პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს
"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს

ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე ლუკა ბუს­კი­ვა­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ვან­დერ­ბილ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (Vanderbilt University) სწავ­ლას სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით გა­აგ­რძე­ლებს. 17 წლის ლუ­კამ, რო­მელ­საც კო­მა­რო­ვის სკო­ლა ჯერ არ და­უმ­თავ­რე­ბია, წე­ლი­წად­ში 80 ათა­სი დო­ლა­რის და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა.

ვან­დერ­ბილ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა აგ­ვის­ტოს ბო­ლოს იწყე­ბა, გაგ­ზავ­ნილ აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე კი ლუ­კამ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ი­ღო.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე სა­კუ­თარ ამ­ბავს AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა:

- რა­ტომ აირ­ჩიე ვან­დერ­ბილ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და რო­გორ მი­ი­ღე და­ფი­ნან­სე­ბა?

- ყვე­ლა­ფე­რი ორი წლის წინ და­ი­წყო, როცა ვან­დერ­ბილ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, მე­გობ­რის, ლუკა გურ­გე­ნი­ძის­გან, რო­მე­ლიც იქ სწავ­ლობს და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლეა. ლუ­კაც კო­მა­რო­ვე­ლი იყო და მან ამე­რი­კა­ში წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე მო­მიყ­ვა. სწო­რედ ამის მერე და­ვი­წყე მზა­დე­ბა. სა­ჭი­რო იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა - TOEFL, რომ­ლი­თაც ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნას ამოწ­მე­ბენ, და SAT - უნა­რე­ბი ინ­გლი­სუ­რად.

ამ გა­მოც­დებ­ში მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი მი­ვი­ღე, შემ­დეგ იყო აპ­ლი­კა­ცი­ის გაგ­ზავ­ნის ეტა­პი, რაც მო­ი­ცავ­და ეს­სეს, მას­წავ­ლებ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, აქ­ტი­ვო­ბებს, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს, ასე­ვე, სა­ფი­ნან­სო ფორ­მებს, თუ რა და­ფი­ნან­სე­ბა მჭირ­დე­ბო­და და რამ­დე­ნის გა­დახ­და შეგ­ვეძ­ლო.

ვან­დერ­ბილ­ტი ერთ-ერთი პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია ამე­რი­კა­ში, ამი­ტომ, ძვი­რია - წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 74 ათა­სი დო­ლა­რი ღირს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ამ­დე­ნის გა­დახ­და არ შე­უძ­ლია, არც ჩემს ოჯახს შე­ეძ­ლო. მი­ვუ­თი­თე, რომ წე­ლი­წად­ში 1700 დო­ლა­რის გა­დახ­დას შევ­ძლებ­დი, რაც 74 000 დო­ლარ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან ცო­ტაა და ნიშ­ნავ­და, რომ დიდი და­ფი­ნან­სე­ბა მჭირ­დე­ბო­და.

უნი­ვერ­სი­ტე­ტიც ბიზ­ნე­სია და რაც უფრო ნაკ­ლებს იხდი, მით ნაკ­ლე­ბი შან­სი გაქვს, მოხ­ვდე, თა­ნაც - ქარ­თვე­ლი ამე­რი­კა­ში... სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 13 თე­ბერ­ვალს პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და, რომ მხო­ლოდ 74 ათასს კი არა, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ წელს 80 000 დო­ლარს მაძ­ლე­ვენ, რათა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა და მგზავ­რო­ბის ფუ­ლიც მქონ­დეს. სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა და შე­იძ­ლე­ბა, და­ფი­ნან­სე­ბის თან­ხაც ყო­ველ წელს გა­ი­ზარ­დოს.

- სკო­ლას წელს ამ­თავ­რებ?

- დიახ, მე-12 კლას­ში ვარ, ატეს­ტა­ტი არც მაქვს. მთხო­ვენ, რომ წლის ბო­ლოს მი­ღე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბიც გა­ვუგ­ზავ­ნო, რათა იცოდ­ნენ, რომ ისე­ვე წარ­მა­ტე­ბით და­ვამ­თავ­რე სკო­ლა, არ მოვ­დუნ­დი. იმ შე­თხვე­ვა­ში, თუ 5-ები და 6-ები გა­მომ­ყვე­ბა, რაც ძა­ლი­ან და­ბა­ლი ნიშ­ნე­ბია, შე­იძ­ლე­ბა, უარი მი­თხრან, შენ მო­უ­კე­ლი სწავ­ლას და აღარ გვინ­და ჩა­მოხ­ვი­დეო. მაგ­რამ ახლა მი­ღე­ბუ­ლი ვარ და წე­სით, სტუ­დენ­ტი ვარ.

აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი ბევ­რმა გა­ვაგ­ზავ­ნეთ, მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იმა­ტებს, რად­გან ხე­და­ვენ, რამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ ის ბავ­შვე­ბი, ვინც აპ­ლი­კა­ცი­ებს ამე­რი­კა­ში გზავ­ნი­ან. სხვა სკო­ლე­ბი­დან ჯერ არ მსმე­ნია, მაგ­რამ რო­გორც ვიცი, მე-12 კლა­სე­ლებს შო­რის კო­მა­რო­ვი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით მარ­ტო მე ვარ, ვინც ამე­რი­კა­ში მი­დის.

- სად მდე­ბა­რე­ობს ვან­დერ­ბილ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ძი­რი­თა­დად, რა ფა­კულ­ტე­ტე­ბია და შენ რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა აირ­ჩიე?

- ტე­ნე­სის შტა­ტის დე­და­ქა­ლაქ­ში, ნეშ­ვილ­ში მივ­დი­ვარ სას­წავ­ლებ­ლად. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა ფა­კულ­ტე­ტია, თუმ­ცა არ­ჩე­ვა პირ­ვე­ლი­ვე წელს არ ხდე­ბა. ინ­ჟი­ნე­რი­ის სკო­ლა ავირ­ჩიე და ალ­ბათ, კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბას, მა­თე­მა­ტი­კას და ბიზ­ნესს ერ­თდრო­უ­ლად ვის­წავ­ლი.

- სკო­ლა­ში ალ­ბათ, ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­დი... სხვა რა ინ­ტე­რე­სე­ბი გქონ­და, თუნ­დაც სა­ნამ ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ გა­ი­გებ­დი?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამე­რი­კა­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, არც ვი­ცო­დი. მე­გო­ნა, ყვე­ლა­ზე მეტი ფული ვი­საც ჰქონ­და, ის მი­დი­ო­და, მეტი არა­ფე­რი ვი­ცო­დი არც TOEFL-ის და არც - SAT-ის შე­სა­ხებ. უბ­რა­ლოდ, მე­გო­ბარ­მა მო­მიყ­ვა...

სამ­წუ­ხა­როდ, მე­ა­თე კლა­სამ­დე სა­შუ­ა­ლო დო­ნის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, მა­ღა­ლი ნიშ­ნე­ბი არ მქონ­და, ამი­ტო­მაც ვამ­ბობ - ჩემი ის­ტო­რია იმი­თაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ ნე­ბის­მი­ერ ბავ­შვს შე­უძ­ლია, ის გა­ა­კე­თოს, რაც მე გა­ვა­კე­თე, რად­გან სხვის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ

მეშ­ვი­დე, მერ­ვე და მე­ცხრე კლა­სის სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­ებს სა­ხელ­მწი­ფო კომ­პი­უ­ტერს აძ­ლევს, ჩემ­თვის კი ესეც არ მო­უ­ცი­ათ, რად­გან მე­ა­თე კლა­სამ­დე მა­ღა­ლი ნიშ­ნე­ბი არ მქონ­და, მაგ­რამ მერე, რო­დე­საც უკვე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი და­ვი­სა­ხე და ვი­ცო­დი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მე­და­ლო­სა­ნიც გავ­ხდი.

თუმ­ცა, ისი­ნი მხო­ლოდ ნიშ­ნებს არ აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას, ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რას აკე­თებ სკო­ლის გა­რეთ, რო­გო­რი ესსე და­წე­რე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი რო­გორ გა­ხა­სი­ა­თე­ბენ და ინ­ტერ­ვი­უ­ზე რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი ჩან­ხარ.

აშშ-ს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ცი­ლე­ბით დიდი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეძე­ბენ ბავ­შვებს, რომ­ლებ­ზეც ფიქ­რო­ბენ, რომ მათ შე­იძ­ლე­ბა რამე შეც­ვა­ლონ. მრა­ვალ­მხრივ კარგ ბავ­შვს ირ­ჩე­ვენ, ამი­ტომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ნიშ­ნე­ბის და ქუ­ლე­ბის გამო არ ავურ­ჩე­ვი­ვარ, თუმ­ცა ესეც და­მეხ­მა­რა, რად­გან გა­მოც­დებ­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი მქონ­და.

