საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 თებერვალს "ღვინის ქარხანაში" PechaKucha Night Tbilisi გაიმართება
20 თებერვალს "ღვინის ქარხანაში" PechaKucha Night Tbilisi გაიმართება

20 თე­ბერ­ვალს, „ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში“ “PechaKucha Night Tbilisi” გა­ი­მარ­თე­ბა. „PechaKucha Night Tbilisi vol. 9“-ის თემა ”სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და ინო­ვა­ცი­ე­ბია".

PechaKucha Night-ის მოძ­რა­ო­ბა 2003 წლის თე­ბერ­ვალ­ში ტო­კი­ო­ში და­ი­წყო. ეს იყო ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რია ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად. სა­ხელ­წო­დე­ბა PechaKucha ია­პო­ნუ­რი ენი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს და ნიშ­ნავს ბლა-ბლა-ბლას.

PechaKucha Night 1200-ზე მეტ ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ის არის არა­ფორ­მა­ლუ­რი და სა­ხა­ლი­სო შეხ­ვედ­რე­ბის პლატ­ფორ­მა, სა­დაც შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი, ინო­ვა­ტო­რე­ბი, მე­წარ­მე­ე­ბი, ჩე­ინ­ჯმე­ი­ქე­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს იდე­ებს, პრო­ექ­ტებ­სა და ნა­მუ­შევ­რებს უზი­ა­რე­ბენ. ისი­ნი ცვლი­ან აზ­რებს PechaKucha 20x20 ფორ­მატ­ში.

PechaKucha 20x20 მარ­ტი­ვი პრე­ზენ­ტა­ცი­ის ფორ­მა­ტია, სა­დაც სპი­კე­რი 20 სლა­იდს წარ­მო­ად­გენს. თითო სლა­ი­დის­თვის მომხსე­ნე­ბელს 20 წამი აქვს. სლა­ი­დე­ბი ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში იც­ვლე­ბა.

„PechaKucha Night Tbilisi vol. 9“ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია Tbilisi Startup Bureau-ს მიერ. მხარ­და­ჭე­რი­ლია „თი­ბი­სი ბიზ­ნე­სის­თვის„ და „Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus“-ის მიერ, ხოლო ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან „თბი­ლი­სის ღა­მის ეკო­ნო­მი­კა” და „Wolt“.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე თე­მის ირ­გვლივ, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რე­ბენ ნინო ზამ­ბა­ხი­ძე („სა­ქარ­თვე­ლოს გფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცია”), გი­ორ­გი და­ნე­ლია („აგ­რი­კოპ­ტე­რი“), ნა­თია ნი­ნი­კე­ლაშ­ვი­ლი („soplidan.ge“), ირაკ­ლი არ­ჯე­ვა­ნი­ძე („ნუ­შის და კაკ­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია“), ანი სირ­ბი­ლა­ძე (და­წყე­ბი­თი ბიზ­ნე­სი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი „KEDARI VENTURES”; Allwine.ge), ირაკ­ლი ჩი­ქა­ვა („აგრო სო­ლუ­შენს“), ნა­ტა­ლია ოქ­რო­ში­აშ­ვი­ლი(„კალო“).

ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­იხ­სნე­ბა 20:00 სა­ა­თი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

20 თებერვალს "ღვინის ქარხანაში" PechaKucha Night Tbilisi გაიმართება

20 თებერვალს "ღვინის ქარხანაში" PechaKucha Night Tbilisi გაიმართება

20 თებერვალს, „ღვინის ქარხანაში“ “PechaKucha Night Tbilisi” გაიმართება. „PechaKucha Night Tbilisi vol. 9“-ის თემა ”სოფლის მეურნეობა და ინოვაციებია".

PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში დაიწყო. ეს იყო ღონისძიებათა სერია ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. სახელწოდება PechaKucha იაპონური ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას.

PechaKucha Night 1200-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. ის არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20x20 ფორმატში.

PechaKucha 20x20 მარტივი პრეზენტაციის ფორმატია, სადაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს. სლაიდები ავტომატურ რეჟიმში იცვლება.

„PechaKucha Night Tbilisi vol. 9“ ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს მიერ. მხარდაჭერილია „თიბისი ბიზნესისთვის„ და „Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus“-ის მიერ, ხოლო ღონისძიების პარტნიორები არიან „თბილისის ღამის ეკონომიკა” და „Wolt“.

ღონისძიებაზე თემის ირგვლივ, სხვადასხვა პროექტების შესახებ ისაუბრებენ ნინო ზამბახიძე („საქართველოს გფერმერთა ასოციაცია”), გიორგი დანელია („აგრიკოპტერი“), ნათია ნინიკელაშვილი („soplidan.ge“), ირაკლი არჯევანიძე („ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია“), ანი სირბილაძე (დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი „KEDARI VENTURES”; Allwine.ge), ირაკლი ჩიქავა („აგრო სოლუშენს“), ნატალია ოქროშიაშვილი(„კალო“).

ღონისძიება გაიხსნება 20:00 საათიდან.

"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა

შეფ-ლიტერატორი - ანუ როგორ გადაიქცნენ მწერლები კულინარებად

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზება თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება