პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, რომ ჩამეძინოს და ნანა დამესიზმროს..." - გელა ჩარკვიანის მოგონებები ცოლზე, რომელიც ყველა წყვილმა უნდა წაიკითხოს
"მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, რომ ჩამეძინოს და ნანა დამესიზმროს..." - გელა ჩარკვიანის მოგონებები ცოლზე, რომელიც ყველა წყვილმა უნდა წაიკითხოს

ალ­ბათ, ბევ­რის­გან მო­გის­მე­ნი­ათ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ მიჩ­ვე­ვაა და არ არის მა­რა­დი­უ­ლი გრძნო­ბა. თუმ­ცა, ჩვენს ირ­გვლივ ბევ­რი მა­გა­ლი­თი ამ­ტკი­ცებს ამის სა­პი­რის­პი­როს. ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­სა და მწე­რა­ლის - გელა ჩარ­კვი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი მისი მე­უღ­ლი­სად­მი, ნანა თო­ი­ძი­სად­მი კი, ამ გრძნო­ბის მა­რა­დი­უ­ლო­ბის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია.

გელა ჩარ­კვი­ა­ნი ხში­რად სა­უბ­რობს ნა­ნა­ზე და მათ სიყ­ვა­რულ­ზე, მას­ზე ბევ­რს წერს სა­კუ­თარ ჩა­ნა­წე­რებ­ში... გთა­ვა­ზობთ მწერ­ლის წიგ­ნი­დან "ნა­გე­რა­ლა" ამო­ნა­რიდს, რო­მე­ლიც ვფიქ­რობთ, ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბულ­მა წყვილ­მა უნდა წა­ი­კი­თხოს:

"ოდეს­ღაც ნანა, ეს უჩ­ვე­უ­ლოდ ლა­მა­ზი ქალი, იმ­დე­ნად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იყო, რომ ეჭ­ვებს, ზოგ­ჯერ მტკივ­ნე­ულ­საც, ჩემს გულ­ში თვი­თონ ნერ­გავ­და. ეს მა­შინ ხდე­ბო­და, როცა მას ქალ-ვაჟი უკვე შე­ე­ძი­ნა და ვალ­მოხ­დი­ლი, ერ­თგვა­რი მო­ლო­დი­ნი­თა და ინ­ტე­რე­სით, მე­ტიც, სა­ხი­ფა­თო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით შეს­ცქე­რო­და მო­მა­ვალს.

ეს ყვე­ლა­ზე არამ­ყა­რი დროა ცოლ­ქმრულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში - ციკ­ლი დამ­თავ­რდა და ცვლი­ლე­ბა თით­ქოს გარ­დუ­ვა­ლია

ამ დროს მოხ­და ის, რაც, შე­საძ­ლოა, ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ ნა­ნას უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად იქცა... ტრო­ტუ­არ­ზე მდგარს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. ხელ-ფე­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბას­თან ერ­თად, მას მუც­ლის აორ­ტაც და­უ­ზი­ან­და. ერთი წელი დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ კვლავ შეს­ძლე­ბო­და ცეკ­ვა, რო­მე­ლიც თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და და რო­მელ­შიც მე ჯე­რო­ვან პარტნი­ო­რო­ბას ვერ ვუ­წევ­დი, ჩვი­ლო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის გამო.

და მა­ინც ყვე­ლა­ზე დიდი ბო­დი­ში ნა­ნას იმის­თვის უნდა მო­ვუ­ხა­დო, რომ მო­ვეს­წა­რი მის სიკ­ვდილს და დღე­საც გან­ვაგ­რძობ ცხოვ­რე­ბას - იმა­ვე დროს ვდგე­ბი, ვსა­უზ­მობ, ვსა­დი­ლობ, იმა­ვე დროს ვი­ძი­ნებ. თუმ­ცა, ვა­ლი­უ­მის აბს აღარ ვუ­ყოფ, მთლი­ა­ნად მე ვი­ღებ. მარ­თა­ლია, სი­ტყვით ჩვენ არას­დროს შევ­პი­რე­ბი­ვართ ერ­თმა­ნეთს, არ აგ­ვი­ღია ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მოგ­ვეკ­ლა თავი მე­ო­რის სიკ­ვდი­ლის გამო, მაგ­რამ ჩვე­ნი გრძნო­ბის სიმ­ძაფ­რე, ვფიქ­რობ, ამას თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობ­და.

ეს აზრი მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევს, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა ღამ­დე­ბა და მარ­ტო ვრჩე­ბი. ცო­ცხლად დარ­ჩე­ნი­ლე­ბის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­მი­ზე­ზებ და მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ორ­მო­ცი აბის ნაც­ვლად, ერთს ვი­ღებ, იმი­სათ­ვის, რომ ჩა­მე­ძი­ნოს და სა­დღაც გა­რიჟ­რაჟ­ზე ნანა და­მე­სიზ­მროს.

ლა­მა­ზი ნანა, ერთი შე­ხედ­ვით, დიდი ბავ­შვი იყო - ბავ­შვუ­რად ეშ­მა­კი და თავ­კერ­ძა. ნე­ბის­ყო­ფის ნა­ტა­მა­ლი არ გა­აჩ­ნდა და არც მი­იჩ­ნევ­და სა­ჭი­როდ, რომ ჰქო­ნო­და. არა­თუ მო­მა­ვა­ლი სი­კე­თე­ე­ბის ხიბ­ლით, სიკ­ვდი­ლის მუ­ქა­რი­თაც ვერ ათ­ქმე­ვი­ნებ­დი უარს მყი­სი­ერ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე. ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტის მარ­თვას თუ ან­დობ­დი, ერთი თვი­სას ერთ დღე­ში და­გი­ხარ­ჯავ­და.

სი­ცო­ცხლის ბოლო თვე­ებ­შიც კი, დი­დად შე­ზღუ­დუ­ლი ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მზად იყო ნე­ბის­მი­ერ დროს წა­სუ­ლი­ყო სტუმ­რად. და­პა­ტი­ჟე­ბის დრო და თა­რი­ღი ერ­თა­დერ­თი რამ იყო, რაც არ ავი­წყდე­ბო­და.

გა­მუდ­მე­ბით თამ­ბა­ქოს ეწე­ო­და და ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო იმ სა­მე­დი­ცი­ნო ფაქ­ტე­ბი­სა და დი­დაქ­ტი­კუ­რი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის გამო, უხ­ვად რომ ვახ­ვევ­დი თავს იმ იმე­დით, რომ წე­ვას მო­ეშ­ვე­ბო­და, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ ნანა ამას ვე­რას­დროს შეს­ძლებ­და. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­უბ­რებს გა­ურ­ბო­და. მის­ტი­კუ­რი ბუ­ნე­ბის უტყუ­ა­რი ინ­ტუ­ი­ცი­ით იკ­ვლევ­და გზას. ყო­ველ წამს იცო­და, რას ფიქ­რობ­დი. შე­უმცდა­რად გა­ნას­ხვა­ვებ­და ბო­როტ­სა და კე­თილს, მტერ­სა და მოყ­ვა­რეს.

სი­ტყვა­ძუნ­წი იყო. მე­გობ­რებ­თან ერ­თად სუფ­რას­თან მჯდომს, შე­ეძ­ლო სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ არ ამო­ე­ღო ხმა. ამი­ტო­მაც მის ბო­ლომ­დე ამოც­ნო­ბას ვე­რა­ვინ შეს­ძლებ­და და ვერც მე შევ­ძე­ლი ორ­მოც­და­თო­თხმეტ­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

იქ­ნებ მისი ჭეშ­მა­რი­ტი რა­ო­ბის მი­უწ­ვდომ­ლო­ბა ასაზ­რდო­ებ­და და დღე­ნი­ა­დაგ გა­ნა­ახ­ლებ­და ჩემს სიყ­ვა­რულს? ნანა სფინ­ქსი იყო და, ალ­ბათ, სუ­ლის რო­მე­ლი­მე ღრმა სა­მა­ლავ­ში ჰქონ­და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა, რო­მე­ლიც თან გა­ი­ყო­ლა. ეს აზრი არ მას­ვე­ნებს და ისღა დამ­რჩე­ნია, ვი­ოც­ნე­ბო, რომ ოდეს­მე, უკვე იქ, უფრო მა­ღა­ლი რი­გის რე­ა­ლო­ბა­ში, კი­დევ შე­ვე­ხე­ბი მას, თუკი ჩვენ, მოკ­ვდა­ვებს იმ რე­ა­ლო­ბა­ზე ხელი მარ­თლაც მიგ­ვიწ­ვდე­ბა.

მაგ­რამ, თუ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სიყრმის­შვი­ლის, ირაკ­ლის არ იყოს, ვართ უბ­რა­ლოდ "მიგ­დე­ბუ­ლე­ბი დარ­ვი­ნის ანა­ბა­რა", მა­შინ ჩემს მბჟუ­ტავ სა­სო­ე­ბას უმო­წყა­ლოდ წაშ­ლის და შე­ე­ნაც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი ლექ­სი­კო­ნის ყვე­ლა­ზე და­უნ­დო­ბე­ლი და შემ­ზა­რა­ვი სი­ტყვა - "არას­დროს". Nevermore" - ვკი­თხუ­ლობთ "ნა­გე­რა­ლა­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, რომ ჩამეძინოს და ნანა დამესიზმროს..." - გელა ჩარკვიანის მოგონებები ცოლზე, რომელიც ყველა წყვილმა უნდა წაიკითხოს

"მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, რომ ჩამეძინოს და ნანა დამესიზმროს..." - გელა ჩარკვიანის მოგონებები ცოლზე, რომელიც ყველა წყვილმა უნდა წაიკითხოს

ალბათ, ბევრისგან მოგისმენიათ, რომ სიყვარული მხოლოდ მიჩვევაა და არ არის მარადიული გრძნობა. თუმცა, ჩვენს ირგვლივ ბევრი მაგალითი ამტკიცებს ამის საპირისპიროს. ქართველი დიპლომატისა და მწერალის - გელა ჩარკვიანის სიყვარული მისი მეუღლისადმი, ნანა თოიძისადმი კი, ამ გრძნობის მარადიულობის ერთ-ერთი მაგალითია.

გელა ჩარკვიანი ხშირად საუბრობს ნანაზე და მათ სიყვარულზე, მასზე ბევრს წერს საკუთარ ჩანაწერებში... გთავაზობთ მწერლის წიგნიდან "ნაგერალა" ამონარიდს, რომელიც ვფიქრობთ, ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს:

"ოდესღაც ნანა, ეს უჩვეულოდ ლამაზი ქალი, იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ ეჭვებს, ზოგჯერ მტკივნეულსაც, ჩემს გულში თვითონ ნერგავდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მას ქალ-ვაჟი უკვე შეეძინა და ვალმოხდილი, ერთგვარი მოლოდინითა და ინტერესით, მეტიც, სახიფათო ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა მომავალს.

ეს ყველაზე არამყარი დროა ცოლქმრულ ურთიერთობებში - ციკლი დამთავრდა და ცვლილება თითქოს გარდუვალია

ამ დროს მოხდა ის, რაც, შესაძლოა, ათწლეულების შემდეგ ნანას უეცარი სიკვდილის მიზეზად იქცა... ტროტუარზე მდგარს მანქანა დაეჯახა. ხელ-ფეხის მოტეხილობასთან ერთად, მას მუცლის აორტაც დაუზიანდა. ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ კვლავ შესძლებოდა ცეკვა, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა და რომელშიც მე ჯეროვან პარტნიორობას ვერ ვუწევდი, ჩვილობაში გადატანილი პოლიომიელიტის გამო.

და მაინც ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას - იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ, იმავე დროს ვიძინებ. თუმცა, ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ, მთლიანად მე ვიღებ. მართალია, სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა.

ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისათვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს.

ლამაზი ნანა, ერთი შეხედვით, დიდი ბავშვი იყო - ბავშვურად ეშმაკი და თავკერძა. ნებისყოფის ნატამალი არ გააჩნდა და არც მიიჩნევდა საჭიროდ, რომ ჰქონოდა. არათუ მომავალი სიკეთეების ხიბლით, სიკვდილის მუქარითაც ვერ ათქმევინებდი უარს მყისიერ სიამოვნებაზე. ოჯახის ბიუჯეტის მართვას თუ ანდობდი, ერთი თვისას ერთ დღეში დაგიხარჯავდა.

სიცოცხლის ბოლო თვეებშიც კი, დიდად შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, მზად იყო ნებისმიერ დროს წასულიყო სტუმრად. დაპატიჟების დრო და თარიღი ერთადერთი რამ იყო, რაც არ ავიწყდებოდა.

გამუდმებით თამბაქოს ეწეოდა და ბოდიში მინდა მოვუხადო იმ სამედიცინო ფაქტებისა და დიდაქტიკური სისულელეების გამო, უხვად რომ ვახვევდი თავს იმ იმედით, რომ წევას მოეშვებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ნანა ამას ვერასდროს შესძლებდა. ინტელექტუალურ საუბრებს გაურბოდა. მისტიკური ბუნების უტყუარი ინტუიციით იკვლევდა გზას. ყოველ წამს იცოდა, რას ფიქრობდი. შეუმცდარად განასხვავებდა ბოროტსა და კეთილს, მტერსა და მოყვარეს.

სიტყვაძუნწი იყო. მეგობრებთან ერთად სუფრასთან მჯდომს, შეეძლო სამი საათის განმავლობაში ერთხელ არ ამოეღო ხმა. ამიტომაც მის ბოლომდე ამოცნობას ვერავინ შესძლებდა და ვერც მე შევძელი ორმოცდათოთხმეტწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად.

იქნებ მისი ჭეშმარიტი რაობის მიუწვდომლობა ასაზრდოებდა და დღენიადაგ განაახლებდა ჩემს სიყვარულს? ნანა სფინქსი იყო და, ალბათ, სულის რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა. ეს აზრი არ მასვენებს და ისღა დამრჩენია, ვიოცნებო, რომ ოდესმე, უკვე იქ, უფრო მაღალი რიგის რეალობაში, კიდევ შევეხები მას, თუკი ჩვენ, მოკვდავებს იმ რეალობაზე ხელი მართლაც მიგვიწვდება.

მაგრამ, თუ ჩვენი საყვარელი სიყრმისშვილის, ირაკლის არ იყოს, ვართ უბრალოდ "მიგდებულები დარვინის ანაბარა", მაშინ ჩემს მბჟუტავ სასოებას უმოწყალოდ წაშლის და შეენაცვლება ადამიანური ლექსიკონის ყველაზე დაუნდობელი და შემზარავი სიტყვა - "არასდროს". Nevermore" - ვკითხულობთ "ნაგერალაში".