მოზაიკა
მსოფლიო

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას - ძალადობის მსხვერპლის ოჯახს შსს და პროკურატურა კომპენსაციას გადაუხდის
25 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას - ძალადობის მსხვერპლის ოჯახს შსს და პროკურატურა კომპენსაციას გადაუხდის

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. პირ­ვე­ლად, ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სა­სა­მარ­თლომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და პრო­კუ­რა­ტუ­რა ადა­მი­ა­ნის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის­თვის ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია და­ა­კის­რა.

საქ­მე ეხე­ბა 2017 თბი­ლის­ში მომ­ხდარ თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქტს. 25 წლის ქალ­მა მე­უღ­ლის მხრი­დან სის­ტე­მა­ტი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

სამ­წუ­ხა­როდ, უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში არა­ერ­თი თით­ქმის ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვის გახ­სე­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ეს საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმი­თაც არის, რომ ქალს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სა­თა­ნა­დო ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის 16-ჯერ ჰქონ­და დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თუ­ლი.

მომ­ჩივ­ნის ინ­ტე­რე­სებს "სა­ი­ას" იუ­რის­ტი თა­მარ დე­კა­ნო­სი­ძე იცავ­და. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი AMBEBI.GE -სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი მე­უღ­ლის სახ­ლში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით პა­სუ­ხის­გებ­ში მის­ცეს გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე და სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

თუმ­ცა რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, უზე­ნა­ეს­მა სა­სამ­რთლომ მას ბრალ­დე­ბა გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით გა­მო­უ­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რად­გან იმ დრო­ის­თვის დამ­ნა­შა­ვეს ერთი წელი უკვე მოხ­დი­ლი ჰქონ­და 2019 წელს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

"ეს გოგო სამი წლის მან­ძილ­ზე მე­უღ­ლის­გან ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო, შემ­დეგ მე­უღ­ლეს და­შორ­და, თუმ­ცა სა­ერ­თო შვი­ლის გამო ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ინც უწევ­დათ, რა დრო­საც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მას­ზე კვლავ ძა­ლა­დობ­და. 16-ჯერ ჰქონ­და მი­მარ­თუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის­თვის, 112- ში რე­კავ­და ხან ის, ხან - დე­და­მი­სი. 16-დან მხო­ლოდ სამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოს­ცეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი.

ერთ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ხუთი დღით იყო გა­მო­ცე­მუ­ლი. 16-დან ოთხჯერ გა­ა­უქ­მა ზარი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლმა და უთხრა არ მოხ­ვი­დე­თო. მხო­ლოდ ერთხელ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა ამ საქ­მე­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, თუმ­ცა საქ­მის აღ­ძვრი­დან ერთ თვე­ში ისე შე­წყვი­ტეს საქ­მე, რომ არ გა­მო­უკვლე­ვი­ათ ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რას თა­ვის დას­კვნა­ში უწე­რია, რომ ძა­ლა­დო­ბას სის­ტე­მა­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი არ ჰქონ­და... ერთჯე­რა­დი ძა­ლა­დო­ბაც ხომ ძა­ლა­დო­ბაა?! ასე­ვე, ოთხჯერ რომ გა­ა­უქ­მა გა­მო­ძა­ხე­ბა, რა­ტომ არ გა­მო­იკ­ვლი­ეს, რის გამო აუქ­მებ­და გა­მო­ძა­ხე­ბას, იქ­ნებ იყო მუ­ქა­რის და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი?

ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო საქ­მე იმ კუ­თხით, რომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს ადა­მი­ა­ნის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ

ჩვენ ვუ­ჩივ­ლეთ შსს-ს და პრო­კუ­რა­ტუ­რას, რად­გან არ­ცერ­თმა უწყე­ბამ არ და­იც­ვა ქალი. პირ­ველ­მა ინ­სტან­ცი­ამ მხო­ლოდ შსს გა­ამ­ტყუ­ნა და პრო­კუ­რა­ტუ­რას ბრა­ლი არ მი­უ­ძღვი­სო, გა­მოგ­ვი­ცხა­და. თუმ­ცა გა­ვა­სა­ჩივ­რეთ სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში და გუ­შინ მი­ი­ღო სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

სა­ა­პე­ლა­ცი­ომ თქვა, რომ ორი­ვე უწყე­ბამ და­არ­ღვია კა­ნო­ნი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ეს ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი. გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის­თვის ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ა­კის­რა ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით" - უამ­ბო "სა­ი­ას" ად­ვო­კატ­მა AMBEBI.GE-ს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლა მათ­თვის კვლავ პრი­ო­რი­ტე­ტია და მსხვერ­პლის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. გრძელ­დე­ბა მო­ძა­ლა­დე­თა მი­მართ მკაც­რი სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე უწყე­ბა­ში მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნინო ცა­ცი­აშ­ვილ­მა ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შსს-ს მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჯა­მა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წელს, 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და პო­ლი­ცი­ი­სად­მი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, რაც ნდო­ბის გაზ­რდა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

"2019 წელს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის 6000-ზე მეტ ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. 2018 წელს გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 5621 შემ­თხვე­ვა­ზე.

2019 წელს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა 4564 პირს. უმე­ტე­სი მათ­გა­ნის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა. 2018 წელს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 3955 პი­რის მი­მართ.

2019 წელს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე მსხვერ­პლთა დაც­ვის მიზ­ნით 10 266 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მოს­ცეს, რაც 34%-ით აღე­მა­ტე­ბა 2018 წლის მო­ნა­ცე­მებს. (2018 წელს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 7646-ს შე­ად­გენს).

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ძა­ლა­დო­ბის ეფექ­ტი­ა­ნი პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის­თვის გამ­კაცრ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლის ნაც­ვლად სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­წეს­და. ასე­ვე, ამოქ­მედ­და ძა­ლა­დო­ბის რის­კის შე­ფა­სე­ბის და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მი, რა­მაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი მსხვერ­პლთა დაც­ვის რე­ა­ლურ ინ­სტრუ­მენ­ტად აქ­ცია. შე­დე­გად:

  • შემ­ცირ­და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. 2019 წელს, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი 376-მა პირ­მა, ანუ მხო­ლოდ 4%-მა და­არ­ღვია. 2018 წელს და­ფიქ­სირ­და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის დარ­ღვე­ვის 6%-იანი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.
  • 2018-2019 წლებ­ში, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის მოქ­მე­დე­ბის ვა­და­ში არც ერთი მკვლე­ლო­ბა არ მომ­ხდა­რა.
  • შემ­ცირ­და ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად ქალ­თა მკვლე­ლო­ბე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად 2016 წელს გარ­და­იც­ვა­ლა 14 ქალი, 2017 წელს - 14 ქალი, 2018 წელს - 7 ქალი, ხოლო 2019 წელს - ასე­ვე 7 ქალი.
  • გა­ი­ზარ­და ოჯა­ხის წევ­რის მიერ ქა­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ან თვით­მკვლე­ლო­ბის ცდამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. კერ­ძოდ, ოჯა­ხის წევ­რის მიერ ქა­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ან თვით­მკვლე­ლო­ბის ცდამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე 2018 წელს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი იქნა 2 პირი, ხოლო 2019 წელს - 9 პირი" - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
MISHKA
170

თათა, ძალადობა არც კაცს სიამოვნებს და არც ქალს, მარა მე მაინც მიმაჩნია ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანი იპოვის მაგ გაგ რთული სიტუაციიდან გამოსავალს, ოჯახი არაა სადაც თუნდაც ერთხელ არ მომხდარა შელაპარაკება და თუნდაც ხელით შეხება რა გინდათ ყველა მამაკაცი ციხეში ჩასვათ??? გენდერულობა თუ გინდათ მაშინ თქვენც ქალბატონებიც უნდა ეცადოთ ენა კაშნივით არ შემოიხვიოთ ყელზე, ისედაც ამ უპატრონი ქვეყანაში დიდიან პატარიანად ყველა დაძაბულია ნერვები არარავის აქვს, ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის, სიმშვიდეს გისურვებთ ყველას

MISHKA-ს
15

მიშკა, რას ნიშნავს, ოჯახი არაა, სადაც ხელით შეხება არ არის და ამის გამო ყველა კაცი ციხეში უნდა ჩავსვათ?????? ცოლმა რომ გცემოს მოგეწონება???? თუ ცემის პრეროგატივა კაცს აქვს? რანაირი აზროვნებაა? ზოგადად, ის ცემს, ვინც სუსტია!!!! ძლიერი არასდროს იქცევა ასე (ფიზიკურ სიძლიერეს რომ არ ვგულისხმობ, იმედია ხვდები!)! ქართული ოჯახი, გამომდინარე პატრიარქალური მენტალიტეტიდან, ყოველთვის უთანასწორო იყო, ბევრი ძალადობაც იყო, მაგრამ ქალები დუმდნენ, არ ანგრევენ "ოჯახს", რადგან რას იტყვის ხალხი და მსგავსი საკითხები ძალიან აქტუალური იყო (და ამჟამადაც არის)... ახლა ნელ-ნელა დრო იცვლება, ქალების გარკვეულმა პროცენტმა თავის დაცვა ისწავლა, მიხვდნენ, რომ განქორწინებით ცხოვრება არ თავდება და სწორედ ეს ცვლილებები აღიზიანებთ ისედაც მორალურად დასუსტებულ და არარეალიზებულ ქართველ კაცებს, რომლებიც ცოლებისგან ყოველთვის მონობას იყვნენ შეჩვეულები!!! აი ეს არის აგრესიის მიზეზი.. "კაშნეს" და ენას რაც შეეხება, გინდა თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი თავად არის დამნაშავე? ძალიან ბნელი აზროვნება გაქვს... შენი თავი დააყენე ძალადობის მსხვერპლის ადგილზე და კარგად დაფიქრდი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

25 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას - ძალადობის მსხვერპლის ოჯახს შსს და პროკურატურა კომპენსაციას გადაუხდის

25 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას - ძალადობის მსხვერპლის ოჯახს შსს და პროკურატურა კომპენსაციას გადაუხდის

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. პირველად, ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავედ ცნო და გარდაცვლილის ოჯახისთვის ზიანის ასანაზღაურებლად ფულადი კომპენსაცია დააკისრა.

საქმე ეხება 2017 თბილისში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს. 25 წლის ქალმა მეუღლის მხრიდან სისტემატიური ძალადობის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში არაერთი თითქმის ანალოგიური შემთხვევის გახსენებაა შესაძლებელი, თუმცა ეს საქმე განსაკუთრებული იმითაც არის, რომ ქალს გარდაცვალებამდე სათანადო ორგანოებისთვის 16-ჯერ ჰქონდა დახმარებისთვის მიმართული.

მომჩივნის ინტერესებს "საიას" იურისტი თამარ დეკანოსიძე იცავდა. უფლებადამცველი AMBEBI.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი მეუღლის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მომხდარიდან რამდენიმე თვეში თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით პასუხისგებში მისცეს გარდაცვლილის მეუღლე და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თუმცა როგორც ადვოკატი აცხადებს, უზენაესმა სასამრთლომ მას ბრალდება გადაუკვალიფიცირა და ოჯახში ძალადობის მუხლით გამოუტანა განაჩენი, რაც თავისუფლების ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რადგან იმ დროისთვის დამნაშავეს ერთი წელი უკვე მოხდილი ჰქონდა 2019 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

"ეს გოგო სამი წლის მანძილზე მეუღლისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, შემდეგ მეუღლეს დაშორდა, თუმცა საერთო შვილის გამო ურთიერთობა მაინც უწევდათ, რა დროსაც ყოფილი მეუღლე მასზე კვლავ ძალადობდა. 16-ჯერ ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი უწყებებისთვის, 112- ში რეკავდა ხან ის, ხან - დედამისი. 16-დან მხოლოდ სამ შემთხვევაში გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

ერთ შემთხვევაში მხოლოდ ხუთი დღით იყო გამოცემული. 16-დან ოთხჯერ გააუქმა ზარი ძალადობის მსხვერპლმა და უთხრა არ მოხვიდეთო. მხოლოდ ერთხელ დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე ძალადობის ფაქტზე, თუმცა საქმის აღძვრიდან ერთ თვეში ისე შეწყვიტეს საქმე, რომ არ გამოუკვლევიათ ზედაპირზე არსებული გარემოებები.

პროკურატურას თავის დასკვნაში უწერია, რომ ძალადობას სისტემატიური ხასიათი არ ჰქონდა... ერთჯერადი ძალადობაც ხომ ძალადობაა?! ასევე, ოთხჯერ რომ გააუქმა გამოძახება, რატომ არ გამოიკვლიეს, რის გამო აუქმებდა გამოძახებას, იქნებ იყო მუქარის და ძალადობის მსხვერპლი?

ეს არის უპრეცედენტო საქმე იმ კუთხით, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც სამართალდამცავ უწყებებს ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ

ჩვენ ვუჩივლეთ შსს-ს და პროკურატურას, რადგან არცერთმა უწყებამ არ დაიცვა ქალი. პირველმა ინსტანციამ მხოლოდ შსს გაამტყუნა და პროკურატურას ბრალი არ მიუძღვისო, გამოგვიცხადა. თუმცა გავასაჩივრეთ სააპელაციოში და გუშინ მიიღო სააპელაციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

სააპელაციომ თქვა, რომ ორივე უწყებამ დაარღვია კანონი, რამაც გამოიწვია ეს ტრაგიკული ფაქტი. გარდაცვლილის დედისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფულადი კომპენსაციის სახით" - უამბო "საიას" ადვოკატმა AMBEBI.GE-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მათთვის კვლავ პრიორიტეტია და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება. აღნიშნულ საკითხზე უწყებაში მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგი გამართა და ამ მიმართულებით შსს-ს მუშაობა შეაჯამა.

მისი ინფორმაციით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიციისადმი მომართვიანობა, რაც ნდობის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

"2019 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 6000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2018 წელს გამოძიება დაიწყო 5621 შემთხვევაზე.

2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4564 პირს. უმეტესი მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა დაკავების ღონისძიება. 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ.

2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რაც 34%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. (2018 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 7646-ს შეადგენს).

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ძალადობის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის გამკაცრდა პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა. ასევე, ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რამაც შემაკავებელი ორდერი მსხვერპლთა დაცვის რეალურ ინსტრუმენტად აქცია. შედეგად:

  • შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი. 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა, ანუ მხოლოდ 4%-მა დაარღვია. 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერების დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი.
  • 2018-2019 წლებში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა.
  • შემცირდა ოჯახური დანაშაულის შედეგად ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი. ოჯახური დანაშაულის შედეგად 2016 წელს გარდაიცვალა 14 ქალი, 2017 წელს - 14 ქალი, 2018 წელს - 7 ქალი, ხოლო 2019 წელს - ასევე 7 ქალი.
  • გაიზარდა ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა. კერძოდ, ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე 2018 წელს პასუხისგებაში მიცემული იქნა 2 პირი, ხოლო 2019 წელს - 9 პირი" - აცხადებენ უწყებაში.

ვინ არიან შატილის საზარელ ავტოკატასტროფას გადარჩენილები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ჯანდაცვის სამინისტრო შატილში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ თერჯოლაში მამას 11 წლის შვილი ცემისას შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა