პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"21-ე საუკუნეში "გეტოს" აშენებას გილოცავთ ბატონებო!" - დაცარიელებული ახალგორი და ოსების გამოხმაურება გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე
"21-ე საუკუნეში "გეტოს" აშენებას გილოცავთ ბატონებო!" - დაცარიელებული ახალგორი და ოსების გამოხმაურება გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე

ცხინ­ვა­ლის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ახალ­გორ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა ე.წ. რაზ­და­ხა­ნის გამ­შვე­ბი პუნ­ქტი ისევ ჩა­კე­ტა... ოკუ­პი­რე­ბუ­ლი "სამ­ხრეთ ოსე­თის" ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და პრე­სის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რია კო­ტა­ე­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, "რაზ­და­ხა­ნი", რო­მე­ლიც 6 თე­ბერ­ვალს და­ი­ხუ­რა, ორი თვის შემ­დეგ გა­იხ­სნე­ბა, რო­გორც ამას მა­ნამ­დე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მისი თქმით, პუნ­ქტი 2 თე­ბერ­ვალს უნდა და­ხუ­რუ­ლი­ყო, მაგ­რამ, „რეს­პუბ­ლი­კის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მისი 6 თე­ბერ­ვალს და­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

კო­ტა­ე­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გორ­ში არა­ვი­თა­რი სამ­რეწ­ვე­ლო კრი­ზი­სი არ არ­სე­ბობს და არას­წო­რია ინ­ფორ­მა­ცია საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ფი­ციტ­ზე, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და აფ­თი­ა­ქებს ყვე­ლა სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტი გა­აჩ­ნი­ათ.

"უფრო მე­ტიც, რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­თე­სა­ვებ­თან მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ, თან ჰქონ­დათ უზარ­მა­ზა­რი ჩან­თე­ბი და სა­კუ­თა­რი ნაკ­ვე­თე­ბი­დან ხილ-ბოსტნე­უ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი ტომ­რე­ბი",- გა­ნა­ცხა­და კო­ტა­ე­ვამ.

ცნო­ბის­თვის, გა­სუ­ლი წლის 2 დე­კემ­ბერს ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ახალ­გო­რის მცხოვ­რებ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლის და უკან დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ორ თვე­ში ერთხელ მის­ცენ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ად­გი­ლობ­რივ­მა აქ­ტი­ვის­ტმა თა­მარ მე­ა­რა­ყაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ახალ­გო­რის ფო­ტო­ე­ბი დადო წარ­წე­რით, "ეს უხა­ნი არ არის, ახალ­გო­რია".

მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის თქმით, შერ­ჩე­ვით გა­ი­ცე­მა საშ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პენ­სი­ო­ნე­რებს ქარ­თულ მხა­რე­ზე გა­და­სას­ვლე­ლად აძ­ლევს. რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ამ­ბობს, ხალ­ხის მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.

“არა­და, სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც ჰყავთ მე­ო­რე მხა­რეს ახ­ლობ­ლე­ბი, მა­თაც სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა, ექიმ­თან ვი­ზი­ტი... ცხინ­ვა­ლის “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის” ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უკვე იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია, რომ ვე­რაფ­რით იმარ­თლე­ბენ თავს. ჩვენ ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვერ შე­ვე­გუ­ე­ბით. თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა - ეს ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბაა. ცხო­ვე­ლე­ბი ხომ არ ვართ, ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ვყავ­დეთ. ამას არ შე­ვე­გუ­ე­ბით და ვიბ­რძო­ლებთ იმის­თვის, რომ "რაზ­და­ხა­ნი" ძვე­ლე­ბურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­დეს... ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­სე­ი­რენ ახალ­გორ­ში, კორ­პუ­სე­ბი ცა­რი­ე­ლია, თითო მო­სახ­ლე თუ დარ­ჩა, უნდა გვი­ხა­რო­დეს. ასე მე­გო­ნა უხან­სა ან ჩერ­ნო­ბილს ვსტუმ­რობ­დი. სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქუ­ჩებ­ში ადა­მი­ა­ნის ჭა­ჭა­ნე­ბა არ არის ” – ამ­ბობს თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

“ახ­ლობ­ლებს მი­ვა­ბა­რე სახ­ლი... სა­ნამ შეძ­ლე­ბენ მო­უვ­ლი­ან. გული და სული მეწ­ვის, იმის გა­ფიქ­რე­ბა­ზეც, რომ არც ვიცი, რო­დის ვნა­ხავ ჩემს გა­ფხა­ვე­ბუ­ლი სახ­ლის კედ­ლებს, ჩემი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის საფ­ლა­ვებს... იქ ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ჩვე­ნია, სან­თლის დან­თე­ბას რომ ვა­ხერ­ხებ­დით, ასე მე­გო­ნა, მადლს ვის­ხამ­დი... ახლა ვცხოვ­რობ იმე­დით, რომ ვიდ­რე ხე­ლახ­ლა გახ­სნი­ან გზას, ცოტა ჯან­მრთე­ლო­ბი­თაც მოვ­ღო­ნი­ერ­დე­ბი და ისევ გა­და­ვალ, უფრო მოზ­მა­დე­ბუ­ლი და მო­ყო­ჩა­ღე­ბუ­ლი, რომ ჩემს მი­ტო­ვე­ბულ სახლ-კარს მივ­ხე­დო... იმე­დია სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ობს და­წყე­ბამ­დე მო­ვა­ხერ­ხებ გა­დას­ვლას ” – ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ახალ­გო­რე­ლი.

ბი­ბი­ლო­ვის გა­ჯი­უ­ტე­ბის მი­ზეზს ვერც ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ოსუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ხსნის. ისი­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

"ახლა ცხინ­ვა­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერთხელ ნათ­ქვამს ვერ ცვლის, თო­რემ ხვდე­ბა, რომ ამ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის წვა­ლე­ბით ვე­რა­ფერს იგებს. ქარ­თუ­ლი მხა­რე არ იღებს იმ სა­გუ­შა­გო­ებს, თა­ვად კი, სა­მარ­ცხვი­ნოდ ექ­ცე­ვი­ან მათ, სიკ­ვდილ­ზე ეთა­მა­შე­ბი­ან უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ექი­მი და მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ. მათ შო­რის ოსებ­საც... ქარ­თვე­ლებ­მა კი, ომის შემ­დეგ, აქეთ მხა­რეს დარ­ჩე­ნა არ­ჩი­ეს... 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში "გე­ტოს" აშე­ნე­ბას გი­ლო­ცავთ ბა­ტო­ნე­ბო!" - წე­რენ ოსე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ფო­ტო­ე­ბი: თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
88

ხდება ის, რაზედაც ჩვენმა გიჟვრაცუამ- დამანგრეველმა 2008 წელს ხელი მოაწერა 

სიმათლეს-ს
16

რასაც უყურებ იმისტვის. ჯერ სად ხარ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"21-ე საუკუნეში "გეტოს" აშენებას გილოცავთ ბატონებო!" - დაცარიელებული ახალგორი და ოსების გამოხმაურება გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე

"21-ე საუკუნეში "გეტოს" აშენებას გილოცავთ ბატონებო!" - დაცარიელებული ახალგორი და ოსების გამოხმაურება გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე

ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობამ ახალგორთან დამაკავშირებელი გზა ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტა... ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ინფორმაციისა და პრესის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მარია კოტაევას ინფორმაციით, "რაზდახანი", რომელიც 6 თებერვალს დაიხურა, ორი თვის შემდეგ გაიხსნება, როგორც ამას მანამდე მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს.

მისი თქმით, პუნქტი 2 თებერვალს უნდა დახურულიყო, მაგრამ, „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობამ მისი 6 თებერვალს დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

კოტაევას ინფორმაციით, ახალგორში არავითარი სამრეწველო კრიზისი არ არსებობს და არასწორია ინფორმაცია საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებულ დეფიციტზე, საავადმყოფოებსა და აფთიაქებს ყველა საჭირო მედიკამენტი გააჩნიათ.

"უფრო მეტიც, რაიონის მცხოვრებლები, რომლებიც საქართველოში ნათესავებთან მიემგზავრებოდნენ, თან ჰქონდათ უზარმაზარი ჩანთები და საკუთარი ნაკვეთებიდან ხილ-ბოსტნეულით დატვირთული ტომრები",- განაცხადა კოტაევამ.

