საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტკივილების და პრობლემების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნა სილამაზე და ღირსება" - რას იხსენებენ ლალი ბადურაშვილზე
"ტკივილების და პრობლემების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნა სილამაზე და ღირსება" - რას იხსენებენ ლალი ბადურაშვილზე

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

81 წლის მსა­ხი­ო­ბის­თვის გა­სუ­ლი წელი უმ­ძი­მე­სი გა­მოდ­გა - მისი ვაჟი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, რის შემ­დე­გაც ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. მას სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი წლე­ბის წინ და­უს­ვეს, თუმ­ცა ვა­ჟიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სწრა­ფად გა­უ­ა­რეს­და.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსა­ხი­ო­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ლალი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა ვერ შეძ­ლო უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლის ახ­დე­ნა - და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა შვი­ლის ბოლო ფილ­მი, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბაც ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილ­მა ვერ მო­ას­წრო...

AMBEBI.GE ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი­სა და მისი შვი­ლიშ­ვი­ლის, მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის მე­გობ­რებს ესა­უბ­რა, რომ­ლებ­მაც მსა­ხი­ო­ბი გა­იხ­სე­ნეს.

მაკა რაზ­მა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ძა­ლი­ან დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ლალი... თა­ვი­სე­ბუ­რი, ორი­გი­ნა­ლუ­რი, საყ­ვა­რე­ლი, იშ­ვი­ა­თად კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. შე­საძ­ლოა მისი ხის­ტი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო, სხვა­ნა­ი­რი ჩან­და, მაგ­რამ კე­თი­ლი და გულ­ღია ადა­მი­ა­ნი იყო.

არც მახ­სოვს რო­დის დავ­მე­გობ­რდით, იმ­დე­ნი ხა­ნია ერ­თად მოვ­დი­ვართ. ბოლო პე­რი­ოდ­ში უფრო ხში­რად გვქონ­და შე­ხე­ბა, გა­და­ცე­მა­ში მო­დი­ო­და სტუმ­რად, მის­თვის ეთერ­ში მოს­ვლა და სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმა ბედ­ნი­ე­რე­ბის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი იყო.

- ცნო­ბი­ლია, რომ მისი ვა­ჟის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და...

- ერეკ­ლეს გარ­დაც­ვა­ლე­ბას ფაქ­ტი­უ­რად გა­დაყ­ვა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ცოტა დრო გა­ვი­და და ლა­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა. მძი­მედ იყო მა­შინ ლალი, არა­ვის ეგო­ნა თუ გა­დარ­ჩე­ბო­და. არ უყ­ვარ­და სა­კუ­თარ და­ა­ვა­დე­ბა­ზე და ტკი­ვილ­ზე სა­უ­ბა­რი. გა­რეთ არ გა­მო­ვი­დო­და და თა­ვის ტკი­ვილს თავ­ზე არ მო­გახ­ვევ­და, თუ გა­მო­ვი­დო­და აქეთ ცდი­ლობ­და ჩვენს გამ­ხნე­ვე­ბას.

- სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­უს­ვეს?

- სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი მა­ნამ­დე ჰქონ­და, წლე­ბი ატა­რებ­და. თა­ვი­დან არ იცო­და და რო­დე­საც გა­ი­გო, ტრა­გე­დია არ მო­უ­წყვია, ნორ­მა­ლუ­რად შეხ­ვდა ამას, სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნად ვერც აღიქ­ვამ­და სიმ­სივ­ნეს, მაგ­რამ ერეკ­ლეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.

ზუს­ტად ვერ გე­ტყვით რო­დის მო­ა­თავ­სეს კლი­ნი­კა­ში. ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რად­გან ბო­ლომ­დე მხნედ იყო.

- ბო­ლოს რო­დის შეხ­ვდით?

- და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ვნა­ხე, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ვი­ყა­ვით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დრო ვა­ტა­რეთ, ფე­ლა­მუ­ში მი­ვირ­თვით, ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ვი­ღეთ, ძვე­ლე­ბუ­რი ლალი იყო, ისე დაგ­ვა­მახ­სოვ­რა ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე თავი, რო­გო­რიც იყო ლალი!

გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"ჩემი მე­გობ­რის ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ბე­ბია იყო ლალი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად გა­და­ცე­მე­ბი­დან გა­ვი­ცა­ნი. გულ­წრფე­ლი, ხმა­მა­ღა­ლი და კარ­გი იუ­მო­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი იყო. ძვე­ლი თა­ო­ბის არ­ტის­ტუ­ლი შარ­მი ჰქონ­და, მისი ხმა იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის ხმა. უთ­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ, რა­საც ფიქ­რობ­და იმას ამ­ბობ­და, სა­ო­ცა­რი ბი­ოგ­რა­ფია ჰქონ­და და ღირ­სე­უ­ლად შე­ვი­და ქარ­თუ­ლი კი­ნოს ის­ტო­რი­ა­ში.

ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, რა მოხ­დე­ბო­და, მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას არ მოს­წრე­ბო­და-მეთ­ქი. გულ­და­წყვე­ტი­ლი წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან...

ხალ­ხს ჰგო­ნია, მსა­ხი­ო­ბებს კარ­გი ცხოვ­რე­ბა აქვთ, მაგ­რამ ასე ნამ­დვი­ლად არ არის. ლა­ლიმ ტკი­ვი­ლე­ბის და პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სი­ლა­მა­ზე და ღირ­სე­ბა.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ბე­ბი­ებ­თან - ლალი ბა­დუ­რაშ­ვილ­თან და ფლო­რა კა­ხი­ან­თან ერ­თად

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­და, გა­ნიც­დი­და ამას?

- უკან არა­ფერ­ზე არ იხევ­და, ერთხელ სი­ცხი­ა­ნი ჩა­მერ­თო გა­და­ცე­მა­ში. სახ­ლი­დან მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სი­ცხი­ა­ნი, ქუ­დით და კაშ­ნე­თი იჯდა ეთერ­ში, მაგ­რამ მა­ინც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს და ასეთ ფორ­მა­ში ყოფ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ლა­მა­ზი იყო.

- ცნო­ბი­ლია, რომ ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ბე­ბი­ა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავ­და ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი...

- ნინი დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და ლა­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბე­ბია-შვი­ლიშ­ვი­ლო­ბა ჰქონ­დათ. რო­დე­საც ლალი პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და, ცდი­ლობ­და მისი პო­ზი­ცია ნი­ნის პო­ზი­ცი­ად არ წარ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. გა­და­ფოფ­რი­ლი ბე­ბია გახ­ლდათ. ნი­ნის­თვის რთუ­ლი გა­მოდ­გა 2019 წელი და ახლა უკვე 2020 წე­ლიც... ვუ­სამ­ძიმ­რებ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხე­ლი­დან გა­მოც­ლის გამო.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
11

ძალიან მეწყინა ქლბატონი ლალის გარდაცვალება,ვიზიარებ თქვენს მხუხარებას,ნათელში ამყოფოს უფალმა.

)))
92

თავშეკავებულად წიოდა და ილანძღებოდა, მართალია1

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ტკივილების და პრობლემების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნა სილამაზე და ღირსება" - რას იხსენებენ ლალი ბადურაშვილზე

"ტკივილების და პრობლემების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნა სილამაზე და ღირსება" - რას იხსენებენ ლალი ბადურაშვილზე

ცნობილი ქართველი მსახიობი ლალი ბადურაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

81 წლის მსახიობისთვის გასული წელი უმძიმესი გამოდგა - მისი ვაჟი ერეკლე ბადურაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა, რის შემდეგაც ბადურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მას სიმსივნის დიაგნოზი წლების წინ დაუსვეს, თუმცა ვაჟიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა.

გარდაცვალებამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მსახიობი ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში იყო საავადმყოფოში. ლალი ბადურაშვილმა ვერ შეძლო უკანასკნელი სურვილის ახდენა - დაესრულებინა შვილის ბოლო ფილმი, რომლის დასრულებაც ერეკლე ბადურაშვილმა ვერ მოასწრო...

AMBEBI.GE ლალი ბადურაშვილისა და მისი შვილიშვილის, მომღერალ ნინი ბადურაშვილის მეგობრებს ესაუბრა, რომლებმაც მსახიობი გაიხსენეს.

მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი:

"ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, ძალიან მიყვარდა ლალი... თავისებური, ორიგინალური, საყვარელი, იშვიათად კეთილი ადამიანი იყო. შესაძლოა მისი ხისტი გამონათქვამების გამო, სხვანაირი ჩანდა, მაგრამ კეთილი და გულღია ადამიანი იყო.

