სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება
უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება

კომ­პა­ნია „თბი­ლი­სი ენერ­ჯიმ“, უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან ერ­თად, დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ხის შეხ­ვედ­რე­ბი და­ი­წყო.

სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქა­რის სე­ზო­ნის დროს. სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ნად­გა­რე­ბის სახ­ლში მონ­ტა­ჟის შემ­თხვე­ვა­ში კი ქა­რი­ა­ნი ამინ­დი ბი­ნა­ში CO-ს დაგ­რო­ვე­ბის საფრ­თხეს მი­ნი­მუმ 10-ჯერ ზრდის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, უშუ­ა­ლოდ შეხ­ვდეს სხვა­დას­ხვა უბ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას და პი­რა­დად აუხ­სნას აბო­ნენ­ტებს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. მო­რი­გი შეხ­ვედ­რა სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ი­ო­ნი სტა­ტის­ტი­კით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში უბა­ნია, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ხში­რად თვით­ნე­ბუ­რად, კუს­ტა­რუ­ლად აერ­თებს ქსელ­ზე გა­ზის და­ნად­გა­რებს და საფრ­თხეს უქ­მნის სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­ზობ­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს. უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა დღეს, 19 თე­ბერ­ვალს 16:00 სა­ათ­ზე, ვარ­კე­თი­ლის ზ/პლა­ტო კორპ. 41-თან გა­ი­მარ­თე­ბა.

„თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან და გა­ზის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, უსაფრ­თხო­ე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნი სა­ლო­მე ვარ­დი­აშ­ვი­ლი, რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი კახა სამ­ხა­რა­ძე, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი.

„თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, პა­რა­ლე­ლუ­რად, იწყე­ბენ უსაფრ­თხო­ე­ბის კამ­პა­ნი­ას თბი­ლი­სის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. უფ­როსკლა­სე­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­ზის უსაფრ­თხო მოხ­მა­რე­ბა­ზე მას­ტერკლა­სებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ. ღია წვის კა­მე­რი­ა­ნი აკ­რძა­ლუ­ლი და სა­ხი­ფა­თო და­ნად­გა­რე­ბი, თვით­ნე­ბუ­რად, კუს­ტა­რუ­ლად და­ერ­თე­ბუ­ლი გაზ­გა­მათ­ბობ­ლე­ბი და წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლე­ბი - ეს ის პრობ­ლე­მე­ბია, რომ­ლებ­საც კომ­პა­ნია „თბი­ლი­სი ენერ­ჯი“ მაქ­სი­მა­ლურ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს. კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ამოწ­მე­ბენ აბო­ნენ­ტებს, ქსე­ლი­დან ხსნი­ან სა­ხი­ფა­თო და­ნად­გა­რებს და აფრ­თხი­ლე­ბენ საფრ­თხე­ებ­ზე. ამის მი­უ­ხე­და­ვად ხში­რია „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა. სტა­ტის­ტი­კა მე­ტყვე­ლებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად დიდი საფრ­თხი­სა, აბო­ნენ­ტთა ნა­წი­ლი მა­ინც ცდი­ლობს ქსე­ლი­დან ჩახ­სნი­ლი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ნად­გა­რე­ბის კუს­ტა­რუ­ლად, თვით­ნე­ბუ­რად და­ერ­თე­ბას.

სა­კონ­ტაქ­ტო პირი მა­რი­ამ მუ­რა­დაშ­ვი­ლი ტ. 574229858

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება

უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება

კომპანია „თბილისი ენერჯიმ“, უსაფრთხოების ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად, დედაქალაქის მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრები დაიწყო.

საინფორმაციო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქარის სეზონის დროს. სიცოცხლისთვის საშიში დანადგარების სახლში მონტაჟის შემთხვევაში კი ქარიანი ამინდი ბინაში CO-ს დაგროვების საფრთხეს მინიმუმ 10-ჯერ ზრდის. აქედან გამომდინარე, „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, უშუალოდ შეხვდეს სხვადასხვა უბნის მოსახლეობას და პირადად აუხსნას აბონენტებს სპეციალისტების რჩევების გათვალისწინების აუცილებლობა. მორიგი შეხვედრა სამგორის რაიონში გაიმართება. აღნიშნული რაიონი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე საშიში უბანია, სადაც მოსახლეობა ხშირად თვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელზე გაზის დანადგარებს და საფრთხეს უქმნის საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს. უსაფრთხოების საინფორმაციო შეხვედრა დღეს, 19 თებერვალს 16:00 საათზე, ვარკეთილის ზ/პლატო კორპ. 41-თან გაიმართება.

„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელებთან და გაზის სპეციალისტებთან ერთად, უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობენ: ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საკრებულოს წევრები და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები, პარალელურად, იწყებენ უსაფრთხოების კამპანიას თბილისის საჯარო სკოლებში. უფროსკლასელებისთვის სპეციალისტები გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ. ღია წვის კამერიანი აკრძალული და სახიფათო დანადგარები, თვითნებურად, კუსტარულად დაერთებული გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები - ეს ის პრობლემებია, რომლებსაც კომპანია „თბილისი ენერჯი“ მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს. კომპანიის სპეციალისტები ყოველდღიურად ამოწმებენ აბონენტებს, ქსელიდან ხსნიან სახიფათო დანადგარებს და აფრთხილებენ საფრთხეებზე. ამის მიუხედავად ხშირია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტების რჩევების იგნორირება. სტატისტიკა მეტყველებს, რომ მიუხედავად დიდი საფრთხისა, აბონენტთა ნაწილი მაინც ცდილობს ქსელიდან ჩახსნილი სიცოცხლისთვის საშიში დანადგარების კუსტარულად, თვითნებურად დაერთებას.

საკონტაქტო პირი მარიამ მურადაშვილი ტ. 574229858

NS

საერთაშორისო განათლების გამოფენა - " სწავლა საზღვარგარეთ ტოპ უნივერსიტეტებში, კოლეჯებში და საზაფხულო სკოლებში"

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება დაიწყო