სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანადელმა ბიზნესმენმა დაწვა 1 მილიონი დოლარი, რომ განქორწინების შემდეგ ცოლისთვის წილი არ მიეცა
კანადელმა ბიზნესმენმა დაწვა 1 მილიონი დოლარი, რომ განქორწინების შემდეგ ცოლისთვის წილი არ მიეცა

კა­ნა­დელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ბრუს მა­კკონ­ვილ­მა 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაწ­ვა, რად­გა­ნაც არ სურ­და, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ თან­ხა ცო­ლის­თვის მი­ე­ცა. ამის შე­სა­ხებ მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტის თა­ნახ­მად, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­კკონ­ვილს 1 მი­ლი­ო­ნის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. 55 წლის ოტა­ველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა მო­სა­მარ­თლეს თავ­და­პირ­ვე­ლად უთხრა, რომ თან­ხა ხან­ძრის დროს და­ეწ­ვა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ფული თა­ვად დაწ­ვა, რად­გა­ნაც არ სურ­და ყო­ფი­ლი ცო­ლის­თვის წილი მი­ე­ცა.

მო­სა­მარ­თლემ ბიზ­ნეს­მენს არ და­უ­ჯე­რა და სი­მარ­თლის გარ­კვე­ვის მიზ­ნით, მას 30 დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

ორი წლის წინ მა­კკონ­ვი­ლი კა­ნა­დის დე­და­ქა­ლის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მაგ­რამ მისი მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც O Canada წერს, მე­რო­ბის წა­რუ­მა­ტე­ბელ კან­დი­დატს ბრა­ლად ედე­ბა მე­უღ­ლის­გან მა­ლუ­ლად ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვა, თან­ხე­ბის და­მალ­ვა და მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა.

მა­კკონ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლეს თავ­და­პირ­ვე­ლად უთხრა, რომ ცე­ცხლი ორ­ჯერ გაჩ­ნდა. პირ­ვე­ლად 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, რა დრო­საც 743 ათა­სი დო­ლა­რი, ხოლო მე­ო­რედ 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში, როცა 298 ათა­სი დო­ლა­რი და­იწ­ვა. ის არ ამ­ბობს, თუ სად მოხ­და ხან­ძა­რი. მისი თქმით, ორი­ვე შემ­თხვე­ვის დროს მარ­ტო იყო და არა­ვის და­უ­ნა­ხავს თუ რო­გორ "და­ი­ფერ­ფლა" მისი ფული.

ცოტა ხნის შემ­დეგ კი, მა­კკონ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ფული თა­ვად დაწ­ვა.

"რო­გორ გაჩ­ნდა ხან­ძა­რი?“ - ჰკი­თხა ბიზ­ნეს­მენს მო­სა­მარ­თლეს, რა­ზეც მან მი­უ­გო:

"მე დავ­წვი ის. რო­გორც წესი, ასე არ ვიქ­ცე­ვი ხოლ­მე, მე ძა­ლი­ან მა­ტე­რი­ა­ლის­ტი არ ვარ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ძუნ­წი ვი­ყა­ვი, სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ 31 წე­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი მაქვს,“ - თქვა მა­კკონ­ვილ­მა.

"მე თქვენ არ გენ­დო­ბით და თქვე­ნი არ მჯე­რა, არ ვფიქ­რობ რომ პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი ხართ“, - მი­მარ­თა მას მო­სა­მარ­თლემ.

ძუნწ ყო­ფილ ქმარს 30 დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა და ყო­ველ­დღი­უ­რად ყო­ფი­ლი ცო­ლის­თვის 2 000 დო­ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სრულიად სერიოზულად ხუმრობით
1

დავიღუპეთ! ლარი გაუფასურდება.

mzia
5

რა კეთილი ყოფილა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

კანადელმა ბიზნესმენმა დაწვა 1 მილიონი დოლარი, რომ განქორწინების შემდეგ ცოლისთვის წილი არ მიეცა

კანადელმა ბიზნესმენმა დაწვა 1 მილიონი დოლარი, რომ განქორწინების შემდეგ ცოლისთვის წილი არ მიეცა

კანადელმა ბიზნესმენმა ბრუს მაკკონვილმა 1 მილიონი დოლარი დაწვა, რადგანაც არ სურდა, რომ განქორწინების შემდეგ თანხა ცოლისთვის მიეცა. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა.

საქორწინო კონტრაქტის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში, მაკკონვილს 1 მილიონის გადახდის ვალდებულება ჰქონდა. 55 წლის ოტაველმა ბიზნესმენმა მოსამართლეს თავდაპირველად უთხრა, რომ თანხა ხანძრის დროს დაეწვა, ხოლო მოგვიანებით განაცხადა, რომ ფული თავად დაწვა, რადგანაც არ სურდა ყოფილი ცოლისთვის წილი მიეცა.

მოსამართლემ ბიზნესმენს არ დაუჯერა და სიმართლის გარკვევის მიზნით, მას 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ორი წლის წინ მაკკონვილი კანადის დედაქალის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც O Canada წერს, მერობის წარუმატებელ კანდიდატს ბრალად ედება მეუღლისგან მალულად ქონების გაყიდვა, თანხების დამალვა და მოსამართლის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

მაკკონვილმა მოსამართლეს თავდაპირველად უთხრა, რომ ცეცხლი ორჯერ გაჩნდა. პირველად 2019 წლის სექტემბერში, რა დროსაც 743 ათასი დოლარი, ხოლო მეორედ 2019 წლის დეკემბერში, როცა 298 ათასი დოლარი დაიწვა. ის არ ამბობს, თუ სად მოხდა ხანძარი. მისი თქმით, ორივე შემთხვევის დროს მარტო იყო და არავის დაუნახავს თუ როგორ "დაიფერფლა" მისი ფული.

ცოტა ხნის შემდეგ კი, მაკკონვილმა განაცხადა, რომ ფული თავად დაწვა.

"როგორ გაჩნდა ხანძარი?“ - ჰკითხა ბიზნესმენს მოსამართლეს, რაზეც მან მიუგო:

"მე დავწვი ის. როგორც წესი, ასე არ ვიქცევი ხოლმე, მე ძალიან მატერიალისტი არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ძუნწი ვიყავი, სწორედ ამიტომაა, რომ 31 წელია წარმატებული ბიზნესი მაქვს,“ - თქვა მაკკონვილმა.

"მე თქვენ არ გენდობით და თქვენი არ მჯერა, არ ვფიქრობ რომ პატიოსანი ადამიანი ხართ“, - მიმართა მას მოსამართლემ.

ძუნწ ყოფილ ქმარს 30 დღიანი პატიმრობა მიესაჯა და ყოველდღიურად ყოფილი ცოლისთვის 2 000 დოლარის გადახდა დაეკისრა.

"კორონავირუსის პირველი ვაქცინა შეიძლება 18 თვეში იყოს მზად" - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

უხანელი ექიმები თმას იპარსავენ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ

ფეხბურთის მეფეს სიარული აღარ შეუძლია - პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დეპრესია სტანჯავს