მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვილის გაყიდვის ფაქტზე 7 პირი, მათ შორის, ბავშვის დედა დააკავეს
ჩვილის გაყიდვის ფაქტზე 7 პირი, მათ შორის, ბავშვის დედა დააკავეს

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, არას­რულ­წლო­ვა­ნით ვაჭ­რო­ბა-ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტზე, შვი­დი პირი და­ა­კა­ვეს.

"და­კა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა თა­ვად ბავ­შვის დედა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ორი ექი­მი. და­კა­ვე­ბულ­თა­გან, ერთ-ერთი გა­სულ წლებ­ში, ამა­ვე სა­ხის და­ნა­შა­ულ­ზეა ნა­სა­მარ­თლე­ვი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, პი­რა­დი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­მორ­ჩე­ნის მი­ღე­ბის მიზ­ნით, გა­ნიზ­რა­ხეს გა­ე­ყი­დათ არას­რულ­წლო­ვა­ნი, ხოლო მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ ურ­თი­ერ­თშო­რის.

ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვით, მო­ი­ძი­ეს ბავ­შვის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლი პირი, რო­მელ­საც ბავ­შვის შე­ძე­ნის სა­ნაც­ვლოდ, მოს­თხო­ვეს 13 000 აშშ დო­ლა­რი. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის და­ფარ­ვის მიზ­ნით, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, ბავ­შვის დედა, ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ოდ­ში, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მშო­ბი­ა­რო­ბის დროს, და­რე­გის­ტრირ­და სხვა პი­რის გვარ-სა­ხე­ლით.

VIDEO: გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს გა­ყი­დუ­ლი ჩვი­ლი - ფაქ­ტის გამო და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი, ბავ­შვის დედა და 2 ექი­მი

სა­გა­მო­ძი­ე­ბოს სამ­სა­ხურ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 6 თე­ბერ­ვალს, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი შვი­დი­ვე პირი და­ა­კა­ვა, ხოლო, ახალ­შო­ბი­ლი დრო­ე­ბით მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­ში გა­დას­ცა სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კიგ­ნის მსხვერ­პლთა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე 2 პრი­მა მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 14-დან 17-წლამ­დე ვა­დით.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
d.a.
4

ესენი კი არიან დასასჯელები, მაგრამ ამ ბავშვს ბედი მაინც არ ჰქონია. გაუჩნდა პატრონის მოძებნის შანსი, მაგრამ მაინც უპატრონოდ დარჩა.

ია
9

ქალს არ უნდა შვილი და ვისაც უნდა, იმას მაინც შეარგეთ? ბავშვისთვისაც უკეთესი იქნება, ეყოლება მზრუნველი მშობლები.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ჩვილის გაყიდვის ფაქტზე 7 პირი, მათ შორის, ბავშვის დედა დააკავეს

ჩვილის გაყიდვის ფაქტზე 7 პირი, მათ შორის, ბავშვის დედა დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობა-ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.

"დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ-ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის.

ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

VIDEO: გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს გაყიდული ჩვილი - ფაქტის გამო დაკავებულია 7 პირი, ბავშვის დედა და 2 ექიმი

საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

"სასმლისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალი და რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები?

სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირია დაჭრილი - რა მოხდა მარნეულში

ადგილობრივების თქმით, კაცმა ცოლს დანა ესროლა, რომელიც არტერიაში მოხვდა - მკვლელობა სამტრედიაში