სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ დაესწრო ანჯელინა ჯოლი  2020 წლის ოსკარის ცერემონიას?
რატომ არ დაესწრო ანჯელინა ჯოლი  2020 წლის ოსკარის ცერემონიას?

ლოს ან­ჯე­ლეს­ში ოს­კა­რით და­ჯილ­დო­ე­ბის რი­გით 92-ე ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. 2020 წლის ოს­კა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ბრედ პი­ტის­თვის, რო­მელ­მაც "ერთხელ ჰო­ლი­ვუდ­ში“ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის, წლის სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მა­მა­კა­ცის კა­ტე­გო­რი­ა­ში, ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო მი­ი­ღო. ბრე­დის­თვის ეს პირ­ვე­ლი ოს­კა­რია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჟურ­ნა­ლის­ტებს მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ, რომ ოს­კარს ბრედ პი­ტის ყო­ფი­ლი ცოლი, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიც და­ეს­წრე­ბო­და და ჯე­ნი­ფერ ენის­ტონ­თან სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ბრედს კი­დევ ერთ ყო­ფილ­თან, ან­ჯე­ლი­ნას­თან ერ­თად იხი­ლავ­დნენ. (ნა­ხეთ:ბრედ პი­ტი­სა და ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნის ფლირ­ტი კა­მე­რე­ბის წინ )

მო­ლო­დინს ისიც ამ­ძაფ­რებ­და, რომ ან­ჯე­ლი­ნას წლის მთა­ვა­რი პრო­ექ­ტი, "მა­ლე­ფი­სენ­ტი" ოს­კა­რის ორ ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე იყო წარ­დგე­ნი­ლი. თუმ­ცა მო­ლო­დი­ნი არ გა­მარ­თლდა და ენჯი არც წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე და არც და­ჯილ­დო­ე­ბის შემ­დგომ გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

რო­გორც გა­მო­ცე­მა Elle წერს, ან­ჯე­ლი­ნა ოს­კარს 2014 წლის შემ­დეგ არ დას­წრე­ბია. მა­შინ მსა­ხი­ო­ბი ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ბრედ პიტ­თან ერ­თად მი­ვი­და.

ასე­ვე, 2014 წლის შემ­დეგ, ან­ჯე­ლი­ნა არ მი­სუ­ლა ოს­კა­რის შემ­დგომ გა­მარ­თულ არც ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე, თუმ­ცა ეს­წრე­ბო­და სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მაგ­რამ ახლა, როცა ბრედ პიტი წინა პლან­ზეა წა­მო­წე­უ­ლი და არა­ერ­თი და­ჯილ­დო­ე­ბის ტრი­უმ­ფა­ტო­რია, ენჯი "სცე­ნის მიღ­მა“ ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს.

ბრედ პიტი ბოლო დროს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია. ის არ ტო­ვებს მნიშ­ვნე­ლო­ვან ვარ­სკვლა­ვურ შეკ­რე­ბებს. წელს მხო­ლოდ BAFTA გა­მო­ტო­ვა, მაგ­რამ შემ­დეგ გან­მარ­ტა, რომ ოჯა­ხუ­რი საქ­მე­ე­ბის გამო დრო ვერ გა­მო­ნა­ხა.

რო­გორც ყვი­თელ პრე­სა­ში წე­რენ, ან­ჯე­ლი­ნას­თვის ბრედ­თან გან­შო­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ახლა კი, როცა სირ­თუ­ლე შე­და­რე­ბით დაძ­ლია, ცდი­ლობს ყო­ფილ ქმარ­თან შეხ­ვედ­რებს და მით უფრო სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, თავი აა­რი­დოს.