- შე­გიძ­ლია, გა­მო­ყო, კი­დევ რო­გორ წარ­მო­ა­ჩი­ნე თავი, მა­გა­ლი­თად, სკო­ლის გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით?

- სკო­ლის თვით­მმარ­თვე­ლი ვარ, თავ­მჯდო­მა­რე ვარ, ასე ვთქვათ ბავ­შვე­ბის "მთავ­რო­ბის". სკო­ლა­ში რა პრო­ცე­სე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს, იქ­ნე­ბა კლუ­ბე­ბი თუ ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, ოლიმ­პი­ა­დე­ბი - ამ ყვე­ლაფ­რის მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ლა­ვართ. ეს ერთ-ერთი იყო, რაც და­მეხ­მა­რა. ასე­ვე, პო­ლი­ტი­კის და დე­ბა­ტე­ბის ტურ­ნი­რებ­ში ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­მელ­შიც ყო­ველ­თვის ვი­მარ­ჯვებ­დი ან ძა­ლი­ან მა­ღალ პო­ზი­ცი­ას ვი­კა­ვებ­დი.

ხში­რად ვი­ყა­ვი მო­ხა­ლი­სეც, და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ქველ­მოქ­მე­დე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცია Helping Hands-შიც ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. კი­დევ რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო, მა­გა­ლი­თად, სპექ­ტაკ­ლე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ კო­მა­როვ­ში, მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი, ეს ბევ­რი რამ შეგ­როვ­და და გა­ვაგ­ზავ­ნე.

- რა გეგ­მე­ბი და მიზ­ნე­ბი გაქვს იმ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა პე­რი­ოდ­შიც აშშ-ში ის­წავ­ლი და მას შემ­დეგ?

- ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, რომ ჩემი ნიჭი და მონ­დო­მე­ბა, მიზ­ნე­ბი უფრო კარ­გად წარ­მო­ვა­ჩი­ნო და ასე­თი შან­სის გა­მო­ყე­ნე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ და მინ­და, რომ სა­უ­კე­თე­სო, მაქ­სი­მა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბი მქონ­დეს. ამავდრო­უ­ლად, ზა­ფხუ­ლის 4-თვი­ან არ­და­დე­გებ­ზე რა­ი­მე ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ა­ში და­ვი­წყო მუ­შა­ო­ბა, იმის­თვის, რომ რო­დე­საც ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტს და­ვამ­თავ­რებ, ნიშ­ნებ­თან ერ­თად, გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გეგ­მებს, რო­გორც ვიცი, ამე­რი­კა­ში სა­მუ­შა­ოდ დარ­ჩე­ნის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეძ­ლე­ვა, მას შემ­დეგ კი ვიზა უქ­მდე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა ჩა­მო­ვი­დე, ან ამე­რი­კა­ში ისე­თი სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვო, რო­მე­ლიც ახა­ლი ვი­ზის მი­ღე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ვგეგ­მავ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დე, რად­გან იქ გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა მინ­და, შემ­დეგ კი აქ, ჩე­მებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა მსურს.

სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლაა, მაგ­რამ მინ­და, ფი­ნან­სუ­რად ისე ვიყო, რომ არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ იყოს ჩემი შვი­ლე­ბის­თვის ისე­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მის­თვის, რო­გო­რიც მე ჩემ­მა მშობ­ლებ­მა მომ­ცეს.

- რა რჩე­ვებს მის­ცემ თა­ნა­ტო­ლებს, ვინც არ იცის მსგავ­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ, ან იცის, თუმ­ცა სა­სურ­ველ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა სწავ­ლის მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გამო არა­რე­ა­ლუ­რად ეჩ­ვე­ნე­ბა?

- მე იმის მა­გა­ლი­თი ვარ, რომ არც ფული მქონ­და, არც გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი სკო­ლა­ში - სხვა ბავ­შვე­ბი ნაკ­რე­ბებ­ში იყ­ვნენ და უფრო კარგ მოს­წავ­ლე­ე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ჩემი მონ­დო­მე­ბი­თა და შრო­მით და­ვი­ნა­ხე, რომ მეც მქონ­და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სხვა რა­მე­საც ხე­დავ­დნენ.

