პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თოვლში გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ..." - ფოტოები სოფელ მუხურადან, რომელიც გადაუღებელმა თოვლმა გარესამყაროს მოწყვიტა
"თოვლში გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ..." - ფოტოები სოფელ მუხურადან, რომელიც გადაუღებელმა თოვლმა გარესამყაროს მოწყვიტა

ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე სო­ფელ მუ­ხუ­რა­ში უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა გა­და­უ­ღებ­ლად თოვს და თოვ­ლის სა­ფა­რის სი­მაღ­ლემ მუ­ხუ­რა-ტყი­ბუ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბელ მო­ნაკ­ვეთ­ზე 2 მეტრსაც გა­და­ა­ჭარ­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ყვე­ბი­ან, რომ გზის გა­სახ­სნე­ლად ტექ­ნი­კა მუ­შა­ობს, თუმ­ცა ურ­თუ­ლე­სი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, გზა ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და სო­ფე­ლი გა­რე­მო­სამ­ყა­როს მო­წყვე­ტი­ლია.

მა­თი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბით ვერ სარ­გებ­ლობს და 1500-მდე ადა­მი­ა­ნი მძი­მე პი­რო­ბებ­შია.

თენ­გო ქურ­ცი­კი­ძე, სო­ფელ მუ­ხუ­რას მკვიდ­რი:

- რამ­დე­ნი­მე დღეა გა­და­უ­ღებ­ლად თოვს, გა­რე­სამ­ყა­როს მო­წყვე­ტი­ლი ვართ. მთე­ლი დღე მუ­შა­ობ­და ორი თოვლმწმენ­დი ტრაქ­ტო­რი გზა რომ გა­ეწ­მინ­და, მაგ­რამ ისე გა­და­უ­ღებ­ლად თოვ­და, ვერ ას­წრებ­დნენ... 4 დღის წინ 11 მან­ქა­ნა ჩარ­ჩა გზა­ზე. ვიდ­რე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არ მო­ვიდ­ნენ და ხალ­ხი არ გა­მო­იყ­ვა­ნეს, ვე­რა­ვინ გა­მო­დი­ო­და...

რამ­დე­ნი­მე დღეა ქა­ლაქს მო­წყვე­ტი­ლი ვართ. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის გვე­ში­ნია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ვრჩე­ბით, აქ კი ძი­რი­თა­დად მო­ხუ­ცე­ბი არი­ან და ეს ძა­ლი­ან გვა­ში­ნებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ვერც ქა­ლაქ­ში ჩავ­დი­ვართ სურ­სა­თის­თვის. არა­და, 450-დან 500-მდე კომ­ლი ვცხოვ­რობთ, თუკი ცხოვ­რე­ბა ჰქვია ამას.

ხან­და­ხან დე­ნიც მი­დის, რაც ნიშ­ნავს, რომ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლა­დაც ვწყდე­ბით სამ­ყა­როს. გაზი კი გვაქვს, მაგ­რამ ამ სი­ცი­ვე­ში არ არის საკ­მა­რი­სი გა­სათ­ბო­ბად და შე­შას ვი­ყე­ნებთ, მას დამ­ზა­დე­ბა და მო­ტა­ნა ხომ უნდა?! ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით, იმ ოჯა­ხებს, სა­დაც მხო­ლოდ მო­ხუ­ცე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ვცდი­ლობთ და­ვეხ­მა­როთ, თუმ­ცა, და­სახ­ლე­ბა არც ისე ახ­ლოს არის და გა­და­ად­გი­ლე­ბა გვი­ჭირს. თოვლში ბა­რით გვი­რა­ბებს ვჭრით და ისე დავ­დი­ვართ...

რამ­დე­ნი ხა­ნია ვი­თხოვთ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მუ­ხუ­რა-მუ­ჯი­რე­თის გზის მშე­ნებ­ლო­ბას, თით­ქმის ყო­ველ­წლი­უ­რად ასე­თი დიდ­თოვ­ლო­ბა გვაქვს და რა გახ­და იმ 7-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზის მშე­ნებ­ლო­ბა, სა­დაც ამ­ხე­ლა თოვ­ლი არ მო­დის?! თან ის გზა ტყი­ბულ­საც უკავ­შირ­დე­ბა და თერ­ჯო­ლა­საც. თა­ვა­დაც მიკ­ვირს, რო­გორ ვძლებთ ამ უგ­ზო­ო­ბა­სა და ჩა­კე­ტი­ლო­ბა­ში. მერე ის უკ­ვირთ, რა­ტომ ტო­ვე­ბენ მშობ­ლი­ურ კე­რას, არა­და, ყვე­ლა თოვ­ლის მოს­ვლა­ზე ხან ტრაქ­ტო­რი იკარ­გე­ბა და ხან ადა­მი­ა­ნი.

უფ­რო­სე­ბის­გან მსმე­ნია, აქ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თოვ­ლის სი­მაღ­ლე სახ­ლის მე­სა­მე სარ­თუ­ლამ­დე ადი­ო­და და ხალ­ხი პირ­და­პირ იქი­დან გა­მო­დი­ო­და გა­რეთ.

ცოტ­ნე აბე­სა­ძე, ად­გი­ლობ­რი­ვი:

- ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, მუ­ხუ­რა-მუ­ჯი­რე­თის გზის მშე­ნებ­ლო­ბის თხოვ­ნით რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­საც მივ­მარ­თეთ, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ავ­ხსე­ნით, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სო­ფელ მუ­ხუ­რას­თვის ეს პრო­ექ­ტი...

გა­სუ­ლი წლის 2 მა­ისს ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ სა­მი­ნის­ტრომ, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი გა­მოგ­ზავ­ნა, რომ­ლებ­მაც გზის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ის­წავ­ლეს და დას­კვნაც მო­ამ­ზა­დეს, რომ­ლის თან­ხმა­დაც გზის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის არა­ვი­თა­რი ხე­ლის­შემ­შლე­ლი გა­რე­მო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, რად­გან იქ სა­მან­ქა­ნო გზა დიდი ხა­ნია არის. სა­ჭი­როა, ბე­ტო­ნის სა­ფა­რის და­გე­ბა, რო­მე­ლიც არ­მი­რე­ბუ­ლი, ანუ რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით გა­მაგ­რე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო...

2019 წლის 5 ივ­ნისს ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რეთ, რო­მელ­საც თან 500 მუ­ხუ­რე­ლის ხელ­მო­წე­რა ერ­თვო­და, რად­გან ეს გზა ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამის შემ­დეგ, შევ­ხვდით მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს გი­ორ­გი დი­დი­ძეს, მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ პი­რებს და ავუხ­სე­ნით გზის მშე­ნებ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ისიც, რომ ეს ერ­თა­დერ­თი გზაა, რომ სო­ფე­ლი არ და­ი­ცა­ლოს...

ამას მოჰ­ყვა უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა-გა­მოც­ვლა, სა­კი­თხის შეს­წავ­ლა... ბოლო კო­მუ­ნი­კა­ცია 2020 წლის 25 იან­ვარს გვქონ­და. საქ­მის კურ­სშია ყვე­ლა უწყე­ბა, მათ შო­რის ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი, რათა სა­კი­თხის ინი­ცი­რე­ბა ერ­თი­ა­ნად მომ­ხდა­რი­ყო, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი გზის 2 კი­ლო­მეტ­რი თერ­ჯო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ში მდე­ბა­რე­ობს... ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მაც მი­მარ­თა სა­მი­ნის­ტროს. ვე­ლით პა­სუხს, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი იქ ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მუ­ხუ­რე­ლი ახალ­გაზ­რდა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე AMBEBI.GE-ს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ის თუ რა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სით მოხ­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­და­წყვე­ტი­ლა. თუმ­ცა, მა­თი­ვე თქმით, არის ალ­ბა­თო­ბა, რომ "მთის ფონ­დის" ბი­უ­ჯე­ტით მოხ­დეს მისი და­ფი­ნან­სე­ბა, ბი­უ­ჯე­ტი კი მომ­დევ­ნო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­წე­რე­ბა და აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტზე პა­სუ­ხიც ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
..
19

ჩვენ თბილისში თოველი გვენატრება და ამათ იმდენი აქვთ უკვე ცხოვრება უჭირთ. ეს არის სამართალი? :D :D :D 

!!!
7

რა გახდა რომ მიხედოთ ამ მთიან სოფლებს, სანამ საერთოდ დაცლილა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თოვლში გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ..." - ფოტოები სოფელ მუხურადან, რომელიც გადაუღებელმა თოვლმა გარესამყაროს მოწყვიტა

"თოვლში გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ..." - ფოტოები სოფელ მუხურადან, რომელიც გადაუღებელმა თოვლმა გარესამყაროს მოწყვიტა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მუხურაში უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს და თოვლის საფარის სიმაღლემ მუხურა-ტყიბულის დამაკავშირებელ მონაკვეთზე 2 მეტრსაც გადააჭარბა.

ადგილობრივები AMBEBI.GE-სთან საუბარში ყვებიან, რომ გზის გასახსნელად ტექნიკა მუშაობს, თუმცა ურთულესი კლიმატური პირობების გამო, გზა ფაქტობრივად, ვეღარ ფუნქციონირებს და სოფელი გარემოსამყაროს მოწყვეტილია.

მათივე თქმით, მოსახლეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარებით ვერ სარგებლობს და 1500-მდე ადამიანი მძიმე პირობებშია.

თენგო ქურციკიძე, სოფელ მუხურას მკვიდრი:

- რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს, გარესამყაროს მოწყვეტილი ვართ. მთელი დღე მუშაობდა ორი თოვლმწმენდი ტრაქტორი გზა რომ გაეწმინდა, მაგრამ ისე გადაუღებლად თოვდა, ვერ ასწრებდნენ... 4 დღის წინ 11 მანქანა ჩარჩა გზაზე. ვიდრე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არ მოვიდნენ და ხალხი არ გამოიყვანეს, ვერავინ გამოდიოდა...

რამდენიმე დღეა ქალაქს მოწყვეტილი ვართ. ყველაზე მეტად იმის გვეშინია, რომ სამედიცინო დახმარების გარეშე ვრჩებით, აქ კი ძირითადად მოხუცები არიან და ეს ძალიან გვაშინებს. ადგილობრივები ვერც ქალაქში ჩავდივართ სურსათისთვის. არადა, 450-დან 500-მდე კომლი ვცხოვრობთ, თუკი ცხოვრება ჰქვია ამას.

ხანდახან დენიც მიდის, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაციულადაც ვწყდებით სამყაროს. გაზი კი გვაქვს, მაგრამ ამ სიცივეში არ არის საკმარისი გასათბობად და შეშას ვიყენებთ, მას დამზადება და მოტანა ხომ უნდა?! ერთმანეთს ვეხმარებით, იმ ოჯახებს, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ, ვცდილობთ დავეხმაროთ, თუმცა, დასახლება არც ისე ახლოს არის და გადაადგილება გვიჭირს. თოვლში ბარით გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ...

რამდენი ხანია ვითხოვთ ალტერნატიულ მუხურა-მუჯირეთის გზის მშენებლობას, თითქმის ყოველწლიურად ასეთი დიდთოვლობა გვაქვს და რა გახდა იმ 7-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, სადაც ამხელა თოვლი არ მოდის?! თან ის გზა ტყიბულსაც უკავშირდება და თერჯოლასაც. თავადაც მიკვირს, როგორ ვძლებთ ამ უგზოობასა და ჩაკეტილობაში. მერე ის უკვირთ, რატომ ტოვებენ მშობლიურ კერას, არადა, ყველა თოვლის მოსვლაზე ხან ტრაქტორი იკარგება და ხან ადამიანი.

უფროსებისგან მსმენია, აქ ყოფილა შემთხვევები, როცა თოვლის სიმაღლე სახლის მესამე სართულამდე ადიოდა და ხალხი პირდაპირ იქიდან გამოდიოდა გარეთ.

ცოტნე აბესაძე, ადგილობრივი:

- ალტერნატიული, მუხურა-მუჯირეთის გზის მშენებლობის თხოვნით რეგიონული განვითარების სამინისტროსაც მივმართეთ, სადაც დეტალურად ავხსენით, რამდენად მნიშვნელოვანია სოფელ მუხურასთვის ეს პროექტი...

გასული წლის 2 მაისს ჩვენი განცხადების საპასუხოდ სამინისტრომ, მუნიციპალური განვითარების სპეციალური ჯგუფი გამოგზავნა, რომლებმაც გზის მდგომარეობა შეისწავლეს და დასკვნაც მოამზადეს, რომლის თანხმადაც გზის მშენებლობისთვის არავითარი ხელისშემშლელი გარემოება არ არსებობს, რადგან იქ სამანქანო გზა დიდი ხანია არის. საჭიროა, ბეტონის საფარის დაგება, რომელიც არმირებული, ანუ რკინის კონსტრუქციებით გამაგრებული უნდა ყოფილიყო...

2019 წლის 5 ივნისს ახალი განცხადება დავწერეთ, რომელსაც თან 500 მუხურელის ხელმოწერა ერთვოდა, რადგან ეს გზა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ, შევხვდით მაღალმთიანი რეგიონების განვითარების დეპარტამენტის უფროსს გიორგი დიდიძეს, მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს და ავუხსენით გზის მშენებლობის აუცილებლობა. ისიც, რომ ეს ერთადერთი გზაა, რომ სოფელი არ დაიცალოს...

ამას მოჰყვა უამრავი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, საკითხის შესწავლა... ბოლო კომუნიკაცია 2020 წლის 25 იანვარს გვქონდა. საქმის კურსშია ყველა უწყება, მათ შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, რეგიონული განვითარების სამინისტრო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, რათა საკითხის ინიცირება ერთიანად მომხდარიყო, რადგან აღნიშნული გზის 2 კილომეტრი თერჯოლის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარეობს... ამ მუნიციპალიტეტმაც მიმართა სამინისტროს. ველით პასუხს, რომელზეც ჩვენი იქ ყოფნა-არყოფნაა დამოკიდებული..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში მუხურელი ახალგაზრდა.

აღნიშნულ საკითხზე AMBEBI.GE-ს რეგიონული განვითარების სამინისტროში განუცხადეს, რომ ის თუ რა ფინანსური რესურსით მოხდება მშენებლობა, ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა. თუმცა, მათივე თქმით, არის ალბათობა, რომ "მთის ფონდის" ბიუჯეტით მოხდეს მისი დაფინანსება, ბიუჯეტი კი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გაიწერება და აღნიშნულ პროექტზე პასუხიც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

"სახეზეა ქრონიკული დაავადებების გამწვავება" - როგორ აფასებს ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას

ორშაბათიდან თბილისში 180 ახალი მიკროავტობუსი ივლის

კალაძე მძღოლებს მიმართავს: "თუ ზამთრის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან"