პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისი ნამცეცა გული აირჩია და წავიდა... მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას დედის ემოციური მიმართვა
"თავისი ნამცეცა გული აირჩია და წავიდა... მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას დედის ემოციური მიმართვა

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცია, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ერ­თი­ან­და, 6 თე­ბერ­ვალს დაკ­რძა­ლეს. გო­გო­ნა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მისი ურ­თუ­ლე­სი და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა...

2 წლის ანი­ტა ინ­დო­ე­თის კლი­ნი­კი­დან, სა­დაც ის ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 თე­ბერ­ვალს ჩა­მო­ას­ვე­ნეს. ბავ­შვს უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­უდ­გი­ნეს. მას ესა­ჭი­რო­ე­ბოდა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია - გუ­ლის გა­და­ნერგვა.

ფა­ცა­ცი­ე­ბის ოჯახს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ უარი უთხრა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ზე. ბო­ლოს გო­გო­ნა ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბოდა, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა.

"ფე­ის­ბუქ" ჯგუფ­მა - ანი­ტას­თვის, რო­მე­ლიც გო­გო­ნას ნათ­ლი­ებ­მა ოპე­რა­ცი­ის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო თან­ხე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად შექ­მნეს, 75 000 ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ა­ნა, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად ელოდ­ნენ სი­ახ­ლე­ებს დიდ­თვა­ლე­ბა გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ჯგუ­ფის წევ­რებს დღეს, უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად მი­მარ­თა 2 წლის ანი­ტას დე­დამ მა­რი­კო სად­რა­ძემ და მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და:

"გა­მარ­ჯო­ბა, მე ანი­ტას დე­დი­კო ვარ და ცო­ცხა­ლი გა­დავ­რჩი. დიდი მად­ლო­ბა თქვენ ამის­თვის! მა­პა­ტი­ეთ, რომ არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვი­და. დავ­მარ­ცხდით ამ ბრძო­ლა­ში მე და ანი­ტა. იმე­დე­ბი გა­გიც­რუ­ეთ, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, მა­საც არ უნ­დო­და წას­ვლა. ბოლო წუ­თამ­დე მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ვუყ­ვარ­ვარ და ჩემ­თან უნდა. მე ვგრძნობ, რომ ანი­ტა აქ არის. მუდ­მი­ვად ჩემ გვერ­დი­თაა.

ჩემ­ზე წერთ ძლი­ე­რი­აო, მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ ეს ძალა თქვენ მა­პოვ­ნი­ნეთ. თქვენ და­მა­ჯე­რეთ, რომ ჩემი გოგო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და მეც ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ვიყო ღირ­სე­უ­ლი დედა მის­თვის, ვიყო ისე­თი, რო­გორ­საც ჩვე­ნი ანი­ტა იმ­სა­ხუ­რებს. მინ­და მისი და­წყე­ბუ­ლი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი გა­ვაგ­რძე­ლოთ და არ გავ­ჩერ­დეთ.

ის ძა­ლი­ან კე­თი­ლია. არ უნ­დო­და სხვა ბავ­შვის გული, არ წა­ი­ღო ჩემ­მა კე­თილ­მა ადა­მი­ან­მა. დე­და­მი­სი ნატ­რობ­და მის გა­და­სარ­ჩე­ნად სხვის გულს, მაგ­რამ ანი­ტამ არ გა­ა­კე­თა ეს. თა­ვი­სი ნამ­ცე­ცა გული აირ­ჩია და ისე წა­ვი­და. მინ­და მისი სა­ხე­ლი სა­მუ­და­მოდ გაგ­რძელ­დეს... სი­კე­თე­ე­ბი მისი სა­ხე­ლით არ დას­რულ­დეს, და ღმერ­თს ვთხოვ მომ­ცეს ამის ძალა. არ შე­იძ­ლე­ბა ასე ხში­რად ირ­ღვე­ო­დეს ბუ­ნე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა, არ უნდა და­ვუშ­ვათ, რომ დე­დე­ბი აცი­ლებ­დნენ შვი­ლებს და არა პი­რი­ქით... მიყ­ვარ­ხართ ანი­ტე­ლე­ბო და თქვენ მაძ­ლი­ე­რებთ..." - წერს ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას დედა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცისო
1

ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატარა ანიტა, შენ კი გაგაძლიეროს უფალმა.

z
5

ამ ბავშვის თვალები მკლავს.....დაუფიქრებლად გავუცვლიდი ადგილს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თავისი ნამცეცა გული აირჩია და წავიდა... მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას დედის ემოციური მიმართვა

"თავისი ნამცეცა გული აირჩია და წავიდა... მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას დედის ემოციური მიმართვა

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა, 6 თებერვალს დაკრძალეს. გოგონა თვეების განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა სამწუხაროდ, მისი ურთულესი დაავადების დამარცხება ვერ მოხერხდა...

2 წლის ანიტა ინდოეთის კლინიკიდან, სადაც ის ბოლო ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა, საქართველოში 2 თებერვალს ჩამოასვენეს. ბავშვს უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოპათია რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს. მას ესაჭიროებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა.

ფაცაციების ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე. ბოლოს გოგონა ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც გარდაიცვალა.

"ფეისბუქ" ჯგუფმა - ანიტასთვის, რომელიც გოგონას ნათლიებმა ოპერაციისთვის საქველმოქმედო თანხების შესაგროვებლად შექმნეს, 75 000 ადამიანი გაერთიანა, რომლებიც ყოველდღიურად ელოდნენ სიახლეებს დიდთვალება გოგონას ჯანმრთელობის შესახებ. ჯგუფის წევრებს დღეს, უმძიმესი დღეების შემდეგ პირველად მიმართა 2 წლის ანიტას დედამ მარიკო სადრაძემ და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

"გამარჯობა, მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! მაპატიეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა. დავმარცხდით ამ ბრძოლაში მე და ანიტა. იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, მასაც არ უნდოდა წასვლა. ბოლო წუთამდე მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ და ჩემთან უნდა. მე ვგრძნობ, რომ ანიტა აქ არის. მუდმივად ჩემ გვერდითაა.

ჩემზე წერთ ძლიერიაო, მაგრამ დამიჯერეთ ეს ძალა თქვენ მაპოვნინეთ. თქვენ დამაჯერეთ, რომ ჩემი გოგო განსაკუთრებულია და მეც ვალდებული ვარ ვიყო ღირსეული დედა მისთვის, ვიყო ისეთი, როგორსაც ჩვენი ანიტა იმსახურებს. მინდა მისი დაწყებული კეთილი საქმეები გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ.

ის ძალიან კეთილია. არ უნდოდა სხვა ბავშვის გული, არ წაიღო ჩემმა კეთილმა ადამიანმა. დედამისი ნატრობდა მის გადასარჩენად სხვის გულს, მაგრამ ანიტამ არ გააკეთა ეს. თავისი ნამცეცა გული აირჩია და ისე წავიდა. მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს... სიკეთეები მისი სახელით არ დასრულდეს, და ღმერთს ვთხოვ მომცეს ამის ძალა. არ შეიძლება ასე ხშირად ირღვეოდეს ბუნების კანონზომიერება, არ უნდა დავუშვათ, რომ დედები აცილებდნენ შვილებს და არა პირიქით... მიყვარხართ ანიტელებო და თქვენ მაძლიერებთ..." - წერს ანიტა ფაცაციას დედა.

"ზემიკო და მამაჩემი საკუთარ ქუჩაზე ერთად დახვრიტეს" - რას წერს ცნობილი ექიმი სოხუმელ კაცზე, რომლის ნეშტიც აფხაზეთიდან წლების შემდეგ გადმოასვენეს

ვერა ქობალია "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა - ექსმინისტრის ფოტო კანადიდან

"ქეთევანი ნაზას კაპ კანავერალიდან სპასექსის მისიის გაშვებამდე" - სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქში" ქალიშვილის შესახებ წერს