ახ­ლაც ვფიქ­რობ, რად­გან მე შევ­ძე­ლი და გა­მო­მი­ვი­და, ნე­ბის­მი­ერს გა­მო­უ­ვა, თუ მო­ინ­დო­მებს! ამი­ტომ, რჩე­ვა ერ­თია: თუ მარ­თლა აქვთ მი­ზა­ნი, გა­აგ­რძე­ლონ ამე­რი­კა­ში ან სა­ზღვარ­გა­რეთ ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლა, ის ფიქ­რი დაბ­რკო­ლე­ბა არ უნდა იყოს, რომ "უკვე გვი­ა­ნი ხომ არ არის, ახლა ვე­ღარ შევ­ძლებ, სხვა ბავ­შვე­ბი მჯობ­ნი­ან" და ა.შ. ეს ჩემ­თვის დაბ­რკო­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა და მა­ინც შევ­ძე­ლი, რად­გან მო­ვინ­დო­მე. მგო­ნია, ყვე­ლამ უნდა მო­ინ­დო­მოს, თუ ეს მათი მი­ზა­ნია და აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­უ­ვათ!

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1
78

ლაო- ლაო

დადუ
1

წარმატებები, ყოჩაღი ბიჭი ხარ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს

"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს

ქართველი მოსწავლე ლუკა ბუსკივაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვანდერბილტის უნივერსიტეტში (Vanderbilt University) სწავლას სრული დაფინანსებით გააგრძელებს. 17 წლის ლუკამ, რომელსაც კომაროვის სკოლა ჯერ არ დაუმთავრებია, წელიწადში 80 ათასი დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

ვანდერბილტის უნივერსიტეტში სწავლა აგვისტოს ბოლოს იწყება, გაგზავნილ აპლიკაციაზე კი ლუკამ დადებითი პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღო.

წარმატებული მოსწავლე საკუთარ ამბავს AMBEBI.GE-ს უყვება:

- რატომ აირჩიე ვანდერბილტის უნივერსიტეტი და როგორ მიიღე დაფინანსება?

- ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როცა ვანდერბილტის უნივერსიტეტის შესახებ გავიგე, მეგობრის, ლუკა გურგენიძისგან, რომელიც იქ სწავლობს და პირველი ქართველი მოსწავლეა. ლუკაც კომაროველი იყო და მან ამერიკაში წასვლის შესაძლებლობაზე მომიყვა. სწორედ ამის მერე დავიწყე მზადება. საჭირო იყო საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება - TOEFL, რომლითაც ინგლისური ენის ცოდნას ამოწმებენ, და SAT - უნარები ინგლისურად.

ამ გამოცდებში მაღალი ქულები მივიღე, შემდეგ იყო აპლიკაციის გაგზავნის ეტაპი, რაც მოიცავდა ესსეს, მასწავლებლების რეკომენდაციებს, აქტივობებს, უნივერსიტეტთან ინტერვიუებს, ასევე, საფინანსო ფორმებს, თუ რა დაფინანსება მჭირდებოდა და რამდენის გადახდა შეგვეძლო.

ვანდერბილტი ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტია ამერიკაში, ამიტომ, ძვირია - წელიწადში დაახლოებით 74 ათასი დოლარი ღირს. საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას ამდენის გადახდა არ შეუძლია, არც ჩემს ოჯახს შეეძლო. მივუთითე, რომ წელიწადში 1700 დოლარის გადახდას შევძლებდი, რაც 74 000 დოლართან შედარებით ძალიან ცოტაა და ნიშნავდა, რომ დიდი დაფინანსება მჭირდებოდა.

უნივერსიტეტიც ბიზნესია და რაც უფრო ნაკლებს იხდი, მით ნაკლები შანსი გაქვს, მოხვდე, თანაც - ქართველი ამერიკაში... საბოლოო ჯამში, 13 თებერვალს პასუხი მომივიდა, რომ მხოლოდ 74 ათასს კი არა, 4 წლის განმავლობაში ყოველ წელს 80 000 დოლარს მაძლევენ, რათა ჯანმრთელობის დაზღვევა და მგზავრობის ფულიც მქონდეს. სწავლის საფასური ყოველწლიურად იზრდება და შეიძლება, დაფინანსების თანხაც ყოველ წელს გაიზარდოს.

