საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები" - როგორ უვლის თავს ეკა ბესელია და რას ამბობს თავის ქონებაზე
"არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები" - როგორ უვლის თავს ეკა ბესელია და რას ამბობს თავის ქონებაზე

ეკა ბე­სე­ლია 1971 წლის 6 ნო­ემ­ბერს და­ი­ბა­და სე­ნაკ­ში. მამა ეკო­ნო­მის­ტი იყო, დედა - აგ­რო­ნო­მი. ორი­ვე შრომ­ობდა, რომ ოთხი­ვე შვი­ლის­თვის კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ცათ. რო­გორც დეკ­ლა­რან­ტი­ იხს­ენებს, მამა მკაც­რი იყო, ტრა­დი­ცი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი და დამ­ცვე­ლი, დედა კი - ლმო­ბი­ე­რი და დამთმო­ბი.

ეკა ბე­სე­ლი­ამ შრო­მი­სა და მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თის წყა­ლო­ბით წარ­მა­ტე­ბას მალე მი­აღ­წია. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სახ­ელმ­წ­იფო­ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, იყო სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მის "ეკა და კომ­პა­ნია" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, არის სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი. ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია მისი მიღ­წე­ვე­ბი­სა და რე­გა­ლი­ე­ბი­სა. ბე­სე­ლი­ას დეკ­ლა­რი­რე­ბულ ოჯა­ხის წევრთა შო­რის არი­ან მისი შვი­ლე­ბი - 28 წლის რატი მი­ლო­რა­ვა და 16 წლის ლიზი გუ­ბე­ლა­ძე.

დეკ­ლა­რან­ტის მთელ უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას შე­ად­გენს გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 170 კვმ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, რო­მელ­შიც 2007 წელს 80.000 დო­ლა­რი გა­და­უხ­დია, 2.500 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი 25 კვმ ავ­ტო­ფა­რე­ხი იმა­ვე­ ქუ­ჩა­ზე და გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 168 კვმ არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბი, რო­მე­ლიც 46.500 დო­ლა­რად იყი­და. მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი გრა­ფა ცა­რი­ე­ლია, ისე­ვე რო­გორც ფა­სი­ა­ნი ქა­ღალდ­ები­სა. სუფ­თაა ის ფურ­ცე­ლიც, რო­მელ­ზეც უნდა ეწე­როს დეკ­ლა­რან­ტის ან მისი ოჯა­ხის წევრთა მიერ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა 500 ლარს აღე­მა­ტე­ბა. რო­გორც მი­თხრა, ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი და­ნა­ზო­გით შე­ი­ძი­ნა.

- მთე­ლი ჩემი ქო­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე მქონ­და. პირ­ვე­ლი ბინა 2001 წელს თემ­ქა­ზე ვი­ყი­დე, შემ­დეგ ჩემს ძმას და­ვუ­ტო­ვე სა­ცხოვ­რებ­ლად. მა­ნამ­დე ხან ქი­რით ვცხოვ­რობ­დი, ხან გი­რა­ო­თი, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის­თვის არას­დროს მით­ქვამს, ბინა მი­ყი­დეთ-მეთ­ქი.­ პირ­ვე­ლი მან­ქა­ნაც ჰო­ნო­რა­რით ვი­ყი­დე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­ყი­დე ბინა გაბა­შვილ­ზე, სა­დაც ახლა ვცხოვ­რობ, მერე ოფი­სიც, სა­დაც ად­ვო­კა­ტუ­რა მქონ­და. ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერ­ში მო­მე­და­ვე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლია, იმ­დენ­ჯერ აქვთ შეს­წავ­ლი­ლი და გა­ფილტრუ­ლი ჩემი ქო­ნე­ბა.

