სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვის გაშვილება სურდა, რადგან გაზრდის საშუალება არ ჰქონდა" - რას ამბობს ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა
"ბავშვის გაშვილება სურდა, რადგან გაზრდის საშუალება არ ჰქონდა" - რას ამბობს ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა

ახალ­შო­ბი­ლის გა­ყიდ­ვის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი დედა ირმა მა­ი­სუ­რა­ძე აცხა­დებს, რომ ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბა სურ­და, ვი­ნა­ი­დან მისი გაზ­რდის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლებ­ზე ირმა მა­ი­სუ­რა­ძის ად­ვო­კა­ტი ნა­თე­ლა ჩერ­ქე­ზია "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რობს.

რო­გორც ჩერ­ქე­ზია აცხა­დებს, ბავ­შვის მყიდ­ვე­ლე­ბი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კე­ბი იყ­ვნენ და ფუ­ლის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი არ მომ­ხდა­რა.

"ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბა იმის გამო სურ­და, რომ მის გა­საზ­რდე­ლად მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე კარ­გი, რაც მოხ­და არის ის, რომ ბავ­შვი და­ი­ბა­და და აბორ­ტი არ გა­კეთ­და. ეს აჟი­ო­ტა­ჟი ცოტა უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ას ქმნის, ბავ­შვი ცო­ცხა­ლია", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ბავ­შვის დედა, სწო­რედ ახალ­შო­ბი­ლის გა­ყიდ­ვის საქ­მე­ზეა ბრალ­დე­ბუ­ლი, ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რომ მყიდ­ვე­ლე­ბი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კე­ბი იყ­ვნენ და ბავ­შვი არ გა­ყი­დუ­ლა. მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვის გა­ყიდ­ვის სპექ­ტაკ­ლი და­იდ­გა და სი­ნამ­დვი­ლე­ში "ბავ­შვი არ გა­ყი­დუ­ლა".

"ვის რა ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­და, რა, რო­გორ იყო, არა­ვინ იცის. თუკი, შე­თა­ვა­ზე­ბა იყო, რომ ბავ­ში გარ­კვე­ულ თან­ხად გა­ყი­დუ­ლი­ყო, არ გა­ყი­დუ­ლა. ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი არ არის და ამ სქე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ახლა ცოტა უხერ­ხუ­ლია", - აცხა­დებს ბრალ­დე­ბუ­ლი დე­დის ად­ვო­კა­ტი.

კი­თხვა­ზე, თუ ვის­გან იყო ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ეს დად­გე­ნი­ლი არ არის.

"ჯერ არ ვი­ცით ვის­გან იყო შე­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ბავ­შვის მყიდ­ვე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს, ესე­ნი არი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ბრალს აღი­ა­რებს იმ ნა­წილ­ში, რომ ბავ­შვის გაზ­რდა არ შე­უძ­ლია, რად­გან ოჯა­ხი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლია, მას კი­დევ ჰყავს ერთი შვი­ლი", - აცხა­დებს ჩერ­ქე­ზია.

რის სა­ნაც­ვლოდ და­თან­ხმდა ირმა მა­ი­სუ­რა­ძე შვი­ლის გაშ­ვი­ლე­ბას, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ეს დად­გე­ნი­ლი არ არის და მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფერს ამ­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, საქ­მე­ში მო­ი­პო­ვე­ბა თუ არა ექი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბავ­შვის დე­დის ჩვე­ნე­ბა, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ექი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის ბრალ­დე­ბა, მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჯერ გა­მოკ­ვე­თი­ლი არ არის.

"სულ რა­ღაც 2 დღის ამ­ბა­ვია და ასე ხე­ლა­ღე­ბით ექი­მე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა რთუ­ლია. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი არა­ვის ადა­ნა­შა­უ­ლებს, ადა­ნა­შა­უ­ლებს მხო­ლოდ თა­ვის გა­ჭირ­ვე­ბულ ცხოვ­რე­ბას. ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა ის უთხრა, იქ­ნებ გა­ა­ჩი­ნო ბავ­შვი, გა­ზარ­დოო. როცა მიხ­ვდა, რომ ვერ გაზ­რდი­და, გაშ­ვი­ლე­ბა მო­ი­ფიქ­რა. ის, რომ ექი­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით მომ­ხდა­რი­ყო ბავ­შვის გა­ყიდ­ვა, ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა. ჩემ დაც­ვის ქვეშ მყოფს არა­ვი­თა­რი თან­ხა არ აუ­ღია", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ად­ვო­კა­ტი ასე­ვე სა­უბ­რობს იმ ხარ­ვე­ზებ­ზე, რო­მე­ლიც შვი­ლად აყ­ვა­ნის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შია.

"ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბის და შვი­ლად აყ­ვა­ნის კა­ნო­ნი ცოტა უნდა შე­იც­ვა­ლოს, სხვა­ნა­ი­რად უნდა იყოს ეს მოგ­ვა­რე­ბუ­ლი, ეს და­ნა­შა­უ­ლად არ უნდა გა­და­იქ­ცეს და ტრე­ფი­კინგს არ უნდა გა­უ­თა­ნაბრდეს", - აცხა­დებს ირმა მა­ი­სუ­რა­ძის ად­ვო­კა­ტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
35

ზღაპრები კოლონიაში მოყვეს. დადგული სპექტაკლებია თურმე. სულითაც გაჭირვებული ყოფილა შვილი როგორუნდა გაყიდო

lol
0

გაიზრდებოდა სადმე სხვაგან სადაც შეუქმნდინენ პირობებს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბავშვის გაშვილება სურდა, რადგან გაზრდის საშუალება არ ჰქონდა" - რას ამბობს ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა

"ბავშვის გაშვილება სურდა, რადგან გაზრდის საშუალება არ ჰქონდა" - რას ამბობს ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა ირმა მაისურაძე აცხადებს, რომ ბავშვის გაშვილება სურდა, ვინაიდან მისი გაზრდის მატერიალური საშუალება არ ჰქონდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე ირმა მაისურაძის ადვოკატი ნათელა ჩერქეზია "ინტერპრესნიუსთან" საუბრობს.

როგორც ჩერქეზია აცხადებს, ბავშვის მყიდველები ოპერატიული მუშაკები იყვნენ და ფულის გადაცემის ფაქტი არ მომხდარა.

"ბავშვის გაშვილება იმის გამო სურდა, რომ მის გასაზრდელად მატერიალური საშუალება არ ჰქონდა. ყველაზე კარგი, რაც მოხდა არის ის, რომ ბავშვი დაიბადა და აბორტი არ გაკეთდა. ეს აჟიოტაჟი ცოტა უხერხულ სიტუაციას ქმნის, ბავშვი ცოცხალია", - აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება იმას, რომ ბავშვის დედა, სწორედ ახალშობილის გაყიდვის საქმეზეა ბრალდებული, ადვოკატი განმარტავს, რომ მყიდველები ოპერატიული მუშაკები იყვნენ და ბავშვი არ გაყიდულა. მისივე თქმით, ბავშვის გაყიდვის სპექტაკლი დაიდგა და სინამდვილეში "ბავშვი არ გაყიდულა".

"ვის რა ინტერესები ჰქონდა, რა, როგორ იყო, არავინ იცის. თუკი, შეთავაზება იყო, რომ ბავში გარკვეულ თანხად გაყიდულიყო, არ გაყიდულა. ფინანსური დაინტერესება საბოლოო ჯამში, რეალიზებული არ არის და ამ სქემაზე საუბარი ახლა ცოტა უხერხულია", - აცხადებს ბრალდებული დედის ადვოკატი.

კითხვაზე, თუ ვისგან იყო ბავშვის გაშვილების შეთავაზება ფულის სანაცვლოდ, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს დადგენილი არ არის.

"ჯერ არ ვიცით ვისგან იყო შეთავაზება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვის მყიდველი ფაქტობრივად არ არსებობს, ესენი არიან ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს იმ ნაწილში, რომ ბავშვის გაზრდა არ შეუძლია, რადგან ოჯახი მატერიალურად შეჭირვებულია, მას კიდევ ჰყავს ერთი შვილი", - აცხადებს ჩერქეზია.

რის სანაცვლოდ დათანხმდა ირმა მაისურაძე შვილის გაშვილებას, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს დადგენილი არ არის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. რაც შეეხება იმას, საქმეში მოიპოვება თუ არა ექიმების წინააღმდეგ ბავშვის დედის ჩვენება, ადვოკატი აცხადებს, რომ ექიმების წინააღმდეგ არის ბრალდება, მაგრამ მტკიცებულებები ჯერ გამოკვეთილი არ არის.

"სულ რაღაც 2 დღის ამბავია და ასე ხელაღებით ექიმების დადანაშაულება რთულია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არავის ადანაშაულებს, ადანაშაულებს მხოლოდ თავის გაჭირვებულ ცხოვრებას. ექიმმა შეიძლება ის უთხრა, იქნებ გააჩინო ბავშვი, გაზარდოო. როცა მიხვდა, რომ ვერ გაზრდიდა, გაშვილება მოიფიქრა. ის, რომ ექიმების შეთავაზებით მომხდარიყო ბავშვის გაყიდვა, ასეთი რამ არ ყოფილა. ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი თანხა არ აუღია", - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი ასევე საუბრობს იმ ხარვეზებზე, რომელიც შვილად აყვანის შესახებ კანონმდებლობაშია.

"ბავშვის გაშვილების და შვილად აყვანის კანონი ცოტა უნდა შეიცვალოს, სხვანაირად უნდა იყოს ეს მოგვარებული, ეს დანაშაულად არ უნდა გადაიქცეს და ტრეფიკინგს არ უნდა გაუთანაბრდეს", - აცხადებს ირმა მაისურაძის ადვოკატი.

მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანს ახალი ბრალი დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმისთვის წარედგინა

"დაზარალებული ამბობს, რომ ეს იყო ლუდი...ის ჩემზე განაწყენებული იყო და კადრები დადგა" - თემურ აბაზოვი

25 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას - ძალადობის მსხვერპლის ოჯახს შსს და პროკურატურა კომპენსაციას გადაუხდის