მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 თებერვალს მიხეილ კალანდია სასამართლოს დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს - იგი მაღალი ხარისხის პროკურორი გახდება - ადვოკატი
21 თებერვალს მიხეილ კალანდია სასამართლოს დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს - იგი მაღალი ხარისხის პროკურორი გახდება - ადვოკატი

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ თო­დუა აცხა­დებს, რომ 21 თე­ბერ­ვალს, დას­კვნი­თი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმის შემ­დეგ, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი, მი­ხე­ილ კა­ლან­დია სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. ამის შე­სა­ხებ მან დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კატ­მა საქ­მის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

“სა­სა­მარ­თლო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მოს­მე­ნა დამ­თავ­რდა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნა და­ას­რუ­ლა, ასე­ვე დაც­ვის მხა­რე­მაც. 21 თე­ბერ­ვალს დას­კვნი­თი ეტა­პი გვაქვს, რო­დე­საც დაც­ვამ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე დას­კვნი­თი სი­ტყვა უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს. რად­გან საქ­მე ძა­ლი­ან მო­ცუ­ლო­ბი­თი და ხმა­უ­რი­ა­ნია, ბევ­რი დე­ტა­ლია და ვა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი აქვს ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს თა­ვი­სი წარ­მო­შო­ბის, შეს­წავ­ლის თვალ­საზ­რი­სით. საკ­მა­ოდ რთულ კომ­პო­ნენ­ტებ­თან გვაქვს საქ­მე და რად­გან დას­კვნი­თი სი­ტყვა ჯერ კი­დევ არ მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, მაგ­რამ ზო­გა­დი კონ­ტუ­რე­ბი, რაც ამ საქ­მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს, შე­მიძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვახ­სე­ნო.

კერ­ძოდ, ამ საქ­მის ამ კონ­დი­ცი­ამ­დე მიყ­ვა­ნა­ში, ასეთ გარ­თუ­ლე­ბა­ში, ცუდ შე­დე­გე­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში პირ­ველ რიგ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. ეს საქ­მე თა­ვის დრო­ზე რომ კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი­ყო, ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მო­და და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, მით უფრო ზაზა სა­რა­ლი­ძეს არ ექ­ნე­ბო­და იმ­დე­ნი კი­თხვა, რისი სა­ფუძ­ვე­ლიც მას არა­კომ­პე­ტენ­ტურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა მის­ცეს. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის წუ­თი­დან გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სრუ­ლი­ად არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ზუ­რაბ თო­დუა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით მათ უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ.

„რო­დე­საც პრო­კუ­რო­რის სა­ბო­ლოო დას­კვნი­თი სი­ტყვა მო­ვის­მი­ნე, გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გან­ვა­ცხა­დე, რომ 21 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, ნი­კო­ლოზ მარ­სა­გიშ­ვილს, რო­მელ­მაც ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა, იმ ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, რაც მას ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­და, გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის პრო­ექტს მო­ვუ­ტან-მეთ­ქი და ეს ასე იქ­ნე­ბა. ობი­ექ­ტუ­რი მო­სა­მარ­თლე, იმას, რა­საც 21 თე­ბერ­ვალს წა­ვი­კი­თხავ, წერ­ტილ­სა და მძი­მე­საც ვერ შე­უც­ვლის, რა­მე­თუ ეს იქ­ნე­ბა ზუს­ტი ანა­ლი­ზი, ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი იმის, თუ რა მოხ­და ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე. ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მე სა­მარ­თლებ­რი­ვად უნდა შე­ფას­დეს და არა პო­ლი­ტი­კუ­რად. ამ კონ­ფლიქტს არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს 51-ე სკო­ლის სა­პირ­ფა­რე­შო­ში და­წყე­ბულ ბუ­ლინგთან, ეს ბუ­ლინ­გი იქვე ამო­ი­წუ­რა და სრუ­ლი­ად ახა­ლი კონ­ფლიქ­ტი წარ­მო­იშ­ვა. სხვა­თა შო­რის, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით მო­ვახ­დი­ნე ამ ფაქ­ტე­ბის მო­დე­ლი­რე­ბა და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მო­დე­ლი­რე­ბაა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნობ.

