ სახ­ლში დარ­ჩნენ
პო­ლი­ცი­ის ოფიც­რე­ბი ჩა­კე­ტილ ქა­ლაქ კას­ტი­ლი­ო­ნე დ’ად­დას­თან

"ერთი შე­ხედ­ვით ეს მხო­ლოდ ვირუ­სია, მაგ­რამ მა­ღა­ზი­ებ­სა და აფ­თი­ა­ქებ­ში თუ შე­ი­ხე­დავთ, იფიქ­რებთ, რომ სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი დად­გა“, - წე­რენ იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი და ავ­რცე­ლე­ბენ ფო­ტო­ებს, რომ­ლებ­ზეც და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი მარ­კე­ტე­ბი და აფ­თი­ა­ქე­ბი ჩანს.

და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი მა­ცი­ვა­რი სუ­პერ­მარ­კეტ­ში

სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ძი­რი­თად ნა­წილ­ში დახ­ლე­ბი ცა­რი­ე­ლია. ხოლო, სა­დაც ჯერ კი­დევ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი საკ­ვე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი რი­გია.

ჩა­კე­ტი­ლი ქა­ლა­ქე­ბის მცხოვ­რებ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მე­დი­კო­სე­ბი ურ­ჩე­ვენ, რომ გა­რეთ გა­მოს­ვლის­გან თავი შე­ი­კა­ვონ, ამი­ტო­მაც, ერთ დროს ხმა­უ­რი­ან ქა­ლა­ქე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, ახლა ცა­რი­ე­ლია და გარ­შე­მო მხო­ლოდ სი­ჩუ­მეა.

ფოტო ქა­ლაქ კო­დო­ნო­დან
ფოტო ქა­ლაქ კა­ზალ­პუს­ტერ­ლენ­გო­დან - ადა­მი­ა­ნე­ბი სუ­პერ­მარ­კე­ტის რიგ­ში

რაც შე­ე­ხე­ბა იტა­ლი­ის დიდ ტუ­რის­ტულ ქა­ლა­ქებს, რო­გორც სხვა­დას­ხვა იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, იქ პა­ნი­კა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ტუ­რის­ტე­ბის ნა­კად­ზეც ჯერ­ჯე­რო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხეს არ უმოქ­მე­დია.

ტუ­რის­ტი ვირუ­სის­გან დამ­ცა­ვი ნიღ­ბით ვე­ნე­ცი­ის კარ­ნა­ვალ­ზე
კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­ლე­ნა ვე­ნე­ცი­ის კარ­ნა­ვალ­ზე

თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მი­ლან­ში უკვე იმა­რა­გე­ბენ საკ­ვებს. ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი მი­ლა­ნის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­დან, რომ­ლებ­ზეც ცა­რი­ე­ლი დახ­ლე­ბი ჩანს.

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ინგა ბა­სი­აშ­ვი­ლი მი­ლა­ნის ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებს ავ­რცე­ლებს, სა­დაც და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი დახ­ლე­ბი ჩანს. ვი­დე­ო­ში თით­ქმის ვერ და­ი­ნა­ხავთ მა­ღა­ზი­ის მომ­ხმა­რებ­ლებს - რო­გორც ჩანს, იტა­ლი­ე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის მა­რა­გი წა­ი­ღეს და გა­რეთ გას­ვლას ერი­დე­ბი­ან...

ფო­ტო­ე­ბი მი­ლა­ნის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­დან:

კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო იტა­ლი­ა­ში მყოფ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც 5 რე­გი­ონ­ში - ლომ­ბარ­დი­ა­ში, ვე­ნე­ტოში, პი­ე­მონ­ტეში, ემი­ლია რო­მა­ნი­ა­ში და ლა­ცი­ო­ში ცხოვ­რო­ბენ ან მოგ­ზა­უ­რო­ბენ, ურ­ჩევს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ იტა­ლი­ის მთავ­რო­ბის მიერ ვირუ­სის მარ­თვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რჩე­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გარ­და თავი შე­ი­კა­ვონ სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში სი­ა­რუ­ლის­გან და და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბი.