ერთხანს მხო­ლოდ მე ვმუ­შა­ობ­დი,­ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩემ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყ­ვნენ - 2 ბავ­შვი, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი ჩემ­თან ცხოვ­რობ­დნენ და ყვე­ლას ვეხ­მა­რე­ბო­დი.­ როცა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე არ ფიქ­რობ, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, რა­ღა­ცებ­ზე უარი თქვა. ისე­დაც არ მიყ­ვარს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, ბი­ნაც სა­დად მო­ვა­წყვე, გა­დაპ­რან­ჭუ­ლი არ არის.

- რაში არ გე­ნა­ნე­ბათ ფუ­ლის და­ხარ­ჯვა?

- წიგ­ნებ­ში, იმ­დე­ნი წიგ­ნი­ მაქვს, ვერ­სად ვა­ტევ. ტან­საც­მლის, სამ­კა­უ­ლის ყიდ­ვა­ზე არ ვგიჟ­დე­ბი. რო­დე­საც სა­ჯა­რო პირი ხარ, უბ­რა­ლოდ, გინ­და თუ არ გინ­და, ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მით უფრო, ქა­ლის­თვის. მა­გა­ლი­თად, ვარ­ცხნი­ლო­ბა ერთი დღეც რომ არ მქონ­დეს წეს­რიგ­ში, ჩემი სტი­ლის­ტი მე­უბ­ნე­ბა, მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რა­ტომ კარ­გად არ და­ვარ­ცხნე­ თმაო. გა­რეგ­ნო­ბას ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ, მაგ­რამ ამა­ში დიდ თან­ხას არ ვხარ­ჯავ.

ოჯახ­ში ახლა მე ვარ ერ­თა­დერ­თი შე­მომ­ტა­ნი. 3.600 ლარ­ზე მე­ტია ჩემი ხელ­ფა­სი. ვერ ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა ხარჯს სრუ­ლად ფა­რავს, მაგ­რამ იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ჰყავს და ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა აქვს, უნდა იმ­ყო­ფი­ნო. ამას ემა­ტე­ბა და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლიც, რო­გორც მეც­ნი­ე­რის... სხვა­თა შო­რის, ად­ვო­კა­ტო­ბით უფრო მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­და, ვიდ­რე ახლა მაქვს...

სულ ცდი­ლო­ბენ, რა­ღა­ცე­ბი მო­ი­გო­ნონ­, მეს­მის ჭორ­ები, ვი­თომ ძა­ლი­ან მდი­და­რი და ყოვ­ლის­შემ­ძლე ვარ, მაგ­რამ ფაქ­ტე­ბი არ­სად ჩანს. ამას წი­ნათ სა­ლონ­ში მი­თხრეს, რომ ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კის მფლო­ბე­ლი ვყო­ფილ­ვარ და თურ­მე "2 ნა­ბი­ჯიც" ჩემი ყო­ფი­ლა,­ არა­და, ერთხე­ლაც კი არ შევ­სულ­ვარ. რაც მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­წე­რე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში. თა­ვი­დან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი ამ ჭო­რე­ბის გამო, მაგ­რამ იმ­დე­ნი ცი­ლის­წა­მე­ბა და ტყუ­ი­ლი მო­ვის­მი­ნე, დღეს რე­აქ­ცია აღარ მაქვს. თუ სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ უკა­ნო­ნო­ბა ჩა­ი­დი­ნა, მას ბრძო­ლი­სა და პრო­ტეს­ტის ძალა აღარ ექ­ნე­ბო­და, მე კი არა­ფე­რი მე­ტყო­ბა იმის, რამე მა­ში­ნებ­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლე რომ იყოს, გავ­ჩუმ­დე­ბი და წა­ვალ პო­ლი­ტი­კი­დან ისე­ვე, რო­გორც ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა. უფრო მეტ კომ­ფორ­ტშიც კი ვიქ­ნე­ბი... ბევ­რჯერ მქონ­და შან­სი, გავმხდა­რი­ყა­ვი ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი და ყო­ველ ჯერ­ზე უარი ვთქვი... ად­ვო­კა­ტო­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ... არ­ჩე­ვა­ნი სულ მქონ­და, მაგ­რამ ეს მო­ი­თხოვ­და მცი­რე კომ­პრო­მისს და ამას არ და­ვუშ­ვებ­დი - პრინ­ცი­პებს არას­დროს გა­და­ვა­ბი­ჯებ, მირ­ჩევ­ნია, მშვი­დად ვი­ცხოვ­რო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
127

ამ ქალის ატანა არ მაქვს. კოლექტიურ ქოცთან ასოცირდება, მას შემდეგაც კი რაც გამოაგდეს მშობლიური პარტიიდან. ბიძინას მე რეალურად არაფერს არ ვერჩი, რამდენადაც მის ყურმოჭრილ მონებს, როგორიც ეს ქალბატონი იყო, ვიდრე მამა-მარჩენალი აითვალწუნებდა. ასე მოგივათ თქვენც, ოცნების ბოტებო. ყველა ვარიანტში სამარცხვინოდ დაასრულებთ 

Teimurazi
29

ეკაა და, პატიოსნების განსახიერებაა მთლიანად...

ავტორი:

"არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები" - როგორ უვლის თავს ეკა ბესელია და რას ამბობს თავის ქონებაზე

"არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები" - როგორ უვლის თავს ეკა ბესელია და რას ამბობს თავის ქონებაზე

ეკა ბესელია 1971 წლის 6 ნოემბერს დაიბადა სენაკში. მამა ეკონომისტი იყო, დედა - აგრონომი. ორივე შრომობდა, რომ ოთხივე შვილისთვის კარგი განათლება მიეცათ. როგორც დეკლარანტი იხსენებს, მამა მკაცრი იყო, ტრადიციების მოყვარული და დამცველი, დედა კი - ლმობიერი და დამთმობი.

ეკა ბესელიამ შრომისა და მებრძოლი ხასიათის წყალობით წარმატებას მალე მიაღწია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იყო საადვოკატო ფირმის "ეკა და კომპანია" დამფუძნებელი, არის სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მისი მიღწევებისა და რეგალიებისა. ბესელიას დეკლარირებულ ოჯახის წევრთა შორის არიან მისი შვილები - 28 წლის რატი მილორავა და 16 წლის ლიზი გუბელაძე.

დეკლარანტის მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას შეადგენს გაბაშვილის ქუჩაზე მდებარე 170 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 2007 წელს 80.000 დოლარი გადაუხდია, 2.500 დოლარად შეძენილი 25 კვმ ავტოფარეხი იმავე ქუჩაზე და გამრეკელის ქუჩაზე მდებარე 168 კვმ არასაცხოვრებელი ფართობი, რომელიც 46.500 დოლარად იყიდა. მოძრავი ქონების ამსახველი გრაფა ცარიელია, ისევე როგორც ფასიანი ქაღალდებისა. სუფთაა ის ფურცელიც, რომელზეც უნდა ეწეროს დეკლარანტის ან მისი ოჯახის წევრთა მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრები, რომელთა ღირებულება 500 ლარს აღემატება. როგორც მითხრა, ყველაფერი საკუთარი დანაზოგით შეიძინა.

- მთელი ჩემი ქონება პოლიტიკაში მოსვლამდე მქონდა. პირველი ბინა 2001 წელს თემქაზე ვიყიდე, შემდეგ ჩემს ძმას დავუტოვე საცხოვრებლად. მანამდე ხან ქირით ვცხოვრობდი, ხან გირაოთი, მაგრამ მშობლებისთვის არასდროს მითქვამს, ბინა მიყიდეთ-მეთქი. პირველი მანქანაც ჰონორარით ვიყიდე. მოგვიანებით ვიყიდე ბინა გაბაშვილზე, სადაც ახლა ვცხოვრობ, მერე ოფისიც, სადაც ადვოკატურა მქონდა. ვერავინ ვერაფერში მომედავება, გამორიცხულია, იმდენჯერ აქვთ შესწავლილი და გაფილტრული ჩემი ქონება.

ერთხანს მხოლოდ მე ვმუშაობდი, ოჯახის წევრები ჩემზე დამოკიდებული იყვნენ - 2 ბავშვი, დედმამიშვილები ჩემთან ცხოვრობდნენ და ყველას ვეხმარებოდი. როცა მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობ, ვალდებული ხარ, რაღაცებზე უარი თქვა. ისედაც არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ბინაც სადად მოვაწყვე, გადაპრანჭული არ არის.

- რაში არ გენანებათ ფულის დახარჯვა?

- წიგნებში, იმდენი წიგნი მაქვს, ვერსად ვატევ. ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები. როდესაც საჯარო პირი ხარ, უბრალოდ, გინდა თუ არ გინდა, ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია, მით უფრო, ქალისთვის. მაგალითად, ვარცხნილობა ერთი დღეც რომ არ მქონდეს წესრიგში, ჩემი სტილისტი მეუბნება, მსაყვედურობენ, რატომ კარგად არ დავარცხნე თმაო. გარეგნობას ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ ამაში დიდ თანხას არ ვხარჯავ.

ოჯახში ახლა მე ვარ ერთადერთი შემომტანი. 3.600 ლარზე მეტია ჩემი ხელფასი. ვერ ვიტყვი, რომ ყველა ხარჯს სრულად ფარავს, მაგრამ იმ ქვეყანაში, რომელსაც ამდენი გაჭირვებული ჰყავს და ამდენი პრობლემა აქვს, უნდა იმყოფინო. ამას ემატება დამატებითი შემოსავალიც, როგორც მეცნიერის... სხვათა შორის, ადვოკატობით უფრო მეტი შემოსავალი მქონდა, ვიდრე ახლა მაქვს...

სულ ცდილობენ, რაღაცები მოიგონონ, მესმის ჭორები, ვითომ ძალიან მდიდარი და ყოვლისშემძლე ვარ, მაგრამ ფაქტები არსად ჩანს. ამას წინათ სალონში მითხრეს, რომ ავტობუსების პარკის მფლობელი ვყოფილვარ და თურმე "2 ნაბიჯიც" ჩემი ყოფილა, არადა, ერთხელაც კი არ შევსულვარ. რაც მაქვს, ყველაფერი ჩავწერე დეკლარაციაში. თავიდან ვნერვიულობდი ამ ჭორების გამო, მაგრამ იმდენი ცილისწამება და ტყუილი მოვისმინე, დღეს რეაქცია აღარ მაქვს. თუ საჯარო მოხელემ უკანონობა ჩაიდინა, მას ბრძოლისა და პროტესტის ძალა აღარ ექნებოდა, მე კი არაფერი მეტყობა იმის, რამე მაშინებდეს. ეს ყველაფერი სიმართლე რომ იყოს, გავჩუმდები და წავალ პოლიტიკიდან ისევე, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა. უფრო მეტ კომფორტშიც კი ვიქნები... ბევრჯერ მქონდა შანსი, გავმხდარიყავი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ყოველ ჯერზე უარი ვთქვი... ადვოკატობას არ ვგულისხმობ... არჩევანი სულ მქონდა, მაგრამ ეს მოითხოვდა მცირე კომპრომისს და ამას არ დავუშვებდი - პრინციპებს არასდროს გადავაბიჯებ, მირჩევნია, მშვიდად ვიცხოვრო. წაიკითხეთ სრულად

"ქართული ოცნების" რეჟიმს მარტო “ნაციონალური მოძრაობა ვერ დაამარცხებს - ეს გამორიცხულია" - სალომე სამადაშვილი

"რუსული წყაროებიდან ირკვევა, რომ ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ორმოცამდე თანამშრომელი რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა" - გოცირიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"