- სკოლას წელს ამთავრებ?

- დიახ, მე-12 კლასში ვარ, ატესტატი არც მაქვს. მთხოვენ, რომ წლის ბოლოს მიღებული ნიშნებიც გავუგზავნო, რათა იცოდნენ, რომ ისევე წარმატებით დავამთავრე სკოლა, არ მოვდუნდი. იმ შეთხვევაში, თუ 5-ები და 6-ები გამომყვება, რაც ძალიან დაბალი ნიშნებია, შეიძლება, უარი მითხრან, შენ მოუკელი სწავლას და აღარ გვინდა ჩამოხვიდეო. მაგრამ ახლა მიღებული ვარ და წესით, სტუდენტი ვარ.

აპლიკაციები ბევრმა გავაგზავნეთ, მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, რადგან ხედავენ, რამხელა წარმატებას აღწევენ ის ბავშვები, ვინც აპლიკაციებს ამერიკაში გზავნიან. სხვა სკოლებიდან ჯერ არ მსმენია, მაგრამ როგორც ვიცი, მე-12 კლასელებს შორის კომაროვიდან ჯერჯერობით მარტო მე ვარ, ვინც ამერიკაში მიდის.

- სად მდებარეობს ვანდერბილტის უნივერსიტეტი, ძირითადად, რა ფაკულტეტებია და შენ რომელი მიმართულება აირჩიე?

- ტენესის შტატის დედაქალაქში, ნეშვილში მივდივარ სასწავლებლად. უნივერსიტეტში ყველა ფაკულტეტია, თუმცა არჩევა პირველივე წელს არ ხდება. ინჟინერიის სკოლა ავირჩიე და ალბათ, კომპიუტერულ მეცნიერებას, მათემატიკას და ბიზნესს ერთდროულად ვისწავლი.

- სკოლაში ალბათ, ძალიან კარგად სწავლობდი... სხვა რა ინტერესები გქონდა, თუნდაც სანამ ამ უნივერსიტეტის შესახებ გაიგებდი?

- სიმართლე გითხრათ, ამერიკაში სწავლის გაგრძელება რომ შესაძლებელი იყო, არც ვიცოდი. მეგონა, ყველაზე მეტი ფული ვისაც ჰქონდა, ის მიდიოდა, მეტი არაფერი ვიცოდი არც TOEFL-ის და არც - SAT-ის შესახებ. უბრალოდ, მეგობარმა მომიყვა...

სამწუხაროდ, მეათე კლასამდე საშუალო დონის მოსწავლე ვიყავი, მაღალი ნიშნები არ მქონდა, ამიტომაც ვამბობ - ჩემი ისტორია იმითაა განსაკუთრებული, რომ ნებისმიერ ბავშვს შეუძლია, ის გააკეთოს, რაც მე გავაკეთე, რადგან სხვისგან გამორჩეული არ ვყოფილვარ

მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის საუკეთესო მოსწავლეებს სახელმწიფო კომპიუტერს აძლევს, ჩემთვის კი ესეც არ მოუციათ, რადგან მეათე კლასამდე მაღალი ნიშნები არ მქონდა, მაგრამ მერე, როდესაც უკვე კონკრეტული მიზანი დავისახე და ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მედალოსანიც გავხდი.

თუმცა, ისინი მხოლოდ ნიშნებს არ აქცევენ ყურადღებას, ითვალისწინებენ, რას აკეთებ სკოლის გარეთ, როგორი ესსე დაწერე, მასწავლებლები როგორ გახასიათებენ და ინტერვიუზე როგორი ადამიანი ჩანხარ.

აშშ-ს უნივერსიტეტებში გაცილებით დიდი პროცესი მიმდინარეობს, ეძებენ ბავშვებს, რომლებზეც ფიქრობენ, რომ მათ შეიძლება რამე შეცვალონ. მრავალმხრივ კარგ ბავშვს ირჩევენ, ამიტომ საბოლოო ჯამში, ნიშნების და ქულების გამო არ ავურჩევივარ, თუმცა ესეც დამეხმარა, რადგან გამოცდებში ძალიან მაღალი ქულები მქონდა.

- შეგიძლია, გამოყო, კიდევ როგორ წარმოაჩინე თავი, მაგალითად, სკოლის გარეთ არსებული ინტერესებით?