გლო­ბა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 2 619 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 79 356-ს აღ­წევს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
givi
3

თუ ასეთი მდგომარეობაა, აკრძალეთ ფრენები მილანში და ტურისტულებმაც დააბრუნონ მოქალაქეების მიერ გადახდილი მოგზაურობის თანხები.

pante
19

ოხ მასონებოოოოო თქვენიიი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 130-ზე მეტია ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო ვირუსმა უკვე ორი პაციენტი იმსხვერპლა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იტალიის მთავრობამ 10 ქალაქის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. იზოლირებულია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქები. ჩაკეტილია - კაზალპუსტერლენგო, კოდონო, მალეო, ბერტონიკო, ტერანოვა დეი პასერინი, კასტელჯერუნდო, სან ფიორანო, კასტილიონე დ’ადდა და ფომბიო.

ფოტო იზოლირებული ქალაქიდან კოდონო

კორონავირუსის საფრთხის გამო განსაკუთრებით რთული ვითარებაა იტალიის იმ ქალაქებში, რომლებიც იზოლირებულია, თუმცა იქაც, სადაც არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, ადამიანები მოსალოდნელი კარანტინისთვის უკვე ემზადებიან.

ფოტო ლომბარდიის რეგიონშია გადაღებული. ბანერზე წარწერით ურჩევენ მოსახლეობას, რომ სახლში დარჩნენ
პოლიციის ოფიცრები ჩაკეტილ ქალაქ კასტილიონე დ’ადდასთან

"ერთი შეხედვით ეს მხოლოდ ვირუსია, მაგრამ მაღაზიებსა და აფთიაქებში თუ შეიხედავთ, იფიქრებთ, რომ სამყაროს დასასრული დადგა“, - წერენ იტალიური გამოცემები და ავრცელებენ ფოტოებს, რომლებზეც დაცარიელებული მარკეტები და აფთიაქები ჩანს.

დაცარიელებული მაცივარი სუპერმარკეტში

სუპერმარკეტების ძირითად ნაწილში დახლები ცარიელია. ხოლო, სადაც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი საკვები, ადამიანების დიდი რიგია.

ჩაკეტილი ქალაქების მცხოვრებლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მედიკოსები ურჩევენ, რომ გარეთ გამოსვლისგან თავი შეიკავონ, ამიტომაც, ერთ დროს ხმაურიან ქალაქები კორონავირუსის გამო, ახლა ცარიელია და გარშემო მხოლოდ სიჩუმეა.

ფოტო ქალაქ კოდონოდან
ფოტო ქალაქ კაზალპუსტერლენგოდან - ადამიანები სუპერმარკეტის რიგში

რაც შეეხება იტალიის დიდ ტურისტულ ქალაქებს, როგორც სხვადასხვა იტალიური გამოცემები წერენ, იქ პანიკა არ შეინიშნება და ტურისტების ნაკადზეც ჯერჯერობით კორონავირუსის საფრთხეს არ უმოქმედია.

ტურისტი ვირუსისგან დამცავი ნიღბით ვენეციის კარნავალზე
კორონავირუსის გავლენა ვენეციის კარნავალზე

თუმცა აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები მილანში უკვე იმარაგებენ საკვებს. ვრცელდება კადრები მილანის სუპერმარკეტებიდან, რომლებზეც ცარიელი დახლები ჩანს.

ქართველი ემიგრანტი ინგა ბასიაშვილი მილანის ერთ-ერთ სუპერმარკეტში გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც დაცარიელებული დახლები ჩანს. ვიდეოში თითქმის ვერ დაინახავთ მაღაზიის მომხმარებლებს - როგორც ჩანს, იტალიელებმა რამდენიმე დღის მარაგი წაიღეს და გარეთ გასვლას ერიდებიან...

ფოტოები მილანის სუპერმარკეტებიდან:

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ თანამოქალაქეებს და განსაკუთრებით მათ, ვინც 5 რეგიონში - ლომბარდიაში, ვენეტოში, პიემონტეში, ემილია რომანიაში და ლაციოში ცხოვრობენ ან მოგზაურობენ, ურჩევს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.

გლობალური სტატისტიკით, მსოფლიოში კორონავირუსით 2 619 ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 79 356-ს აღწევს.

ბრაზილიელმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ტრამპთან ერთად დგას

კანადის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

მადრიდის რეალის ყველა ფეხბურთელი კარანტინში გადაიყვანეს