სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს..." - რას წერს 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი
"გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს..." - რას წერს 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი

16 თე­ბერ­ვალს გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მ.კ-ს გუ­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს ბრა­ლი. 39 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო და აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე.

"მთა­ვარ­მა არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მელ­ზეც ჩანს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის და მოკ­ლუ­ლის და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი.

რო­გორც კად­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, მ.კ.-ს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს და მის ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, თუმ­ცა რა უძღო­და წინ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას, უც­ნო­ბია. აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე მო­ი­თხოვს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრალ­დე­ბა გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს, რად­გან ის რე­ა­ლუ­რად თავს იცავ­და.

დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლის, ნატა ქი­ტე­საშ­ვი­ლის პოს­ტი, რო­მელ­შიც ის წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და წერს, რომ მისი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა ამ ტრა­გე­დი­ამ:

"თა­ზოს ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე და...მოვ­კვდი... საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო ცოდ­ვა და­ა­დე­ბი­ნა ჩემს ქმარს, ამ ულა­მა­ზე­სი ბი­ჭის... გა­ი­უ­ბე­დუ­რა თავი და ჩემი მე­უღ­ლეც გა­ა­უ­ბე­დუ­რეს.

თქვენ გგო­ნი­ათ მე­რა­ბი რომ გა­მო­ვი­დეს ცი­ხი­დან (და ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს), ამ ბი­ჭის ცოდ­ვა ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლუ­რად გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს?! არა და არა!

ხო, მეც მო­მიკ­ლეს ქმა­რი! ის ისე­თი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა რო­გო­რიც ადრე იყო! ისე­თი ლაღი და მხრებ­ში გაშ­ლი­ლი...

ქა­თამს ვერ კლავ­და ეს მთა­სა­ვით კაცი და კა­ცის მოკ­ვლა მის­თვი­საც სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია, და­მი­ჯე­რეთ.

ავ­ღა­ნეთ­ში ერთი ჯა­რის­კა­ცი აუ­ფეთ­ქდა ნაღ­მზე, თვე­ე­ბი არ ეძი­ნა, სულ გი­ორ­გი ედგა თვალ­წინ, ის ბიჭი არ მომ­კვდა­რა გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ინ­ვა­ლი­დი დარ­ჩა და სულ მას­ზე დარ­დობ­და, ლო­ცუ­ლობ­და, კი­თხუ­ლობ­და მის ამ­ბავს... არ მო­ას­ვე­ნებს არას­დროს თა­ზო­ზე დარ­დი!" - წერს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე.

მე­რაბ კ-ს შე­სა­ხებ წერს მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ერ­მა­ლო ნემ­სა­ძეც.

"3 წელი ერთ ბა­ტა­ლი­ონ­ში ვმსა­ხუ­რობ­დით, მი­ნა­ხავს ჭირ­შიც და ლხინ­შიც, რო­გორც ჯარ­ში მი­ღე­ბუ­ლია, მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბი­სა და ომი­ა­ნო­ბის დროს ვიც­ნობ და მქონ­და თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, ამი­ტომ თავს ვაძ­ლევ უფ­ლე­ბას ორი სი­ტყვა ვთქვა მას­ზე.

არის ძა­ლი­ან თბი­ლი, კე­თი­ლი და ვაჟ­კა­ცი პი­როვ­ნე­ბა, არ ვიცი რა მოხ­და გუ­და­ურ­ში, მაგ­რამ რა კად­რე­ბიც ვნა­ხეთ, იქე­დან რომ ვიმ­სჯე­ლოთ, ფაქ­ტია კაცს 3-ჯერ თავს და­ეს­ხა 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი და უმო­წყა­ლოდ ცემ­და. არ ვიცი რა იყო ამის მი­ზე­ზი, მაგ­რამ რაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო 5 კაც­ში ერთს არ აღ­მო­აჩ­ნდა ელე­მენ­ტა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი სიბ­რა­ლუ­ლის გრძნო­ბა, რომ ბოლო-ბოლო ეყო­ფა და შე­ვეშ­ვათ. მით უფრო ვიც­ნობ ადა­მი­ანს და 3 წელი ოფი­ცერს ნა­წყე­ნი ჯა­რის­კა­ცი არ ყავ­და.

არის თუ არა მკვლე­ლი? ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ან­ში იღ­ვი­ძებს მკვლე­ლი, რო­დე­საც მისი სი­ცო­ცხლის წარ­თმე­ვას სხვა ცდი­ლობს და ეს ბუ­ნებ­რი­ვი თავ­დაც­ვის ინ­სტიქ­ტია. ზო­გა­დად კი, მე­რაბს მკვლე­ლის ბუ­ნე­ბა არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი აგ­რე­სია, ამ­პარ­ტავ­ნო­ბა, უსა­მარ­თლო­ბა მის­გან არ წარ­მო­შო­ბი­ლა.

მე­ეჭ­ვე­ბა ისიც, რომ ია­რა­ღის ასა­ღე­ბად წა­ვი­და მან­ქა­ნა­ში. რო­გორც ვიცი, გა­რი­დე­ბას ცდი­ლობ­და და მან­ქა­ნას­თან მი­სულს კიდე თავს და­ესხნენ. ამ­დენ­ჯერ ნა­ცემ კაცს თავ­დაც­ვის უფ­ლე­ბას თუ არ­თმევთ, მა­შინ თქვენ და­გეც­ვათ. იმა­საც ვერ ვი­ჯე­რებ რომ მო­საკ­ლა­ვად ეს­რო­ლა თავ­დამ­სხმე­ლებს, იმ­დე­ნად კე­თი­ლი ბუ­ნე­ბის წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნია..." - წერს ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
151

ნორმალური ხარ? შენი ქმარი იდარდე, სხვის ლამაზ ქმარზე ჯავრს ჯობს.

ქონდარა
220

ქათამს თუ ვერ კლავდა ჯარში და მითუმეტეს ომში რა უნდოდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს..." - რას წერს 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი

"გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს..." - რას წერს 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი

16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მ.კ-ს გუშინ ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. 39 წლის მამაკაცი, რომელიც 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ყოფილი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილე.

"მთავარმა არხმა" გაავრცელა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს მკვლელობაში ბრალდებულის და მოკლულის დაპირისპირების კადრები.

როგორც კადრებიდან ირკვევა, მ.კ.-ს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და მის ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა რა უძღოდა წინ ფიზიკურ დაპირისპირებას, უცნობია. აღნიშნული კადრების საფუძველზე, ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მოითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება გადაუკვალიფიცირდეს, რადგან ის რეალურად თავს იცავდა.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის, ნატა ქიტესაშვილის პოსტი, რომელშიც ის წუხილს გამოთქვამს მომხდარის გამო და წერს, რომ მისი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა ამ ტრაგედიამ:

"თაზოს ფოტოები ვნახე და...მოვკვდი... საშვილიშვილო ცოდვა დაადებინა ჩემს ქმარს, ამ ულამაზესი ბიჭის... გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.

თქვენ გგონიათ მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!

ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი...

ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია, დამიჯერეთ.

ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს... არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი!" - წერს მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე.

მერაბ კ-ს შესახებ წერს მისი თანამებრძოლი, ყოფილი სამხედრო ერმალო ნემსაძეც.

"3 წელი ერთ ბატალიონში ვმსახურობდით, მინახავს ჭირშიც და ლხინშიც, როგორც ჯარში მიღებულია, მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს ვიცნობ და მქონდა თბილი, მეგობრული ურთიერთობა, ამიტომ თავს ვაძლევ უფლებას ორი სიტყვა ვთქვა მასზე.

არის ძალიან თბილი, კეთილი და ვაჟკაცი პიროვნება, არ ვიცი რა მოხდა გუდაურში, მაგრამ რა კადრებიც ვნახეთ, იქედან რომ ვიმსჯელოთ, ფაქტია კაცს 3-ჯერ თავს დაესხა 5-კაციანი ჯგუფი და უმოწყალოდ ცემდა. არ ვიცი რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო 5 კაცში ერთს არ აღმოაჩნდა ელემენტარული ადამიანური სიბრალულის გრძნობა, რომ ბოლო-ბოლო ეყოფა და შევეშვათ. მით უფრო ვიცნობ ადამიანს და 3 წელი ოფიცერს ნაწყენი ჯარისკაცი არ ყავდა.

არის თუ არა მკვლელი? ალბათ ყველა ადამიანში იღვიძებს მკვლელი, როდესაც მისი სიცოცხლის წართმევას სხვა ცდილობს და ეს ბუნებრივი თავდაცვის ინსტიქტია. ზოგადად კი, მერაბს მკვლელის ბუნება არ გააჩნია არანაირი აგრესია, ამპარტავნობა, უსამართლობა მისგან არ წარმოშობილა.

მეეჭვება ისიც, რომ იარაღის ასაღებად წავიდა მანქანაში. როგორც ვიცი, გარიდებას ცდილობდა და მანქანასთან მისულს კიდე თავს დაესხნენ. ამდენჯერ ნაცემ კაცს თავდაცვის უფლებას თუ ართმევთ, მაშინ თქვენ დაგეცვათ. იმასაც ვერ ვიჯერებ რომ მოსაკლავად ესროლა თავდამსხმელებს, იმდენად კეთილი ბუნების წესიერი ადამიანია..." - წერს ყოფილი სამხედრო მკვლელობაში ბრალდებულზე.

"თურმე, ვარ ფაშისტი, აგენტი და ეროვნული შუღლის გამღვივებელი! ეს ცილისწამებაა" - ზაზა აბაშიძე კრიტიკას პასუხობს და ბოდიშს იხდის

"პულსი ამდიოდა 100-ზე, საუბრისას ღრმად ჩასუნთქვები მჭირდებოდა" - ნიუ-იორკში მყოფი ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს

როცა ქართველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობილი ნახატების "გაცოცხლება" სთხოვა, ბავშვებმა ასე საოცრად შეასრულეს დავალება...