ELLE ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა Madame Figaro-ში 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ინ­ტერ­ვი­უ­დან შემ­დეგ მო­ნაკ­ვეთ­საც აქ­ვეყ­ნებს:

"ახლა გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი მაქვს, თით­ქოს სახ­ლში ვბრუნ­დე­ბი, თით­ქოს სა­კუ­თარ თავს ვუბ­რუნ­დე­ბი, იმი­ტომ რომ ცოტა და­კარ­გუ­ლი ვი­ყა­ვი. ვფიქ­რობ, ეს ჩემი და ბრე­დის ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის დროს მოხ­და, შემ­დეგ ჩვენ დავ­შორ­დით. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, სა­კუ­თარ თავს ვე­ღარ ვცნობ­დი და მე გავ­ხდი, რო­გორ ვთქვა... უფრო პა­ტა­რა, უმ­ნიშ­ვნე­ლო, თუმ­ცა ამას არა­ვის ვაჩ­ვე­ნებ­დი.

მე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი ვი­ყა­ვი და მე მტკი­ო­და. მე­ო­რე მხრივ, სა­ინ­ტერ­სო იყო ამ ყვე­ლაფ­რის შეგ­რძნე­ბა. ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბის დროს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა. ასე­თი რა­ღა­ცე­ბი თით­ქოს მი­წა­ზე გიშ­ვებს და შე­გახ­სე­ნებს, რომ ცო­ცხა­ლი ხარ. ეს არის გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ვი­ა­რე. მე თა­ვი­დან აღ­მო­ვა­ჩი­ნე სი­ხა­რუ­ლი“, - ცი­ტი­რებს ELLE ან­ჯე­ლი­ნას სი­ტყვებს.

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ და ბრედ პიტ­მა და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას 2016 წელს აც­ნო­ბეს. და­შო­რე­ბის მი­ზე­ზად ბრედ პი­ტი­სა და მე­დოქ­სის რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ხელ­დე­ბო­და. რო­გორც სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი წერ­დნენ, ბრე­დი ნაშ­ვი­ლებ ბავ­შვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მე­დოქსს, ხში­რად ეჩხუ­ბე­ბო­და, რის გა­მოც, ან­ჯე­ლი­ნამ და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ან­ჯე­ლი­ნა­სა და ბრედს ექ­ვსი შვი­ლი ჰყავთ, რო­მელ­თა­გა­ნაც სამი ნაშ­ვი­ლე­ბია, ხოლო სამი მათი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურული NEWS !
14

ჯოლის ხუშტურებს რომ გაუძლო კიდე მაგაში ეკუთვნის ბრედს "ოსკსრი"!!!!

სვეწკი ბიჭი
32

ამ ქალებს ჭკუა სად აქვთ რააა... ასეთი კაცის ვიღაც აყვანილი აფრიკელის გამო მიტოვება ეს ხო საშინელებაა.....ანგელოზებივით ღვიძლი შვილები ყავს და ამ აყვანილი "ვითომ შვილების" გამო საკუთარი საერთო შვილები დატოვა უმამოდ....

ავტორი:

რატომ არ დაესწრო ანჯელინა ჯოლი  2020 წლის ოსკარის ცერემონიას?

რატომ არ დაესწრო ანჯელინა ჯოლი  2020 წლის ოსკარის ცერემონიას?

ლოს ანჯელესში ოსკარით დაჯილდოების რიგით 92-ე ცერემონია გაიმართა. 2020 წლის ოსკარი წარმატებული აღმოჩნდა ბრედ პიტისთვის, რომელმაც "ერთხელ ჰოლივუდში“ შესრულებული როლისთვის, წლის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცის კატეგორიაში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. ბრედისთვის ეს პირველი ოსკარია.

საზოგადოებას, ჟურნალისტებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ოსკარს ბრედ პიტის ყოფილი ცოლი, ანჯელინა ჯოლიც დაესწრებოდა და ჯენიფერ ენისტონთან საჯარო გამოჩენის შემდეგ, ბრედს კიდევ ერთ ყოფილთან, ანჯელინასთან ერთად იხილავდნენ. (ნახეთ:ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კამერების წინ )

მოლოდინს ისიც ამძაფრებდა, რომ ანჯელინას წლის მთავარი პროექტი, "მალეფისენტი" ოსკარის ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და ენჯი არც წითელ ხალიჩაზე და არც დაჯილდოების შემდგომ გამართულ წვეულებაზე არ გამოჩენილა.

როგორც გამოცემა Elle წერს, ანჯელინა ოსკარს 2014 წლის შემდეგ არ დასწრებია. მაშინ მსახიობი ცერემონიაზე ბრედ პიტთან ერთად მივიდა.

ასევე, 2014 წლის შემდეგ, ანჯელინა არ მისულა ოსკარის შემდგომ გამართულ არც ერთ წვეულებაზე, თუმცა ესწრებოდა სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, მაგრამ ახლა, როცა ბრედ პიტი წინა პლანზეა წამოწეული და არაერთი დაჯილდოების ტრიუმფატორია, ენჯი "სცენის მიღმა“ ყოფნას ამჯობინებს.

ბრედ პიტი ბოლო დროს ძალიან აქტიურია. ის არ ტოვებს მნიშვნელოვან ვარსკვლავურ შეკრებებს. წელს მხოლოდ BAFTA გამოტოვა, მაგრამ შემდეგ განმარტა, რომ ოჯახური საქმეების გამო დრო ვერ გამონახა.

როგორც ყვითელ პრესაში წერენ, ანჯელინასთვის ბრედთან განშორება ძალიან რთული აღმოჩნდა. ახლა კი, როცა სირთულე შედარებით დაძლია, ცდილობს ყოფილ ქმართან შეხვედრებს და მით უფრო საჯარო სივრცეში, თავი აარიდოს.

ELLE ფრანგული გამოცემა Madame Figaro-ში 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანჯელინა ჯოლის ინტერვიუდან შემდეგ მონაკვეთსაც აქვეყნებს:

"ახლა გარდამავალი პერიოდი მაქვს, თითქოს სახლში ვბრუნდები, თითქოს საკუთარ თავს ვუბრუნდები, იმიტომ რომ ცოტა დაკარგული ვიყავი. ვფიქრობ, ეს ჩემი და ბრედის ურთიერთობის დასრულების დროს მოხდა, შემდეგ ჩვენ დავშორდით. ეს ძალიან რთული იყო, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი და მე გავხდი, როგორ ვთქვა... უფრო პატარა, უმნიშვნელო, თუმცა ამას არავის ვაჩვენებდი.

მე ძალიან, ძალიან სევდიანი ვიყავი და მე მტკიოდა. მეორე მხრივ, საინტერსო იყო ამ ყველაფრის შეგრძნება. ცხოვრების სირთულეებთან გამკლავების დროს ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ასეთი რაღაცები თითქოს მიწაზე გიშვებს და შეგახსენებს, რომ ცოცხალი ხარ. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩემს შვილებთან ერთად გავიარე. მე თავიდან აღმოვაჩინე სიხარული“, - ციტირებს ELLE ანჯელინას სიტყვებს.

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა დაშორების შესახებ საზოგადოებას 2016 წელს აცნობეს. დაშორების მიზეზად ბრედ პიტისა და მედოქსის რთული ურთიერთობა სახელდებოდა. როგორც სხვადასხვა გავლენიანი გამოცემები წერდნენ, ბრედი ნაშვილებ ბავშვებს, განსაკუთრებით კი მედოქსს, ხშირად ეჩხუბებოდა, რის გამოც, ანჯელინამ დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. ანჯელინასა და ბრედს ექვსი შვილი ჰყავთ, რომელთაგანაც სამი ნაშვილებია, ხოლო სამი მათი ბიოლოგიური შვილი.

რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, თბილისის მარიონეტების თეატრში გაიმართება

"რეზო გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა" - "მარიონეტების მძევალი" გენიოსი

ყვითელი სადღესასწაულო კაბა და უარი "დეპრესიულ ცხოვრებას" - როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ დაბადების დღე (ფოტოები)