სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ 15 ლარი უნდა გახდეს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
"არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ 15 ლარი უნდა გახდეს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლი სი­გა­რე­ტის ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ არა­ვის უთ­ქვამს, სი­გა­რე­ტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახ­დეს 10 და 15 ლარი.

ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ მხო­ლოდ ის ით­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სი­გა­რე­ტის აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„ბოლო დღე­ე­ბია (ერთი შე­ხედ­ვით სა­ეჭ­ვო წყა­რო­ე­ბი­დან) სი­გა­რე­ტის ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც არის ამა­ვე წყა­რო­ე­ბის მიერ ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია და თე­მის არას­რუ­ლი გა­შუ­ქე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ ამა­ხინ­ჯებს რე­ა­ლურ სუ­რათს. ჩა­მოვ­წე­როთ მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი:

1. არა­ვის უთ­ქვამს რომ სი­გა­რე­ტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახ­დეს 10 და 15 ლარი. ით­ქვა მხო­ლოდ ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სი­გა­რე­ტის აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს უკა­ნას­კნე­ლი უბ­რა­ლოდ ფაქ­ტია და ვი­საც კი­თხვა არ ეზა­რე­ბა მარ­ტი­ვად გა­და­მოწ­მე­ბა­დია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0

2. არ­სე­ბობს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი დი­რექ­ტი­ვა თამ­ბა­ქოს აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც აწე­სებს თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტებ­ზე აქ­ცი­ზის მი­ნი­მა­ლურ გა­ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ყვე­ლა ქვეყ­ნი­სათ­ვის, ასე­ვე იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც აქვთ ევ­რო­კავ­შირ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა.

3. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ვა­დად თავ­და­პირ­ვე­ლად გან­სა­ზღვრუ­ლი იყო 2022 წელი (2014 + 8 წელი).

4. ბევ­რი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (მათ შო­რის: რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ტექ­სტი, არა­ლე­გა­ლუ­რი ვაჭ­რო­ბის რის­კე­ბი და ა.შ.) 2018 წელს გა­ი­მარ­თა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან და მიღ­წე­უ­ლი იქნა შე­თან­ხმე­ბა, რომ ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­და­ი­წია 2026 წლამ­დე (2018 + 8 წელი).

5. დღეს, ანუ როცა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ ვა­დამ­დე მი­ნი­მუმ 6 წე­ლია დარ­ჩე­ნი­ლი, მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში სა­უ­ბა­რი იმა­ზე რომ სი­გა­რე­ტის ფასი გახ­დე­ბა 10 და 15 ლარი, არის უბ­რა­ლოდ სპე­კუ­ლა­ცია და მეტი არა­ფე­რი.

6. 2022 წლამ­დე სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ამ­ჟა­მად გან­სა­ზღვრუ­ლი ვადა რე­ა­ლის­ტუ­რია თუ არა, უბ­რა­ლოდ ნა­ად­რე­ვია. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს ჰქონ­დეს იმის გან­ცდა, რომ სა­კი­თხი ისე­დაც ცხა­დია, მაგ­რამ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა ხდე­ბა იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და არა პროგ­ნო­ზე­ბის და მი­თუ­მე­ტეს, მკი­თხა­ო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

7. მი­თუ­მე­ტეს, მა­შინ როცა 2022 წლამ­დე სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა სი­გა­რეტ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მხო­ლოდ იმის გა­მო­ტა­ნა ნი­უ­სად რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­გა­რეტ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი ოდეს­ღაც შე­იძ­ლე­ბა 5 ლარი გახ­დეს, მთლად ჯან­მრთე­ლად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

პ.ს. მწე­ვე­ლე­ბი - შე­იძ­ლე­ბა მშვი­დად ვი­ყოთ და ამის გამო მო­წე­ვას არ მო­ვუ­მა­ტოთ. ისი­ნი ვინც არ ეწე­ვი­ან და მხო­ლოდ სა­ეჭ­ვო წყა­რო­ე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი ნი­უ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბე­თი ერ­თო­ბი­ან - მი­ნი­მუმ კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გარ­თო­ბას­თან ერ­თად სი­გა­რეტს ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტად არ გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ“, - წერს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე "ფე­ის­ბუქ­ში".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
7

კარგი იქნება თუ სიგარეტის ფასი გაორმაგდება. დარწმუნებული ვარ ერთ თვეში მწეველების 60% თავს დაანებებს, მერე კიდევ 20% დაემატება 3-4 თვეში და ასე მივაღწევთ ჯანმრთელი ცხოვრების მინიმუმს მაინც. მე და ბევრი ჩემნაირი ვისი შემოსავალიც 1000 ლარამდეა ვერ გადავიხდით თვეში 500 ლარს სიგარეტში, ვისაც არც ამდენი აქვს ისინი მითუმეტეს.

სიმართლე
0

თქვე უჯიშოებო გგონიათ ვინმეს სჯერა ის რომ ხალხშ რომ ძარცვავთ ევროპის სახელით?ვითომ ევროპამ გითხრათ?.... ევროპის ხელფასებს რატო არ ედრებიიიიიიით? ევროპა იმას არ გეტყოდათ ქვეყანააი 60 დოლარი იყოა პენსია და 5 ევრო სიგარეტიო.... ვის აბოლებთ? 1 ოქტომბერს დამთავრდებით საბედნიეროდ ხალხის გამღატაკებლებო

ავტორი:

"არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ 15 ლარი უნდა გახდეს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

"არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ 15 ლარი უნდა გახდეს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სიგარეტის ფასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არავის უთქვამს, სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი.

ლაშა ხუციშვილი აღნიშნულ საკითხს "ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის ითქვა, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით.

„ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც საბოლოოდ ამახინჯებს რეალურ სურათს. ჩამოვწეროთ მხოლოდ ფაქტები:

1. არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი. ითქვა მხოლოდ ის, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი უბრალოდ ფაქტია და ვისაც კითხვა არ ეზარება მარტივად გადამოწმებადია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0

2. არსებობს ევროკავშირის მიერ მიღებული დირექტივა თამბაქოს აქციზის განაკვეთების შესახებ, რომელიც აწესებს თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის მინიმალურ განაკვეთს, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისათვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება.

3. საქართველოსთვის ამ ვალდებულების შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრული იყო 2022 წელი (2014 + 8 წელი).

4. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით (მათ შორის: რეგიონული კონტექსტი, არალეგალური ვაჭრობის რისკები და ა.შ.) 2018 წელს გაიმართა მოლაპარაკებები ევროკავშირთან და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ვალდებულების შესრულება საქართველოსთვის გადაიწია 2026 წლამდე (2018 + 8 წელი).

5. დღეს, ანუ როცა ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადამდე მინიმუმ 6 წელია დარჩენილი, მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია და მეტი არაფერი.

6. 2022 წლამდე საუბარი იმაზე, რომ ამ ვალდებულების შესრულებისთვის ამჟამად განსაზღვრული ვადა რეალისტურია თუ არა, უბრალოდ ნაადრევია. შეიძლება ბევრს ჰქონდეს იმის განცდა, რომ საკითხი ისედაც ცხადია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ხდება იმ კონკრეტულ მომენტში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე და არა პროგნოზების და მითუმეტეს, მკითხაობის საფუძველზე.

7. მითუმეტეს, მაშინ როცა 2022 წლამდე საერთოდ არანაირი ცვლილება არ იგეგმება სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით, მხოლოდ იმის გამოტანა ნიუსად რომ საქართველოში სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ოდესღაც შეიძლება 5 ლარი გახდეს, მთლად ჯანმრთელად არ გამოიყურება.

პ.ს. მწეველები - შეიძლება მშვიდად ვიყოთ და ამის გამო მოწევას არ მოვუმატოთ. ისინი ვინც არ ეწევიან და მხოლოდ საეჭვო წყაროებიდან წამოსული ნიუსების გავრცელებეთი ერთობიან - მინიმუმ კარგი იქნება თუ გართობასთან ერთად სიგარეტს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტად არ გამოაცხადებენ“, - წერს მინისტრის მოადგილე "ფეისბუქში".

"ჩემი შვილი ბაღიდან დალურჯებული გამოვიყვანე... პედაგოგმა სახეში დაარტყა" - სავარაუდო ძალადობა 3 წლის ბავშვზე და 128-ე ბაღის პასუხი

"როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა - ქვეყანა ვერ ჩაიკეტება" - პაატა იმნაძე

"ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით"- რას ამბობს ამირან გამყრელიძე ინდურ შტამთან დაკავშირებით?