პირ­და­პირ ვა­ცხა­დებ, რომ 21 თე­ბერ­ვალს მი­ხე­ილ კა­ლან­დია სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. მან უნდა გა­აგ­რძე­ლოს იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. იგი თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­კუ­რო­რი გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუ­ლე­ბის არა­ნა­ირ დაკ­ვე­თას არ შე­ას­რუ­ლებს“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე კი, ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბებია თქვენის
0

ბიძას ნაირი პროკურორი

კალო
0

გამოუშვებენ კი არა, ეს "ადვოკატიც" გვერდზე უნდა მიუსვან და იქნებიან კარგად.

ავტორი:

21 თებერვალს მიხეილ კალანდია სასამართლოს დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს - იგი მაღალი ხარისხის პროკურორი გახდება - ადვოკატი

21 თებერვალს მიხეილ კალანდია სასამართლოს დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს - იგი მაღალი ხარისხის პროკურორი გახდება - ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ 21 თებერვალს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ადვოკატმა საქმის გაჭიანურებაში ხელისუფლება დაადანაშაულა.

“სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის მოსმენა დამთავრდა. პროკურატურამ ყველა მტკიცებულების წარმოდგენა დაასრულა, ასევე დაცვის მხარემაც. 21 თებერვალს დასკვნითი ეტაპი გვაქვს, როდესაც დაცვამ აღნიშნულ საქმეზე დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინოს. რადგან საქმე ძალიან მოცულობითი და ხმაურიანია, ბევრი დეტალია და ვადაც ძალიან ბევრი აქვს ამ მტკიცებულებებს თავისი წარმოშობის, შესწავლის თვალსაზრისით. საკმაოდ რთულ კომპონენტებთან გვაქვს საქმე და რადგან დასკვნითი სიტყვა ჯერ კიდევ არ მაქვს დამთავრებული, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადი კონტურები, რაც ამ საქმის ირგვლივ ტრიალებს, შემიძლია საზოგადოებას მოვახსენო.

კერძოდ, ამ საქმის ამ კონდიციამდე მიყვანაში, ასეთ გართულებაში, ცუდ შედეგებამდე მიყვანაში პირველ რიგში, ხელისუფლებას ვადანაშაულებ. ეს საქმე თავის დროზე რომ კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოძიებულიყო, ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა და დაინტერესებულ პირებს, მით უფრო ზაზა სარალიძეს არ ექნებოდა იმდენი კითხვა, რისი საფუძველიც მას არაკომპეტენტურმა ორგანოებმა მისცეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების წუთიდან გამომძიებელი სრულიად არაკომპეტენტური აღმოჩნდა", - აცხადებს ადვოკატი.

ზურაბ თოდუა დარწმუნებულია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მათ უტყუარი მტკიცებულებები აქვთ.

„როდესაც პროკურორის საბოლოო დასკვნითი სიტყვა მოვისმინე, გამოსვლისთანავე განვაცხადე, რომ 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნიკოლოზ მარსაგიშვილს, რომელმაც ჩემი დიდი პატივისცემა დაიმსახურა, იმ ზეწოლის მიუხედავად, რაც მას ამ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა, გამამართლებელი განაჩენის პროექტს მოვუტან-მეთქი და ეს ასე იქნება. ობიექტური მოსამართლე, იმას, რასაც 21 თებერვალს წავიკითხავ, წერტილსა და მძიმესაც ვერ შეუცვლის, რამეთუ ეს იქნება ზუსტი ანალიზი, ზუსტი დიაგნოზი იმის, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. ხორავას ქუჩის საქმე სამართლებრივად უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკურად. ამ კონფლიქტს არავითარი კავშირი არ აქვს 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაწყებულ ბულინგთან, ეს ბულინგი იქვე ამოიწურა და სრულიად ახალი კონფლიქტი წარმოიშვა. სხვათა შორის, მოწმეთა ჩვენებებით მოვახდინე ამ ფაქტების მოდელირება და ძალიან მაღალი ხარისხის მოდელირებაა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობ.

პირდაპირ ვაცხადებ, რომ 21 თებერვალს მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. მან უნდა გააგრძელოს იურიდიულ ფაკულტეტზე განათლების მიღება. იგი თავის დროზე ძალიან მაღალი ხარისხის პროკურორი გახდება, რომელიც ხელისულების არანაირ დაკვეთას არ შეასრულებს“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

"გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ" - რატომ გააღიზიანა სერგეი ლავროვი ქართველი ჟურნალისტის კითხვამ და როგორ ეხმაურებიან ფაქტს რუსეთში

LIVE: ალეკო ელისაშვილი "ნიუსრუმში"

რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - ივანე მაჭავარიანის განმარტება