პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია
6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია

6 მარტს ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რია Monument გერ­მა­ნელ ვარ­სკვლავს Paul Kalkbrenner-ს თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად უმას­პინ­ძლებს. ერ­თდღი­ა­ნი ივენ­თი Warehouse 7/მე-7 პა­ვი­ლი­ონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

“ამ მას­შტა­ბის არ­ტის­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლია და პირ­ველ რიგ­ში კავ­შირ­შია იმ მო­თხოვ­ნებ­თან, რო­მე­ლიც მას აქვს. Paul Kalkbrenner თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვა და ათა­სო­ბით მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბა”,-ამ­ბო­ბენ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

Warehouse 7/მე-7 პა­ვი­ლი­ო­ნი ახა­ლი სივ­რცეა, სა­დაც 2019 წელს ფეს­ტი­ვალ Summer Set-ის ორი მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. სა­კონ­ცერ­ტო და სა­ფეს­ტი­ვა­ლო სივ­რცედ გა­და­კე­თე­ბუ­ლი ძვე­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რია 10 000-მდე სტუ­მარს იტევს.

“შარ­შან გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შემ­დეგ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლეთ ვე­ნი­უ­ზე მუ­შა­ო­ბა, რომ ის კი­დევ უფრო სრულ­ფა­სო­ვა­ნი გაგ­ვე­ხა­და, ყო­ფი­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რია ამ­ჟა­მად მთლი­ა­ნა­დაა ტრანსფორ­მი­რე­ბუ­ლი, შექ­მნი­ლია ყვე­ლა პი­რო­ბა იმის­თვის, რომ მო­სულ­მა სტუ­მარ­მა თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს: რბი­ლი და სუფ­თა სა­ცეკ­ვაო მო­ე­და­ნი, ად­გი­ლი ქურ­თუ­კე­ბის­თვის, სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი, ად­გი­ლო­ბი­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ცუ­ლია ხმა­უ­რის­გან. ეს უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად 6 მარტს კალ­კბ­რე­ნე­რის ათა­სო­ბით მსმე­ნელს უმას­პინ­ძლებს”,-აცხა­დებს ღო­ნის­ძი­ე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი ნიკა დვა­ლი­ძე.

Paul Kalkbrenner-ის კა­რი­ე­რა ბერ­ლინ­ში, კედ­ლის დან­გრე­ვას­თან ერ­თად და­ი­წყო. 1999 წლი­დან მუ­სი­კოს­მა უკვე სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი შეს­თა­ვა­ზა მსმე­ნელს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მუ­სი­კოსს ფილმმა “Berlin Calling” მო­უ­ტა­ნა, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რიც და მუ­სი­კის ავ­ტო­რიც თა­ვად გახ­ლდათ. ფილ­მის მთა­ვარ­მა სა­უნ­დტრეკ­მა “Sky & Sand” პლა­ტი­ნის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა და 121 კვი­რა დაჰ­ყო ჩარ­ტებ­ში.

Paul Kalkbrenner-ის გარ­და მი­სულ სტუმ­რებს მე­ო­რე ჰედ­ლა­ი­ნე­რი Henry Saiz დახ­ვდე­ბათ, რო­მე­ლიც ელექტრო­ნი­კის, დის­კოს, ჰაუს და ტექ­ნოს ნა­ზა­ვია. სცე­ნას ასე­ვე და­ი­კა­ვებს ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი Tade.

MONUMENT თბი­ლის­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რი­აა, რო­მელ­მაც ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ცნო­ბილ ბენ­დებ­სა და არ­ტის­ტებს სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე უმას­პინ­ძლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია

6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია

6 მარტს ღონისძიებათა სერია Monument გერმანელ ვარსკვლავს Paul Kalkbrenner-ს თბილისში პირველად უმასპინძლებს. ერთდღიანი ივენთი Warehouse 7/მე-7 პავილიონში გაიმართება.

“ამ მასშტაბის არტისტის საქართველოში ჩამოყვანა საკმაოდ რთულია და პირველ რიგში კავშირშია იმ მოთხოვნებთან, რომელიც მას აქვს. Paul Kalkbrenner თბილისში პირველად ჩამოვა და ათასობით მსმენელის წინაშე წარდგება”,-ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

Warehouse 7/მე-7 პავილიონი ახალი სივრცეა, სადაც 2019 წელს ფესტივალ Summer Set-ის ორი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. საკონცერტო და საფესტივალო სივრცედ გადაკეთებული ძველი ქარხნის ტერიტორია 10 000-მდე სტუმარს იტევს.

“შარშან გამართული ღონისძიებების შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ვენიუზე მუშაობა, რომ ის კიდევ უფრო სრულფასოვანი გაგვეხადა, ყოფილი ქარხნის ტერიტორია ამჟამად მთლიანადაა ტრანსფორმირებული, შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ მოსულმა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს: რბილი და სუფთა საცეკვაო მოედანი, ადგილი ქურთუკებისთვის, საპირფარეშოები, ადგილობირივი მოსახლეობა დაცულია ხმაურისგან. ეს უნიკალური ადგილია, რომელიც ამჯერად 6 მარტს კალკბრენერის ათასობით მსმენელს უმასპინძლებს”,-აცხადებს ღონისძიების კომუნიკაციების მენეჯერი ნიკა დვალიძე.

Paul Kalkbrenner-ის კარიერა ბერლინში, კედლის დანგრევასთან ერთად დაიწყო. 1999 წლიდან მუსიკოსმა უკვე საკუთარი ნამუშევრები შესთავაზა მსმენელს. განსაკუთრებული პოპულარობა მუსიკოსს ფილმმა “Berlin Calling” მოუტანა, რომლის მთავარი გმირიც და მუსიკის ავტორიც თავად გახლდათ. ფილმის მთავარმა საუნდტრეკმა “Sky & Sand” პლატინის სტატუსი მოიპოვა და 121 კვირა დაჰყო ჩარტებში.

Paul Kalkbrenner-ის გარდა მისულ სტუმრებს მეორე ჰედლაინერი Henry Saiz დახვდებათ, რომელიც ელექტრონიკის, დისკოს, ჰაუს და ტექნოს ნაზავია. სცენას ასევე დაიკავებს ქართველი არტისტი Tade.

MONUMENT თბილისში დაფუძნებული ღონისძიებათა სერიაა, რომელმაც ბოლო წლების მანძილზე ცნობილ ბენდებსა და არტისტებს სხვადასხვა ლოკაციებზე უმასპინძლა.

"უცნაური ფინალია - თითქოს რუსთავი-თბილისის წინააღმდეგაა" - "დიდი სცენის" ერთადერთი ფინალისტი გოგონა და მისი სამომავლო გეგმები

მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი დაქორწინდნენ - ფოტოები ჯვრისწერიდან

"გილოცავთ, თქვენ მოხვდით შოუშიო... სიხარულისგან ვკიოდი!" - რას ყვება 17 წლის მარიამ ჟორდანია, რომელმაც უკრაინულ "ვოისში" ფურორი მოახდინა