სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრულო პოლიციის უფროსის სიურპრიზი 15 წლის მოზარდს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაჭრეს (ფოტო)
საპატრულო პოლიციის უფროსის სიურპრიზი 15 წლის მოზარდს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაჭრეს (ფოტო)

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა ვაჟა სი­რა­ძემ 15 წლის გი­ორ­გი ფა­ლე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში დაჭ­რეს, სი­ურპრი­ზი მო­უ­წყო, სახ­ლში მო­ი­ნა­ხუ­ლა და სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­დას­ცა.

შემ­თხვე­ვა გლ­დან­ში, მეტ­რო­სად­გურ „ახ­მე­ტე­ლის თე­ატრთან“ მოხ­და. არას­რულ­წლო­ვა­ნი გი­ორ­გი ფა­ლე­ლაშ­ვი­ლი მე­გობ­რებ­თან ერ­თად სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და. არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა პირ­მა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე 2 მო­ქა­ლა­ქეს ეკა­მა­თე­ბო­და, გი­ორ­გის მე­გო­ბარს და მის მა­მას და­უ­წყო ჩხუ­ბი. მო­ზარ­დი მე­გობ­რის და მისი მა­მის საშ­ვე­ლად შე­მობ­რუნ­და, რა დრო­საც უც­ნობ­მა იგი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა.

პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა, დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, გი­ორ­გის დამ­რი­გებ­ლის, ლია ტუ­შუ­რის „ფე­ის­ბუკ“-პოს­ტი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბიჭი პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა­ზე და პო­ლი­ცი­ე­ლის ნამ­დვილ ფორ­მა­ზე ოც­ნე­ბობ­და. გი­ორ­გიმ ოპე­რა­ცი­ის წინ წე­რი­ლი და­წე­რა, რო­მე­ლიც დე­დას გა­დას­ცა: "აბა, რა, მე ხომ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე უნდა ვიზ­რუ­ნო... შსს".

ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მო­ზარ­დი სკო­ლა­ში ხან­და­ხან სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით შექ­მნი­ლი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის ფორ­მის მსგავ­სი ტან­საც­მლით მი­დი­ო­და, მუდ­მი­ვად ინ­ტე­რეს­დე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბით და ყო­ველ­თვის უნ­დო­და, რომ ნამ­დვი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის სა­მო­სი ჰქო­ნო­და.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დი­რექ­ტორ­მა ვაჟა სი­რა­ძემ გი­ორ­გის სა­გან­გე­ბოდ მის­თვის შე­კე­რი­ლი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის ფორ­მა და სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცა.

ვაჟა სი­რა­ძემ მო­ზარ­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აკა­დე­მი­ა­შიც წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბა. მათ აკა­დე­მი­ის რექ­ტორ­მა ივა­ნე პა­პი­აშ­ვილ­მა უმას­პინ­ძლა, რო­მელ­მაც გი­ორ­გის სას­წავ­ლებ­ლის სპე­ცი­ფი­კა გა­აც­ნო, აკა­დე­მი­ის შე­ნო­ბა, სას­რო­ლე­თი და „შუ­თ­ჰა­უ­სი“ და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.

ნინო
1

საყვარელი ბავშვი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შს სამინისტრო იმ სქემის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რითაც, უწყების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა შეძლო
ავტორი:

საპატრულო პოლიციის უფროსის სიურპრიზი 15 წლის მოზარდს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაჭრეს (ფოტო)

საპატრულო პოლიციის უფროსის სიურპრიზი 15 წლის მოზარდს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაჭრეს (ფოტო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ 15 წლის გიორგი ფალელაშვილს, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში დაჭრეს, სიურპრიზი მოუწყო, სახლში მოინახულა და სპეციალურად მისთვის მომზადებული საჩუქარი გადასცა.

შემთხვევა გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მოხდა. არასრულწლოვანი გიორგი ფალელაშვილი მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, რომელიც მანამდე 2 მოქალაქეს ეკამათებოდა, გიორგის მეგობარს და მის მამას დაუწყო ჩხუბი. მოზარდი მეგობრის და მისი მამის საშველად შემობრუნდა, რა დროსაც უცნობმა იგი ცივი იარაღით დაჭრა.

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა, დაჭრილი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, გიორგის დამრიგებლის, ლია ტუშურის „ფეისბუკ“-პოსტიდან ცნობილი გახდა, რომ ბიჭი პოლიციელობაზე და პოლიციელის ნამდვილ ფორმაზე ოცნებობდა. გიორგიმ ოპერაციის წინ წერილი დაწერა, რომელიც დედას გადასცა: "აბა, რა, მე ხომ ადამიანების სიცოცხლეზე უნდა ვიზრუნო... შსს".

ახლობლების თქმით, მოზარდი სკოლაში ხანდახან საკუთარი სურვილით შექმნილი, სამართალდამცველის ფორმის მსგავსი ტანსაცმლით მიდიოდა, მუდმივად ინტერესდებოდა პოლიციელებზე გადაღებული ფილმებით და ყოველთვის უნდოდა, რომ ნამდვილი პოლიციელის სამოსი ჰქონოდა.

საპატრულო პოლიციის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გიორგის საგანგებოდ მისთვის შეკერილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ფორმა და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა.

ვაჟა სირაძემ მოზარდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაშიც წაიყვანა, სადაც მომავალი პოლიციელების მომზადება ხდება. მათ აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა უმასპინძლა, რომელმაც გიორგის სასწავლებლის სპეციფიკა გააცნო, აკადემიის შენობა, სასროლეთი და „შუთჰაუსი“ დაათვალიერებინა.

ინფექციურში ვირუსის ნიშნებით ჩინეთის მოქალაქე შეიყვანეს

ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს

ახალი სამანქანო ხიდი, გზაგამყოფი კუნძულები, ვაკის პარკის რეაბილიტაცია - რა პროექტები განხორციელდება თბილისში 2020 წლიდან