ცნობისთვის, გასული წლის 2 დეკემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალგორის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის და უკან დაბრუნების საშუალება ორ თვეში ერთხელ მისცენ.

რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა აქტივისტმა თამარ მეარაყაშვილმა სოციალურ ქსელში დაცარიელებული ახალგორის ფოტოები დადო წარწერით, "ეს უხანი არ არის, ახალგორია".

მეარაყიშვილის თქმით, შერჩევით გაიცემა საშვები, რომლებსაც ე.წ. ხელისუფლება პენსიონერებს ქართულ მხარეზე გადასასვლელად აძლევს. როგორც სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, ხალხის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა.

“არადა, სხვა ადამიანებსაც ჰყავთ მეორე მხარეს ახლობლები, მათაც სჭირდებათ დახმარება, ექიმთან ვიზიტი... ცხინვალის “ხელმძღვანელობის” ასეთი დამოკიდებულება უკვე იმდენად აბსურდულია, რომ ვერაფრით იმართლებენ თავს. ჩვენ ასეთ დამოკიდებულებას ვერ შევეგუებით. თავისუფალი გადაადგილება - ეს ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ცხოველები ხომ არ ვართ, ჩაკეტილ სივრცეში ვყავდეთ. ამას არ შევეგუებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ "რაზდახანი" ძველებურ რეჟიმში მუშაობდეს... ამ რამდენიმე დღის წინ ვისეირენ ახალგორში, კორპუსები ცარიელია, თითო მოსახლე თუ დარჩა, უნდა გვიხაროდეს. ასე მეგონა უხანსა ან ჩერნობილს ვსტუმრობდი. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ქუჩებში ადამიანის ჭაჭანება არ არის ” – ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

“ახლობლებს მივაბარე სახლი... სანამ შეძლებენ მოუვლიან. გული და სული მეწვის, იმის გაფიქრებაზეც, რომ არც ვიცი, როდის ვნახავ ჩემს გაფხავებული სახლის კედლებს, ჩემი მიცვალებულების საფლავებს... იქ ყველა ქართველი ჩვენია, სანთლის დანთებას რომ ვახერხებდით, ასე მეგონა, მადლს ვისხამდი... ახლა ვცხოვრობ იმედით, რომ ვიდრე ხელახლა გახსნიან გზას, ცოტა ჯანმრთელობითაც მოვღონიერდები და ისევ გადავალ, უფრო მოზმადებული და მოყოჩაღებული, რომ ჩემს მიტოვებულ სახლ-კარს მივხედო... იმედია საგაზაფხულო სამუშაობს დაწყებამდე მოვახერხებ გადასვლას ” – ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი ახალგორელი.

ბიბილოვის გაჯიუტების მიზეზს ვერც ცხინვალის რეგიონის ოსური მოსახლეობა ხსნის. ისინი გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

"ახლა ცხინვალის ხელისუფლება ერთხელ ნათქვამს ვერ ცვლის, თორემ ხვდება, რომ ამ უბრალო ადამიანების წვალებით ვერაფერს იგებს. ქართული მხარე არ იღებს იმ საგუშაგოებს, თავად კი, სამარცხვინოდ ექცევიან მათ, სიკვდილზე ეთამაშებიან უდანაშაულო ადამიანებს, რომელთაც ექიმი და მკურნალობა სჭირდებათ. მათ შორის ოსებსაც... ქართველებმა კი, ომის შემდეგ, აქეთ მხარეს დარჩენა არჩიეს... 21-ე საუკუნეში "გეტოს" აშენებას გილოცავთ ბატონებო!" - წერენ ოსები სოციალურ ქსელში.

ფოტოები: თამარ მეარაყიშვილი

"გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა... ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, დე ფაქტო რეჟიმმა კი ახალგორის დატოვების უფლება არ მისცა" - გამგებელი

"ისინი ამბობენ, - ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის

"თუ სომხეთი ჩვენს გაზსადენებზე კონტროლის დამყარებას შეეცდება, ამას მათთვის ძალიან სასტიკი შედეგი მოჰყვება" - ალიევი