პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასალა სიმაღლეზე კუსტარულად დამზადებული მექანიზმით აჰქონდათ" - რა დარღვევები იყო სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა
"მასალა სიმაღლეზე კუსტარულად დამზადებული მექანიზმით აჰქონდათ" - რა დარღვევები იყო სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კორ­პუ­სი­დან, სა­ი­და­ნაც ორი მუშა გად­მო­ვარ­და, სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩერ­და.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ბექა ფე­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ მომ­ხდარ­ზე მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო. ად­გილ­ზე და­ფიქ­სირ­და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის კრი­ტი­კუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი.

"მინ­და მწუ­ხა­რე­ბა გა­მოვ­თქვა ამ ფაქ­ტის გამო. შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ და­ი­წყო მოკ­ვლე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ შე­ვა­ჩე­როთ სა­მუ­შაო პრო­ცე­სი შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის კრი­ტი­კუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის გამო. კერ­ძოდ, სი­მაღ­ლე­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს მა­სა­ლის ატა­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც შე­უ­სა­ბა­მოა კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან. მოკ­ვლე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და ფე­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყოს უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტის დაც­ვა.

"მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია და რო­გორც იცით, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნო­ნი ვრცელ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა სექ­ტორ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას და მათ თა­ვად უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ უსაფრ­თხო­ე­ბის სდან­დარ­ტის დაც­ვა. სა­ხელ­მწი­ფო ამ შემ­თხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს შერ­ჩე­ვი­თი კონ­ტრო­ლით გარ­კვე­ულ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, კომ­პა­ნი­ას ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, რომ და­ეც­ვათ შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბა, და­ე­ნიშ­ნათ უსაფრ­ხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი. ამას არ­კვევს გა­მო­ძი­ე­ბა. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გვექ­ნე­ბა მეტი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ფე­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძეს“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ფა­სა­დე სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას კორ­პუ­რი­დან ორი მუშა გად­მო­ვარ­და. ერთი მათ­გა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nანა
2

როცა ურემი გადაბრუნდება , გზის ძებნას მერე იწყებენ.

ლია
0

mapatroneebs ar Seexebian, ra Tqma unda ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მასალა სიმაღლეზე კუსტარულად დამზადებული მექანიზმით აჰქონდათ" - რა დარღვევები იყო სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა

"მასალა სიმაღლეზე კუსტარულად დამზადებული მექანიზმით აჰქონდათ" - რა დარღვევები იყო სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორპუსიდან, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა, სამუშაოები შეჩერდა.

როგორც ჟურნალისტებს დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა, შრომის ინსპექციამ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. ადგილზე დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევები.

"მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ ფაქტის გამო. შრომის ინსპექციამ დაიწყო მოკვლევის პროცედურები. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან. ამ წუთის მდგომარეობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ სამუშაო პროცესი შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო. კერძოდ, სიმაღლეზე სამუშაოების დროს მასალის ატანა ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით, რომელიც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან. მოკვლევის პროცედურები მიმდინარეობს", - განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, ყველა კომპანიას აქვს ვალდებულება თავად უზრუნველყოს უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს უამრავი სამშენებლო კომპანია და როგორც იცით, შრომის უსაფრთხოების კანონი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე. შესაბამისად, ვალდებულება აქვს ყველა კომპანიას და მათ თავად უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების სდანდარტის დაცვა. სახელმწიფო ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს შერჩევითი კონტროლით გარკვეულ ზედამხედველობას. ბუნებრივია, კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, რომ დაეცვათ შრომის უსაფრთხოება, დაენიშნათ უსაფრხოების სპეციალისტი. ამას არკვევს გამოძიება. უახლოეს პერიოდში გვექნება მეტი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა", - განაცხადა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მარტყოფში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში 18-წლიან სასჯელს იხდიდა - რას ყვება მონასტრის წინამძღვარი

მშენებარე კორპუსიდან ორი ადამიანი გადმოვარდა - ერთი დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი