სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია "სითი პარკმა" დავა შეწყვიტა - რას აცხადებენ თბილისის მერიაში
კომპანია "სითი პარკმა" დავა შეწყვიტა - რას აცხადებენ თბილისის მერიაში

კომ­პა­ნია „სითი პარ­კმა“ დავა შე­წყვი­ტა - თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­სა და კომ­პა­ნია „სითი პარკს“ შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ერთი მხრივ, მე­რი­ა­სა და და­ქი­რა­ვე­ბულ იუ­რი­დი­ულ კომ­პა­ნი­ას, მე­ო­რე მხრივ კი, მე­რი­ა­სა და „სითი პარკს“ შო­რის წარ­მო­ე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, კომ­პა­ნია „სითი პარ­კმა“ უკან გა­იხ­მო სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი სა­ჩი­ვა­რი და უარი გა­ნა­ცხა­და სა­არ­ბიტ­რა­ჟო და­ვა­ზე.

„შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ამ, პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მის მარ­თვი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან, კომ­პა­ნია „სითი პარკს“ გა­და­უ­ხა­და ოთხი მი­ლი­ონ სა­მა­სი ათა­სი (4 300 000) აშშ დო­ლა­რი, რის სა­ნაც­ვლო­დაც მი­ი­ღო კომ­პა­ნია „სითი პარ­კის“ კუთ­ვნი­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ამ კომ­პა­ნია „სითი პარკს“ 2007 წელს გა­უ­ფორ­მა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის ვა­დაც 2025 წელს გა­დი­ო­და. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მე­რი­ას „სითი პარ­კის­თვის“ 25 მლნ ლა­რის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რე­ბო­და.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ახალ­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა 2018 წლის 10 აპ­რილს კომ­პა­ნია „სითი პარკს“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტა, რისი მი­ზე­ზიც გახ­და კომ­პა­ნი­ის მხრი­დან ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა. ამის შემ­დეგ „სითი პარ­კმა“ წა­მო­ი­წყო სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა ად­გი­ლობ­რივ სა­სა­მარ­თლო­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რაჟ­ში. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კომ­პა­ნი­ა­სა და თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს შო­რის მიღ­წე­უ­ლი იქნა ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ამ აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მის მარ­თვი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან „სითი პარკს“ 4 მლნ 300 ათას აშშ დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დოს. თა­ვის მხრივ, კომ­პა­ნი­ამ უარი გა­ნა­ცხა­და და­ვა­ზე და აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას გა­დას­ცეს. ამით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა და­ზო­გა სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ვის­თვის სა­ჭი­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სახ­სრე­ბი და მი­ი­ღო აქ­ტი­ვე­ბი, რო­მე­ლიც ესა­ჭი­რო­ე­ბო­და თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2018 წლის 10 აპ­რი­ლი­დან თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია წარ­მა­ტე­ბით მარ­თავს პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მას და ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­მარ­თე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

კომპანია "სითი პარკმა" დავა შეწყვიტა - რას აცხადებენ თბილისის მერიაში

კომპანია "სითი პარკმა" დავა შეწყვიტა - რას აცხადებენ თბილისის მერიაში

კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ერთი მხრივ, მერიასა და დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას, მეორე მხრივ კი, მერიასა და „სითი პარკს“ შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე.

„შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.

თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ამის შემდეგ „სითი პარკმა“ წამოიწყო სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის მიღწეული იქნა ოპტიმალური შეთანხმება, რომლის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აიღო ვალდებულება პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან „სითი პარკს“ 4 მლნ 300 ათას აშშ დოლარი გადაუხადოს. თავის მხრივ, კომპანიამ უარი განაცხადა დავაზე და აიღო ვალდებულება, რომ მის კუთვნილებაში არსებული აქტივები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცეს. ამით მუნიციპალიტეტმა დაზოგა საერთაშორისო დავისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სახსრები და მიიღო აქტივები, რომელიც ესაჭიროებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

მოგეხსენებათ, 2018 წლის 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია წარმატებით მართავს პარკირების სისტემას და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ მიიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.

1 თვეში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად - რა პრობლემაზე საუბრობს "ენერგო-პრო ჯორჯია"?

მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის - "სამწუხაროდ, ამ ობიექტმა დღემდე ვერ იპოვა თავისი ფუნქცია"

რა ქონებას ფლობს მიხეილ ხიდურელი, რომელიც ქონების მიუთითებლობის გამო დაჯარიმდა