არც მახსოვს როდის დავმეგობრდით, იმდენი ხანია ერთად მოვდივართ. ბოლო პერიოდში უფრო ხშირად გვქონდა შეხება, გადაცემაში მოდიოდა სტუმრად, მისთვის ეთერში მოსვლა და საკუთარი აზრის გამოთქმა ბედნიერების მიმნიჭებელი იყო.

- ცნობილია, რომ მისი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა...

- ერეკლეს გარდაცვალებას ფაქტიურად გადაყვა. მისი გარდაცვალებიდან ცოტა დრო გავიდა და ლალიც გარდაიცვალა. მძიმედ იყო მაშინ ლალი, არავის ეგონა თუ გადარჩებოდა. არ უყვარდა საკუთარ დაავადებაზე და ტკივილზე საუბარი. გარეთ არ გამოვიდოდა და თავის ტკივილს თავზე არ მოგახვევდა, თუ გამოვიდოდა აქეთ ცდილობდა ჩვენს გამხნევებას.

- სიმსივნის დიაგნოზი ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების შემდეგ დაუსვეს?

- სიმსივნის დიაგნოზი მანამდე ჰქონდა, წლები ატარებდა. თავიდან არ იცოდა და როდესაც გაიგო, ტრაგედია არ მოუწყვია, ნორმალურად შეხვდა ამას, სასიკვდილო განაჩენად ვერც აღიქვამდა სიმსივნეს, მაგრამ ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა.

ზუსტად ვერ გეტყვით როდის მოათავსეს კლინიკაში. ალბათ რამდენიმე დღის წინ, რადგან ბოლომდე მხნედ იყო.

- ბოლოს როდის შეხვდით?

- დაახლოებით ერთი თვის წინ ვნახე, ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით, არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ, ფელამუში მივირთვით, ფოტოებიც გადავიღეთ, ძველებური ლალი იყო, ისე დაგვამახსოვრა ბოლო შეხვედრაზე თავი, როგორიც იყო ლალი!

გიორგი გასვიანი, ტელეწამყვანი:

"ჩემი მეგობრის ნინი ბადურაშვილის ბებია იყო ლალი, მაგრამ რეალურად გადაცემებიდან გავიცანი. გულწრფელი, ხმამაღალი და კარგი იუმორის მქონე ადამიანი იყო. ძველი თაობის არტისტული შარმი ჰქონდა, მისი ხმა იყო საზოგადოების დიდი ნაწილის ხმა. უთბილესი ადამიანი გახლდათ, რასაც ფიქრობდა იმას ამბობდა, საოცარი ბიოგრაფია ჰქონდა და ღირსეულად შევიდა ქართული კინოს ისტორიაში.

ბევრჯერ მიფიქრია, რა მოხდებოდა, მისი შვილის გარდაცვალებას არ მოსწრებოდა-მეთქი. გულდაწყვეტილი წავიდა ამ ქვეყნიდან...

ხალხს ჰგონია, მსახიობებს კარგი ცხოვრება აქვთ, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ლალიმ ტკივილების და პრობლემების მიუხედავად ბოლომდე შეინარჩუნა სილამაზე და ღირსება.

ნინი ბადურაშვილი ბებიებთან - ლალი ბადურაშვილთან და ფლორა კახიანთან ერთად

- საზოგადოება ხმამაღალი განცხადებების გამო, ხშირად აკრიტიკებდა, განიცდიდა ამას?

- უკან არაფერზე არ იხევდა, ერთხელ სიცხიანი ჩამერთო გადაცემაში. სახლიდან მიიღო მონაწილეობა, სიცხიანი, ქუდით და კაშნეთი იჯდა ეთერში, მაგრამ მაინც გამოეხმაურა ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს და ასეთ ფორმაში ყოფნის მიუხედავად, მაინც ლამაზი იყო.

- ცნობილია, რომ ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ბებიაზე განსაკუთრებულად ზრუნავდა ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი...

- ნინი დიდ ყურადღებას აქცევდა ლალის, განსაკუთრებული ბებია-შვილიშვილობა ჰქონდათ. როდესაც ლალი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, ცდილობდა მისი პოზიცია ნინის პოზიციად არ წარმოჩენილიყო. გადაფოფრილი ბებია გახლდათ. ნინისთვის რთული გამოდგა 2019 წელი და ახლა უკვე 2020 წელიც... ვუსამძიმრებ საყვარელი ადამიანების ხელიდან გამოცლის გამო.

"ვეძახდი, გიო! გიო! არასდროს გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე" - შაქარაშვილის დედა

30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს (ვიდეო)