მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერია" - ლევან გოგიჩაიშვილი
"ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერია" - ლევან გოგიჩაიშვილი

ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა თავ­ზე და­იმ­ხოს თა­ვი­სი ავე­ჯი სახ­ლში რომ მივა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბას, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ფრაქ­ცია " და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის" წევ­რი ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ „წლის ბო­ლომ­დე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის მერე, „მატ­რო­სო­ვის“ ცი­ხის კა­რე­ბი ფარ­თოდ გა­ი­ღე­ბა“.

გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ორ­მა­გი თა­მა­შის შე­დე­გია.

"ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" არას­წო­რი პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­ზეც მი­ვუ­თი­თებ­დით ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დაბ­რუნ­და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ. მი­ვუ­თი­თებ­დით იმ მარ­თვის კრი­ზის­ზე, რო­მე­ლიც მან აირ­ჩია ორ­მა­გი თა­მა­შე­ბით - ხან "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ეთა­მა­შა, ხან "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს", ხან იმ მექ­რთა­მე ყო­ფილ ჩი­ნოვ­ნი­კებს გა­უ­რიგ­და, მერე ვი­ღაც კე­ზე­რაშ­ვილ­თან და­ლაგ­და, ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო მო­ა­გე­ბი­ნა...

აი, ამ ორ­მაგ­მა თა­მაშ­მა გა­მო­იწ­ვია ის, რომ დღეს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გვე­მუქ­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს დამ­ხო­ბით. ე.ი. ჩვენ ტყუ­ი­ლად ვწვა­ლობთ, მო­დე­ლებს ვე­ძებთ, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ვა­ტა­როთ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი და უცებ გა­მო­დის მე­რა­ბიშ­ვი­ლი და გვთა­ვა­ზობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის ძა­ლი­ან მარ­ტივ რე­ცეპტს დამ­ხო­ბით. თავ­ზე და­იმ­ხოს თა­ვი­სი ავე­ჯი ახლა სახ­ლში რომ მივა. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­სამ­ხო­ბი არა­ფე­რი არ არის ამ ქვე­ყა­ნა­ში.

ჩვენ გვჭირ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბი და გვჭირ­დე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბას და ამ ქვე­ყა­ნა­ში დამ­თავ­რდეს სა­მუ­და­მოდ ის, რომ „ვაის“ რომ გა­ეყ­რე­ბი, „უის“ შე­ეყ­რე­ბი. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­სამ­ხო­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რა­საც ის ფლობს,"- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ შან­სებს, გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ასე­თი შან­სე­ბი შე­საძ­ლოა, მას ჰქონ­დეს.

"ადა­მი­ა­ნე­ბი დახ­ვდნენ და მო­წონთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხო­ცავ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებს. არი­ან ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, გერ­მა­ნი­ა­შიც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­მერ­თე­ბენ ჰიტ­ლერს და ელო­დე­ბი­ან, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა, რომ გა­ა­კე­თოს კონცლა­გე­რე­ბი და და­ხო­ცოს ხალ­ხი. ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან რო­გორც ჩანს, რომ­ლე­ბიც ამის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი არის სა­მარ­ცხვი­ნო ლაქა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ძა­ლი­ან მძი­მე ადა­მი­ა­ნი," - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხი­დან ახ­ლად გა­მო­სულ­მა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვას გეგ­მავს. მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას პი­რო­ბა მის­ცა, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 1 წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა".

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
/
8

me rogorc ara politikosi is gavige rom kargad ertobian ertmanetshi. da xalxic mataaa ayolili.

.
116

ვანოს აქვს როგორც მოქმედი ასევე ყოფილი პოლიციელების მხარდაჭერა და ეს კი ძალიან დიდი ძალაა... გამგები გაიგებს...............................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერია" - ლევან გოგიჩაიშვილი

"ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერია" - ლევან გოგიჩაიშვილი

ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა. ჩვენ გვჭირდება, რომ ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას, - ასე ეხმიანება ფრაქცია " დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ „წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, „მატროსოვის“ ციხის კარები ფართოდ გაიღება“.

გოგიჩაიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილის ასეთი განცხადებები "ქართული ოცნების" ორმაგი თამაშის შედეგია.

"ეს არის "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკა, რომელზეც მივუთითებდით ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ. მივუთითებდით იმ მართვის კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით - ხან "ნაციონალებს" ეთამაშა, ხან "ევროპულ საქართველოს", ხან იმ მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა, მერე ვიღაც კეზერაშვილთან დალაგდა, ყველა სასამართლო მოაგებინა...

აი, ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით. ე.ი. ჩვენ ტყუილად ვწვალობთ, მოდელებს ვეძებთ, რომ დემოკრატიულად ჩავატაროთ ქვეყანაში არჩევნები და უცებ გამოდის მერაბიშვილი და გვთავაზობს ხელისუფლების შეცვლის ძალიან მარტივ რეცეპტს დამხობით. თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი ახლა სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში.

ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული განვითარება, არჩევნები და გვჭირდება ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას და ამ ქვეყანაში დამთავრდეს სამუდამოდ ის, რომ „ვაის“ რომ გაეყრები, „უის“ შეეყრები. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ის ფლობს,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებს, გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ასეთი შანსები შესაძლოა, მას ჰქონდეს.

"ადამიანები დახვდნენ და მოწონთ ადამიანი, რომელიც ხოცავდა წლების განმავლობაში ადამიანებს. არიან ასეთი ადამიანები, გერმანიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც აღმერთებენ ჰიტლერს და ელოდებიან, როდის დაბრუნდება, რომ გააკეთოს კონცლაგერები და დახოცოს ხალხი. ადამიანები არიან როგორც ჩანს, რომლებიც ამისგან სიამოვნებას იღებენ. ვანო მერაბიშვილი არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში, ძალიან მძიმე ადამიანი," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება".

LIVE: 360 გრადუსი - გია ხუხაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ექიმი-ინფექციონისტი პაატა ვეფხვაძე

გია ბარამიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინის რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე