სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლი მოკლა და ცხედარი მანქანაში დაწვა
დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლი მოკლა და ცხედარი მანქანაში დაწვა

სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლარ­ში ტაქ­სის მძღო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 23 წლის ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს. რო­გორც მათ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, და­კა­ვე­ბულ­მა პირ­მა ტაქ­სის მძღოლს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მან­ქა­ნას ცე­ცხლი წა­უ­კი­და და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ძარ­ცვის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ნ.ხ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 17 თე­ბერ­ვალს, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტაქ­სის მძღოლს - 1956 წელს და­ბა­დე­ბულ დ.შ.-ს სხე­ულ­ზე სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი, ცხე­და­რი მოკ­ლუ­ლის ავ­ტო­მო­ბილ­ში მო­ა­თავ­სა, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ავ­ტო­მან­ქა­ნას ცე­ცხლი წა­უ­კი­და და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
1

სამუდამო პატიმრობა,სიკვდილით დასჯა!

მზია
0

ასეთი შემთხვევებისთვის ნამდვილად უნდა არსებობდეს სიკვდილით დასჯა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლი მოკლა და ცხედარი მანქანაში დაწვა

დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლი მოკლა და ცხედარი მანქანაში დაწვა

სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის სამართალდამცავებმა 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს.

აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულმა პირმა ტაქსის მძღოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით მანქანას ცეცხლი წაუკიდა და ადგილიდან მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს - 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტოები ე.წ მატროსოვის ციხიდან - როგორ დახვდა ათობით გულშემატკივარი ვანო მერაბიშვილს

ვანო მერაბიშვილმა "მატროსოვის" ციხე დატოვა - ყოფილ შს მინისტრს ტაშით შეხვდნენ

უკრაინაში საქართველოს 27 წლის მოქალაქე მოკლეს