საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა, შოკში ჩავვარდი" - რას ჰყვება პაციენტი, რომელსაც არასწორი დიაგნოზის შემდეგ, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა 3-ჯერ ჩაუტარეს
"რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა, შოკში ჩავვარდი" - რას ჰყვება პაციენტი, რომელსაც არასწორი დიაგნოზის შემდეგ, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა 3-ჯერ ჩაუტარეს

ქარ­თველ ექი­მებს, არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მა­ში, კი­დევ ერთი პა­ცი­ენ­ტი ადა­ნა­შა­უ­ლებს. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძე აცხა­დებს, რომ ურო­ლოგ­მა და ონ­კო­ლოგ­მა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ისე და­უ­ნიშ­ნა, რომ მის ორ­გა­ნიზ­მში არც სიმ­სივ­ნე და არც მე­ტას­ტა­ზი არ იყო. გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძემ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის სამი კურ­სი ჩა­ი­ტა­რა (15 გა­დას­ხმა), რის შემ­დე­გაც სამ­კურ­ნა­ლოდ საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. საფ­რან­გე­თის წამ­ყვა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის ექი­მებ­მა სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ უთხრეს, რომ იგი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო.

„თა­ვი­დან ტკი­ვილ­მა შე­მა­წუ­ხა და ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ურო­ლოგ­თან მი­ვე­დი. იქ მი­თხრეს, სას­წრა­ფოდ სა­ო­პე­რა­ციო ხარო და გა­მიშ­ვეს თბი­ლის­ში. თბი­ლის­შიც იგი­ვე პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღე, რომ მქონ­და სა­თეს­ლე ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნე და სა­ო­პე­რა­ციო ვი­ყა­ვი. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი დი­აგ­ნოზს არ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. და­მი­ნიშ­ნეს ქი­მი­ო­თე­რა­პია და სამი კურ­სი ჩა­ვი­ტა­რე - სა­ერ­თო ჯამ­ში, 15 გა­დას­ხმა. ძა­ლი­ან მძი­მედ იმოქ­მე­და, დავ­სივ­დი მთლი­ა­ნად, თმე­ბი და წარ­ბე­ბი დამ­ცვივ­და და ა.შ. სამი კურ­სის შემ­დეგ მი­თხრეს, რომ სიმ­სივ­ნე შემ­ცი­რე­ბუ­ლია ზო­მა­შიო და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბიც მომ­ცეს.

"დე­დე­ბის ფონ­დის" დახ­მა­რე­ბით, საფ­რან­გეთ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ და იქ ორ სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წამ­ყვან­მა ექი­მებ­მა შე­მა­მოწ­მეს, ჩა­მი­ტა­რეს ყვე­ლა სა­ჭი­რო კვლე­ვა და მი­თხრეს, რომ არა­ნა­ი­რი სიმ­სივ­ნის კვა­ლი არ ფიქ­სირ­დე­ბო­და ჩემს ორ­გა­ნიზ­მში, რომ ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვიცი გამ­ხა­რე­ბო­და თუ არა. რომ გა­ვი­გე, თურ­მე, სიმ­სივ­ნე არ მქონ­და შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, არ ვი­ცო­დი რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რა მეგ­რძნო. გაბ­რა­ზე­ბა, სი­ხა­რუ­ლი და ყვე­ლა ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო შეგ­რძნე­ბა ერ­თდრო­უ­ლად და­მე­უფ­ლა.

ჩა­მო­ვე­დი ჩემი ახა­ლი პა­სუ­ხე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და მი­ვა­კი­თხე ჩემს ქარ­თველ მკურ­ნალ ექი­მებს, მოვ­თხო­ვე პა­სუ­ხი იმა­ზე, თუ რა­ტომ მი­კე­თებ­დნენ ქი­მი­ებს, მა­შინ რო­დე­საც სიმ­სივ­ნე არ მქონ­და. ისე­თი პა­სუ­ხე­ბი გამ­ცეს, აზრი ვერ გა­მო­ვი­ტა­ნე", - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძე.

რო­გორც გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძე აცხა­დებს, სურს სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად სა­მარ­თლებ­რივ გზას მი­მარ­თოს, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი­სა და სხვა ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა მის ოჯახს ამ ეტაპ­ზე არ შე­უძ­ლია.

"ძა­ლი­ან მინ­და, რომ სა­სა­მარ­თლო­ში და­ვამ­ტკი­ცო ჩემი სი­მარ­თლე და კომ­პენ­სა­ცია მო­ვი­თხო­ვო, რად­გან ამ მკურ­ნა­ლო­ბის გამო, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ტა­ნე სახ­ლი­დან და გავ­ყი­დე. ბო­ლოს სახ­ლიც გავ­ყი­დე და ახლა ღია ცის ქვეშ ვართ მთე­ლი ოჯა­ხი დარ­ჩე­ნი­ლე­ბი. ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის მიერ გა­წე­ულ დახ­მა­რე­ბა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. ად­ვო­კა­ტის ფუ­ლიც კი არ მაქვს, რომ ვუ­ჩივ­ლო, რად­გან ძა­ლი­ან გვი­ჭირს ახლა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ექი­მე­ბის მიერ სიმ­სივ­ნის არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­თხვე­ვა­ზე AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნაც წერ­და იხი­ლეთ სტა­ტია

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ისეთი ცნობილი კლინიკის ექიმები იმდენად ეშმაკურად, აფერისტულად გახდევინებენ ფულს, რომ შენ თვითონ შეგრცხვება. არა და უფულობის და მორიდების გამო ნამდვილად ვერ წავსულვარ ექიმთან და ვითომ მშვიდად(მაგრამ დიდი გულისტკივილით) ველოდები როდის მოვა ჩემი აღსასრული. თუმცა წლების წინ საქართველოში და საზღვარგარეთ ძალიან ცნობილმა ერთერთმა ქირურგმა ორი კვირის-მაქსიმუმ ერთი თვის სიცოცხლე მიწინასწარმეტყველა და მის თანაშემწეებს არეკინებდა რომ სასწრაფოდ ოპერაციაზე დავთანხმებულიყავი, რისთვისაც ოჯახის გაყიდვა ან გაკოტრება მელოდა. ეეჰ ჩვეთან ასაკში შესვლიდანვე ღმერთს უნდა ევედრო ჯანმრთელობა, თორე ჩვენი ფულს დახარბებული ექიმების იმედად 50 წელიც დიდია უფულოებისთვის_ ტერმინით :,,რაა ექიმებს ოჯახები არ ყავთ და ფული არ ჭირდებათ?'' ჩვენც ვისწავლეთ, ხელფასებზე ვცხოვრობდით და დღეს პენსიით ვცხოვრობთ(ამას თუ ცხოვრება ქვია).ექიმობა ბიზნესი არ უნდა იყოს და აფერისტობა.

nukri
4

ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი.9ქიმიის კურსი გამიკეთეს ასე ანუ 45,დგე.სრუილიად უაზროდ.ვითომ სიმსივნე იყო.ეხ სადაა სამართალიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა, შოკში ჩავვარდი" - რას ჰყვება პაციენტი, რომელსაც არასწორი დიაგნოზის შემდეგ, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა 3-ჯერ ჩაუტარეს

"რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა, შოკში ჩავვარდი" - რას ჰყვება პაციენტი, რომელსაც არასწორი დიაგნოზის შემდეგ, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა 3-ჯერ ჩაუტარეს

ქართველ ექიმებს, არასწორი დიაგნოზის დასმაში, კიდევ ერთი პაციენტი ადანაშაულებს. ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი ბობოხიძე აცხადებს, რომ უროლოგმა და ონკოლოგმა ქიმიოთერაპიის კურსი ისე დაუნიშნა, რომ მის ორგანიზმში არც სიმსივნე და არც მეტასტაზი არ იყო. გიორგი ბობოხიძემ ქიმიოთერაპიის სამი კურსი ჩაიტარა (15 გადასხმა), რის შემდეგაც სამკურნალოდ საფრანგეთში გაემგზავრა. საფრანგეთის წამყვანი საავადმყოფოების ექიმებმა საჭირო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ უთხრეს, რომ იგი სრულიად ჯანმრთელი იყო.

„თავიდან ტკივილმა შემაწუხა და ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში უროლოგთან მივედი. იქ მითხრეს, სასწრაფოდ საოპერაციო ხარო და გამიშვეს თბილისში. თბილისშიც იგივე პასუხები მივიღე, რომ მქონდა სათესლე ჯირკვლის სიმსივნე და საოპერაციო ვიყავი. ჩემი ოჯახის წევრები დიაგნოზს არ მეუბნებოდნენ. დამინიშნეს ქიმიოთერაპია და სამი კურსი ჩავიტარე - საერთო ჯამში, 15 გადასხმა. ძალიან მძიმედ იმოქმედა, დავსივდი მთლიანად, თმები და წარბები დამცვივდა და ა.შ. სამი კურსის შემდეგ მითხრეს, რომ სიმსივნე შემცირებულია ზომაშიო და შესაბამისი დოკუმენტებიც მომცეს.

"დედების ფონდის" დახმარებით, საფრანგეთში გავემგზავრეთ და იქ ორ სხვადასხვა საავადმყოფოში წამყვანმა ექიმებმა შემამოწმეს, ჩამიტარეს ყველა საჭირო კვლევა და მითხრეს, რომ არანაირი სიმსივნის კვალი არ ფიქსირდებოდა ჩემს ორგანიზმში, რომ ვიყავი სრულიად ჯანმრთელი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი გამხარებოდა თუ არა. რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა შოკში ჩავვარდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა მეგრძნო. გაბრაზება, სიხარული და ყველა ურთიერთსაპირისპირო შეგრძნება ერთდროულად დამეუფლა.

ჩამოვედი ჩემი ახალი პასუხებით საქართველოში და მივაკითხე ჩემს ქართველ მკურნალ ექიმებს, მოვთხოვე პასუხი იმაზე, თუ რატომ მიკეთებდნენ ქიმიებს, მაშინ როდესაც სიმსივნე არ მქონდა. ისეთი პასუხები გამცეს, აზრი ვერ გამოვიტანე", - უყვება AMBEBI.GE-ს გიორგი ბობოხიძე.

როგორც გიორგი ბობოხიძე აცხადებს, სურს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სამართლებრივ გზას მიმართოს, თუმცა ადვოკატისა და სხვა ხარჯების დაფარვა მის ოჯახს ამ ეტაპზე არ შეუძლია.

"ძალიან მინდა, რომ სასამართლოში დავამტკიცო ჩემი სიმართლე და კომპენსაცია მოვითხოვო, რადგან ამ მკურნალობის გამო, ყველაფერი გამოვიტანე სახლიდან და გავყიდე. ბოლოს სახლიც გავყიდე და ახლა ღია ცის ქვეშ ვართ მთელი ოჯახი დარჩენილები. ნათესავებისა და ახლობლების მიერ გაწეულ დახმარებაზე აღარაფერს ვამბობ. ადვოკატის ფულიც კი არ მაქვს, რომ ვუჩივლო, რადგან ძალიან გვიჭირს ახლა მატერიალურად", - განუცხადა AMBEBI.GE-ს გიორგი ბობოხიძემ.

აღსანიშნავია, რომ ექიმების მიერ სიმსივნის არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევაზე AMBEBI.GE რამდენიმე თვის წინაც წერდა იხილეთ სტატია