სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად რეკორდული ღირებულების მიწის ნაკვეთი გაყიდა - ვის გადაეცემა მიწები სიმბოლურ ფასად
2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად რეკორდული ღირებულების მიწის ნაკვეთი გაყიდა - ვის გადაეცემა მიწები სიმბოლურ ფასად

2019 წელს სა­ხელ­მწი­ფომ 1 ლა­რად ჯამ­ში 85 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი გა­ყი­და, რაც ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ინ­ფორ­მა­ცია 1 ლა­რად პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ „სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან“ გა­მო­ი­თხო­ვა.

რო­გორც უწყე­ბის მიერ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, სა­ა­გენ­ტომ სხვა­დას­ხვა საპ­რი­ვა­ტი­ზე­ბო პი­რო­ბე­ბით, ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 ლა­რად, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს შე­ფა­სე­ბით, 100 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი გა­ას­ხვი­სა.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ 1 ლა­რად გას­ხვი­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის ნა­წი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ, რამ­დე­ნა­დაც პრი­ვა­ტი­ზე­ბამ­დე შე­ფა­სე­ბა არ მომ­ხდა­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა 2019 წელს სიმ­ბო­ლურ ფა­სად გა­ყი­დულ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბას, 2019 წლის 8 აპ­რილს სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს” 1 დო­ლა­რად გა­და­ე­ცა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­იშ­ში 97 კვ.მ. და სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მდე­ბა­რე 213 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის ნაკ­ვე­თი, ჯა­მუ­რი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 6 300 ლარი. ასე­ვე კომ­პა­ნი­ას დე­კემ­ბერ­ში 10 ერ­თე­უ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი გა­და­ე­ცა 1 დო­ლა­რად, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 5 652 345 ლა­რია.

15 მა­ისს შპს „ორბი ჯგუ­ფი ბახ­მა­რო“ -ს 1 ლა­რად გა­და­ე­ცა ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კუ­რორტ ბახ­მა­რო­ში, მდე­ბა­რე 43 269 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი­სა და მათ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი, რო­მელ­თა სა­ერ­თო სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 7 123 400 ლარს შე­ად­გენს.

25 მა­ისს ქუ­თა­ის­ში, ავ­ტომ­შე­ნებ­ლის ქუჩა N41-ში არ­სე­ბუ­ლი 1001522 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი 1 ლა­რად გა­და­ე­ცა შპს „ბიგ სერ­ვი­სი“-ს, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის 1 კვ.მ. ფარ­თის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ყო­ფამ­დე, სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ შე­ად­გენ­და 68.13 ლარს. ანუ ჯა­მუ­რად 1 ლა­რად გა­ყი­დუ­ლი მი­წის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 68 233 693 ლა­რია.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2019 წელს სა­ა­გენ­ტოს „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ მიერ სხვა­დას­ხვა სა­წარ­მოს მო­წყო­ბის მიზ­ნით, 1 ლა­რად 2 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბაა ბიზ­ნე­სის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სუ­ლი წლე­ბის სტა­ტის­ტი­კას, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, ჯამ­ში:

  • 2015 წელს 1 ლა­რად 3 467 056 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბაა გა­ყი­დუ­ლი
  • 2016 წელს 9 225 999 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის
  • 2017 წელს 1 476 583 ლა­რის
  • 2018 წელს - 4 022 168 ლა­რის
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოცებს.!
0

 რეგიონებში მიწის განაწილებაში ვხედავ კომენტარებიდან უსამართლობას. ისე კი ხეების გადატანის დროს ძალიან უსინდისოდ ექცეოდნენ მოსახლეობას. კი ზოგს კომპენსაცია მიცეს , მაგრმ მე არანაირ კომპენსაციაზე არ დავთანხმდები და ამაზე იცით ვისთანაც ვთქვი ყველას გაეცინა " სულ შენ შეგეკითხებიანო !! წარმოგიდგენიათ საზოგადიება რა დღეშია. როგორ თუ ჩამომაჭრიან! ჩამოგაჭრიან კი არა თავსაც წაგაჭრიანო!! ყოჩაღ ქოცებო მაგრები ხართ!

ემიგრანტი
0

კი ალექს ბატონი ამათი მომრევი გამოჩნდებაო!!! როგორ არა უტას ამზადებს ბიძო არ გჯერა დაიჯერე არ ვიცი რა გამოუვა ეს იდიოტები ისე ატინგიცდებიან ხოლმე ვის მიცემენ ხმას კაცმა არ იცის. მიწები კი არა რომ მოეწონოთ ვინმეს ცოლი იმასაც აახევენ ისეთბად ჩამოყალობდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად რეკორდული ღირებულების მიწის ნაკვეთი გაყიდა - ვის გადაეცემა მიწები სიმბოლურ ფასად

2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად რეკორდული ღირებულების მიწის ნაკვეთი გაყიდა - ვის გადაეცემა მიწები სიმბოლურ ფასად

2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად ჯამში 85 მილიონ ლარამდე ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

ინფორმაცია 1 ლარად პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, „ინტერპრესნიუსმა“ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა.

როგორც უწყების მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, სააგენტომ სხვადასხვა საპრივატიზებო პირობებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 ლარად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გაასხვისა.

ამასთან, აღსანიშნავია რომ 1 ლარად გასხვისებული ქონების ნაწილის ღირებულების შესახებ სააგენტოში ინფორმაციას არ ფლობენ, რამდენადაც პრივატიზებამდე შეფასება არ მომხდარა.

რაც შეეხება 2019 წელს სიმბოლურ ფასად გაყიდულ სახელმწიფო ქონებას, 2019 წლის 8 აპრილს სს „ნენსკრა ჰიდროს” 1 დოლარად გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში 97 კვ.მ. და სოფელ ჭუბერში მდებარე 213 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჯამური საბაზრო ღირებულება - 6 300 ლარი. ასევე კომპანიას დეკემბერში 10 ერთეული მიწის ნაკვეთი გადაეცა 1 დოლარად, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 5 652 345 ლარია.

15 მაისს შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“ -ს 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, მდებარე 43 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 7 123 400 ლარს შეადგენს.

25 მაისს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში არსებული 1001522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა შპს „ბიგ სერვისი“-ს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, აღნიშნული უძრავი ქონების 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება დაყოფამდე, საორიენტაციოდ შეადგენდა 68.13 ლარს. ანუ ჯამურად 1 ლარად გაყიდული მიწის საბაზრო ღირებულება 68 233 693 ლარია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ სხვადასხვა საწარმოს მოწყობის მიზნით, 1 ლარად 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებაა ბიზნესისთვის გადაცემული.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ჯამში:

  • 2015 წელს 1 ლარად 3 467 056 ლარის ღირებულების ქონებაა გაყიდული
  • 2016 წელს 9 225 999 ლარის ღირებულების
  • 2017 წელს 1 476 583 ლარის
  • 2018 წელს - 4 022 168 ლარის