პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 გემბანი, აუზი, სპა, კინოთეატრი - დაათვალიერეთ ბილ გეითსის სუპერიახტა, რომელიც 644 მილიონი დოლარი ღირს
5 გემბანი, აუზი, სპა, კინოთეატრი - დაათვალიერეთ ბილ გეითსის სუპერიახტა, რომელიც 644 მილიონი დოლარი ღირს

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უმ­დიდ­რეს ადა­მი­ანს, Microsoft-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელს, ბილ გე­ითსს ყვე­ლა იც­ნობს რო­გორც ქველ­მოქ­მედს, რო­მე­ლიც ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნებ­ში ბევრ ფულს არ ხარ­ჯავს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, მას ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­ნე­ბივ­რე­ბა.

რო­გორც გა­მო­ცე­მა The Telegraph წერს, ბილ გე­ით­სის ახა­ლი შე­ნა­ძე­ნია იახ­ტა სა­ხე­ლად Sinot Aqua, რო­მე­ლიც წყალ­ბა­დის ძრავ­ზე მუ­შა­ობს და ამ სუ­პე­რი­ახ­ტის ფასი 644 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რია.

112 მეტ­რის სიგ­რძის იახ­ტას ხუთი გემ­ბა­ნი აქვს. თი­თო­ე­ულ გემ­ბან­ზე 14-14 სტუმ­რის მას­პინ­ძლო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხოლო იახ­ტის მარ­თვას ეკი­პა­ჟის 31 წევ­რი სჭირ­დე­ბა.

იახ­ტა ულტრა­თა­ნა­მე­დორ­ვე­დაა მო­წყო­ბი­ლი. მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ცუ­რაო აუზი, კი­ნო­თე­ატ­რი, სპა, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზი, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი, აქვს კერ­ძო კერ­ძო გემ­ბა­ნი, სა­ი­და­ნაც მთლი­ა­ნი ჰო­რი­ზონ­ტი იშ­ლე­ბა.

გარ­და იმი­სა, რომ სავ­სეა ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბით, ის არის პირ­ვე­ლი იახ­ტა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მუ­შა­ობს წყალ­ბა­დის ძრავ­ზე.

რო­გორც The Guardian წერს, ბილ გე­ითსს უყ­ვარს შვე­ბუ­ლე­ბის იახ­ტებ­ზე გა­ტა­რე­ბა, თუმ­ცა ის აქამ­დე, რო­გორც წესი, ქი­რა­ობ­და ხოლ­მე და ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გე­ითსმა სა­კუ­თა­რი იახ­ტა შე­ი­ძი­ნა. იახ­ტა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 2024 წელს შევა.

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ბილ გე­იც­მა იახ­ტა იყი­და, სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. მათ შო­რის, the Guardian-მა Mashable.com-მა და სხვებ­მა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, BBC-იმ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს იახ­ტა არ უყი­დია. BBC სუ­პე­რი­ახ­ტის დი­ზა­ი­ნერს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გა­მო­ცე­მას­თან თქვა, რომ იახ­ტა გა­ყი­დუ­ლი არ არის და მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი მის შე­სა­ძე­ნად შე­სა­ბა­მის ადა­მი­ა­ნებს არ და­კავ­ში­რე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
3

მართლაც ზღაპრული იახტაა.

ეჰჰ
0

არა და, ადამიანს ბედნიერებისთვის რა ცოტა სჭირდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

5 გემბანი, აუზი, სპა, კინოთეატრი - დაათვალიერეთ ბილ გეითსის სუპერიახტა, რომელიც 644 მილიონი დოლარი ღირს

5 გემბანი, აუზი, სპა, კინოთეატრი - დაათვალიერეთ ბილ გეითსის სუპერიახტა, რომელიც 644 მილიონი დოლარი ღირს

მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, Microsoft-ის თანადამფუძნებელს, ბილ გეითსს ყველა იცნობს როგორც ქველმოქმედს, რომელიც ფუფუნების საგნებში ბევრ ფულს არ ხარჯავს, მაგრამ რეალურად, მას ძალიან უყვარს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების განებივრება.

როგორც გამოცემა The Telegraph წერს, ბილ გეითსის ახალი შენაძენია იახტა სახელად Sinot Aqua, რომელიც წყალბადის ძრავზე მუშაობს და ამ სუპერიახტის ფასი 644 მილიონი ამერიკული დოლარია.

112 მეტრის სიგრძის იახტას ხუთი გემბანი აქვს. თითოეულ გემბანზე 14-14 სტუმრის მასპინძლობაა შესაძლებელი, ხოლო იახტის მართვას ეკიპაჟის 31 წევრი სჭირდება.

იახტა ულტრათანამედორვედაა მოწყობილი. მასზე განთავსებულია საცურაო აუზი, კინოთეატრი, სპა, სავარჯიშო დარბაზი, სილამაზის სალონი, აქვს კერძო კერძო გემბანი, საიდანაც მთლიანი ჰორიზონტი იშლება.

გარდა იმისა, რომ სავსეა ფუფუნების საგნებით, ის არის პირველი იახტა, რომელიც მთლიანად მუშაობს წყალბადის ძრავზე.

როგორც The Guardian წერს, ბილ გეითსს უყვარს შვებულების იახტებზე გატარება, თუმცა ის აქამდე, როგორც წესი, ქირაობდა ხოლმე და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გეითსმა საკუთარი იახტა შეიძინა. იახტა ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბილ გეიცმა იახტა იყიდა, სხვადასხვა გამოცემებმა გაავრცელეს. მათ შორის, the Guardian-მა Mashable.com-მა და სხვებმა, თუმცა მოგვიანებით, BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Microsoft-ის დამფუძნებელს იახტა არ უყიდია. BBC სუპერიახტის დიზაინერს დაუკავშირდა, რომელმაც გამოცემასთან თქვა, რომ იახტა გაყიდული არ არის და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მის შესაძენად შესაბამის ადამიანებს არ დაკავშირებია.

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდების პოვნისა და ოჯახის წევრებთან შეხვედრის ემოციური კადრები (ფოტოები)

"მსოფლიო კულტურისგან განდევნილი, ტოტალიტარული სახელმწიფოს უდაბურ კუნძულზე" - რა უთხრა რეზო გაბრიაძემ BBC-ის და რას წერს გამოცემა ლეგენდარულ ქართველ რეჟისორზე

"თმა არ ამომდის...სახე გასიებულია... წარმოიდგინეთ, ოთხი თვე ცხოვრობთ კანკალით" - რას ჰყვება თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსის შემდგომ გართულებებს ებრძვის