მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაბანში მოხუცი ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობისთვის, მათივე ნათესავი დააკავეს - შსს-მ 2019 წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა
გარდაბანში მოხუცი ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობისთვის, მათივე ნათესავი დააკავეს - შსს-მ 2019 წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა

2019 წელს გარ­და­ბან­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, შსს-მ 36 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. საქ­მე ეხე­ბა გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 7 ივ­ნი­სის ღა­მით მომ­ხდარ სას­ტი­კ მკვლე­ლო­ბას, როცა თავ­დამ­სხმელ­მა მო­ხუ­ცი ცოლ-ქმა­რი - 84 წლის მა­მა­კა­ცი და 77 წლის ქალი მოკ­ლა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ი, რო­მელ­საც ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა გა­სუ­ლი წლის ივ­ნი­სის თვე­ში, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მას­თან ნა­თე­სა­ურ კავ­შირ­ში მყოფ ცოლ-ქმარს - 1942 წელს და­ბა­დე­ბულ შ.მ. -სა და 1935 წელს და­ბა­დე­ბულ ი.მ.-ს მათ­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ბლაგ­ვი საგ­ნით სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის კუთ­ვნილ თან­ხას მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფ­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ცოლ-ქმა­რი მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ნანა
0

დამნაშავის სახელი და გვარი მიუთითეთ და დეტალები.

ავტორი:

გარდაბანში მოხუცი ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობისთვის, მათივე ნათესავი დააკავეს - შსს-მ 2019 წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა

გარდაბანში მოხუცი ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობისთვის, მათივე ნათესავი დააკავეს - შსს-მ 2019 წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა

2019 წელს გარდაბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს-მ 36 წლის მამაკაცი დააკავა. საქმე ეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტში 7 ივნისის ღამით მომხდარ სასტიკ მკვლელობას, როცა თავდამსხმელმა მოხუცი ცოლ-ქმარი - 84 წლის მამაკაცი და 77 წლის ქალი მოკლა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული გ.ი, რომელსაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გასული წლის ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ცოლ-ქმარს - 1942 წელს დაბადებულ შ.მ. -სა და 1935 წელს დაბადებულ ი.მ.-ს მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ცოლ-ქმარი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ დააკავა ახალგაზრდები, რომლებმაც ახალქალაქში 4 ადამიანი დაჭრეს

"არ გავჩერდები, ვიდრე ჩემი ოჯახის გამაუბედურებელი არ დაისჯება" - 2003 წელს საზარელ ავარიაში დაღუპული დავით საყვარელიძის დედამ სტრასბურგში გაიმარჯვა

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება