სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადექი, გამოფხიზლდი და ცხელი გულით იმოქმედე - ღმერთით სავსე გულით
ადექი, გამოფხიზლდი და ცხელი გულით იმოქმედე - ღმერთით სავსე გულით

17 თე­ბერ­ვლი­დან წიგ­ნე­ბის სე­რი­ის „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ VI ტომი გა­მო­ვი­და. მას­ში ბიბ­ლი­ის შემ­დე­გი წიგ­ნე­ბის მუხ­ლობ­რივ გან­მარ­ტე­ბებს გა­ეც­ნო­ბით: მე­ო­რე ეზრა, ტო­ბი­თი, ივ­დი­თი, ეს­თე­რი და იობი...

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი კვლავ გვთა­ვა­ზობს თა­ვის მცი­რე ჩა­ნა­წე­რებს:

***

ალ­ბათ გსმე­ნი­ათ იო­ბის შე­სა­ხებ, სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვა-წა­მე­ბა რომ გა­მო­ი­ა­რა და ვე­რაფ­რით ხსნი­და, უფ­ლის მორ­ჩი­ლი და წე­სე­ბის აღმსრუ­ლე­ბე­ლი კაცი, ასე რის­თვის ის­ჯე­ბო­და. წიგ­ნის ბო­ლოს ეუბ­ნე­ბა უფალს: თურ­მე აქამ­დე ყურ­მოკ­ვრით მსმე­ნო­და შენ­ზე, ახლა კი ჩემი თვა­ლით გი­ხი­ლეო - ტან­ჯვა­გა­მოვ­ლი­ლი ეუბ­ნე­ბა ამას, გულ­შეძ­რუ­ლი და სულ­გამთბა­რი. მხო­ლოდ უფალ­მა იცის, რა რის­თვის ხდე­ბა! ღმერ­თმა მოგ­ვცეს სიმ­შვი­დე და სიყ­ვა­რუ­ლი...

***

რაც უფრო მეტ ცე­ცხლსა და მდუ­ღა­რეს უძ­ლებს, რაც მეტს ით­მენს ადა­მი­ა­ნი ღვთის შე­წევ­ნით, მით მეტი სუ­ლი­ე­რე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. რომ არ გავ­ბო­როტ­დე­ბით, არ შე­ვიც­ვლე­ბით - აი, ეგ არის დათ­მე­ნა. ამ სიმ­ძი­მის ღირ­სე­უ­ლად მტვირ­თვე­ლი კი ძა­ლი­ან დიდი წყა­ლო­ბის ღირ­სი ხდე­ბა...

ხოდა ჩემ ქვე­ყა­ნა­ზე ვფიქ­რობ­დი: რამ­დენ ტკი­ვილს უძ­ლებ, შენი ჭი­რი­მე, რამ­დე­ნი დარ­დი და­გაქვს გუ­ლით, რამ­დე­ნი ჭი­ა­ღუა გა­სე­ვია ხელ­ფეხ­შეკ­რულს, გას­კდა გული რა. და მა­ინც ისევ ისე­თი სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ხარ, მო­დი­ხარ და მო­გაქვს შენი ხა­ლა­სი ქარ­თუ­ლი სული, ღვთის ერ­თგუ­ლე­ბა და სი­მარ­თლე. უფა­ლი და­ა­ლა­გებს ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გი­ლას! შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს უსა­მარ­თლო­ბა ასე გაგ­რძელ­დეს! ძა­ლი­ან მალე იზე­ი­მებს სა­მარ­თა­ლი! ძრწოდ­ნენ შენი მტრე­ბი და სის­ხლისმწო­ვე­ლე­ბი! ვაი მას, ვი­საც არ ეს­მის - რას სჩა­დის და ვის ემ­ტე­რე­ბა!!!

***

მი­დის, მი­დის, მი­დის და დამ­თვრდე­ბა, გეს­მის? რამე თუ არ შეც­ვა­ლე, თუ არ იმოქ­მე­დე, ასე გა­ირ­ბენს და დამ­თავ­რდე­ბა... იმას თბი­ლი სი­ტყვა უთხა­რი, ამას მო­ე­ფე­რე, აგერ მე­სა­მეს - ხე­დავ რო­გორ უჭირს და მი­ეხ­მა­რე, იქით და­ცე­მუ­ლი წა­მო­ა­ყე­ნე, გა­ამ­ხნე­ვე, რო­გორც შე­გიძ­ლია... იჩ­ქა­რე და გახ­სე­ნი ეგ გა­ყი­ნუ­ლი გული, შე­უშ­ვი სით­ბო დრო­ზე, ვიდ­რე გა­ირ­ბენს ეს ცხოვ­რე­ბა, ვიდ­რე დას­რულ­დე­ბა... რომ ჩა­კე­ტილ­ხარ სა­კუ­თარ ნა­ჭუჭ­ში და ელო­დე­ბი - რას ელო­დე­ბი შენ, ჩემო თავო? გგო­ნია, სხვა მოვა და შენ მა­გივ­რად შეც­ვლის რა­მეს? მერე რა, რომ დამ­ძიმ­და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და შენც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა გაქვს, მერე რა, რომ ბევ­რი რამ გტ­კენს გულს... ადე­ქი, გა­მო­ფხიზ­ლდი და ცხე­ლი გუ­ლით იმოქ­მე­დე - ღმერ­თით სავ­სე გუ­ლით, თო­რემ ეგე­თი გულ­გრი­ლო­ბით ყი­ნუ­ლად­ვე დარ­ჩე­ბი და დამ­თვრე­ბა შენი დროც... ისე დამ­თავ­რდე­ბა, რომ შენი წილი სამ­ყა­რო უღ­მერ­თოდ გა­ი­ლე­ვა... და დარ­ჩე­ბა სი­ცა­რი­ე­ლე... იმოქ­მე­დე რა! ნუ გა­ჩე­რე­ბულ­ხარ! იმოქ­მე­დე...

***

როცა რა­ღა­ცას ვერ ვაღ­წევთ, როცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გვი­ცუდ­დე­ბა, შე­დეგს ვერ ვღე­ბუ­ლობთ და ვფიქ­რობთ, რომ ამით დას­რულ­და ყვე­ლა­ფე­რი, ბოლო შან­სიც ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვით, გა­მო­სა­ვა­ლი არ­სად არის და რაღა გვეშ­ვე­ლე­ბა - აი, ამას როცა ვფიქ­რობთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ არ არ­სე­ბობს ბოლო შან­სი, არ სრულ­დე­ბა იმე­დი, რად­გან უსას­რუ­ლო­ბაა ღმერ­თი, და­უ­სა­ბა­მო და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი.

მა­ტე­რი­ა­ში ვერ­გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ამ­ბე­ბით არ მთავ­რდე­ბა მა­რა­დი­სო­ბა. იუდა გას­ცემს მა­ცხო­ვარს - და რა უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ამა­ზე მეტი? - ქრის­ტეს და­ა­ტყვე­ვე­ბენ, მერე კი დაბრმა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი ერ­თად იტყვის, რომ იგი დამ­ნა­შა­ვეა და 2 დღე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ღმერ­თს ჯვარ­ზე გა­აკ­რა­ვენ.

ალ­ბათ ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა­ზე დიდი და­სას­რუ­ლი ყვე­ლა და­სას­რუ­ლი­სა, მაგ­რამ რო­გო­რი უსას­რუ­ლოც არის თა­ვად ღმერ­თი, ასე­თი­ვე უსას­რუ­ლოა მისი მო­წყა­ლე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და მიმ­ტე­ვებ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნი­სად­მი და იგი ჩავა ჯო­ჯო­ხეთ­ში, და­ლე­წავს ბჭენს, დას­თრგუ­ნავს სიკ­ვდილს და აღ­დგე­ბა!

ნუ გე­ში­ნია, ადა­მი­ა­ნო! ნუ­რაფ­რის ნუ გე­ში­ნია, რად­გან ქრის­ტე აღ­დგა იმის­თვის, რომ შენ აღარ გე­ში­ნო­დეს არც ტკი­ვი­ლის, არც გან­საც­დე­ლის, არც ღა­ლა­ტის და არც სიკ­ვდი­ლის. ნუ გე­ში­ნია, რად­გან ღმერ­თი არს ჩვენ­თან!

ავტორი:

ადექი, გამოფხიზლდი და ცხელი გულით იმოქმედე - ღმერთით სავსე გულით

ადექი, გამოფხიზლდი და ცხელი გულით იმოქმედე - ღმერთით სავსე გულით

17 თებერვლიდან წიგნების სერიის „ბიბლია განმარტებებით“ VI ტომი გამოვიდა. მასში ბიბლიის შემდეგი წიგნების მუხლობრივ განმარტებებს გაეცნობით: მეორე ეზრა, ტობითი, ივდითი, ესთერი და იობი...

პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი კვლავ გვთავაზობს თავის მცირე ჩანაწერებს:

***

ალბათ გსმენიათ იობის შესახებ, საშინელი ტანჯვა-წამება რომ გამოიარა და ვერაფრით ხსნიდა, უფლის მორჩილი და წესების აღმსრულებელი კაცი, ასე რისთვის ისჯებოდა. წიგნის ბოლოს ეუბნება უფალს: თურმე აქამდე ყურმოკვრით მსმენოდა შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილეო - ტანჯვაგამოვლილი ეუბნება ამას, გულშეძრული და სულგამთბარი. მხოლოდ უფალმა იცის, რა რისთვის ხდება! ღმერთმა მოგვცეს სიმშვიდე და სიყვარული...

***

რაც უფრო მეტ ცეცხლსა და მდუღარეს უძლებს, რაც მეტს ითმენს ადამიანი ღვთის შეწევნით, მით მეტი სულიერების მატარებელია. რომ არ გავბოროტდებით, არ შევიცვლებით - აი, ეგ არის დათმენა. ამ სიმძიმის ღირსეულად მტვირთველი კი ძალიან დიდი წყალობის ღირსი ხდება...

ხოდა ჩემ ქვეყანაზე ვფიქრობდი: რამდენ ტკივილს უძლებ, შენი ჭირიმე, რამდენი დარდი დაგაქვს გულით, რამდენი ჭიაღუა გასევია ხელფეხშეკრულს, გასკდა გული რა. და მაინც ისევ ისეთი სიკეთით და სიყვარულით სავსე ხარ, მოდიხარ და მოგაქვს შენი ხალასი ქართული სული, ღვთის ერთგულება და სიმართლე. უფალი დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილას! შეუძლებელია ეს უსამართლობა ასე გაგრძელდეს! ძალიან მალე იზეიმებს სამართალი! ძრწოდნენ შენი მტრები და სისხლისმწოველები! ვაი მას, ვისაც არ ესმის - რას სჩადის და ვის ემტერება!!!

***

მიდის, მიდის, მიდის და დამთვრდება, გესმის? რამე თუ არ შეცვალე, თუ არ იმოქმედე, ასე გაირბენს და დამთავრდება... იმას თბილი სიტყვა უთხარი, ამას მოეფერე, აგერ მესამეს - ხედავ როგორ უჭირს და მიეხმარე, იქით დაცემული წამოაყენე, გაამხნევე, როგორც შეგიძლია... იჩქარე და გახსენი ეგ გაყინული გული, შეუშვი სითბო დროზე, ვიდრე გაირბენს ეს ცხოვრება, ვიდრე დასრულდება... რომ ჩაკეტილხარ საკუთარ ნაჭუჭში და ელოდები - რას ელოდები შენ, ჩემო თავო? გგონია, სხვა მოვა და შენ მაგივრად შეცვლის რამეს? მერე რა, რომ დამძიმდა ყოველდღიურობა და შენც უამრავი პრობლემა გაქვს, მერე რა, რომ ბევრი რამ გტკენს გულს... ადექი, გამოფხიზლდი და ცხელი გულით იმოქმედე - ღმერთით სავსე გულით, თორემ ეგეთი გულგრილობით ყინულადვე დარჩები და დამთვრება შენი დროც... ისე დამთავრდება, რომ შენი წილი სამყარო უღმერთოდ გაილევა... და დარჩება სიცარიელე... იმოქმედე რა! ნუ გაჩერებულხარ! იმოქმედე...

***

როცა რაღაცას ვერ ვაღწევთ, როცა მნიშვნელოვანი საქმე გვიცუდდება, შედეგს ვერ ვღებულობთ და ვფიქრობთ, რომ ამით დასრულდა ყველაფერი, ბოლო შანსიც ხელიდან გავუშვით, გამოსავალი არსად არის და რაღა გვეშველება - აი, ამას როცა ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ბოლო შანსი, არ სრულდება იმედი, რადგან უსასრულობაა ღმერთი, დაუსაბამო და დაუსრულებელი.

მატერიაში ვერგანხორციელებული ამბებით არ მთავრდება მარადისობა. იუდა გასცემს მაცხოვარს - და რა უნდა დამთავრებულიყო ამაზე მეტი? - ქრისტეს დაატყვევებენ, მერე კი დაბრმავებული ხალხი ერთად იტყვის, რომ იგი დამნაშავეა და 2 დღეში ადამიანები ღმერთს ჯვარზე გააკრავენ.

ალბათ ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე დიდი დასასრული ყველა დასასრულისა, მაგრამ როგორი უსასრულოც არის თავად ღმერთი, ასეთივე უსასრულოა მისი მოწყალება, სიყვარული და მიმტევებლობა ადამიანისადმი და იგი ჩავა ჯოჯოხეთში, დალეწავს ბჭენს, დასთრგუნავს სიკვდილს და აღდგება!

ნუ გეშინია, ადამიანო! ნურაფრის ნუ გეშინია, რადგან ქრისტე აღდგა იმისთვის, რომ შენ აღარ გეშინოდეს არც ტკივილის, არც განსაცდელის, არც ღალატის და არც სიკვდილის. ნუ გეშინია, რადგან ღმერთი არს ჩვენთან!

„ბიბლუსში“ Lupen-ის პროდუქციაზე 25%-იანი ფასდაკლება გელოდებათ

"გარდასულები" - თქვენს თაროზე "გარდასული" წიგნი

რომელი წიგნებით ინტერესდებიან ქართველი თინეიჯერები და როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"