- სკოლის თვითმმართველი ვარ, თავმჯდომარე ვარ, ასე ვთქვათ ბავშვების "მთავრობის". სკოლაში რა პროცესებიც მიმდინარეობს, იქნება კლუბები თუ ფესტივალები, ოლიმპიადები - ამ ყველაფრის მთავარი ორგანიზატორი გახლავართ. ეს ერთ-ერთი იყო, რაც დამეხმარა. ასევე, პოლიტიკის და დებატების ტურნირებში ვიღებდი მონაწილეობას, რომელშიც ყოველთვის ვიმარჯვებდი ან ძალიან მაღალ პოზიციას ვიკავებდი.

ხშირად ვიყავი მოხალისეც, დაკავებული ვიყავი ქველმოქმედებით, ორგანიზაცია Helping Hands-შიც ვიღებდი მონაწილეობას. კიდევ რამდენიმე ღონისძიება იყო, მაგალითად, სპექტაკლები ჩავატარეთ კომაროვში, მსახიობი ვიყავი, ეს ბევრი რამ შეგროვდა და გავაგზავნე.

- რა გეგმები და მიზნები გაქვს იმ 4 წლის განმავლობაში, რა პერიოდშიც აშშ-ში ისწავლი და მას შემდეგ?

- ძალიან დიდი შესაძლებლობა მომეცა, რომ ჩემი ნიჭი და მონდომება, მიზნები უფრო კარგად წარმოვაჩინო და ასეთი შანსის გამოყენებას აუცილებლად ვაპირებ. მოტივირებული ვარ და მინდა, რომ საუკეთესო, მაქსიმალური ნიშნები მქონდეს. ამავდროულად, ზაფხულის 4-თვიან არდადეგებზე რაიმე ამერიკულ კომპანიაში დავიწყო მუშაობა, იმისთვის, რომ როდესაც ამერიკულ უნივერსიტეტს დავამთავრებ, ნიშნებთან ერთად, გარკვეული გამოცდილება მქონდეს.

რაც შეეხება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გეგმებს, როგორც ვიცი, ამერიკაში სამუშაოდ დარჩენის უფლება მხოლოდ 2 წლის განმავლობაში გვეძლევა, მას შემდეგ კი ვიზა უქმდება და საქართველოში უნდა ჩამოვიდე, ან ამერიკაში ისეთი სამსახური ვიშოვო, რომელიც ახალი ვიზის მიღებას უზრუნველყოფს. ვგეგმავ, საქართველოში ჩამოვიდე, რადგან იქ გამოცდილებისა და განათლების დაგროვება მინდა, შემდეგ კი აქ, ჩემებთან ერთად ცხოვრება მსურს.

საბოლოო მიზანი საქართველოში ჩამოსვლაა, მაგრამ მინდა, ფინანსურად ისე ვიყო, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ იყოს ჩემი შვილებისთვის ისეთი განათლების მიცემისთვის, როგორიც მე ჩემმა მშობლებმა მომცეს.

- რა რჩევებს მისცემ თანატოლებს, ვინც არ იცის მსგავსი შესაძლებლობების შესახებ, ან იცის, თუმცა სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრა სწავლის მაღალი ღირებულების გამო არარეალურად ეჩვენება?

- მე იმის მაგალითი ვარ, რომ არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი სკოლაში - სხვა ბავშვები ნაკრებებში იყვნენ და უფრო კარგ მოსწავლეებად ითვლებოდნენ, მაგრამ ჩემი მონდომებითა და შრომით დავინახე, რომ მეც მქონდა ამის შესაძლებლობა, უნივერსიტეტები სხვა რამესაც ხედავდნენ.

ახლაც ვფიქრობ, რადგან მე შევძელი და გამომივიდა, ნებისმიერს გამოუვა, თუ მოინდომებს! ამიტომ, რჩევა ერთია: თუ მართლა აქვთ მიზანი, გააგრძელონ ამერიკაში ან საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში სწავლა, ის ფიქრი დაბრკოლება არ უნდა იყოს, რომ "უკვე გვიანი ხომ არ არის, ახლა ვეღარ შევძლებ, სხვა ბავშვები მჯობნიან" და ა.შ. ეს ჩემთვის დაბრკოლება არ ყოფილა და მაინც შევძელი, რადგან მოვინდომე. მგონია, ყველამ უნდა მოინდომოს, თუ ეს მათი მიზანია და აუცილებლად გამოუვათ!

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო