სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვისაც "სითი პარკის" ჯარიმები აქვს
სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვისაც "სითი პარკის" ჯარიმები აქვს

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათ შეძ­ლეს კომ­პა­ნია „სითი პარკთან“ მო­ლა­პა­რა­კე­ბა და ამ­ჟა­მად არც სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს დავა და არც სა­არ­ბი­ტა­ჟო­ში აპი­რებს კომ­პა­ნია წას­ვლას. ამის შე­სა­ხებ კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ, მათ კომ­პა­ნი­ის­გან წა­მო­ი­ღეს პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მის სა­მარ­თა­ვად ყვე­ლა სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და გა­მო­ის­ყი­დეს ათა­სო­ბით ჯა­რი­მის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა.

„სითი პარკთან“ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 2007 წელს და­ი­დო, ჩვენ 2018 წლის 10 აპ­რილს გავ­წყვი­ტეთ ცალ­მხრი­ვად. კომ­პა­ნი­ამ და­ი­წყო სა­სა­მარ­თლო­ში დავა და ემ­ზა­დე­ბო­და სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო­ში წა­სას­ვლე­ლად, თუმ­ცა მო­ვა­ხერ­ხეთ ის, რომ მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით არც სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს დავა და არც არ­ბიტ­რაჟ­ში წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბა ეს კომ­პა­ნია. მოხ­და მო­რი­გე­ბა, რის შე­დე­გა­დაც მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვენ წა­მო­ვი­ღეთ ევა­კუ­ა­ტო­რე­ბი, სამ­კერ­დე კა­მე­რე­ბი, ტერ­მი­ნა­ლე­ბი და სხვა სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ამ სის­ტე­მის სა­მარ­თა­ვად არის სა­ჭი­რო. ასე­ვე შე­ვის­ყი­დეთ, ათა­სო­ბით ჯა­რი­მის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა, ეს არის თა­ვის დრო­ზე კომ­პა­ნია „სითი პარ­კის“ მიერ გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს ჯა­რი­მე­ბი ლა­ხავ­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბებს და ეს იყო ერთ-ერთი მი­ზე­ზი კომ­პა­ნი­ის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის. დღეს ამ საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს ჩვე­ნი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია „თბი­ლი­სი პარ­კინ­გი“, - გნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

კა­ლა­ძის თქმით, მო­ქა­ლა­ქე­ებს ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ ის ჯა­რი­მე­ბი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ამ კომ­პა­ნია „სითი პარ­კის­გან“ გა­მო­ის­ყი­და.

„მე რად­გან ვსა­უბ­რობ­დი ჯა­რი­მებ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ წა­მო­ვი­ღეთ ამ ჯა­რი­მე­ბი­დან თან­ხე­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა დღეს თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ეკუთ­ვნის და მინ­და გა­ვაჟ­ღე­რო ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად მინ­და და­ვა­ვა­ლო ვიცე მერს ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს, რომ მო­ამ­ზა­დოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა და მო­ვახ­დი­ნოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯა­რი­მე­ბის ამ­ნის­ტია. მო­ქა­ლა­ქე­ებს ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ ეს ჯა­რი­მე­ბი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 850 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სულ კვი­რას თბი­ლი­სის მე­რი­ამ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ კომ­პა­ნია „სითი პარ­კმა“ დავა შე­წყვი­ტა.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ერთი მხრივ, მე­რი­ა­სა და და­ქი­რა­ვე­ბულ იუ­რი­დი­ულ კომ­პა­ნი­ას, მე­ო­რე მხრივ კი, მე­რი­ა­სა და „სითი პარკს“ შო­რის წარ­მო­ე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, კომ­პა­ნია „სითი პარ­კმა“ უკან გა­იხ­მო სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი სა­ჩი­ვა­რი და უარი გა­ნა­ცხა­და სა­არ­ბიტ­რა­ჟო და­ვა­ზე.

„შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ამ, პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მის მარ­თვი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან, კომ­პა­ნია „სითი პარკს“ გა­და­უ­ხა­და ოთხი მი­ლი­ონ სა­მა­სი ათა­სი (4 300 000) აშშ დო­ლა­რი, რის სა­ნაც­ვლო­დაც მი­ი­ღო კომ­პა­ნია „სითი პარ­კის“ კუთ­ვნი­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვე­ბი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
92

ტრენდ, სელფის ჯოხით არ ჯობდა?!

tngh
20

რატომ აყოვნებენ ღრმად პატივცემული ცნობილი "მეგრანტეები" საგანგებო განცხადების გაკეთებას ამომრჩეველთა მოსყიდვის ჯერ არნახული ფაქტის შესახებ???

ავტორი:

სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვისაც "სითი პარკის" ჯარიმები აქვს

სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვისაც "სითი პარკის" ჯარიმები აქვს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მათ შეძლეს კომპანია „სითი პარკთან“ მოლაპარაკება და ამჟამად არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და არც საარბიტაჟოში აპირებს კომპანია წასვლას. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, შეთანხმების შემდეგ, მათ კომპანიისგან წამოიღეს პარკირების სისტემის სამართავად ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და გამოისყიდეს ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება.

„სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება, რომელიც 2007 წელს დაიდო, ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს გავწყვიტეთ ცალმხრივად. კომპანიამ დაიწყო სასამართლოში დავა და ემზადებოდა საარბიტრაჟო სასამართლოში წასასვლელად, თუმცა მოვახერხეთ ის, რომ მოვილაპარაკეთ. დღეის მდგომარეობით არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადება ეს კომპანია. მოხდა მორიგება, რის შედეგადაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წამოვიღეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ სისტემის სამართავად არის საჭირო. ასევე შევისყიდეთ, ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება, ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს ჩვენი სატრანსპორტო კომპანია „თბილისი პარკინგი“, - გნაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ის ჯარიმები, რომელიც თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“ გამოისყიდა.

„მე რადგან ვსაუბრობდი ჯარიმებზე, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ ამ ჯარიმებიდან თანხების მოთხოვნის უფლება დღეს თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მინდა გავაჟღერო ჩვენი გადაწყვეტილება, პარალელურად მინდა დავავალო ვიცე მერს ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია. მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები, რომელიც დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულებისაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთი მხრივ, მერიასა და დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას, მეორე მხრივ კი, მერიასა და „სითი პარკს“ შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე.

„შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები", - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: 360 გრადუსი - ზურაბ ჯაფარიძე, თაკო ჩარკვიანი, დავით მათიკაშვილი

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

სოფიო ხუნწარია განმარტავს, რატომ დატოვა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა - "გთხოვთ, ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია"