სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნები, რომლებიც შეიყვარა მკითხველთა არაერთმა თაობამ
წიგნები, რომლებიც შეიყვარა მკითხველთა არაერთმა თაობამ

„იკი­თხე კლა­სი­კა“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სე­რი­აა, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც 2018 წელს და­ი­წყო. სე­რი­ა­ში თავს იყ­რის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე შე­იყ­ვა­რა მკი­თხველ­თა არა­ერ­თმა თა­ო­ბამ; წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­უძ­ლო დროს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის, სტი­ლი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბებს და დარ­ჩა მუ­დამ თა­ნა­მედ­რო­ვედ; წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თა კი­თხვა ბედ­ნი­ე­რე­ბა, დრო­ი­სა და სივ­რცის უსა­ზღვრო­ე­ბის შეგ­რძნე­ბა და სი­ახ­ლის უწყვე­ტი გან­ცდაა.

კლა­სი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, ახალ გა­მო­ცე­მებ­სა და ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის გე­მოვ­ნე­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ, პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერს - ანა კო­პა­ძეს მივ­მარ­თეთ:

რა პრინ­ცი­პით შე­ირ­ჩე­ვა წიგ­ნე­ბი სე­რი­ის­თვის "იკი­თხე კლა­სი­კა"?

სე­რი­ა­ზე პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი მუ­შა­ობს სა­რე­დაქ­ციო ჯგუფ­თან ერ­თად. წიგ­ნე­ბის შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პი მარ­ტი­ვია, მსოფ­ლი­ო­ში კლა­სი­კად აღი­ა­რე­ბულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე ვმუ­შა­ობთ. ისე­თებ­ზე, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სარ­გებ­ლობ­დნენ პო­პუ­ლა­რო­ბი­თა და რო­მელ­თა კი­თხვაც მკი­თხველს არას­დროს მო­ბეზ­რდე­ბა.

რო­მე­ლია სე­რი­ის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი წიგ­ნი, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა?

ერთი წიგ­ნის გა­მორ­ჩე­ვა რთუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ეს სე­რია მთლი­ა­ნო­ბა­ში უყ­ვარს მკი­თხველს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მეს ჩა­მოთ­ვლას მა­ინც შე­ვეც­დე­ბი: ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­სკის „მო­თა­მა­შე“;ჯეკ ლონ­დო­ნის „მარ­ტინ იდე­ნი“; რეი ბრედ­ბე­რის „ბა­ბუ­აწ­ვე­რას ღვი­ნო“ და ჰა­რი­ეტ ბი­ჩერ სტო­უს „ბი­ძია ტო­მის ქოხი“.

რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბი გვქონ­დეს? რით გან­სხვავ­დე­ბა ისი­ნი ძვე­ლი გა­მო­ცე­მე­ბის­გან?

კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ახალ გა­მო­ცე­მას ბევ­რი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს - პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი ხე­ლახ­ლა მუ­შა­ობს ტექ­სტზე და ცდი­ლო­ბენ, რომ მკი­თხველს მაქ­სი­მა­ლუ­რად დახ­ვე­წი­ლი პრო­დუქ­ტი შეს­თა­ვა­ზონ. მე­ო­რე და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია ის, რომ ეს წიგ­ნე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლია დი­ზა­ი­ნი­თაც, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია თან სა­ტა­რებ­ლად.

ზო­გა­დად მსოფ­ლი­ო­ში რო­გო­რი ტენ­დენ­ცი­აა, რამ­დე­ნად კი­თხუ­ლო­ბენ კლა­სი­კას? თუ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია?

მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, ტენ­დენ­ცი­ებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, სა­ზღვარ­გა­რეთ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა. თუმ­ცა, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყველ­გან პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, აქ კლა­სი­კა უფრო მო­თხოვ­ნა­დია თუ თა­ნა­მედ­რო­ვე?

სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მო­თხოვ­ნა­დი ალ­ბათ უფრო კლა­სი­კაა, რად­გან მკი­თხვე­ლის­თვის მარ­ტი­ვია ისე­თი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა, რომ­ლებ­საც უკვე იც­ნო­ბენ.

რო­გორც ახ­სე­ნეთ, დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს? ვინ მუ­შა­ობს წიგ­ნე­ბის დი­ზა­ინ­ზე?

წიგ­ნის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პრო­ექ­ტის მხატ­ვრუ­ლი კონ­ცეფ­ცია და დი­ზა­ი­ნი ანა მა­ჩა­ი­ძე­სა და მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ას ეკუთ­ვნით. ამ სე­რი­ის ყვე­ლა ყდა­ზე მათ იმუ­შა­ვეს.

რო­მე­ლი წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა­ზე მუ­შა­ობთ ამ­ჟა­მად?

სე­რი­ა­ში მალე გა­მო­ვა ბალ­ზა­კის „შაგ­რე­ნის ტყა­ვი“, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ასე­ვე გა­მოვ­ცემთ ჯეკ ლონ­დო­ნის „წი­ნა­პარ­თა ძა­ხილს“. სე­რი­ას და­ე­მა­ტე­ბა ისე­თი კლა­სი­კო­სე­ბის მო­თხრო­ბე­ბიც, რო­გო­რე­ბიც არი­ან: დოს­ტო­ევ­სკი, ჩე­ხო­ვი, ტოლსტოი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

წიგნები, რომლებიც შეიყვარა მკითხველთა არაერთმა თაობამ

წიგნები, რომლებიც შეიყვარა მკითხველთა არაერთმა თაობამ

„იკითხე კლასიკა“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა, რომელზე მუშაობაც 2018 წელს დაიწყო. სერიაში თავს იყრის წიგნები, რომლებიც უკვე შეიყვარა მკითხველთა არაერთმა თაობამ; წიგნები, რომლებმაც გაუძლო დროს, ლიტერატურული სტანდარტების, სტილისა და გემოვნების ცვლილებებს და დარჩა მუდამ თანამედროვედ; წიგნები, რომელთა კითხვა ბედნიერება, დროისა და სივრცის უსაზღვროების შეგრძნება და სიახლის უწყვეტი განცდაა.

კლასიკურ ლიტერატურაზე, ახალ გამოცემებსა და ქართველი მკითხველის გემოვნებაზე სასაუბროდ, პროექტის მენეჯერს - ანა კოპაძეს მივმართეთ:

რა პრინციპით შეირჩევა წიგნები სერიისთვის "იკითხე კლასიკა"?

სერიაზე პროექტის მენეჯერი მუშაობს სარედაქციო ჯგუფთან ერთად. წიგნების შერჩევის პრინციპი მარტივია, მსოფლიოში კლასიკად აღიარებულ ნაწარმოებებზე ვმუშაობთ. ისეთებზე, რომლებიც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ პოპულარობითა და რომელთა კითხვაც მკითხველს არასდროს მობეზრდება.

რომელია სერიის ყველაზე გამორჩეული წიგნი, რომელსაც მკითხველის განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა?

ერთი წიგნის გამორჩევა რთული იქნება, რადგან ეს სერია მთლიანობაში უყვარს მკითხველს, თუმცა რამდენიმეს ჩამოთვლას მაინც შევეცდები: ფიოდორ დოსტოევსკის „მოთამაშე“;ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი“; რეი ბრედბერის „ბაბუაწვერას ღვინო“ და ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია ტომის ქოხი“.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კლასიკური ლიტერატურის ახალი გამოცემები გვქონდეს? რით განსხვავდება ისინი ძველი გამოცემებისგან?

კლასიკური ლიტერატურის ახალ გამოცემას ბევრი დადებითი მხარე აქვს - პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის, რომ სარედაქციო ჯგუფი ხელახლა მუშაობს ტექსტზე და ცდილობენ, რომ მკითხველს მაქსიმალურად დახვეწილი პროდუქტი შესთავაზონ. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ეს წიგნები გამორჩეულია დიზაინითაც, მოსახერხებელია თან სატარებლად.

ზოგადად მსოფლიოში როგორი ტენდენციაა, რამდენად კითხულობენ კლასიკას? თუ თანამედროვე ლიტერატურა უფრო აქტუალურია?

მსოფლიო მასშტაბით, ტენდენციებს თუ გადავხედავთ, საზღვარგარეთ უფრო აქტუალურია თანამედროვე ლიტერატურა. თუმცა, ისევე როგორც საქართველოში, ყველგან პოპულარობით სარგებლობს კლასიკური ნაწარმოებები.

საქართველოში რა მდგომარეობაა, აქ კლასიკა უფრო მოთხოვნადია თუ თანამედროვე?

საქართველოში უფრო მოთხოვნადი ალბათ უფრო კლასიკაა, რადგან მკითხველისთვის მარტივია ისეთი ავტორების წიგნების შეძენა, რომლებსაც უკვე იცნობენ.

როგორც ახსენეთ, დიდი ყურადღება ექცევა ვიზუალურ მხარეს? ვინ მუშაობს წიგნების დიზაინზე?

წიგნის ვიზუალური მხარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის მხატვრული კონცეფცია და დიზაინი ანა მაჩაიძესა და მარიტა ჯანაშიას ეკუთვნით. ამ სერიის ყველა ყდაზე მათ იმუშავეს.

რომელი წიგნების გამოცემაზე მუშაობთ ამჟამად?

სერიაში მალე გამოვა ბალზაკის „შაგრენის ტყავი“, უახლოეს მომავალში ასევე გამოვცემთ ჯეკ ლონდონის „წინაპართა ძახილს“. სერიას დაემატება ისეთი კლასიკოსების მოთხრობებიც, როგორებიც არიან: დოსტოევსკი, ჩეხოვი, ტოლსტოი.

ადექი, გამოფხიზლდი და ცხელი გულით იმოქმედე - ღმერთით სავსე გულით

„ბიბლუსში“ Lupen-ის პროდუქციაზე 25%-იანი ფასდაკლება გელოდებათ

"გარდასულები" - თქვენს თაროზე "გარდასული" წიგნი