მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ პროდუქციას მილიცია ისე ეძებს, თითქოს მასობრივი განადგურების იარაღი იყოს" - ახალგორში აკრძალვები გრძელდება
"ქართულ პროდუქციას მილიცია ისე ეძებს, თითქოს მასობრივი განადგურების იარაღი იყოს" - ახალგორში აკრძალვები გრძელდება

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრომ აფ­თი­ა­ქე­ბი­დან ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ამო­ი­ღო. რო­გორც ჩანს, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი ენის ჯერი დად­გა.

ახალ­გო­რის სკო­ლებ­ში, დი­რექ­ტო­რებ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რი აუკ­რძა­ლეს. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ბი­ბი­ლო­ვის "ხელმღვა­ნე­ლო­ბას" ქარ­თუ­ლი ენის ასაკ­რძა­ლად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­აქვს.

ჯერ კი­დევ 2017 წელს ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი ახალ­გორ­ში ქარ­თულ ენა­ზე სწავ­ლე­ბის აკ­რძალ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და და მა­შინ 70-მდე მოს­წავ­ლე გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის გა­რე­შე, 150-მდე პე­და­გო­გი კი უმუ­შე­ვა­რი და­ტო­ვა... კონ­ფლიქ­ტო­ლო­გე­ბი ბი­ბი­ლო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვას ანექ­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბას უწო­დებ­დნენ. მას შემ­დეგ, ოსურ­მა მხა­რემ, რუ­სე­თის კარ­ნა­ხით ან უბ­რა­ლოდ, მის­თვის ერ­თგუ­ლე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ზი­ა­ნოდ არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა.

თუმ­ცა ოსე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი ენის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე არც ისე რთუ­ლად არის.

"ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი ქარ­თუ­ლად სა­უ­ბარს მხო­ლოდ მა­შინ ერი­დე­ბი­ან, რო­დე­საც ცხინ­ვა­ლი­დან, გა­ნათ­ლე­ბის უწყე­ბი­დან ჩა­დი­ან... ასე­ვე მა­შინ, თუ სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი ან სხვა უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქარ­თუ­ლად სა­უ­ბარს შე­ეს­წრე­ბი­ან, შე­ნიშ­ვნას მის­ცე­მენ. თუმ­ცა, საქ­მე ის არის, რომ თა­ვად სრულ­ყო­ფი­ლად არც ოსუ­რი იცი­ან და აღარც რუ­სუ­ლი" - ამ­ბო­ბენ ისი­ნი. მა­თი­ვე თქმით, ქარ­თვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა 6-თვი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა, რამ­დე­ნი­მე კი რა­ი­ონ­ში დაბ­რუნ­და.

ამ ყვე­ლა­ფერს, ბოლო დღე­ებ­ში "ეკო­ნო­მი­კუ­რი ომიც" და­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ა­ზე ნა­დი­რო­ბით და­ი­წყო... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი შიდა კლა­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, რად­გან ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია ცხინ­ვალ­ში "რა­ღაც გზით შე­მო­ვი­და, მის უკან კი გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, დიდი ალ­ბა­თო­ბით ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი დგა­ნან, რო­მელ­თაც სხვე­ბი ებ­რძვი­ან". ოსე­ბის თქმით, ფა­სის გამო ქარ­თუ­ლი მხა­რი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ცია უკონ­კუ­რენ­ტოა.

"ამი­ტო­მაც ეძებს მას ოსუ­რი მი­ლი­ცია, თით­ქოს მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღი იყოს. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლობ­რივ მა­ღა­ზი­ებ­სა და აფ­თი­ა­ქებ­ში ქარ­თულ ღვი­ნოს, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლებ­სა და მე­დი­კა­მენ­ტებს ეძებ­დნენ...“ - წე­რენ ოსე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მა­თი­ვე თქმით, აფ­თი­ა­ქებ­ში იყი­დე­ბა რუ­სუ­ლი და სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­ე­ბის მე­დი­კე­მენ­ტე­ბი, მათ შო­რის ოსურ ენა­ზე ანო­ტა­ცი­ე­ბით, თუმ­ცა ფასი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის. ხოლო ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ფასი მათ­თვის მი­სა­ღე­ბია.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე აკ­რძა­ლე­ბი ჯერ კი­დევ ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვის დროს ხდე­ბო­და, თუმ­ცა ასე­თი ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ისიც ამ­ბობ­და, რომ "სამ­ხრეთ ოსე­თის ეკო­ნო­მი­კას მის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­შუ­ა­ლე­ბით არ გან­ვა­ვი­თა­რებ­თო...".

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უალ­ტერ­ნა­ტი­ვო იყო, რად­გან არ­სე­ბულ ბა­ზარ­ზე შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და მი­სა­ღე­ბი ფა­სის გამო, ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტებს მის შე­ძე­ნას ურ­ჩევ­დნენ.

გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტის მუ­რატ გუ­კე­მო­ხო­ვის ცნო­ბით, ის აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივ ექიმს ესა­უბ­რა და მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე მე­დი­კა­მენ­ტე­ბის 20%-ს ისევ ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ცია შე­ად­გენს, ისი­ნი დღემ­დე თა­ვი­სუფ­ლად გას­ცე­მენ ამ პრე­პა­რა­ტე­ბის შე­სა­ხებ რე­ცეპტს და არა­ნა­ი­რი ფორ­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ ვრცელ­დე­ბა.

"სა­ერ­თოდ, რა­ტომ ერე­ვა სა­ხელ­მწი­ფო ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში? კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ასე­თია, ეს ძა­ლი­ან კარ­გი ად­გი­ლია ძა­ლა­უფ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვს" - წერს გა­მო­ცე­მა.

ფო­ტო­ე­ბი: www.livejournal.com

voot.
1

ახლგორში магазин "Россия" პოსტსაბჭოურ, გაპარტახებულ შენობაში, ოკუპაციის კიდევ ერთი დამადასტურებელი ნათელი მაგალითი. 

ავტორი:

"ქართულ პროდუქციას მილიცია ისე ეძებს, თითქოს მასობრივი განადგურების იარაღი იყოს" - ახალგორში აკრძალვები გრძელდება

"ქართულ პროდუქციას მილიცია ისე ეძებს, თითქოს მასობრივი განადგურების იარაღი იყოს" - ახალგორში აკრძალვები გრძელდება

რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტრომ აფთიაქებიდან ქართული წარმოების მედიკამენტები ამოიღო. როგორც ჩანს, ქართული პროდუქციის აკრძალვის შემდეგ, ქართული ენის ჯერი დადგა.

ახალგორის სკოლებში, დირექტორებმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ქართულად საუბარი აუკრძალეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბიბილოვის "ხელმღვანელობას" ქართული ენის ასაკრძალად საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცვლილებები შეაქვს.

ჯერ კიდევ 2017 წელს ანატოლი ბიბილოვი ახალგორში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა და მაშინ 70-მდე მოსწავლე განათლების უფლების გარეშე, 150-მდე პედაგოგი კი უმუშევარი დატოვა... კონფლიქტოლოგები ბიბილოვის ინიციატივას ანექსიის გაგრძელებას უწოდებდნენ. მას შემდეგ, ოსურმა მხარემ, რუსეთის კარნახით ან უბრალოდ, მისთვის ერთგულების დასამტკიცებლად ადგილობრივი მოსახლეობის საზიანოდ არაერთი ნაბიჯი გადადგა.

თუმცა ოსების ინფორმაციით, ქართული ენის აკრძალვასთან დაკავშირებით საქმე არც ისე რთულად არის.

"ადგილობრივი მასწავლებლები და მოსწავლეები ქართულად საუბარს მხოლოდ მაშინ ერიდებიან, როდესაც ცხინვალიდან, განათლების უწყებიდან ჩადიან... ასევე მაშინ, თუ სკოლის დირექტორები ან სხვა უწყების წარმომადგენლები ქართულად საუბარს შეესწრებიან, შენიშვნას მისცემენ. თუმცა, საქმე ის არის, რომ თავად სრულყოფილად არც ოსური იციან და აღარც რუსული" - ამბობენ ისინი. მათივე თქმით, ქართველი მასწავლებლების დიდმა ნაწილმა 6-თვიანი შვებულების შესახებ განცხადება დაწერა, რამდენიმე კი რაიონში დაბრუნდა.

ამ ყველაფერს, ბოლო დღეებში "ეკონომიკური ომიც" დაემატა, რომელიც რეგიონში ქართული პროდუქციაზე ნადირობით დაიწყო... ადგილობრივების თქმით, ეს ყველაფერი შიდა კლანური დაპირისპირების გაგრძელებაა, რადგან ქართული პროდუქცია ცხინვალში "რაღაც გზით შემოვიდა, მის უკან კი გავლენიანი ადამიანები, დიდი ალბათობით ბიზნესმენები დგანან, რომელთაც სხვები ებრძვიან". ოსების თქმით, ფასის გამო ქართული მხარიდან შემოტანილი პროდუქცია უკონკურენტოა.

"ამიტომაც ეძებს მას ოსური მილიცია, თითქოს მასობრივი განადგურების იარაღი იყოს. რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილობრივ მაღაზიებსა და აფთიაქებში ქართულ ღვინოს, მინერალური წყლებსა და მედიკამენტებს ეძებდნენ...“ - წერენ ოსები სოციალურ ქსელში. მათივე თქმით, აფთიაქებში იყიდება რუსული და სხვა ქვეყნის წარმოების მედიკემენტები, მათ შორის ოსურ ენაზე ანოტაციებით, თუმცა ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ხოლო ქართული პროდუქციის ფასი მათთვის მისაღებია.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ქართულ პროდუქციაზე აკრძალები ჯერ კიდევ ლეონიდ თიბილოვის დროს ხდებოდა, თუმცა ასეთი ფართო გავრცელება არ ჰქონია, მაგრამ ისიც ამბობდა, რომ "სამხრეთ ოსეთის ეკონომიკას მის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს საშუალებით არ განვავითარებთო...".

გამოცემის ცნობით, ქართული წარმოების მედიკამენტები უალტერნატივო იყო, რადგან არსებულ ბაზარზე შედარებით მაღალი ხარისხისა და მისაღები ფასის გამო, ექიმები პაციენტებს მის შეძენას ურჩევდნენ.

გამოცემის კორესპონდენტის მურატ გუკემოხოვის ცნობით, ის აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე ადგილობრივ ექიმს ესაუბრა და მათ განაცხადეს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მედიკამენტების 20%-ს ისევ ქართული წარმოების პროდუქცია შეადგენს, ისინი დღემდე თავისუფლად გასცემენ ამ პრეპარატების შესახებ რეცეპტს და არანაირი ფორმალური შეზღუდვები ამ მიმართულებით არ ვრცელდება.

"საერთოდ, რატომ ერევა სახელმწიფო ჯანმრთელობის სფეროში? კითხვაზე პასუხი ასეთია, ეს ძალიან კარგი ადგილია ძალაუფლების დემონსტრირებისთვს" - წერს გამოცემა.

ფოტოები: www.livejournal.com

63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა