მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ კობიაშვილს და ზემოდან ურტყამენ..." - ახალი ვიდეოკადრები გუდაურის მკვლელობის საქმეზე
"აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ კობიაშვილს და ზემოდან ურტყამენ..." - ახალი ვიდეოკადრები გუდაურის მკვლელობის საქმეზე

გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" ახა­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი მო­ი­პო­ვა. რო­გორც სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უ­ბარ­ში მკვლე­ლო­ბა­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი ბა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას ასა­ხავს, სა­დაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით, კად­რებ­ში ჩანს, რომ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს არა ერთი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ურტყამს.

"ამ კად­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ სცემს 5 ადა­მი­ა­ნი მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს. აქ ჩანს, თუ რო­გორ წა­აქ­ცე­ვენ და ზე­მო­დან ურტყა­მენ გა­მე­ტე­ბით ფე­ხებს და ხე­ლებს. ასე ჩანს, რომ ვერ­სია თით­ქოს, მხო­ლოდ ერთი სცემ­და და და­ნარ­ჩე­ნე­ბი აშ­ვე­ლებ­დნენ, არის არას­წო­რი. ამ და და­ნარ­ჩენ კად­რებ­ში ნათ­ლად ვხე­დავთ, თუ რო­გორ გრძელ­დე­ბა კო­ბი­აშ­ვი­ლის ცემა მა­შინ, როცა ის ცდი­ლობს გა­ე­ცა­ლოს მო­ძა­ლა­დე­თა ჯგუფს.

შე­სა­ბა­მი­სად, ვერ­სია, თით­ქოს, მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს მხო­ლოდ ია­რა­ღის სრო­ლის შემ­დეგ სცე­მეს, არას­წო­რია! ასე­ვე არას­წო­რია ვერ­სია, თით­ქოს, მას მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი სცემ­და და და­ნარ­ჩე­ნე­ბი აშ­ვე­ლებ­დნენ!

ამ კად­რე­ბით სრუ­ლად დას­ტურ­დე­ბა დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ის სის­წო­რე. სრუ­ლად დგინ­დე­ბა, რომ მოვ­ლე­ნე­ბი ზუს­ტად ისე გან­ვი­თარ­და, რო­გორც მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილ­მა მი­თხრა, როცა მას მცხე­თის იზო­ლა­ტორ­თან შევ­ხვდი",- გა­ნა­ცხა­და კა­კა­ბა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 16 თე­ბერ­ვალს, გუ­და­ურ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. კო­ბი­აშ­ვილს ბრა­ლი მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს. მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
7

დაიჭირეთ ამ ბარის მეპატრონე, ვის ბარშიც ასეთი უმსგავსოება ხდება!!! დაკითხეთ იქაური პოლიციელები, საერთოდ თუ არიან საქმის კურსში, რა ხდება მაგათ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დაკითხეთ ამ ვიდეოთვალის მეპატრონეები, რატომ არ გამოუძახეს პოლიციას, როცა ხედავდნენ რომ კაცს ცემაში კლავდნენ...5 კაცი ერთს ურტყამდა..აფერუმ თქვენს კაცობას

დ.ჯ.
2

მდაა. რა გინდა ამის შემდეგ იფიქრო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ კობიაშვილს და ზემოდან ურტყამენ..." - ახალი ვიდეოკადრები გუდაურის მკვლელობის საქმეზე

"აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ კობიაშვილს და ზემოდან ურტყამენ..." - ახალი ვიდეოკადრები გუდაურის მკვლელობის საქმეზე

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე "ინტერპრესნიუსმა" ახალი ვიდეოკადრები მოიპოვა. როგორც სააგენტოსთან საუბარში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბარის მიმდებარე ტერიტორიას ასახავს, სადაც ინციდენტი მოხდა. ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ურტყამს.

"ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს 5 ადამიანი მერაბ კობიაშვილს. აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ და ზემოდან ურტყამენ გამეტებით ფეხებს და ხელებს. ასე ჩანს, რომ ვერსია თითქოს, მხოლოდ ერთი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ, არის არასწორი. ამ და დანარჩენ კადრებში ნათლად ვხედავთ, თუ როგორ გრძელდება კობიაშვილის ცემა მაშინ, როცა ის ცდილობს გაეცალოს მოძალადეთა ჯგუფს.

შესაბამისად, ვერსია, თითქოს, მერაბ კობიაშვილს მხოლოდ იარაღის სროლის შემდეგ სცემეს, არასწორია! ასევე არასწორია ვერსია, თითქოს, მას მხოლოდ ერთი ადამიანი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ!

ამ კადრებით სრულად დასტურდება დაცვის მხარის პოზიციის სისწორე. სრულად დგინდება, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მერაბ კობიაშვილმა მითხრა, როცა მას მცხეთის იზოლატორთან შევხვდი",- განაცხადა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს

გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა